close

მედიცინა

ეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია პირველად გამოიყენეს

ოქსფორდელი ქალი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სიბრმავის ყველაზე გავრცელებული ფორმის სამკურნალოდ გენური თერაპია გაიარა. ამის შესახებ BBC წერს.

ქირურგებმა ჯანეტ ოსბორნის თვალში სინთეტიკური გენი შეიყვანეს. ეს არის პირველი მკურნალობა, რომელიც ასაკობრივი მაკულოდისტროფიის წინააღმდეგ გამოიყენეს.

როგორც BBC წერს, დიდ ბრიტანეთში ეს დიაგნოზი 600 000-მდე ადამიანს აქვს. მათ უმრავლესობას მხედველობის სერიოზული დარღვევები აქვთ.

80 წლის ჯანეტ ოსბორნი 10 პაციენტიდან პირველია, რომელზეც გენური თერაპია გამოსცადეს.

მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად, გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც, თავის მხრივ, მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ბრიტანეთში ჩვილს ხერხემალზე ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

დიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 წლის ბეთან სიმპსონმა ორსულობის მე-20 კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით.

სიმპსონი ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. 4-საათიანი ოპერაციის დროს მისი საშვილოსნო გაჭრეს და ჩვილის ხერხემალზე შესაბამისი პროცედურები ჩაატარეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვი აპრილში დაიბადება.

სპინა ბიფიდა 10 000 ორსულობის შემთხვევიდან 4-ში ვითარდება ხოლმე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოსაქართველო

საქართველო ჯანმო-ს იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც წითელას საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა

ევროპაში 2017 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში წითელას შემთხვევები გასამმაგდა და 82,596-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

ორგანიზაციის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი უმჯობესდება, მოსახლეობის ვაქცინით დაფარვის არეალი ბევრ ქვეყანაში საკმარისი არ არის.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ 10 ქვეყნის სიას აქვეყნებს, რომლებზეც 2018 წელს ევროპაში დაფიქსირებული წითელას შემთხვევების 90% მოდის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკრაინაში.

  • უკრაინა (53,218)
  • სერბეტი (5,076)
  • ისრაელი (2,919)
  • საფრანგეთი (2,913)
  • იტალია (2,517)
  • რუსეთი (2,256)
  • საქართველო (2,203)
  • საბერძნეთი (2,193)
  • ალბანეთი (1,466)

რაც შეეხება სიკვდლიანობის მაჩვენებელს, წითელამ ევროპაში 2018 წელს 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია 2017 წელთან შედარებით, როცა გარდაცლილთა რაოდენობა 42 იყო.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. ნებისმიერიადამიანი, რომელსაცწითელასვირუსითინფიცირებულთანკონტაქტიქონდადაარაქვსიმუნიტეტი – არგადაუტანიადაავადებაანარარისაცრილი, 90% ალბათობითდაავადდება.

რა მდგომარეობაა წელს საქართველოში? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 თებერვალს განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, წითელას აცრა დამატებით 65000-მა პირმა ჩაიტარა.

“წითელასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტები გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასევე უფასოა 41 წელს ზევით მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.

BBC

ncdc.ge

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინასაქართველო

წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე “საწურბლიას მღვიმე” გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

“საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს”- ნათქვამია ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.

სრულად ნახვა
მედიცინა

ბრიტანელ პენსიონერს თვალში კატარაქტის ნაცვლად 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩნდა

67 წლის ბრიტანელ პენსიონერს ოფთალმოლოგთან ვიზიტისას თვალში 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩნდა, რომელთა მოხსნაც პაციენტს ასაკობრივი სკლეროზის გამო ავიწყდებოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ოფთალმოლოგთა ასოციაციამ – Optometry Today-მ გაავრცელა.

ქალბატონი ექიმთან მივიდა, რომ კატარაქტის ოპერაცია გაეკეთებინა. ახლო დათვალიერებისას კი ოფთალმოლოგმა 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩინა, რომელიც თვალს სქელ ფენად ეფარებოდა.

