close

ტექნოლოგიები

მანქანათმშენებლობასაქართველო

მალე საქართველოში ელექტრო ავტომობილების წარმოება დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე – „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი, განაცხადა რომ ამჟამად ქვეყანაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, საქმე ორ უმსხვილეს კომპანიას ეხება, თუმცა ისინი არ დაუკონკრეტებია.
“დღეს ჩვენ განვაცხადებთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლითაც დარწმუნებული ვარ, იამაყებენ მომავალი თაობები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი ათი წლის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“-განაცხადა მან.

ბახტაძის თქმით, საქართველოში ნომერ პირველი საიმორტო პროდუქტი საწვავია, ელექტრომობილებზე გადართვას კი, ამ შემთხვევაში, დამატებითი მაკროეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეყნისთვის.
პრემიერი ელექტრომობილების ღირებულებასაც შეეხო, „ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე“ – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ელექტროავტომობილების რენესანსი თანამედროვე მსოფლიოში 2008 წელს დაიწყო, როცა საწვავის გაზრდილმა ფასმა და გარემოს დაბინძურების შემაშფოთებელმა სტატისტიკამ მწარმოებლები ეკომეგობრული პროდუქტის შექმნაზე დააფიქრა.
ელექტროავტომობილების მწარმოებელი ქვეყნების სათავეში, ავტომობილების საერთაშორისო ორგანიზაციის 2017 წლის სტატისტიკით, რა თქმა უნდა, ჩინეთი ლიდერობს. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებშიც მსგავსი ტრანსპორტის კულტურა უკვე ნორმად იქცა, ამ შემთხვევაში აღსანიშნავი ნორვეგიის გასული თვის რეკორდია, როცა თითქმის 11000 ახალი ელექტროავტომობილი დარეგისტრირდა, რაც უკვე აისახა გარემო პირობებზეც,
„ელექტროავტომობილებზე მსგავსმა მოთხოვნამ ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობა დაახლოებით 55გ/კმ-ით შეამცირა, რაც თითოულ კილომეტრზე ავტომობილის მიერ გამოყოფილი მავნე კარბონის დიოქსიდის საშუალო რაოდენობაა“ – განაცხადა ქვეყნის საგზაო დეპარტმენტის ხელმძღვანელმა.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციასამხედროტექნოლოგიები

სამხედრო ინოვაციური ტექნოლოგია – უხილავი მიკროფონი

აშშ–ს სამხედრო შეიარაღებული ძალების შტაბში შეიქმნა ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია, მიკროფონი, რომელის შემჩნევა ფაქტიურად შეუძლებელია, იგი მაგრდება პირის ღრუში უკანა კბილებზე და ნებისმიერ გარემოებაში იდეალურად მუშაობს, მას დაბრკოლებები ხელს ვერ უშლიან.

ახალი ტექნოლოგია საკმაოდ მოსახერხებელი იქნება, მისი საშუალებით შეგიძლიათ იასუბროთ ისე, თითქოს ტელეფონით გიწევთ ურთიერთობა.მაგრამ ძირითადად გათვლილი იქნება ჯარისკაცებისთვის, როდესაც ისეთ გარემოებებში მოუწევთ გადაადგილება, მოქმედება, სადაც სხვა საკონტაქტო საშუალებები შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს, როდესაც სახეზე ნიღაბი უკეთიათ, ან თუნდაც როდესაც წყლის ქვეშ არიან.

ახალი პროდუქტი უკვე შემოწმებულია და სულ მალე პრაქტიკაში გამოიყენებენ.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

უკრაინამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის სადგური ააშენა

ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადგილზე ახალი მზის ენერგიის სადგური ააშენეს.

ჩერნობილის ქარხანა 1986 წლის  ბირთვული კატასტროფის ადგილი გახლავთ.

რადიოაქტიური მასალა ევროპის სხვადასხვა ნაწილში ატმოსფეროში გავრცელდა და  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ჩერნობილის სადგური 2000 წელს დაიხურა.

ატომური სადგურის ირგვლივ ტერიტორია, დაახლოებით 2,600 კვადრატული კილომეტრი ექსკლუზიურ ზონადაა გამოცხადებული.

ახლა კი უკრაინამ ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პირველი მზის ენერგიის სადგური ააშენა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს განახლებადი ენერგიის კომპანიებმა მიტოვებული ტერიტორია განავითარონ.

ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროსადგური დაახლოებით 2,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ ზონაში მოსახლეობის დაბუნებას სულ მცირე 24 000 წელი დაჭირდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ხუთი ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი

ყოველ წელს ტექნოლოგიურ სფეროში ახალი ინოვაციები ინერგება ამიტომ კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესონ პროდუქტი, რათა მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ბაზარზე ლიდერობენ ის კომპანიები, რომლებმაც სახელი დიდი ხნის წინ გაითქვეს  კარგი ხარისხით. მაგალითად: „Apple–სა“ და „Samsung–ს“ უკვე ყავს საკუთარი მომხმარებელი, რომლებიც სხვა კომპანიის პროდუქტს, შესაძლოა პრინციპულად არ მოიხმარს. დღესდღეისობით არსებობს მონაცემებით უკეთესი სმარტფონები, ვიდრე iPhone X და Samsung Galaxy s9 არის, მაგრამ ხალხს მათ შესახებ არ აქვს სათანადო ინფორმაცია, ან მომხმარებლები არ მიიჩნევენ მისაღებად, რადგან უკვე არსებული დიდი კომპანიები მათ ჩრდილავენ და არ აძლევენ საშუალებას მსოფლიო ბაზარზე წარმატებას მიაღწიონ.

Sciencealert.com მა შემოგვთავაზა 10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წლისთვის:

  1. Samsung Galaxy S9 Plus
  2. Samsung Galaxy S9
  3. Apple iPhone XS
  4. Apple iPhone XS MAX
  5. Apple iPhone X

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

რა უნდა გაითვალისწინოთ Apple–ის ახალი მოდელების შეძენამდე

აქტიურად განიხილება , არის თუ არა საუკეთესო Apple–ის  ახალი პროდუქტი? მოგეხსენებათ , ინოვაციების გარეშე შეუძლებელია დიდი წარმატების მიღწევა და მის გარეშე კომპანიას   ბევრი პრობლემა შეექმნება.

წინა მოდელებთან შედარებით Apple-ის კომპანიამ გააუმჯობესა კამერა, ელემენტი და ასევე უფრო სწრაფი და ხარისხიანი პროგრამა შემოგვთავაზეს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეტ ყურადღებას აქცევენ ეკრანის სიდიდეს და მის ვიზუალურ მხარეს, მათთვის საუკეთესო ვარიანტი iPhone XS Max-ია რადგან მისი 6.5 ინჩიანი ეკრანი მომხმარებელთა საკმაოდ დიდ რაოდენობას იზიდავს.

თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომლისთვისაც ზემოთ ხსენებული განახლებები არც თუ ისე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ შეიძინოთ iPhone X –რომელიც ვიზუალურად ახალი პროდუქტის იდენტურია.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ახალი „IOS 12“ უკვე ფუნქციონირებს

ტრადიციულად, კომპანია Apple-მ(ა) WWDC (2018) ღონისძიებაზე, მსოფლიოს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. ამჟამად, ხელმისაწვდომია მისი ბეტა ვერსია (iOS 12 Developer Beta), რომელიც არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა ,  ფანებს მისი ინსტალაცია და გამოყენება უკვე შეუძლიათ.

iOS 12-ის სრული ვერსია სულ მალე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მას, ავტომატური განახლებით მიიღებთ. ცხადია, დაყენებისას შეამჩნევთ მცირე ხარვეზებს, როგორიცაა მოწყობილობის შენელებულად მუშაობა და სხვა.

კომპანია გვაცნობებს, რომ აუცილებელია  გავხსნათ “Safari” ბრაუზერით, რომ გაუთვალისწინებელ ხარვეზებს თავი ავარიდოთ.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Hbr.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

„Apple-მა“ ახალი მოდელები გამოუშვა

კომპანიამ, „Apple-მა“ საზოგადეოებას  ერთდროულად  სამი სმარტფონს ახალი მოდელი – „iPhone XS“, „iPhone XS Max“ და „iPhone XR“ წარუდგინა, რომლის გაყიდვებიც  21 სექტემბერს დაიწყება.

მაღაზიებში უჭირთ იმის თქმა თუ რა ეღირება თოთოეული მოდელი საქართველოს ბაზარზე, სავარაუდოდ თავდაპირველად  ძვირი იქნება, როგორც ყოველთვის, მაგრამ მალევე დასტაბილურდება ფასები.
ერთ-ერთ კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე 20-21 სექტემბერს მსურველებს შეეძლებათ „iPhone XS Max-ის“ ექსკლუზიური მოდელი შეიძინონ, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნა.

ახალი პროდუქტი 6 სხადასხვა ფერში იქნება, გაუმჯობესებულია კამერა, ასევე „iPhone XS Max–ს“ ექნება კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკრანი (6.5 ინჩი).

Theverge.com

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობამსოფლიო

Volvo 360c – ავტონომიური მანქანა საძინებლით, ოფისითა და გასართობი სივრცით

შვედურმა ავტომწარმოებელმა კომპანია “ვოლვომ” ავტონომიური ავტომობილის ახალი 360C კონცეფცია წარმოადგინა. ეს გახლავთ 100 პროცენტით ავტონომიური მანქანა პლუს მობილური რელაქსაცია, რომელიც ითვალისწინებს მგზავრობისას ნაკლებ ჯდომას, მეტ კომფორტს და სოციალურ სივრცეს.

