close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

,,ფეისბუკის“ რეკლამები მალე მესენჯერშიც გამოჩნდება

 მართალია, ,,ფეისბუკის“ რეკლამების ფუნქცია მესენჯერში რამდენიმე ქვეყანაში აქამდეც გააქტიურებული იყო, მაგრამ ამჯერად ის გლობალური გახდება.

როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, სისტემამ უკვე გაიარა რამდენიმე შემოწმება და ,,ფეისბუკი“ უახლოეს მომავალში დაიწყებს საკუთარი შემოსავლის ამ გზით ზრდას.

ახალი სივრცე კომპანიებისათვის მიმზიდველი უნდა იყოს.

არ შეშინდეთ, რეკლამები სასაუბრო სივრცეში არ გამოჩნდება, იგი მხოლოდ საუბრების ჩამონათვალში განთავსდება. ასევე, შეგეძლებათ მათი დამალვა ისევე, როგორც ამას ,,ნიუსფიდში“ აკეთებთ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიებიტრანსპორტი

როგორია ახალი მფრინავი მოტოციკლი?

 

„Hoverbike-ი“ ახალი სიტყვაა ტექნოლოგიის განვითარებაში, როგორც გაირკვა, მისი შემქმნელები აქტიურად მუშაობენ მისი რეალური, ადამიანის ზომის ანალოგის დამზადებაზე. მფრინავ მოტოციკლეტს არა მხოლოდ გადაადგილების ფუნქცია ექნება, ასევე, მის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით შეძლებენ, მაგალითად, საძიებო სამუშაოების დროს, ან საქონლის მწყემსვისთვის. ჯერჯერობით, მხოლოდ მინიმოდელია შექმნილი და ის ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.

მსგავსი ტექნოლოგიების გამოგონება ხელს უწყობს ადამიანებს მარტივ ცხოვრებაში,დღევანდელ რეალობაში ხომ  ყველაფერი კომფორტთანაა დაკავშირებული?!

მფრინავი მოტოციკლეტის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ნამდვილი მოდელის გაკეთებასა და გაყიდვაში ჩაშვებას.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ჩანთა, რომელიც სმარტფონებს ტენის

 

 ზურგჩანთა, რომელსაც სმარტფონისა და ლეპტოპის დატენვა შეუძლია, ძალიან პოპულარული გახდა. ელემენტი, რომელიც ზურგჩანთაშია მოთავსებული, უზრუნველყოფს ელექტროენერგიით მას და ტენის სმარტფონებსა და ლეპტოპებს.

ჩანთას აქვს სამი მნიშვნელოვანი ნაწილი, ენერგიის დაგროვების სისტემა, რომელიც ინარჩუნებს ენერგიას და გამტარი ბოჭკოებისგან შექმნილი ქსოვილი.

ელექტროენერგიის მომმარაგებელი ჩანთაში ჩამონტაჟებული ბატარეაა, რომელიც ენერგიას იღებს მომხმარებლის მოძრაობით.

ინოვაციური ზურგ ჩანთის შემქმნელები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი სისტემა სასარგებლო იქნება ექსტრემალურ პირობებში მომუშავე ადამიანებისთვის და არა მარტო მათთვის.

 

წყარო: HBR.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დრბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

„Startup Beats-ი“ – ახალი პროექტი ინოვაციური და შემოქმედებითი ახალგაზრდებისთვის

„Startup Beats-ი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია. აღნიშნულის შესახებ „დოქტრინა“ პროექტის მენეჯერს, მარიამ შარანგიას, გაესაუბრა.

-უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მოუყევით -„Startup Beats-ის“ შესახებ. ვინ ახორციელებს პროექტს და რა არის მიზანი?

-„Startup Beats“ ქართულად ნიშნავს სტარტაპების გულისცემას, დინამიკას, სწორედ ამ დინამიკისა და ქართული სტარტაპსაზოგადოების შექმნა და განვითარებაა ჩვენი მთავარი მიზანი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამყარდეს საქმიანი ურთიერთობა სტარტაპებს შორის. „სტარტაპ ბითსის“ ფარგლებში ხორციელდება რეგულარული შეხვედრები, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულo ადამიანები (მათ შორის, წარმატებული სტარტაპერები) გამოცდილებას უზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.

