close

მედიცინა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

შეძღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ინტელექტუალური სავარძელი შეიქმნა

ბარსელონაში დაფუძნებულმა შეზღუდული შესაძლებლობის ფონდმა ინტელექტუალური სავაძელი შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მათ გარშემო არსებული სამყაროს შეცნობაში დაეხმარება. 
მანამდე არსებული შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლები, როგორც წესი, ჯოისტიკით კონტროლდებოდა და ის ბავშვები, რომლებსაც აუცილებელი საავტომობილო უნარები არ ქონდათ, მის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ.
როდესაც ანა რეიგი 8 თვის იყო, მას ე.წ. მგლის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახმა არ იცოდა, რით დახმარებოდნენ პატარას.

სამედიცინო პერსონალმა ოჯახი Nexe-ს ფონდთან დააკავშირა, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სკოლა, რომელიც ოჯახებს ეხმარება.
ანა თავისი მდგომარეობის წინაამდეგ იბრძოდა და გარე სტიმულებზე რეაგირებდა.

,,ანას Wolf-Hirschhorn (მგლის) სინდრომი აქვს, რაც საკმაოდ იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა, კერძოდ, ყოველ 50,000 ადამიანში ერთი შემთხვევაა მსგავსი. მის წინაშე მდგომი მთავარი პრობლემა ჰიპოტონიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ძალიან ცოტა ძალა, აქვს ზრდის პრობლემები, ეპილეფსიური კრუნჩხვები, ინტელექტუალური შეზღუდულობა, კომუნიკაციის პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც იგი დგას, არის თუ როგორ ურთიერთქმედებს თავის გარშემო არსებულ სამყაროსთან. ასე რომ, აღნიშნული სავარძელი მას სწორედ ამაში დაეხმარება. ის ფაქტი, რომ მას შეუძლია დააჭიროს ღილაკს რაიმე მოქმედების შესრულების მიზნით, ანას ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს,“ – განაცხადა ანას მამა ენდრიუ რეიგმა.
სავარძლის პროტოტიპი 3Dტექნოლოგიის სენსორებით ააგეს, რომლის საშუალებითაც დაბრკოლებების აღმოჩენა ხდება, რათა გადაადგილების მიმართულება განსაზღვრონ და ასევე გზავნის ინფორმაციას უახლოესი ობიექტამდე არსებული მანძილის შესახებ.
სავარძლის შემქმნელ ჯორდი ვენტურას განცხადებით, მას ისეთი მარტივი ჩამრთველი ექნება, რომ ბავშვები ადვილად მოახერხებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილით (ხელი, ფეხი, თავი, ნიკაპი…) მას დააწვნენ და მოქმედებაში მოიყვანონ.

მისი თქმით, დაბალი ღირებულების მქონე ინტელექტუალური სავარძელი ინდივიდუალური ბავშვის საჭიროებებს პასუხობს.
ინტელექტუალური სავარძელი შესაძლოა იყოს არასტანდარტულად დამზადებული სხვადასხვა ბავშვისთვის მათი ინდივიდუალური საავტომობილო და შემეცნებითი შესაძლებლობების, სიმაღლის, წონისა და კომფორტის მოთხოვნების შესაბამისად.
სავარძელს მოჰყვება ონლაინინსტრუქცია, რომელიც უფასოდ აწვდის ინფორმაციას ყველას, ვისაც მისი აგება უნდა. Nexe აპირებს ვორქშოპების გამართვას, რათა ოჯახებს სავარძლის აგება ასწავლონ.
სავარძლის პროგრამული უზრუნველყოფა ITინჟინერმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მამა ფრან სეგოვიამ შეიმუშავა.
ვენტურა და სეგოვია მომავალში აპირებენ სავარძელი ისე განავითარონ, რომ იგი ტაბლეტის ან მობილური ტელეფონის საშუალებით გადაადგილდებოდეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

20 თვის ბავშვის სიცოცხლე ლივერპულის  სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

პატარა  ალფ ევანსის მშობლები საავადმყოფოსა და სასამართლოს სთხოვენ, რომ   მათი შვილი  არ გამორთონ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.  ინფორმაციას “Metro” ავრცელებს.

პატარა ალფი 20 თვისაა და ის  ტვინის დეგენერაციისგან იტანჯება, რის გამოც ტვინის 70%  უფუნქციოა. სწორედ ამიტომ – ექიმები ფიქრობენ, რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია. მათი თქმით, ალფი აღარ რეაგირებს გარშემომყოფებზე.

