close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

როგორ გავუფრთხილდეთ სიცხეში ტელეფონებს

თანამედროვე საზოგადოების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ზაფხულში არის ტელეფონები, რომლებიც, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, შესაძლოა, გადახურდეს და შეგექმნათ პრობლემები.

რაც შეეხება რჩევებს – განსაკუთრებით ცხელ დღეებში ტელეფონი ჯიბით არ ატაროთ, თუ გსურთ რომ ის გაგრილდეს. გარდა იმისა რომ სიცხეში ტელეფონის ჯიბით ტარება ისედაც არასასიამოვნოა, თქვენი სხეულის ტემპერატურა მოწყობილობას გაგრილებაში ხელს შეუშლის. დატენვის დროს, უმჯობესია, მოწყობილობა ჩრდილში გვქონდეს. უარესი სცენარის შემთხვევაში, ტელეფონის ელემენტი გაჟონვას დაიწყებს ან მოწყობილობას ცეცხლი წაეკიდება, რაც თქვენს პირად უსაფრთხოებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტრანსპორტი

რომელია 5 საუკეთესო მანქანა?

საუკეთესო მანქანებზე საუბრისას, შესაძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვას –  რადგან მსოფლიოში ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს მანქანის ღირებულებებს, ზოგისთვის ფორმა და ფერია პრიორიტეტული, სხვისთვის შესაძლოა უსაფრთხოება ან თუნდაც სისწრაფე იყოს ის, რის გამოც მანქანას შეიძენს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თქვენ ნახავთ 5 ყველაზე ძვირადღირებული მანქანის ჩამონათვალს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის, მათი შეძენა, მხოლოდ შეკვეთითაა შესაძლებელი:

  1. Pagani Zonda HP Barchetta – $15 მილიონი
  2.  Aston Martin Valkyrie – $3.2 მილიონი
  3. Ferrari FXX k Evoluzione- $3 მილიონი
  4. Bugatti Chiron- $2.9 მილიონი
  5. Appollo Intensa Emozione – $2.7 მილიონი

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთაა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი, რომელიც მცენარეს გაზრდაში ეხმარება  

რობოტების მწარმოებელმა კომპანია ,,CEO of robotics“–მა შექმნა ახალი პატარა რობოტი, რომელსაც შეუძლია სახლის პირობებში იზრუნოს მცენარის გაზრდაზე. ახალი პროდუქტი ჰგავს კიბორჩხალას, მას აქვს ფეხები, მასზე ზემოდან თავსდება მცენარე. მისი ფასი 949 აშშ დოლარია.

გასულ წელს კომპანიამ გამოაქვეყნა სიახლე პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ  ,,Theverge”–ის სტატიის შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო მასზე.

პროდუქტის შემქმნელმა განაცხადა, რომ მან შეამჩნია, როგორ კვდებოდა მცენარე მის თვალწინ, არ იცოდა რა ესაჭიროებოდა- წყალი, თუ მზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ თუ მცენარე რეგულარულად იმოძრავებდა მზესა და ჩრდილში, შესაძლოა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ასეც მოხდა, სწორედ ეს იყო მისთვის შთამაგონებელი, რომ შეექმნა ახალი პროდუქტი.

წყარო:  Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკა

,,ბოსტონ დინამიკსის” რობოტი სუფთა ჰაერზე ვარჯიშობს  

ყველას სჭირდება იმის ცოდნა, რომ სუფთა ჰაერი ნებისმიერი ქმნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის – რობოტისთვისაც.

,,ბოსტონ დინამიკსმა” ატვირთა ვიდეო, სადაც მათი რობოტი, სახელად ,,ატლასი” ვარჯიშობს სუფთა ჰაერზე.

ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ ,,ბოსტონ დინამიკსის” რობოტები სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან, მათთვის მცირდება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც არ შეუძლიათ. სენსორები, რომლებიც დამონტაჟებული აქვს რობოტს – ყველა მხრივ ეხმარება სხვადასხვა დავალების, მოძრაობის შესრულებაში.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ნახევრად თვითმართვადმა მანქანამ 8 მილიონი მილი გაიარა

ნახევრად თვითმართვადმა მანქანამ, რომელიც კომპანია ,,Alphabet–მა” გამოუშვა, 8 მილიონი მილი გაიარა. ეს, დაახლოებით, 25,000 მილს ნიშნავს დღეში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია უკვე ძალიან დიდ წარმატებასთან არის მისული. წელს მისი მაქსიმალური შედეგი  4 მილიონი მილი იყო, რასაც მალევე მოჰყვა წინსვლის გაორმაგება.

კომპანიას დიდი რესურსები აქვს და შეუძლია,  კიდევ და კიდევ გააუმჯობესოს ხარისხი.  ,,Alphabet–მა”, დაახლოებით, 600 ნახევრად თვითმმართვადი მანქანა აწარმოა, ასევე იგეგმება მინივენებისა და სხვა მსგავსი გადაადგილების საშუალებების ჩანაცვლება ნახევრად თვითმმართვადი მანქანებით.

კომპანიის მიზანია, გაფართოვდნენ და რაც შეიძლება მეტი მოკავშირე გაიჩინონ მსოფლიოს მასშტაბით, მათი რიცხვი კი დღითიდღე იმატებს.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

როგორი იქნება მფრინავი ტაქსები?

Rolls Royce-მა“ წარადგინა მფრინავი ტაქსის პროექტი.  როგორც კომპანიამ განაცხადა, მფრინავ ტაქსიში 5 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. იგი გამორჩეული იქნება სისწრაფითა და გარედიზაინით, შესაძლოა, საქმე მსოფლიოს ყველაზე სასურველ ტრანსპორტთანაც კი გვქონდეს საქმე.

