close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიოსაქართველო

,,ღეროვანი უჯრედები ინსულტის შემდეგ ტვინის აღდგენას შეუწყობს ხელს” – ზაალ კოკაია

 დღეისათვის, ვარჯიში ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რაც შეგვიძლია ტვინის ინსულტიან პაციენტებს შევთავაზოთ: მათ, ვინც ინსულტით პარალიზებულია, დაკარგეს მგრძნობელობა ან მეტყველების უნარი. ლუნდში პროფესორ ზაალ კოკაიას კვლევითი ჯგუფი მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვაზე მუშაობს. დაზიანებულ ტვინში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტის დაკარგული ფუნქციების აღდგენის იმედს იძლევა. ზაალ კოკაია ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამ მეთოდს დიდ შესაძლებლობებს უწინასწარმეტყველებს.

– ჩვენ ვიცით, რომ ღეროვან უჯრედებს დიდი პოტენციალი აქვთ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ისინი დაზიანებულ უჯრედებს ჩაანაცვლებენ, ამასთან, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებებს და ფაქტორებს, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემომცველ, ინსულტის შემდეგ გადარჩენილ ნერვულ უჯრედებს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს.

ზაალ კოკაია და მისი თანამშრომლები ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს იყენებენ, რომლებსაც ჯერ ე.წ. პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად „გადააპროგრამებენ“. ღეროვანი უჯრედებზე შემდგომი ზემოქმედებით ისინი ისეთ თვისებებს იძენენ, რომლებიც ტვინში ტრანსპლანტაციის შემდეგ მათ ნერვულ უჯრედებად გარდაქმნის.

– ჩვენ ეს უჯრედები იმ ვირთაგვების და თაგვების ტვინში გადავნერგეთ, რომელთაც ადამიანის ინსულტის მსგავსი დაზიანებები ჰქონდათ და ვნახეთ, რომ უჯრედები გადარჩა, სხვა ნერვულ უჯრედებთან კავშირი დაამყარა და დაზიანების გარშემო არსებული ნერვული ქსელის ნაწილი გახდა. თანაც აღმოჩნდა, რომ ღეროვანი უჯრედები მათ გარშემო მყოფ სხვა უჯრედებზეც პოზიტიურ გავლენას ახდენენ.

უჯრედების გადანერგვის შემდეგ მეხსიერება უმჯობესდება.

ის, რომ გადანერგილ უჯრედებს სხვა ნერვული უჯრედებიდან სიგნალების მიღება და გაგზავნა შეუძლია, ამ მეთოდის ფუნქციონირების წინაპირობაა.

– ამ უჯრედების გადანერგვის შემდეგ საცდელი ცხოველების მოძრაობის უნარი უმჯობესდება. ჩვენ შევძელით გადანერგილი უჯრედების ელექტრული აქტივობის ჩაწერა. მაგალითად, როცა თათს ვეხებით, გადანერგილი უჯრედები ამ შეხებაზე, ანუ გამღიზიანებელზე, რეაგირებენ და ამის რეგისტრაცია ჩვენ მოვახერხეთ. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გადანერგილ უჯრედებს ინსულტით დაქვეითებული მეხსიერების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაც შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინსულტის გადატანის შემდგომ ბევრი პაციენტის კოგნიტური უნარები უარესდება.

მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მკვლევრებმა უნდა გადაჭრან, არის რამდენ ხანს იცოცხლებენ გადანერგილი უჯრედები და მოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ასაკოვან ცხოველებში. ხანდაზმულ ადამიანებში ინსულტი გაცილებით უფრო გავრცელებულია, თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება.

– კვლევებმა გვაჩვენა, რომ გადანერგილი უჯრედები, სულ მცირე, ექვს თვეს ცოცხლობენ. ეს ვირთაგვების სიცოცხლისთვის დიდი პერიოდია. ისიც ვნახეთ, რომ ხანდაზმული ინსულტიან ცხოველებში გადანერგილი ღეროვანი უჯრედები გადარჩება, ნერვულ უჯრედებად გარდაიქმნება, მასპინძლის ტვინის ქსელში ჩაერთვება და განსაზღვრულ ფუნქციებს აუმჯობესებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ეს მეთოდი ინსულტგადატანილ ხანდაზმულ პაციენტებშიც შეგვეძლება გამოვიყენოთ.