მშობლები კი იმედს არ კარგავენ და   სასამართლოს მიმართეს და ითხოვენ, რომ ექიმებმა ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან იქამდე არ გამორთონ, სანამ სამკურნალოდ რომში არ წაიყვანენ. რომში წასაყვანად და მკურნალობისთვის მშობლები ფულს აგროვებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანამ ალფი ევანსს აპარატიდან გამორთავენ, ექიმებმა მისი ტვინის მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა შეისწავლონ და დასკვნა მოსამართლეს წარუდგინონ. ამის შემდეგ გადაწყდება 20 თვის ალფი ევანსის სიცოცხლის ბედი.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ღამურების ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა ღამურების ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ამოხსნეს.  ისინი იმედოვნებენ, რომ აღმოჩენას ადამიანის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებენ.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანებისა და სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ღამურებს ტელომერად წოდებული სტრუქტურები ქრომოსომების ბოლოს აქვთ განთავსებული.

ქრომოსომა, ქსოვილის ბოლოს, უჯრედის ბირთვში შემავალი სტრუქტურებს უწოდებენ ტელომერებს. ტელომერების არის ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაბერების პორცესზე.

მხოლოდ 19 ძუძუმწოვრი ცხოველი ცოცხლობს ადამიანზე ხანგრძლივად სხეულის ზომის შესაბამისად. მათგან 18 – ღამურაა, რომელთაგან ზოგიერთი 18 წელზე დიდხანს ცოცხლობს, ერთი კი აფრიკული მღრნელია, რომელსაც mole rat-ს უწოდებენ.

მკვლევარებმა ღამურებში აღმოაჩინეს ორი გენი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მის უნიკალურ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მექანიზმები გახდება დაბერების შესახებ მომავალი კვლევების ამომავალი წერტილი.

ქრომოსომების ბოლოებში განთავსებული ტოლომერები დამცავ ხუფებს წარმოადგენენ, ისინი უჯრედის ყველა გაყოფის დროს მოკლდებიან. ეს მართავს ბუნებრივი დაბერების პროცესს, რომელიც უჯრედების განადგურებას იწვევს, რაც დროთა განმავლობაში ქსოვილს აზიანებს და საბოლოოდ, კლავს.

მეცნიერებმა ღამურის ოთხი სახეობის 493 ღამურა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხანგრძლივად, დაახლოებით 40 წელს, მღამიობი (Myotis myotis) ცოცხლობს. აღმოჩნდა, რომ ღამურების ტოლომერები ასაკთან ერთად არ მოკლდება,.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სხეულის ზომის მიხედვით, მღამიობი 4 წელზე დიდხანს არ უნდა ცოცხლობდეს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

პლასტმასის ჭურჭელი კიბოს განვითარების რისკს ზრდის

როგორც ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, პლასტმასის ბოთლები და საკვების შესანახი კონტეინერები ქიმიურ ნივთიერებას ბისფენოლ ა-ს შეიცავენ, რაც შესაძლოა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების მიზეზი გახდეს. 

ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, 94 მოზარდის შარდის ანალიზი შეისწავლეს. მათგან 86-ს კი -ბისფენოლ ა აღმოაჩნდა.

მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს პლასტმასის წყლის ბოთლები წარმოადგენს.

 ,,British Plastics Federation-ი” კვლევის შედეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბისფენოლ ა-ს ზიანის შესახებ დასკვნები გაზვიადებულია და არ შეესაბამება სიმართლეს.

წყარო:  Telegraph.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოპოლიტიკასამართალისაქართველო

გერმანიის პოლიციელთა ასოციაცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

გერმანიის პოლიციელთა ასოციაცია, რომლის რიგებში 15 000-მდე გერმანიის პოლიციელია, მოითხოვს, რომ მარიხუანას მოხმარება „სრულიად დეკრიმინალიზდეს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გერმანიის პოლიციელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანდრე შულცი აცხადებს, რომ მისი აზრით, არსებული კანონმდებლობა მარიხუანას მოხმარების შესახებ დიდი ხანი არ იქნება ძალაში, რადგან არ წარმოადგენს ეფექტურ იარაღს არსებული მდგომაროების სამართავად: „კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა საზოგადოება, რომლის რომელიმე წევრიც არ იყენებდა ნარკოტიკებს, ამიტომაც, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც უნდა მივიღოთ ბუნებრივად“. მისივე განმარტებით, ნარკოტიკებისადმი მკაცრი და ხისტი დამოკიდებულება ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენს, რასაც გავლენა აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების რაოდენობაზე. საპირისპიროდ, საჭიროა, ნარკოტიკის მომხმარებელზე ფოკუსირება და მათი დახმარება, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა. ანდრე შულცის განცხადებით, „ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ შემთხვევათა 70% ეხება უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებელს და არა ნარკოდილერს, ამიტომაც – ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს”.