-უკვე რამდენიმე თვეა პროექტი მიმდინარეობს და ამ პერიოდში არაერთი შეხვედრა გაიმართა. გვესაუბრეთ აღნიშნულის შესახებ. კონკრეტულად ვინ იყვნენ მოწვეულები.

-პროექტი მარტის თვეში დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. გაიმართა საინტერესო შეხვედრები წარმატებულ სტარტაპერებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორებიც არიან: ბაჩო ხაჩიძე („თრიფექსის“ თანადამფუძნებელი), შოთა გიორგობიანი („ოპტიო ეიაის“ დამფუძნებელი), ვახო ვახტანგიშვილი („ლივინგსტონის“ დამფუძნებელი), გუკა თავბერიძე („სავსეს“ დამფუძნებელი), გიორგი არისონი („Shift.com- ის“ დამფუძნებელი).

ამ პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ წარმატებული ადამიანები, მათ შორის ისინიც, რომელთა წარმატება გასცდა საქართველოს საზღვრებს (მაგ: გუკა თავბერიძე – „სავსეს“ დამფუძნებელი ბრიტანეთში მოღვაწეობს, გიორგი არისონი – „shift.com“-ის დამფუძნებელი – აშშ-ში).

ღონისძიება იწყება მოკლე პრეზენტაციით, სტარტაპერები თავიანთი სტარტაპისა და საკუთარი თავის შესახებ ყვებიან, შემდეგ ღონისძიება გადადის კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტარტაპერებს ეძლევათ აზრისა გამოთქმისა და კითხვის დასმის საშუალება.

აღსანიშნავია, რომ „სტარტაპ ბითსის“ ფარგლებში მოხდა სასიამოვნო ფაქტი, გიორგი არისონი აპირებს, რომ ტექნოპარკში განთავსებულ ერთ-ერთ სტარტაპში ინვესტიციია ჩადოს. „სტარტაპ ბითსი“ აძლევს სტარტაპებს ერთმანეთის გაცნობის, სპიკერთან დაახლოების საშუალებას, რაც მათთვის დამატებითი კონტაქტების (პოტენციური პარტნიორების, ინვესტორების) მოძიების საშუალებაც არის.

საზოგადოებისგან დაინტერესება როგორია? რამდენად აქტიურად ესწრებიან მსგავსი ტიპის შეხვედრებს?

-საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 100-200 დამსწრე ჰყავს ,,სტარტაპ ბითსის” ღონისძიებებს და ისინი აქტიურად არიან ჩართული მათ მსვლელობაში.

-სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. რა სიახლეები იქნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

-„სტარტაპ ბითსი“ გრძელვადიანი პროდუქტია, იგეგმება პროექტის უფრო ინტენსიურ რეჟიმში გადაყვანა. ვაპირებთ, თბილისის ყველა უნივერსიტეტში ჩავატაროთ სხადასხვა ღონისძიება. გაფართოვდება ,,სტარტაპ ბითსის” ფორმატი.

-პროექტი მხოლოდ შეხვედრებს მოიცავს თუ სხვა მიმართულებითაც გეგმავთ განვითარებას?

-ამ ეტაპზე, პროექტი მხოლოდ შეხვედრებს მოიცავს. მომავალში იგეგმება, რომ „სტარტაპ ბითსმა“ მიიღოს სხვა ფორმატიც ვორქშოპების, ტრენინგების, დისკუსიების სახით, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ქართული სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. დაგვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სტარტაპების საჭიროებები და დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები.

„სტარტაპ ბითსი“ საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოუსმინონ გამოცდილ და საინტერესო სპიკერებს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, არამედ იმიტომ, რომ გაიცნონ ინოვატორი და შემოქმედებითი ახალგაზრდები და გახდნენ ქართული სტარტაპსაზოგადოების სრულყოფილი ნაწილი.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატრანსპორტი

მეცნიერები გამანადგურებელი სიჩქარის სატრანსპორტო კაფსულის დატესტვას აპირებენ 

 ინჟინრები ფუტურისტული ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ტესტს ჩაატარებენ. ტექნოლოგიის მიზანი, რომლის ავტორი ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი ელონ მასკია, კაფსულაში განთავსებული მგზავრებისა და ტვირთის ვაკუუმური მილების საქალაქთაშორისო სისტემით ტრანსპორტირებაა.