ინსულტი რთული დაავადებაა, რომელსაც მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი სჭირდება

ჯერ კიდევ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს, ვიდრე ამ მეთოდს პაციენტებზე გამოიყენებენ, თუმცა ზაალ კოკაიას ოპტიმისტური განცხადებით, ცხოველებზე ცდები იქამდე მიგვიყვანს, რომ მეთოდი მომავალში ადამიანებზეც გამოიცადოს. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო კვლევა, რომელიც ღეროვანი უჯრედების პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ეხებოდა და, რასაკვირველია, აქედან მიღებული ბევრი გაკვეთილი ტვინის ინსულტისაც შეგვიძლია მივუსადაგოთ.

– ინსულტი რთული დაავადებაა და სხვადასხვა გზით მკურნალობას საჭიროებს. მწვავე სტადიის სამკურნალოდ არსებობს პროცედურები, რომლებიც სისხლის კოლტს შლის ან აქრობს. მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მიზნად არ ისახავს მწვავე სტადიის მკურნალობას, ეს მეთოდი აღადგენს დაზიანებულ ტვინს ისე, რომ პაციენტს დაკარგული ფუნქციები უბრუნდება. ჩვენ გვჯერა, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლია ვარჯიშის და რეაბილიტაციის ეფექტის გაუმჯობესება და ამიტომაც მომავალში სავარაუდოდ ეს მეთოდი ინსულტგადატანილ პაციენტებს დიდ დახმარებას გაუწევს.

 

წყარო: http://www.hjarnfonden.se

შვედურიდან თარგმნა: ნატო კვარაცხელიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ჩინეთში გენეტიკურად მოდიფიცირებულ ტყუპს ნაადრევი სიკვდილი ემუქრება

ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გენეტიკური მუტაცია სინამდვილეში სიცოცხლის მოგვიანებით ეტაპზე 21%-ით ზრდის სიკვდილის რისკს. საუბარია ჩინეთში 6 თვის წინ დაბადებულ ტყუპ დაზე, რომელთა გენებიც ჩინელმა მეცნიერმა ხე ციანკუიმ შეცვალა. ამ ექსპერიმენტის მიზანი აივიფენქციასთან მიმართებით ბავშვების იმუნური სისტემის მდგრადობა იყო. მეცნიერების მიერ ამ ბავშვებთან დაკავშირებით გამოთქმული ახალი მოსაზრება Science Daily-მ გამოაქვეყნა. 

მკვლევრებმა გააანალიზეს UK Biobank-ში დაცული 400 ათასი გენომი და აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუტანტური გენის CCR5-ის ორი ასლი აქვთ, 41-78 წლის ასაკში ნაადრევი სიკვდილის რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ერთი მუტანტური გენის მქონე ადამიანებს.

ამასთან ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ორმაგი მუტაცია ხელს უწყობს სიკვდილის რისკის ოთხჯერ ზრდას. 

ტყუპი გოგოების გენები, რომლებიც შემოდგომას დაიბადნენ, სპეციალური ტექნოლოგია CRISPRCas9ით დაარედაქტირეს, რომელიც საშუალებას იძლევა დნმ-ში იპოვო საჭირო გენი, შემდეგ წაშალო ან გადააკეთო ის. 

ტყუპებს დაურედაქტირეს ერთადერთი გენი CCR5, რომლის ცვლილება აივ ინფექციის რისკს შეამცირებს. ხე ციანკუი აცხადებდა, რომ გოგოები ნანა და ლულუ თავს კარგად გრძნობენ. 

ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა თქვა, რომ სამინისტრომ ხე ციანკუის განცხადების შემდეგ, ემბრიონის დნმ-ის ცვლილებასთან დაკავშირებით კვლევების შეჩერება ბრძანა. 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინასაქართველო

საქართველოში ბავშვი  მამის გარდაცვალებიდან წელიწადსა და რვა თვეში ჩაისახა – in vitro განაყოფიერების სასწაული

ექიმი რეპროდუქტოლოგი, კლინიკა “კარაფს მედლაინის” მეან-გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ჩვილზე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაისახა.