პირველ ეტაპზე ექიმმა 17 ლინზა მოხსნა, ხოლო მეორე ვიზიტისას – დანარჩეინ 10.

ლინზების მოშორებიდან ორი კვირის შემდეგ პაციენტს მხედველობა აღუდგა. ექიმებმა აღიარეს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არასდროს ჰქონიათ.

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერები გრიპის პანდემიის თავიდან ასაცილებლად გენეტიკურად რედაქტირებულ ქათმებს შექმნიან

ბრიტანელი მეცნიერები ქათმების გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით შექმნაზე მუშაობენ. ასეთი ქათმების შექმნით, რომლებიც გრიპის ვირუსის მიმართ სრულიად მდგრადები არიან, მეცნიერები ცდილობენ მომავალი სასიკვდილო პანდემიის აცილებას ცდილობენ.
პირველი ტრანსგენური წიწილები შოტლანდიაში მდებარე ედინბურგის უნივერსიტეტის Roslin Institute-ში მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოიჩეკებიან.
ფრინველთა დნმ-ი ახალი გენური რედაქტირების ტექნოლოგიის, CRISPR- ის, საშუალებით შეცვალეს. გენეტიკური რედაქტირების დროს დნმ-ს პროტეინის იმ ნაწილებს აცლიან, რომელზეც გრიპის ვირუსია დამოკიდებული. ამ ჩარევის წყალობით ქათმები გრიპის ვირუსის მიმართ სრულიად მდგრადები ხდებიან.
გლობალური ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების სპეციალისტები ადამიანის გრიპის პანდემიას ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევენ.
2009/10 წლებში H1N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის პანდემიით მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუ ისტორიას გადავხედავთ, 1918 ესპანურმა გრიპმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ სასიკვდილო შტამი შესაძლოა გარეული ფრინველებიდან შინაურზე, შემდეგ კი ადამიანებზე გადავიდეს, პანდემიურ ჰაერ-წვეთოვან ფორმად იქცეს და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადავიდეს.
“თუ ჩვენ შევძლებთ, აღვკვეთოთ გრიპის ვირუსის გარეული ფრინველებიდან შინაურზე გადაცემა, შევძლებთ, პანდემიის წყაროს დახშობასაც,“ აცხადებენ მეცნიერები.
2016 წელს ჟურნალ Nature -ში გამოქვეყნებული კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ ქათმებში წარმოდგენილი გენი – ANP32 აკოდირებს პროტეინს, რომელზეც დამოკიდებულია ყველა გრიპის ვირუსი, რომელიც მასპინძელს აინფიცირებს. რედაქტირებული უჯრედების ლაბორატორიულმა ტესტმა კი აჩვენა, რომ ANP32 გენის მოშორების შემდეგ ისინი გრიპით არ ინფიცირდებიან.
Roslin Institute-ის მეცნიერებმა 1996 წლელს მსოფლიოს პირველი კლონირებული ცხოველი – ცხვარი “დოლი“ შექმნეს. მათ სახელ უკავშირდება გენეტიკური ინჟინერიით გამოყვანილი ღორების შექმნაც, რომლებიც ვირუსის მიმართ რეზისტენტულები არიან.
Reuters

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის აქამდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

გერმანელმა მეცნიერებმა ადამიანის ძვალში წვრილი სისხლძარღვების აქამდე უცნობი ქსელი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა აიხსნას, ძვლის ტვინის ინექციის დროს, როგორ ნაწილდება პრეპარატი მთელ ორგანიზმში. ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.

მეცნიერების თქმით ამ არხებს ტრანსკორტიკალურს უწოდებენ, რომლებიც სისხლს და იმუნურ ქსოვილებს სხეულის ყველა ნაწილთან მიღწევაში უწყობენ ხელს.