ტექნოლოგიას ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კომპანია Hyperloop One ავითარებს. კომპანიის ინფორმაციით, 8,5 მეტრიან კაფსულას ნევადაში, რამდენიმე კვირაში დატესტავენ.

Hyperloop One მასკის მიერ შემოთავაზებულ ტექნიკურ ხედვას ამუშავებს. მასკმა 2013 წელს წარმოადგინა იდეა, ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოს შორის გიგანტური ვაკუუმური მილების მეშვეობით მგზავრებიანი კაფსულების გაგზავნის შესახებ.

Hyperloop-ის სიჩქარე საათში 402 კილომეტრი იქნება. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ Nevada Desert- ში 12 მაისს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი წარმოადგინა, რომლის დროსაც Hyperloop-ი ვაკუუმურ-დახურულ მილში 5,3 წამის განმავლობაში აიწია და 113 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. შედარებისთვის : Hyperloop-ზე ექსპერიმენტი შარშან ღია ცის ქვეშ ჩატარდა და არა მილში, რაც მაღალი სიჩქარის მიღწევის მთავარი პირობაა.

იდეას სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ Hyperloop-ის იდეა რეალური სამყაროს გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, მათ შორისაა, მშენებლობაზე ნებართვის მოპოვება.

Hyperloop One- მა პროექტი 160 მილიონი დოლარით დააფინანსა და ტექნოლოგიის პოტენციალს სწრაფი სატრანზიტო ვარიანტი უწოდა.

 

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მოძებნე უფასო Wi-Fi შენი ადგილმდებარეობის მიხედვით – ,,ფეისბუკის” ახალი ფუნქცია

მოძებნე უფასო Wi-Fi შენი ადგილმდებარეობის მიხედვით – ,,ფეისბუკს” ახალი ფუნქცია დაემატა. მისი საშუალებით, შეძლებთ, ყველა ის ლოკაცია ნახოთ, სადაც უფასო ინტერნეტთან გექნებათ წვდომა.

ახალი სერვისი უკვე ყველა მომხმარბელისთვისაა ხელმისაწვდომი. თქვენ მხოლოდ Find Wi-Fi-ს მოძებნა მოგიწევთ შესაბამის საძიებო ველში და ამ ფუნქციის ჩართვა, შემდეგ კი ყველა იმ ადგილის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, სადაც უფასო Wi-Fi აქვთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,ღია ბარათების კლუბი” – ინოვაცია და ქველმოქმედება ერთად

,,ღია ბარათების კლუბი“  – ასე ჰქვია ახალ წამოწყებას საქართველოში, რომელიც საკმაოდ ინოვაციურ იდეასა და ქველმოქმედებას აერთიანებს.  დეტალური ინფორმაციისათვის ,,დოქტრინა“ მის დამაარსებელს – მადონა სელიმაშვილს დაუკავშირდა.

– უპირველეს ყოვლისა, პროექტის ავტორების შესახებ გვიამბეთ.

-,,ღია ბარათების კლუბი“ მე შევქმენი ჩემს გოგონებთან ერთად. დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვაყალიბე საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის“. ჩემი ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს საცხოვრებლითა და სტიპენდიით. გადავწყვიტეთ, საკუთარი ბიზნესიც დაგვეწყო.

-რატომ, რის საფუძველზე და როდის წარმოიშვა იდეა, დაგეწყოთ ხელნაკეთი მისალოცი ბარათების დამზადება და ბაზარზე გამოატანა?

-,,ღია ბარათების კლუბის“ დაარსების იდეა წამოვიდა ჩემი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, იქ დავესწარი ბარათების კლუბის სამუშაო პროცესს, საოცარი განცდა იყო რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ გუნდს არაჩვეულებრივ იდეები ქაღალდებზე  როგორ გადაჰქონდა და უამრავ ადამიანს ანიჭებდა ბედნიერებას.

ჩვენი ბარათები გამოირჩევა ორიგინალურობითა და კრიატიულობით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ამბავი. ხანდახან მხოლოდ ბარათია საკმარისი საუკეთესო საჩუქრის გასაკეთებლად. გვინდოდა,  ჩვენი პროდუქცია უფრო მეტ ხალხს ენახა და ჩვენც დამატებითი შემოსავალი გვქონოდა.