“ჩემს ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია, უამრავი საინტერესო და ტრაგიკული ისტორიით, ეს შემთხვევა არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის და სიხარულის შედეგად მიღებული ნაყოფი…in vitro განაყოფიერების პროცესში, სანამ დედის საშვილოსნოში ემბრიოტრანსფერი განხორციელდებოდა, 1 წლის და 8 თვის წინ ამ პატარა ანგელოზს მამა გარდაეცვალა და მომავალი დედა ნათია მესხია და ჩვენ ექიმები დავრჩით 1 ემბრიონის ანაბარა.

პასუხისმგებლობა ასმაგად დიდი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ის ფაქტი, რომ არცერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვპარვოდა. ემბრიონი გადავიტანეთ და ორსულობაც დადასტურდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში ღმერთის ხელი რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს და თამარ ხასაიას. რომ არა შენ თამარ ჩვენ უძლურები ვიქნებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის.

მე ვარ ბედნიერი თქვენით წინ დიდი მწვერვალები გველოდება დასაპყრობად” – აცხადებს მანანა ქოჩიაშვილი

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რა არის ბოტოქსი და რამდენად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის?

ნაოჭები უამრავ მანდილოსანს თვითდაჯერებას უკარგავს. ზოგიერთი მათგანი პრობლემის მოსაგვარებლად კოსმეტიკურ ქირურგიას მიმართავს, ზოგიც – ბოტოქსის ინექციებს. 
თუმცა იმის შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ტოქსიკური ქიმიკატი, რომლითაც სახის უჯრედებს ყინავენ, შესაძლოა მთელ სხეულში გავრცელდეს, გაჩნდა შიში, რომ ინექციებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. 
მინოსეტას Mayo Clinic-ის  წამყვანი დერმატოლოგი – ალისონ ბრიჯსი აცხადებს, რომ ბოტოქსი სრულიად უსაფრთხოა, თუმცა დასძენს, რომ ის გაცილებით ეფექტურია ახალგაზრდებში, მაგრამ, დერმატოლოგის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 65 წელს გადაცილებულებმა თავი უნდა შეიკავონ ინექციებისგან, „უბრალოდ მათ უნდა დაიცვან ზღვარი.“ 
ალისონ ბრიჯსი მიიჩნევს, რომ ბოტოქსის ეფექტურობის გასაზრდელად სახის შემავსებლების გამოყენებაა რეკომენდირებული. დერმატოლოგი აცხადებს, რომ ძვირადღირებულ სეანსებს და მკურნალობას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს და მისი საშუალებით ნაოჭების სრულად გაქრობა შეუძლებელია. ამასთანავე, შესაძლოა დაბერების პროცესი გაგრძელდეს და სახის სხვა ნაწილებს შეეხოს. 
პროცედურებისგან განსხვავებით, ბოტოქსი რეაბილიტაციის დროს არ საჭიროებს და მისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.
პატარა ნემსის გამოყენებით კანში ბოტულინის ტოქსინი შეჰყავთ. ბოტულინის ტოქსინი იწვევს კუნთების დროებით ბლოკირებას. ადამიანი კარგავს უნებლიე მოჭმუხვნის, მოჭუტვის უნარს. ტოქსინის ზემოქმედებით მცირდება სახეზე ნაოჭები, რომლებიც წარმოიქმნებიან მიმიკური კუნთების აქტიური მოქმედების შედეგად. ტოქსინის შეყვანის პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა და რამდენიმე წუთს გრძელდება. ბოტოქსი ეფექტურია რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხელახალი პროცედურაა საჭირო. 
დერმატოლოგ ალისონ ბრიჯსის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოქსინებს სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებაც შეუძლიათ, ბოტოქსი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოა.
თუმცა დერმატოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია ბოტოქსისთვის ჯანდაცვის გამოცდილ პროვაიდერს მიმართოთ, როგორიცაა – სერტიფიცირებული დერმატოლოგი, პლასტიკური ქირურგი, თვალის პლასტიკური ქირურგი ან ოტორინოლარინგოლოგი, რომელმაც პირადად გაგსინჯათ.“ 
რაც მთავარია, თუკი ვინმე ბოტოქსის გამოყენებას შეწყვეტს, მისი შუბლის ნაოჭები პროცედურების დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება.