შვედური ავტომწარმოებელი კომპანიის მიზანია 360c -ის საშუალებით “უსარგებლო და მოსაწყენი მგზავრობა სასარგებლო და სასიამოვნო წუთებად ან საათებად აქციოს.” მეტიც, “ვოლვოს” სურს ახალი ტიპის ავტონომიურმა ავტომობილმა მოკლე მანძილზე ფრენების დროს თვითმფრინავი ჩაანაცვლოს.

კომპანიის კორპორაციული სტრატეგიის ხელმძღვანელის მარტინ ლევენსტანის განცხადებით 360c არის იმის დემოსნტრირება, თუ როგორ შეცვლის ავტონომიური ავტომობილები ზოგადად ავტოსამყაროს რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით.

360C კონცეფცია ითვალისწინებს ავტომობილში დასაძინებელი გარემოს, მობილური ოფისის, მისაღები ოთახისა და გასაართობი სივრცის შექმნას.

ავტონომიური მანქანის შექმნის იდეა, რასაკვირველია, ახალი არაა და ამაზე არაერთი ავტომწარმოებელი კომპანია მუშაობს, თუმცა ამბიცია, ავტომობილმა მოკლე მანძილზე ფრენები ჩაანაცვლოს, განსხვავებულად და უფრო მეტად ფუტურისტულია.

წყარო:   www.topgear.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოპოლიტიკასამხედროტრანსპორტი

სოცქსელებში ჩინური ავიამზიდის ფოტო ჩნდება – როგორია პეკინის საზღვაო ამბიციები?

სოციალურ მედიაში ცნობილი ჩინური გემთმშენებელი კომპანიის ახალი  ავიამზიდის ფოტომ გაჟონა. Type 002-ის ფოტომ, რომელიც პეკინის მესამე ავიამზიდი გახლავთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გააძლიერა ინტრიგა ჩინეთის საზღვაო ამბიციების შესახებ.

,,China Shipbuilding Industry Corporation-ის” ფოტოზე ასახულია Type 002, დიდი  გემბანით, რომელიც ასაფრენ–დასაფრენი ხაზითა და ელექტრომაგნიტური კატაპულტის სისტემებისგან შედგება. ყველა მათგანი ტექნოლოგიურ ნახტომს ამერიკის სუპერ ავიამზიდებისკენ.

Type 002-ი, დაახლოებით, 70,000 ტონა იქნება. მისი დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ახალი ავიამზიდი მის წინამორბედთან, Type 001A-თან შედარებით, უფრო განვითარებული იქნება. ექსპერტთა შეფასებით, თუკი Type 002 გეგმის მიხედვით იმუშავებს, ჩინეთის ფლოტი მსოფლიოში უძლიერეს ფლოტად გადაიქცევა.

ჩინეთს მსოფლიო კლასის ფლოტის ფლობის ამბიცია აქვს და ის მეოთხე გადამზიდის აგებასაც გეგმავს, რომელიც  ატომურძრავიანი იქნება და რომელსაც, სავარაუდოდ, US’ Nimitz-ის კლასის გადამზიდების სპეციფიკაცია ექნება.

თანამედროვე სუპერგადამზიდი ჩინეთს რუსეთის წინ დააყენებს, რომელსაც მხოლოდ მხლოდ ერთი ავიამზიდი აქვს. მსოფლიოში  ატომურძრავიანი ავიამზიდი მხოლოდ ორ ქვეყანას – აშშ-სა და საფრანგეთს აქვს. ფრანგებს მხოლოდ ერთი, აშშ-ს კი 10 სუპერავიამზიდი.

 

 

წყარო :https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

,,Apple-ი” ყოფილ თანამშრომელს პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს

ბოლო დროის ყველაზე პოპულარულმა და წარმატებულმა კომპანიამ „Apple-მა” მისი ყოფილი თანამშრომელი გასაიდუმლოებული პროექტის მოპარვაში დაადანაშაულა, პროექტი უპილოტო მანქანების წარმოებაზე იყო.

გავრცელებული ცნობებით, ჩინელი ინჟინერი – სიაოლან ჩჟანი 7 ივლისს სან–ხოსეს საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთში გამგზავრებამდე დააკავეს. მან კომპანია მიმდინარე წლის აპრილში დატოვა იმ მოტივით, რომ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას გუანჩჟოუში, კომპანია ,,Xiaopeng Motors-ში”.

ამერიკულმა კომპანიამ კი ეჭვი მიიტანა მონაცემთა მოპარვაზე ქსელში მისი გაზრდილი აქტივობისა და გათავისუფლების შემდეგ, ოფისში გახშირებული ვიზიტების გამო. როგორც ამბობენ, შესაძლოა, მისი მოტივი ახალი კომპანიისთვის უკვე დამუშავებული პროექტის წარდგენაც კი ყოფილიყო.

 

წყარო:Bloomberg.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
1 … 37 38 39 40 41 … 92
Page 39 of 92