close

ტექნოლოგიები

ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკა

SpaceX-მა კოსმოსში ,,ნატოს” თანამგზავრი გაუშვა

ფლორიდადან ოთხშაბათს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 გაუშვეს, რომელსაც ლუქსემბურგში დამზადებული საკომუნიკაციო თანამგზავრი გადაჰქონდა. თანამგზავრი კომპანია ლუქსემბურში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ ,,ნატოსთვის” დაამზადა, რომელიც კოსმოსში დაკვირვების შესაძლებლობას აფართოვებს, რათა ალიანსის წევრებზე კიბერ თავდასხმის შეჩერების შესაზლებლობა ჰქონდეს.

ხელოვნური თანამგზავრი GovSat-1, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია SES-მა ააგო, სერიოზულ კიბერთავდაცვით საშუალებას წარმოადგენს.

აფრენიდან 34-წუთში თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს.  საბოლოო ჯამში, ის 36,000 კმ სიმაღლეზე განთავსდება, სადაც 15 წლის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ იმოძრავებს.

ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის – ეტიენ შნაიდერის განცხადებით, 279 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანამგზავრი დაახლოებით 4,5 ტონას იწონის და ის აორმაგებს ქვეყნის კონტრიბუციას ,,ნატოს” მიმართ. 

,,ნატოს” ოფიციალურმა პირმა რამდენიმე თვის წინ მედიასთან საუბრისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი  თავდაცვით ტექნოლოგიებზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის მესამედი თანამგზავრულ ტექნოლოგიებს მოხმარდებოდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ,,iPhone-ების” შენელებულ მუშაობაზე გამოძიება დაიწყო

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ,,აიფონის” მომხმარებელთა წუწუნი, რომ მათი ტელეფონი დღითი დღე აუარესებს მუშაობის ხარისხს და ნელა მუშაობს. გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ  აშშ-ის იუსტიცის სამინისტრომ ,,iPhone-ების” შენელებულ მუშაობაზე გამოძიება დაიწყო. დეპარტამენტი კომპანიისგან ინფორმაციის გამოთხოვას გეგმავს. 

,,Apple-ში” ადასტურებენ, რომ სამთავრობო უწყებისგან შეტყობინება მიიღეს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას აანონსებენ.

,,Apple-ში” რამდენიმე კვირის წინ ბოდიში მოიხადეს და  განაცხადეს, რომ მობილური ტელეფონების შენელება 2017 წლის ერთ-ერთმა ბოლო განახლებამ გამოიწვია. აქვე – დადეს პირობა, რომ  განახლებას გამოუშვებენ, რომელიც ძველი ,,iPhone-ის” მუშაობის შენელების სისტემას გამორთავს.

წყარო: Bloomberg.com

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

,,Google-ი” საძიებო სისტემას ცვლის

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Google-ი მალე საძიებო სისტემის სახეცვლილ ვერსიას შემოგვთავაზებს.

ცვლილება ლიდს შეეხება, რომელიც ჩარჩოში არის მოცემული და საძიებო ველის შემდეგ, მოძიებულ ინფორმაციამდე ჩნდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ახალი „აიფონის“ ფასი იკლებს

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ „ეპლის“ კომპანიამ ახალი, ისტორიაში ყველაზე ინოვაციური მოდელი გამოუშვა, რომელიც წინა პროდუქციისგან როგორც გარეგნულად, ასევე – პროგრამულადაც განსხვავდება და ცალსახად უკეთესია.

გამოშვებისთანავე პროდუქციის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ ბევრისთვის მისი შეძენა წარმოუდგენელიც კი აღმოჩნდა, ,,ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით „ეპლის“ ერთ–ერთმა წამომადგენელმა თქვა, რომ ახალი მოდელის ფასი კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო, გამოშვებისთანავე 1000 ამერიკული დოლარი ღირდა.