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: 
თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მესაზღვრეებმა წურბელების უკანონო იმპორტის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

კანადელმა მამაკაცმა აღიარა, რომ ქვეყანაში ათასობით ცოცხალი სამკურნალო წურბელა კონტრაბანდის გზით შეყავდა, ამის შესახებ კანადის მთავრობა იუწყება.
იპოლიტ ბოდოუნოვს ჯარიმის სახით 15,000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ის ასევე ვალდებულია ხელისუფლებას გადასცეს 5,000 -მდე წურბელა, რომელიც ქვეყანაში კონტრაბანდის გზით სასურსათო ჩანთით შემოიყვანა.
კანადელმა მესაზღვრეებმა მამაკაცი ტორონტო პირსონის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ჩამორთმეული წურბელების უმეტესობა ტორონტოს ონტარიოს მუზეუმში გაგზავნეს, დაახლოებით 240 ცალი კი – ნიუ იორკში მდებარე ამერიკის ეროვნულ მუზეუმში.
ონტარიოს სამეფო მუზეუმის უხერხემლო ცხოველების ზოოლოგიის კურატორი სებასტიან კვისტი აცხადებს, რომ ადამიანები სამკურნალო წურბელებს სახსრების ტკივილისა და სიმელოტის წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში იყენებენ, თუმცა ამ „სამკურნალო თვისების“ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
კანადის გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილები (ECCC)აცხადებს, რომ წურბელებზე გამუდმებულმა ნადირობამ ეს სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა. „კანადა არ შეეგუება გადაშენების პირას მყოფი სახეობების პირადი სარგებელის მიღების მიზნით განადგურებას.“
ონტარიოს სამეფო მუზეუმის ინფორმაციით, მგზავრობისას ყველა წურბელა გადარჩა.
https://www.sciencealert.com

სრულად ნახვა
მედიცინა

ნაადრევად დაბადებული 245 გრამიანი გოგონა გადარჩა

კალიფორნიელი გოგონა, რომელიც სულ რაღაც 245 გრამი დაიბადა, გადარჩა და უკვე სახლში გაწერეს.
პატარა საბი სან-დიეგოს კლინიკაში 23 კვირის ვადაზე გაჩნდა და ის დაახლოებით მოზრდილი ვაშლის წონა იყო.
საბის დედამ კლინიკას დისკომფორტის გამო მიმართა, სან დიეგოს საავადმყოფოს ექიმებმა ორსულობის გართულების დიაგნოზი დასვეს და მიიღეს გადაწყვეტილება სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარების თაობაზე.
ექიმებმა დედას უთხრეს, რომ მისი პატარა 1 საათზე დიდხანს ვერ იცოცხლებდა, თუმცა “მიკრო უდღეური“, როგორც მას ექიმებმა უწოდეს, გაცილებით ძლიერი გამოდგა, ვიდრე ეგონათ.

საბიმ დიდი დრო დაჰყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექიმები იხსენებენ, რომ ყველა შესაძლო მანიპულაცია ჩაატარეს, რათა ბავშვი გადაერჩინათ.
გოგონა უკვე აბსოლუტურად ჯანმრთელია და 2 კილოს იწონის. საბი დედასთან ერთად უკვე სახლში გაწერეს. ის მსოფლიოს ყველაზე პატარა ნაადრევად დაბადებულ ბავშვად ითვლება, რომელიც გადარჩა.

BBC

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ინდოეთში „უცხოპლანეტელი“ ბავშვი გაჩნდა

ინდოეთში დაბადებულ ბავშვს, უიშვიათესი დაავადებისგან გამოწვეული გარეგნობის გამო,  „უცხოპლანეტელი“ უწოდეს.

 35 წლის ხალიდა ბეგუმმა სიხარულის ნაცვლად შოკი განიცადა, როცა თავის პატარა თავიანი და გადმოკარკლულთვალებიანი ახალშობილი დაინახა.

 ექიმებმა ახალშობილს კანის იშვიათი გენეტიკური დაავადების- არლეკინი იხტიოზის – დიაგნოზი დაუსვეს.