– ეს ბაზარი საკმაოდ გააქტიურებულია ბოლო პერიოდში. რა განგასხვავებთ სხვა კომპანიებისგან?

-ჩვენს კლუბში მუშაობა სიამოვნებაა. სიყვარულით ამზადებ თითოეულ ბარათს. ყველაფერი ხელნაკეთია და ორიგინალური. შესრულების ხარისხი მეტად დახვეწილი. ამასთანავე, სტუდენტების მიერაა შექმნილი, რაც მათთვის შემოსავალია.

-როგორია ამ ბარათების დამზადების პროცესი და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

-ბარათების დასამზადებლად გვაქვს უამრავი სხვადასხვა მასალა, ქაღალდის საჭრელები, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის შტამპები, უამრავი ფერადი ქაღალდი, რაც, ძირითადად, შემოწირულობებია ჩვენი მეგობარი კლუბის წევრებისგან. კლუბის თითოეული წევრი ქმნის ბარათს თავისი დიზაინით და მერე უხსნის სხვებს, როგორ დაამზადა ესა თუ ის ბარათი.

-რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენი პროდუქციის მიმართ?

-გვაქვს გვერდი, სადაც მომხმარებელი თვითონ გვიკავშირდება და გვიკვეთავს სხვადასხვა შინაარსისა და დიზაინის ბარათს. ასევე, ვყიდით სხვადასხვა მაღაზიასა და ფლი მარკეტებზე.

-თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ – აპირებთ თუ არა გაფართოებასა და სხვა ბაზრებით დაინტერესებას?

-მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი ბარათების წარმოება. ასევე, შევიტანოთ ეროვნული ელემენტები. ვაპირებთ, მოვძებნოთ კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ქართულწარწერებიანი შტამპების დამზადებაში. ეს ტურისტებისთვის და სტუმრებისთვის უფრო საინტერესო იქნება. იქნებ, მომავალში ჩვენი საკუთარი მაღაზიაც კი გავხსნათ, სადაც სხვადასხვა ნაკეთობასაც გავყიდით.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებასაქართველო

სტუდენტური კონკურსი „თსუ ინოვაცია“ დაიწყო

მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „თსუ ინოვაცია“, წარმოადგინეთ ინოვაციური ნამუშევრები, მოიგეთ თანხა და აქციეთ იდეები რეალობად. 
კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.
პროექტი გულისხმობს სტუდენტთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსს, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული  სტუდენტების აღმოჩენა და მათი ორიგინალური იდეების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის, 7 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსანტების რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩათვლითმიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
კონკურსზე მიიღება ინოვაციურ-ტექნოლოგიური ნამუშევრები, როგორც software-ის, ასევე hardware-ის ტიპის პროექტები. პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად ან ინდივიდუალურად. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 4 მონაწილეს.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ფინალისტ გუნდებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროექტების პროტოტიპებს და საჩვენებელ პრეზენტაციებს შექმნიან და ჟიურის წინაშე წარადგენენ. გამარჯვებულ სამ გუნდზე კონკურსის საპრიზო ფონდი – 5000 ლარი განაწილდება:
პირველი ადგილი – 2500 ლარი
მეორე ადგილი – 1500 ლარი
მესამე ადგილი – 1000 ლარი
კონკურსის ყველა ფინალისტს პატრნიორი კომპანია ,,მაიკროსოფტი” ქლაუდ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვებული გუნდი სპეციალურ პრიზს – მობილურ ტელეფონს Microsoft Lumia-ს მიიღებს.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პროექტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტები წარმოადგენენ სამეცნიერო გამოფენებსა და სტუდენტურ ღონისძიებებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მალე 3D ფილმების ყურება უსათვალოდ იქნება შესაძლებელი

 

ფილმების მოყვარულებისთვის სასიხარულო ახალი ამბავია, რომ სულ მალე 3D ფილმების ყურება უსათვალოდ შეეძლებათ, გასული წლების ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი ინოვაცია იყო 3D სათვალეები და ფილმები, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ საკითხმა, რადგან ზოგისთვის არ იყო კომფორტული შემოთავაზებული პროდუქტი.