ექსპერტების აზრით, ახალი პროდუქტის გაყიდვების შემცირება გარკვეულწილად მისმა ცოტა არ იყოს არარეალურმა ფასმაც კი გამოიწვია, რადგან იგი მხოლოდ ფინანსურად მაღალი ფენისთვის იყო განკუთვნილი.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტრანსპორტი

ყველაზე გრძელი ფრენები მსოფლიოში

წლების წინ ვერავინ წამოიდგენდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა გადაადგილებულიყო დედამიწის ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში, ტექნოლოგია იმდენად წინ მიიწევს, რომ დრო მცირდება, რომელიც საჭირო იყო გადაადგილებისთვის.

გასულ წელს ყატარის ავაიახაზებმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი ფრენა განახორციელა ანუ ყატარიდან ახალი ზელანდიის მიმართულებით, ,,ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით იგი პირველ ადგილს იკავებს.

მუდმივად მიმდინარეობს ფრენები სან ფრანცისკოდან სინგაპურამდე,  სადაც ასევე საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა არის საჭირო.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა 5 ყველაზე გრძელ ფრენათა სია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:

  1. ახალი ზელანდიიდან ყატარამდე, ყატარის ავიახაზები (9,026 მილი)
  2. ავსტრალიიდან ლონდონამდე (9,009 მილი)
  3. ახალი ზელანდიიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდე (8,820 მილი)
  4. ლოს ანჯელესიდან სინგაპურამდე (8,759 მილი)
  5. ჰიუსტონიდან სიდნეიმდე (8,593 მილი)

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტრანსპორტი

ყველაზე გრძელი ფრენები მსოფლიოში

წლების წინ ვერავინ წამოიდგენდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა გადაადგილებულიყო დედამიწის ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში, ტექნოლოგია იმდენად წინ მიიწევს, რომ დრო მცირდება, რომელიც საჭირო იყო გადაადგილებისთვის.

გასულ წელს ყატარის ავაიახაზებმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი ფრენა განახორციელა ანუ ყატარიდან ახალი ზელანდიის მიმართულებით, ,,ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით იგი პირველ ადგილს იკავებს.

მუდმივად მიმდინარეობს ფრენები სან ფრანცისკოდან სინგაპურამდე,  სადაც ასევე საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა არის საჭირო.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა 5 ყველაზე გრძელ ფრენათა სია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:

  1. ახალი ზელანდიიდან ყატარამდე, ყატარის ავიახაზები (9,026 მილი)
  2. ავსტრალიიდან ლონდონამდე (9,009 მილი)
  3. ახალი ზელანდიიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდე (8,820 მილი)
  4. ლოს ანჯელესიდან სინგაპურამდე (8,759 მილი)
  5. ჰიუსტონიდან სიდნეიმდე (8,593 მილი)

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ამერიკელი კანონმდებლები ,,AT&T-ს” ,,Huawei-სთან” კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები ,,ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე” მოუწოდებენ AT & T Inc-ს, ქვეყნის მეორე უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას, ჩინეთის ტელეფონების მწარმოებელ Huawei Technologies- სთან კომერციული კავშირები გაწყვიტოს.

ამის შესახებ სააგენტო ,,როიტერსი” კონგრესმენების ორ ასისტენტზე დაყრდნობით იუწყება, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლები ასევე ეწინააღმდეგებიან ჩინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, China Mobile Ltd-ის გეგმას აშშ-ს ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ როგორც აშშ-ს კონგრესის წევრები, ასევე AT & T Inc- ის, Huawei Technologies-ისა და China Mobile-ის წარმომადგენლები.

ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები შიშობენ, რომ ,,Huawei-ის” აპარატის ნებისმიერი მონაცემები, მაგალითად, ტელეფონის მომხმარებლის ადგილმდებარეობა, ხელმისაწვდომი იქნება ჩინეთის მთავრობის დაზვერვის სამსახურისთვის.

2012 წელს, აშშ-ში ჩატარდა გამოძიება იმის დასადგენად, წარმოადგენდნენ თუ არა Huawei-სა და ZTE Corp -ის აღჭურვილობები ჯაშუშობის საშუალებას და უქმნიდნენ თუ არა აშშ-ს ინფრასტრუქტურას საფრთხეს.