გასული წლის მარტიდან, გერმანიის ხელისუფლებამ ნება დართო ზოგიერთ პაციენტს, რომ სამედიცინო მარიხუანა მიეღო, თუმცა, რეკრეაციული მიზნით მისი გამოყენება კვლავ არალეგალური რჩება. გერმანიის პოლიციელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ იმაზე ეფექტიანი ნარკოპოლიტიკის დანერგვა შეიძლება, ვიდრე უბრალოს ოპრესია და მისი აკრძალვაა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად გერმანიის მოსახლეობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მსგავსი ენთუზიაზმით არ უდგება. კვლევითმა ინსტიტუტმა „Forsa” ჩაატარა კვლევა 1000 ადამიანზე, რომელთაგან 63% მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგი, 34 პროცენტი კი მომხრე იყო.

კანონპროექტის სრული ვერსია ჯერ არ არსებობს, თუმცა, ბატონი შულცის განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზაცია არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას. შეზღუდვები იქნება დაწესებული, მაგალითად, საჭის მართვის დროს და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, შესაძლოა, მართვის მოწმობაც ჩამოართვან.

 

წყარო: Telegraph. co. uk

 მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერის მტკიცებით, ლაბორატორიაში ,,ჰუმანიზირებული” ადამიან-შიმპანზე გაჩნდა

ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ 100 წლის წინ ფლორიდის უნივესრიტეტის მკვლევარებმა წარმატებით შეძლეს გაადამიანურებული ჰუმანიზირებული შიმპანზე ჰიბრიდის გამოყვანა.

ევოლუციურ ფსიქოლოგი გორდონ გალუპუს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა მას უთხრა, რომ ჰიბრიდი ცხოველთა კვლევის ლაბორატორიაში გაჩნდა.

,,მდედრ შიმპანზეს დაორსულება დონორი მამაკაცის სპერმით მოხდა. ორსულობამ სრულ ვადას მიაღწია და ნაყოფიც დაიბადა. რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხის მორალურ-ეთიკური განხილვა მიმდინარეოდა და მათ ახალშობილის ევთანაზირება განახორციელეს,”- აცხადებს გორდონ გალოპუ გამოცემა ,,The Sun-თან” საუბრისას.

გალუპუს ინფორმაცია მეცნიერებში ეჭვს იწვევს, თუმცა შიმპანზესა და ადამიანის შეჯვარების მცდელობა ერაერთ მეცნიერს ჰქონია.

რუსმა ბიოლოგმა – ილია ივანოვიჩმა 1920 წელს მდედრი შიმპანზე მამაკაცის სპერმით ხელოვნურად განაყოფიერა, თუმცა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. წარუმატებელი იყო მოგვიანებით ჩატარებული ექსპერიმენტიც, რომლის დროსაც ქალის მამრი შიმპანზეს სპერმით დაორსულება სცადეს.

1960 წელს იგივე ექსპერიმენტი ჩინელმა მეცნიერებმაც გაიმეორეს, თუმცა უშედეგოდ.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა მაიმუნების კლონირება განახორციელეს

მას შემდეგ რაც 1996 წელს პირველი კლონირებული ცხვარი დოლი გაჩნდა, მეცნიერებმა იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით ოცამდე სხვა სახეობის ცხოველის კლონირება განახორციელეს, მათ შორის: კატების, ძაღლების, ვირთხების და მსხვილფეხა საქონლის.

ჩინელმა მეცნიერებმა, მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტიდან, აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება პრომატების კლონირებისთვისაცაა შესაძლებელი. მათი მცდელობა ორი მდედრი კლონირებული პრიმატის დაბადებით დასრულდა.