 იქთიოზის სიმპტომები და ნიშნები ჩნდება დაბადებისთანავე, ან სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. დაზიანებული გენი მოქმედებს კანის რეგენერაციის სიხშირეზე და ან ძალიან ანელებს კანის ბებერი უჯრედების ჩამოცვენას, ან ისე აჩქარებს კანის რეგენერაციას, რომ ბებერი უჯრედები ვერ ასწრებენ ჩამოცვენას. ორივე შემთხვევაში კანზე გროვდება უხეში და ქერცლიანი კანი.

თუმცა, ინდოელი ახალშობილის სიმპტომები სხვა იშვიათ დაავადებას, ანენცეფალიასაც, შეესაბამება. ანენცეფალებს თითქმის არა აქვთ თავის ქალასარქველი და თავის ტვინის ჰე­მის­ფეროები, მკვეთრად აქვთ შეცვლილი ქალას ფუძის ძვლების სტრუქტურა. ზურგის ტვინიც განუვითარებელი აქვთ. სიმახინჯის ეს სახე სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ყოველი 10,000 ორსულიდან სამი ანენცეფალიითაა დაავადებული, ხოლო არლეკინი იხტიოზით ბრიტანეთში ყოველწლიურად მხოლოდ ხუთი ახალშობილი ჩნდება.

ინდოეთის იმ სოფლის მცხოვრებნი, სადაც „უცხოპლანეტელი“ გაჩნდა, მიიჩნევენ, რომ ის ჰინდუს მაიმუნების ღმერთის, ჰანუმანის, ინკარნაციაა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

გერმანიაში ტყუპი 97 დღის შუალედით დაიბადა

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მცხოვრებმა ქალმა ტყუპი 97 დღის შუალედით გააჩინა.

Thе Times -ის ცნობით ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფეხმძიმობის 26-ე კვირას გაუარესდა. ექიმებმა ტყუპისცალი ლილიანა დედის სხეულიდან საკეისრო კვეთის შედეგად ამოიყვანეს და 900 გრამს იწონიდა. მეორე ბავშვი ლეონი კი დათქმულ ვადებში დაიბადა და  3,7 კილოგრამს იწონიდა.  

კლინიკის მონაცემებით, ტყუპები მსოფლიო რეკორდსმენები არიან: „ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ აქამდე მხოლოდ 2012 წელს ტყუპები ირლანდიაში 87 დღის შუალედით დაიბადნენ“- აცხადებს კიოლნის სამედიცინო კლინიკის ექიმი  შელენბერგერი. 

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში სამი ტყუპი ჩასახვიდან 15 წლის შუალედით დაიბადნენ. მათმა ბიოლოგიურმა დედამ 53 წლის მერი ჯონსონმა 16 წლის წინ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ჩაიტარა. სპეციალისტებმა ორი ემბრიონი გადაუნერგეს, ხოლო 12 გაყინეს, იმ შემთხვევაში თუ მშობლები ბავშვის გაჩენას მომავალშიც დაგეგმავდნენ. 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა მაიმუნების ტვინში ადამიანის გენი შეიყვანეს და გასაოცარი შედეგი მიიღეს

ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნების ტვინში ადამიანის გენი შეიყვანეს და განაცხადეს, რომ ექსპერიმენტის შედეგად პრიმატები უფრო ჭკვიანები გახდნენ.
კვლევის შედეგები ჩინურ სამეცნიერო ჟურნალ National Science Review-ში გამოქვეყნდა.
აღნიშნულმა ცხოველებმა მოკლევადიანი მეხსიერების ტესტში გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ჩვეულებრივმა პრიმატებმა, ნაკლები იყო მათი რეაქციის დროც.
კვლევას Kunming Institute of Zoology-იხელმძღვანელობდა და მისი მიზანი ადამიანის ტვინის გენეტიკური საფუძვლისა და ადამიანის ცნობიერების ევოლუციის შესწავლა იყო.