,,უსადენო კომუნიკაციის შემდეგი ტალღას უზარმაზარი გავლენა აქვს ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩინეთის მონაწილეობა სტანდარტების შექმნასა და მოწყობილობების გაყიდვის პროცესში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს აყენებს, რომლებიც მოითხოვს მკაცრ და სწრაფ ყურადღებას”, – განაცხადა კონგრესის მიერ ჩამოყალიბებულმა აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის წევრმა მაიკლ უესელმა.

ამერიკელ კანინმდებლებს არ სურთ China Mobile -თვის აშშ-ში ბიზნესის კეთების ლიცენზიის მინიჭება .  China Mobile-ზე ლიცენზიაზე აპლიკაცია  2011 წელს წარადგინა და  ფედერალური კომუნიკაციების კომისიისგან პასუხი ჯერაც არ მიუღია.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტურიზმი

tripplanner.ge – ინოვაციური პლატფორმა ტურისტული და ტრანსფერული პაკეტების შესაძენად

tripplanner.ge-ს გამოჩენა გამორჩეულად გაახარებს მათ, ვისაც მოგზაურობა უყვართ. ტურის დაგეგმვა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, სწორედ აღნიშნული პორტალი აგარიდებთ თავიდან სხვადასხვა გაუთვალისწინებელ პრობლემას, რომელიც, როგორც წესი, ხშირია ტურისტთათვის. კომპანია ეკატერინე თარხნიშვილმა და გიორგი გვაზავამ დააფუძნეს. სტარტაპის შესახებ დეტალების გასარკვევად „დოქტრინა“ tripplanner.ge-ს თანადამფუძნებელ ეკატერინე თარხნიშვილს გაესაუბრა.

-უპირველეს ყოვლისა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. 

-მე გახლავართ ტურიტული საიტის ,,tripplanner.ge-ის” თანადამფუძნებელი. ჩვენი პროდუქტი წარმოადგენს ვებგვერდს, სადაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია მიიღოს საქართველოს, მისი რეგიონიებისა თუ ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია, შეიძინოს ტურისტული პაკეტები და ტრანსფერული მომსახურება, აგრეთვე, ინოვაციური გვერდის ,,მგეგმავის” მეშვეობით თავად ააწყოს ტური.

-საიდან გაჩნდა აღნიშნულის შექმნის იდეა?

-ჩვენი საქმიანობის მთავარი იდეაა, საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვის უფრო კომფორტული და გამარტივებული გზა. მაგალითად, ევროპაში მოგზაურობისას ჩვენ უმეტესად ვიყენებთ ისეთ „თვითმგეგმავ“ საიტებს, როგორიცაა booling, tripadvisor, airbnb და სხვა. შესაბამისად, უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან თითქმის არ გვაქვს შეხება, ყველაფრის დაგეგმვა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად გვარდება. ამის მაგალითზე, მოვიფიქრეთ ისეთი ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელი ტურისტი თავად შეარჩევს მისთვის სასაურველ ტურს და შეიძენს მას.

ჩვენი სტარტაპკომპანია მე და ჩემმა პარტნიორმა – გიორგი გვაზავამ წელიწად-ნახევრის წინ დავაფუძნეთ. მას შემდეგ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ პროექტზე. მოვიპოვეთ გრანტი და თანადაფინანსება. ამ ხნის განმავლობაში შევქმენით საიტი, შევიტანეთ საიჭირო ინფორმაცია, გავწერეთ მარკეტინგული და ფინანსური გეგმა და ერთხელ საცდელი პერიოდით ჩავუშვით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შევიტანეთ ცვლილებები, შესაბამისად, ძალიან მალე, ახალი ინფორმაციითა და მეტად დახვეწილი დიზაინით ხელახლა გამოვალთ ბაზარზე.

-გვესაუბრეთ სტარტაპის შესახებ. რა უპირატესობები აქვს? რას სთავაზობთ საზოგადოებას.