„Cinema 3D–ს“ შემქმნელებმა ყველაფერი კარგად გათვალეს – ადამიანები დიდ კინოთეატრში შეძლებენ სამგანზომილებიანი საგნების დანახვას, არ ექნება მნიშვნელობა იმას, თუ სად იჯდება მაყურებელი.

მოწყობილობა გულისხმობს, რომ დიდი ეკრანის წინ დაიდგმება დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაყურებელმა სათვალის გარეშე შეძლოს სამგანზომილებიანი ფილმის ყურება.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველოტექნოლოგიები

„Optio Al-ი”- ვირტუალური ფინანსური ასისტენტი ქართველი ახალგაზრდებისგან

  ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფინანსური პლატფორმა “Optio Al-ი” “სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება მსოფლიოს რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზეც, მათ შორისაა  -ბერლინში გამართული “Fincluders Startup Challenge-ი“, სადაც გუნდმა სპეციალური პრიზი, ,,Most promising startup from EFSE region-ი” დაიმსახურა. პლატფორმის შესახებ მის თანადამფუძნებელსა და დირექტორს – შოთა გიორგობიანს გავესაუბრეთ.

„Optio Al-ის“ პლატფორმა ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების საკმაოდ მარტივ, ეფექტურ და სახალისო გადაწყვეტას გთავაზობს.  უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომ „Optio AI-ი“ ორი ნაწილისგან შედგება, ეს არის ე.წ. ჩეთბოტი, რომელსაც ესაუბრებით, როგორც, მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრს ან მეგობარს და ვებაპლიკაცია, სადაც თქვენი ფინანსების უფრო დეტალური და სიღრმისეული ანალიზის საშუალება გეძლევათ.

მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, „Optio Al-ი“ უკავშირდება საბანკო ანგარიშებს და იღებს ისტორიულ ინფორმაციას  ტრანზაქციების შესახებ, რის საფუძველზეც იქმნება მომხმარებლის „ფინანსური პროფილი“, რაც გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თანხას ხარჯავთ ყოველთვიურად თუნდაც სურსათში, რომელ მაღაზიებსა და კაფეებში, რაში  ხარჯავთ ყველაზე მეტს და ა.შ., ამ ყველაფრის საფუძველზე კი, როგორც შოთა აღნიშნავს, პლატფორმა სამომავლო ტრანზაქციების შესახებაც გაწვდით ინფორმაციას „ეტაპობრივად, რაც უფრო მეტს ვიგებთ თქვენს შესახებ, ვიწყებთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა – თქვენი სავარაუდო ხარჯები მომავალ კვირას, მომავალ თვეს და ა.შ. პარალელურად, გეხმარებით ფინანსური მიზნების დადეგმვასა და მიღწევაში“.

აღნიშნული პლატფორმის შექმნის იდეა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა, როდესაც მეგობრებმა, რომლებიც ამჟამად ,,Optio Al-ის“ გუნდს ქმნიან, ფინანსების მართვის მეთოდოლოგიებზე დაკვირვებით,  გადაწყვიტეს, შეექმნათ ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს გამოადგებოდა პირადი ფინანსების სამართავად, „თავდაპირველად, გადავწყვიტეთ, დასავლური ანალოგების შესაბამისი ქართული პროდუქტი შეგვექმნა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ბაზრის ზომიდან გამომდინარე უბრალოდ ქართულენოვანი ასლის შექმნას დიდი აზრი არ ჰქონდა, შესაბამისად, ამჟამინდელი პროდუქტი გლობალურ ბაზარზეა გათვლილი და არა მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან პირადი ფინანსების მართვის პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც“.

დღეისათვის „Optio AI-ი“ შიდადახურულ ტესტირებას გადის, თუმცა უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ტესტირებაში ჩაერთვება, მათგან მიღებული ინფორმაცია და შენიშვნები  კი იქნება ზუსტად ის ინდიკატორი, რომელიც გუნდს დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევასა და პროდუქტის სრულყოფაში. გუნდი ასევე აქტიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა მათი მხრიდან მიიღოს ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა და სწორად შეარჩიოს ის ქვეყნები,, სადაც პროდუქტის განვითარება ყველაზე საინტერესო და შედეგიანი იქნება.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 27 28 29 30 31 35
Page 29 of 35