მკვლევარებმა 11 მაკაკას ტვინში MCPH1 შეიყვანეს, ეს გახლავთ გენი, რომელიც მათი აზრით, ადამიანის ტვინის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ გზით მათ შექმნეს „ტრანსგენური მაიმუნები“ და განაცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთ ექსპერიმენტს „ადამიანის ტვინის წარმოშობის გენეტიკური საფუძვლის“ გასაგებად გამოიყენებენ.
მეცნიერთა განმარტებით, გარდა უკეთესი მოკლევადიანი მეხსიერებისა, პრიმატების ტვინი უფრო ხანგრძლივად ვითარდებოდა და ადამიანის ტვინის განვითარების მსგავსი ნიმუში ჰქონდათ.
დასავლელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი გააკრიტიკეს და ის „არაეთიკურ ექსპერიმენტად“ შეაფასეს.
„მათი გაადამიანურება ნიშნავს, მიაყენო მათ ზიანი. სად იცხოვრებენ ისინი, რას გააკეთებენ? ნუ შექმნი არსებას, რომელსაც ყველა კონტექსტში უშინაარსო ცხოვრება ექნება,“ განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის ბიოეთიკოსმა ჯეკულაინ გლოვერმა.

ბიოეთიკოსების კრიტიკა ჩინელმა მეცნიერებმა წლის დასაწყისშიც დაიმსახურეს, როცა მათ ხუთი გენეტიკურად რედაქტირებული კლონირებული მაკაკა შექმნეს, რომლებმაც მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლეს. კვლევის მიზანი ადამიანის სხვადასხვა დაავადების შესწავლა იყო.
კიდევ ერთმა ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ 2018 წლის ნოემბერში გლობალური კრიტიკა დაიმსახურა, როცა მან განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვები შექმნა. ჰი ჯიანკუიმ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ტყუპ გოგონებს დნმ აივ-ის პრევენციის მიზნით შეუცვალა.

www.independent.co.uk

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემედიცინა

აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც თირკმლისა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისგან მილიონობით ადამიანს დაიხსნის

გარღვევა მკურნალობაში, რამაც შესაძლოა ასობით მილიონი ადამიანი 21-ე საუკუნის ეპიდემიისგან – დიაბეტისგან გამოწვეული თირკმლის უკმარისობისგან იხსნას. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში შაქრის შემამცირებელი მედიკამენტის – კანაგლიფლოზინის დღეში ერთხელ მიღებით დიაბეტით დაავადებული პაციენტების თირკმლის უკმარისობისა და სიკვდილის შემთხვევები მესამედით შემცირდა.

„მსოფლიოში დიაბეტით 400 მილიონი ადამიანია დაავადებული, მათგან დაახლოებით 40 პროცენტს თირკმლის დაავადება ემუქრება, რაც მათ თირკმლის უკმარისობის, ინფარქტის, ინსულტისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯორჯის ინსტიტუტის პროფესორმა ვლადო პერკოვიჩმა.

დიაბეტური თირკმლის დაავადება გამოწვეულია წლების განმავლობაში რთულად კონტროლირებადი შაქრის დონით სისხლში, რაც აზიანებს სისხლძარღვებს თირკმელებში და აქვეითებს მის უნარს გაწმინდოს სისხლი მარილისგან, პროტეინისგან და სხვა ნარჩენებისგან, რომელთაც ზიანის გამოწვევა შეუძლიათ.

ადამიანებს, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა უვითარდებათ, სისხლის გასაწმენდად შესაძლოა რეგულარული დიალიზის პროცედურები დასჭიდეთ.

კანაგლიფლოზინის ეფექტის შესამოწმებლად კვლევის ავტორებმა მედიკამენტი დიაბეტით დაავადებულ 4,401 პაციენტზე 34 ქვეყანაში გამოსცადეს.

კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა. New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, დაახლოებით 2,5 წელიწადში თირკმლის უკმარისობისა და სიკვდილიანობის შემთხვევები 34 პროცენტით შემცირდა.

39 პროცენტით შემცირდა გულის უკმარისობის შემთხვევები. 20 პროცენტით შემცირდა ინფარქტის, ინსულტისა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. მნიშნელოვანი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. „თუ გავითვალისწინებთ, რომ 2035 წლისთვის მსოფლიოში თირკმლის უკმარისობა დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს ექნება, აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან გარღვევად უნდა ჩაითვალოს მედიცინაში,“ აღნიშნავენ მეცნიერები.

სრულად ნახვა
1 64 65 66 67 68 91
Page 66 of 91