დოლის კლონირებისთვის გამოყენებული ტექნიკა- სომატიკური უჯრედის ნუკლიარული გადაცემა, ითვალისწინებს დონორის კვერცხუჯრედის ბირთვის სხვა ცხოველის უჯრედის ბირთვით ჩანაცლებას. მეცნიერები კვერცხუჯრედის შესაქმნელად ელექტროდენს იყენებენ, რის შედეგადაც ის განაყოფიერდება, შემდეგ კი ემბრიონად გადაქცევას იწყებს და მზადაა იმისათვის, რომ სუროგატი დედის ორგანიზმში გადაიტანონ. ორსულობის შედეგად დაბადებული იმ ცხოველის გენეტიკური ასლია, რომლისგანაც ბირთვის დონაცია მოხდა.

ეს პროცესი მარცხით სრულდებოდა პრიმატებში. ამ დაბრკოლების დასაძლევად აღნიშნულმა მეცნიერთა გუნდმა  ტექნოლოგიაში ორი ახალი ელემენტი ჩართო – ტრიქოსტატინის A და მაცნე RNA.

მეცნიერებმა თავიანთი ტექნოლოგია ზრდასრულ და ემბრიონალურ მაკაკაებზე გამოსცადეს. ზრდასრული პრომატის უჯრედების გამოყენებისას ორი ცოცხალი ცხოველი ვერ მიიღეს, ერთ-ერთის სხეული არასწორად განვითარდა და დაბადებიდან მცირე დროის განმავლობაში იცოცხლა. ამიტომ მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ნაყოფი მაკაკების უჯრედები გამოეყენებინათ. 79 ემბრიონი 21 სუროგატს გადაუნერგეს, 6 მათგანი დაორსულდა და 2 ნაყოფი ჯანმრთელი დაიბადა.

მართალია, ეს რიცხვები არცთუ ისე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და მომავალი კვლევებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: https://futurism.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები ,,იბუპროფენს” მამაკაცთა უნაყოფობასთან აკავშირებენ

,,იბუპროფენის” ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა  სათესლე ჯირკვლების მიერ ტესტოსტერონის წარმოების პროცესის შეფერხება გამოიწვიოს.

აღნიშნულ დასკვნას მეცნიერები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. კვლევის თანახმად, აღნიშნული ტკივილგამამაყუჩებელი მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ჰიპოგნადიზმი გამოიწვიოს. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ და ფიზიკურ დარღვევებთან.

მეცნიერთა დასკვნები ეფუძნება 18-დან 35 წლამდე ასაკის 31 მამრობით მონაწილეზე ჩატარებულ ექვსკვირიან კლინიკურ ექსპერიმენტს. 

„კვლევის შედეგების თანახმად, ,,იბუპოფენის” ხანგრძლივი გამოყენება (რამდენიმე კვირის განმავლობაში) ტესტიკულარული უჯრედების მიერ ტესტოსტერონის წარმოებას აფერხებს,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-თან საუბარში.

თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები ჯერ კიდევ საბოლოოდ დამტკიცებულია არაა და მათი დასკვნა არ ნიშნავს, რომ  პაციენტებმა იბუპროფენის გამოყენება უნდა შეწყვიტონ.

„უბრალოდ, ყველამ, ვინც აღნიშნულ მედიკამენტს სამ დღეზე ხანგრძლივად ღებულობს, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს,“ – აცხადებენ მეცნიერები.

კვლევაში მონაწილეობა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს.

წყარო: http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

,,Pfizer-ი” წყვეტს მუშაობას ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტზე

მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია ,,Pfizer-ი” აცხადებს, რომ ასრულებს ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო ახალი მედიკამენტის აღმოჩენის მიზნით წარმოებულ კვლევას.
,,უკანასკნელი ყოვლისმომცველი მიმოხილვის შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავამთავროთ ჩვენი ნეიროსამეცნიერო აღმოჩენა და ადრეული განვითარების მცდელობები და გადავანაწილოთ [ხარჯვა] იმ სფეროებში, სადაც ძლიერი სამეცნიერო მმართველობა გვაქვს. ეს საშუალებას მოგვცემს, პაციენტებზე უდიდესი ზეგავლენა მოვახდინოთ “, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილბა სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, თუმცა Pfizer-ი აგრძელებს იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების კვლევას და აპირებს დააარსოს ნეიროსამეცნიერო ფონდი.
„რასაკვირველია, 15-წლიანი უშედეგო კვლევა დემენციის საწინააღდეგო მედიკამენტის შესაქმნელად, დიდი დარტმა იქნება ამ დაავადების მატარებელი ადამიანებისთვის, რომელთა რიცხვი დაახლოებით 46,8 მილიონია,“ – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ალცჰეიმერის საზოგადოების წარომადგენელი ჯეიმს პიკეტი.
,,ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო არსებული მედიკამენტები დამტკიცებულია, რადგან, როგორც იტყვიან, სულ არაფერს სჯობს,“- აცხადებს ნეირომეცნიერი ჯოზეფ ჯებელი. მისი განმარტებით, ეს მედიკამენტები კურნავს სიმპტომებს და არა ძირითად ბიოლოგიას.
„ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის კვლევაზე უარის თქმა ისეთი დიდი ფარმაცევტული კომპანიისგან, როგორიც ,,Pfizer-ია”, ნამდვილად საგანგაშოა”. ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სხვა კომპანიების მიერ წარმოებული კლინიკური კვლევების მარცხი, რაც ძვირად დაუჯდებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნულ კვლევებში ინვესტიციები აქვთ ჩადებული“ – აცხადებს პარკინსონის ფონდის სამეცნიერო ოფიცერი ჯეიმს ბექი.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

უნივერსალურ გრიპის ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ატარებენ

ბრიტანული კომპანია Vaccitech-ი მსოფლიოს უნივერსალურ გრიპის ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ატარებს.

ამგვარი ვაქცინის შექმნა არის მიზანი, რომლის განხორციელება მასიურ სარგებელს მოუტანს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ყოველწლიური ინექციების საჭიროებას აღმოფხვრის.

საკითხი აქტუალურია, ვინაიდან სწორედ ახლა ჩვენს პლანეტაზე მწვავე გრიპის სეზონია.

მიზეზი, რის გამოც ყოვეწლიური აცრა გვჭირდება, ვირუსის მუტაციური ხასიათია, შტამების გარკვეული ნაწილი კი გარემოში მუდმივად არსებობს.

გლობალური კოორდინაცია საშუალებას აძლევს ეპიდემიოლოგებს შექმნან ვაქცინა ყველაზე გავრცელებული შტამების წინააღმდეგ.

ამ მეთოდს წარმატების განსხვავებული დონეები აქვს და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცვლება ვირუსი ვაქცინის შექმნის პერიოდში, რასაც, შესაძლოა რამდენინე თვე დასჭირდეს.

ბუნებრივია, უფრო მარტივია, გაიკეთო ერთი „უნივერსალური“ ვაქცინა, რომელიც  შტამების უმეტესობისგან დიდი ხნით დაგიცავს და როგორც ჩანს ოქსფორდის უნივერსიტეტის კერძო სპინოფი Vaccitech-ი ამ მიზანს სულ უფრო უახლოვდება.

კომპანიამ უკვე დაიწყო 2-წლიანი ფაზა 2-ის კლინიკური ცდა უნივერსალურ გრიპის ვაქცინაზე.

Vaccitech-ის დაპატენტებული ვაქცინა – MVA-NP+M1 უსაფრთხოებაზე 145 ადამიანზე დატესტეს. შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევაა, ნამდვილად იცავს თუ არა ის ადამიანებს გრიპისგან.

რატომ არის ასე რთული უნივერსალური გრიპის ვაქცინის შექმნა? თუ გრიპის ვირუსს მიკროსკოპით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ის შეიცავს ორ სახის ცილებს – ჰემოგლუტინინს და ნეიმარმინიდსს – ისინი ვირუსს ახლავს თან და იწვევს ინფექციას.

ეს ორი სწრაფად ცვალებადი ცილაა, რომლებიც მეცნიერებს თავსატეხს უჩენს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ MVA-NP + M1 -მა ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინებისგან განსხვავებულად უნდა იმოქმედოს. ის გამიზნულია იმ  T- უჯრედების გასაძლიერებლად, რომლებიც გრიპს უკვე იცნობენ და ამისათვის ვირუსის შიდა მასალას იყენებს.

ამჟამად ვაქცინის ეფექტურობას 862 ადამიანზე ცდიან, მათი ასაკი 65 წლიდან იწყება. მეცნიერები ვარაუდობ ენ, რომ ცდა 2019 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

ექსპერტების განმარტებით, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება, MVA-NP+M1-ი ბაზარზე 5-7 წელში გამოჩნდება.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 76 77 78 79 80 93
Page 78 of 93