Rolls Royceეს არის ბრიტანული ავიაძრავების მწარმოებელი კომპანია, მას არანაირი შეხება არ აქვთ მანქანათმწარმოებელ კომპანიებთან.

მოსალოდნელია, რომ 2019 წელს უკვე ვიხილოთ ახალი პროდუქტი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ რეალობას, რომ სამყარო შეუჩერებლად მიიწევს წინ. რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა – ახლა უკვე რეალობად იქცა.

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმანქანათმშენებლობატრანსპორტი

ყველაზე იაფფასიანი მანქანების გამოშვება შეწყდა

“Tata” ცნობილი იყო ისეთი  მანქანების გამოშვებით, რომელებიც მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანად მიიჩნეოდა. ინდურმა კომპანიამ  გადაწყვიტა, მოეხდინა რევოლუცია – 2008 წელს მსოფლიოში ყველაზე იაფი მანქანის გამოშვებით. პროდუქტი გათვლილი იყო იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა ძვირადღირებული მანქანების შეძენისა.  

,,Tata-მ” იფიქრა, რომ თუ ისინი პრიორიტეტად აირჩევდნენ დაბალ ფასს და არა სხვა რაიმე უფრო მნისშვნელოვან ასპექტს, მათი გაყიდვები გაიზრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გაუმართლათ, რადგან მომხმარებლებმა ამჯობინეს მეტის გადახდა უკეთეს ხარისხში.

ეს არ ნიშნავს მსგავსი მანქანების ერის დასასრულს, რადგან ფაქტია, რომ აუცილებელია რაიმე მნიშვნელოვანის შეცვლა, რაც, სავარაუდოდ, უკეთეს შედეგებს გამოიღებს.

 

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

„Google-ის“ ხელოვნური ინტელექტი ავადმყოფის გარდაცვალების დროს პროგნოზირებს

„Google-ის“ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება დაადგინოს, როდის გარდაიცვლება ადამიანი. მაგრამ შეუძლებელი იქნება ამის შედეგად სიცოცხლის გადარჩენა, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ალგორითმი, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს დაადგინოს, როდის გარდაიცვლება ავადმყოფი. სავარაუდოდ,  ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ იმ დროს შეეძლება ამის განსაზღვრა, როდესაც არანაირი გამოსავალი და საშველი აღარ მოიძებნება.

უკვე მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა, ასეა თუ ისე, მაინც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიღწევაა, გასაკვირი არ იქნება, თუ ადამიანი ისეთ მოწყობილობასაც შექმნის, რომელიც მართლაც იწინასწარმეტყველებს გარდაცვალებას.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოპოლიტიკასამართალისამხედროტექნოლოგიები

,,იარაღის ჩამოტვირთვის ხანა ოფიციალურად იწყება” – 3Dბეჭდვა ბრუნდება

,,იარაღის 3Dბეჭდვის პროექტი ინტერნეტში ბრუნდება”, – ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიიღო.

პირველი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წელს შეიქმნა. პროცესი ინტერნეტში გაავრცელეს და ის 100,000-ჯერ იქნა ჩამოტვირთული. აშშ-ს მთავრობამ ფაილების ხელმისაწვდომობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ირღვეოდა იარაღის საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ კანონი, რომელიც არეგულირებს, რომელი სამხედრო მასალის ექსპორტია დასაშვები.

ორგანიზაცია ,,Defense Distributed-მა”, რომელიც იარაღის ფლობის უფლების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეს მკაცრი ზომა გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია. CAD (ავტომატიზირებული პროექტირება) ფაილები, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ხდება იარაღის 3D ბეჭდვა, ინტერნეტში 1-ელ აგვისტოს დაბრუნდება, აღნიშნულია ,,Defense Distributed-მა” საკუთარ ვებგვერდზე. ,,იარაღის ჩამოტვირთვის ხანა ოფიციალურად იწყება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პირველი პისტოლეტი – The Liberator კოდი უილსონმა შექმნა. ,,ლიბერატორი” მსოფლიოში პირველი პისტოლეტია, რომლის თითქმის ყველა დეტალი სამგანზომილებიან პრინტერზეა ამობეჭდილი სპეციალური პლასტიკის გამოყენებით და მას ერთი 9 მმ კალიბრის ტყვიის გასროლა შეუძლია. ამერიკელი გამომგონებლის პრინტერზე ამობეჭდილი პისტოლეტის ყველა დეტალი გამძლე პლასტიკისგან არის დამზადებული, რომელთა  აღმოჩენა მეტალოდეტექტორს არ შეუძლია, რაც ტერორისტს საშუალებას მისცემს, ის თვითმფრინავშიც შეიტანოს. ვაზნების ფარულად შეტანა თვითმფრინავში შედარებით ადვილია, თუკი ისინი სხვა მეტალის ნივთებშია შენიღბული.
კოდი უილსონმა პრინტერზე დაბეჭდილი თავისი “უჩინარი” ,,განმათავისუფლებელი” 6 მაისს წარუდგინა საზოგადოებას ინტერნეტში.

აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი განმარტებით, მსგავსი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობას უკონტროლოს გახდის და კრიმინოგენულ ვითარებასაც გააუარესებს.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოსაქართველოტექნოლოგიები

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა. 2018 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 59-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 საფეხურით გაუმჯობესდა. ამ ინფორმაციას ,,ტექნოპარკი” ავრცელებს.

საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.

 ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

 ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 38 39 40 41 42 91
Page 40 of 91