-ეს არის ტურიტული კომპანია ელექტრონულ სივრცეში. ამ პორტალის საშუალებით ტურისტს შეუძლია, რომ გაიგოს მეტი საქართველოს შესახებ, აარჩიოს ან თავად შექმნას ტურიტული პაკეტი, შეიძინოს ტური სახლიდან გაუსვლელად, აკონტროლოს ხარჯები და ვადები და ეს ყველაფერი დამატებითი კომუნიკაციის და თანმდევი დისკომფორტების გარეშე (თუმცა აქვს კომუნიკაციის ყველა საშუალება). აქედან მთავარი პრიორიტეტი არის ონლაინ შესყიდავა და ტურის მგეგმავი. ამ ინოვაციური გვერდის საშუალებით ტურისტი თავად არჩევს რეგიონს, მარშრუტს, მოსანახულებელ ადგილებს. ასევე სურვილისამებრ სასტუმროს, საკვებისა და გიდის მომსახურებას. ტურის შედგენისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება თავად აკონრტოლოს  დრო და ღირებულება.

-რას გეგმავთ სამომავლოდ პროექტის გასავითარებლად?

-გვინდა, რომ ჩვენი საიტი რაც შეიძლება მრავლისმომცველი იყოს, რათა ნებისმიერი ტურისტისთვის ხელსაყრელი პროდუქტი შევქმნათ. მეტი ინფორმაცია,  მრავალფეროვანი ტურები და მომსახურების საიმედო ხარისხი.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

ახალ ჭურჭლის სარეცხს ზღვის პროდუქტების მომზადებაც შეუძლია

ახალ ჭურჭლის სარეცხ ტექნოლოგიას ტეტრა ეწოდება და გამოშვებულია კომპანია ჰითვორქსისგან, საკმაოდ გამოსადეგი და მომხმარებლებისთვის სასურველი ტექნიკა.

ახალი ტექნოლოგია ინტერნეტჩართულობით მუშაობს, მას არ სჭირდება არანაირი მუშა, რომელიც შეაკეთებს, ან ჩართავს, ყველაფერი მარტივადაა, ნებისმიერს გაუადვილდება მისი მოხმარება.

ახალი ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობა ძველისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს დამატებითი ფუნქცია, რომელიც გვეხმარება ზღვის პროდუქტების მომზადებაში, მათ დასუფთავებასა და შესაწვავად, ან მოსახარშად გამზადებაში.

ჭუჭლის გარდა, ასევე შესაძლებელია პატარა, ყოველდღიურად საჭირო ნივთების გარეცხვაც, რაც არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს მას.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

რატომაა ტექნოლოგიის განვითარება მავნებელი ადამიანებისთვის

არავისთვის იქნებოდა შეუმჩნეველი ტექნოლოგიის ყოველდღიური წინსვლა, რომელიც თითქოსდა აუცილებელიცაა, რომ უფრო და უფრო განვითარებულები ვიყოთ და შევქმნათ ისეთი საგნები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას გააადვილებს.

ტექნიკის განვითარებას ადამიანები მხოლოდ ერთი, დადებითი, მხრიდან უყურებენ და იმას არც კი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს, მაგალითად რომ ავიღოთ ტელეფონები, კომპიუტერები, ლეპტოპები, ეს ყველაფერი რადიაციას გამოყოფს და იწვევს სხვადასხვაგვარ დაზიანებას, გადაჭარბებული რაოდენობით დროს ატარებს  დღევანდელი ახალგაზრდობა სხვადასხვა ტექნიკასთან დროს, რაც შესაბამისად მათ მხედველობას ანადგურებს. გარდა ამისა, ტექნიკასთან ხშირი ურთიერთობა სტრესულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

Livescience.com–მა გამოაქვეყნა ცნობილი ექიმის რიჩარდ შუგარმენის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ არანაირი კონკრეტული გამოკვლევა არ არსებობს, რომელიც ადასტურებს,  რომ ტექნოლოგია ვნებს ადამიანის მხედველობას, მაგრამ საათობით განათებულ ეკრანთან ჯდომა რომ პრობლემებს იწვევს – ამას გამოკვლევა არ სჭირდება.

 

წყარო: Livescience.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 57 58 59 60 61 92
Page 59 of 92