close
3D იარაღი

,,იარაღის 3Dბეჭდვის პროექტი ინტერნეტში ბრუნდება”, – ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიიღო.

პირველი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წელს შეიქმნა. პროცესი ინტერნეტში გაავრცელეს და ის 100,000-ჯერ იქნა ჩამოტვირთული. აშშ-ს მთავრობამ ფაილების ხელმისაწვდომობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ირღვეოდა იარაღის საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ კანონი, რომელიც არეგულირებს, რომელი სამხედრო მასალის ექსპორტია დასაშვები.

ორგანიზაცია ,,Defense Distributed-მა”, რომელიც იარაღის ფლობის უფლების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეს მკაცრი ზომა გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია. CAD (ავტომატიზირებული პროექტირება) ფაილები, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ხდება იარაღის 3D ბეჭდვა, ინტერნეტში 1-ელ აგვისტოს დაბრუნდება, აღნიშნულია ,,Defense Distributed-მა” საკუთარ ვებგვერდზე. ,,იარაღის ჩამოტვირთვის ხანა ოფიციალურად იწყება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პირველი პისტოლეტი – The Liberator კოდი უილსონმა შექმნა. ,,ლიბერატორი” მსოფლიოში პირველი პისტოლეტია, რომლის თითქმის ყველა დეტალი სამგანზომილებიან პრინტერზეა ამობეჭდილი სპეციალური პლასტიკის გამოყენებით და მას ერთი 9 მმ კალიბრის ტყვიის გასროლა შეუძლია. ამერიკელი გამომგონებლის პრინტერზე ამობეჭდილი პისტოლეტის ყველა დეტალი გამძლე პლასტიკისგან არის დამზადებული, რომელთა  აღმოჩენა მეტალოდეტექტორს არ შეუძლია, რაც ტერორისტს საშუალებას მისცემს, ის თვითმფრინავშიც შეიტანოს. ვაზნების ფარულად შეტანა თვითმფრინავში შედარებით ადვილია, თუკი ისინი სხვა მეტალის ნივთებშია შენიღბული.
კოდი უილსონმა პრინტერზე დაბეჭდილი თავისი “უჩინარი” ,,განმათავისუფლებელი” 6 მაისს წარუდგინა საზოგადოებას ინტერნეტში.

აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი განმარტებით, მსგავსი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობას უკონტროლოს გახდის და კრიმინოგენულ ვითარებასაც გააუარესებს.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2