ხშირად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ომის დროს ექიმები როცა ვენას ვერ პოულობენ, ინექციას ძვალში აკეთებენ. ცნობილია, რომ ამ მეთოდს ბევრი დაჭრილის სიცოცხლე გადაურჩენია. თუმცა, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ანატომიური სტრუქტურის შესახებ, რომლის არსებობის გამო ეს მეთოდი ასეთი ეფექტურია

სრულად ნახვა
მედიცინა

,,ხალხში არაა გაცნობიერებული, რომ მოციმციმე არითმიის განკურნება შესაძლებელია” – ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია

„ერთ საერთო ფრაზას გეტყვით, რომელსაც პაციენტები ხშირად მეუბნებიან – არ ვინანეთ ამ ოპერაციის გაკეთება,“- ამბობს ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია, რომელიც ქუთაისში, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ კრიოაბლაციის ოპერაციას უკვე 5 თვეა ატარებს.

2018 წლის ივლისში, ქუთაისში მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ პირველმა კრიოაბლაციამ წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ, ქუთაისში კიდევ არაერთი ოპერაცია ჩატარდა. გიორგი ჩხოლარია ამბობს, რომ კრიოაბლაცია, შედეგების თვალსაზრისით, იმაზე უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

ექიმი კარდიოლოგი აღნიშნავს, რომ აქამდე,მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ, რადიოსიხშირულ აბლაციას მიმართავდნენ, რაშიც საკმაოდ დიდი დრო იხარჯებოდა. კრიოაბლაციის შემთხვევაში კი, პროცედურა თითქმის განახევრებულია და როგორც ექიმი ამბობს,პაციენტი  ეფექტს მომენტალურად იღებს. ამასთან, არ სჭირდებათ ნარკოზის გამოყენებაც. კრიოაბლაციის კიდევ ერთი უპირატესობა მარტივი პროცედურაა, რის გამოც მას ბევრი პაციენტი თანხმდება.

„ოპერაციაზე საუბრისას, პაციენტის პირველი პასუხია ხოლმე, რომ ეშინიათ. თუმცა, კრიოაბლაციის შემთხვევაში, მათი დაყოლიება უფრო ადვილი გახდა. როცა ვუხსნით, რომ ეს არის უნარკოზო ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს, რომ მეორე დღეს უკვე სახლში მიდის, ოპერაცია უსისხლოა და არ არის მტკივნეული, მას უკვე რთულ ოპერაციად არ აღიქვამენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, მოციმციმე არითმია ძალიან გავრცელებული დაავდებაა განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. ექიმი ამბობს, რომ დაავადების მაჩვენებლები მზარდია არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, მიმართვიანობა მაინც დაბალია.

„ხალხში არ არის გაცნობიერებული, რომ ამ დაავადების განკურნება შეიძლება. დაავადებას უყურებენ, როგორც ქრონიკულს და მიაჩნიათ, რომ მთელი ცხოვრება წამლების ქვეშ უნდა იყვნენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, ამ ოპერაციის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის პროგრამის გარეშე, რომელიც ასაკით პენსიონერებს და მიზნობრივი პოლისის მატარებელ პაციენტებს აფინანსებს.

„პროცენტული მაჩვენებლი, ვინც კრიოაბლაციაზე თანხმდება, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული იქნებოდა არა საპენსიო ასაკის ხალხშიც,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმისგარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედებისჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება დაამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინიინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროსადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშამიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმეკათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერებისმეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციოელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდებისგადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა დარენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებშითავსდება. კრიოაბლაციის დროს, სპეციალურიკათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერისდაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციისხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
კრიოაბლაციის მიმართულებით დღესსაქართველოში 3 წარმატებული ექიმკარდიოლოგი მუშაობს: ზვიადმათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგიჩხოლარია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge

სრულად ნახვა
მედიცინა

ჭიპლარის სისხლის ღეროვანმა უჯრედებმა სიმსივნე დაამარცხა

–ღეროვან უჯრედებზე ინფორმაცია არც თუ ისე მწირია. ღეროვანი უჯრედები ჭიპლარსა და პლაცენტაში რჩება ბავშვის დაბადების შემდეგ. ეს უნიკალური მასალა ათი ათასიდაან ოცდაათი ათასი წელი ინახება თხევად აზოტში- პრაქტიკულად უკვდავი მასალაა.
ღეროვანი უჯრედები წარმატებით გამოიყენება  ლეიკემიის, ლიმფომების  სხვადასხვა სისხლის ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ.ძალზე ეფექტურია ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის  ლიმფომებზე. ასევე   წარმატებით გამოიყენება:  ინსულტის, ინფაქტის, დიაბეტის, ღვიძლის უკმარისობის სამკურნალოდ. ცნობილია, რომ მას აუტიზმის დამარცხებაც შეუძლია.
საქართველოში   წარმატებული   აღმოჩნდა  ჭიპლარის სისხლის ბანკის  ჯეოქორდის ხელმძღვანელობით განხორციელებული გადანერგვა,  რომელმაც აუტიზმით დაავადებული ორი ბავშვი განკურნა.
აღსანიშნავია, რომ ერთი შვილის ღეროვანი უჯრედები, შეიძლება გამოიყენოს მეორე შვილმაც და თავად მშობელმაც კი,ოღონდ არა ყოველთვის.
იყო შემთხვევა, როცა ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანმა უჯრედებმა საკუთარი დედა სრულად  განკურნა ლეიკემიისგან.

წყარო : brandnews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”
სრულად ნახვა
მედიცინა

უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიოში: გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს საშუალებით ქალმა გოგონა გააჩინა

ბრაზილიაში ქალმა გარდაცვლილი დონორისგან გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით გოგონა გააჩინა. ექიმები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა.

აქამდე მედიკოსებს აშშ-ში, ჩეხეთსა და თურქეთში 10 მსგავსი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ბავშვის გაჩენა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

გოგონა საკეისრო კვეთის შედეგად დედის ორსულობის 35 კვირაზე გაჩნდა და ის დაბადებისას 2,550 კგ-ს იწონიდა.

ცოცხალი დონორიდან გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით შვედეთში 2013 წელს დაიბადა. მეცნიერებს დღემდე ამ გზით ბავშვის გაჩენის 39 მცდელობა ჰქონდათ, რომლისგანაც დადებითი შედეგით 11 დასრულდა.

ექსპერტთა შეფასებით, უშვილობის პრობლემა მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის მქონე წყვილების 10-15 პროცენტს აქვს. მათგან 500 ქალიდან ერთს საშვილოსნოს პრობლემები აქვს.

მანამ, სადამ საშვილოსნოს გადანერგვა გახდა შესაძლებელი, შვილის ყოლის ერთადერთი გზა ბავშვის აყვანა ან სუროგაცია იყო. ბრაზილიის შემთხვევაში კი დედა საშვილოსნოს გარეშე, ანუ Rokitansky-Küster-Hauser-ის სინდრომით დაბადებული იყო. რაც შეეხება დონორს, ის 45 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

ტრანსპლანტაციის პროცედურიდან 5 თვის შემდეგ ულტრაბგერითი სკანირება ნორმალური იყო, რეციპიენტს კი რეგულარული ციკლი ჰქონდა. ქალის წინასწარ განაყოფიერებული და გაყინული კვერცხუჯრედების ტრანსპლანტაცია საშვილოსნოს გადანერგვიდან 7 თვის შემდეგ განახორციელეს. 10 დღის შემდეგ ორსულობა დადასტურდა.

7 თვის ბრაზილიელი გოგონა ამჟამად 7 თვისაა, ძუძუთი კვებას განაგრძობს და 7.2 კგ-ს იწონის.

წყარო : Reuters

სრულად ნახვა
1 66 67 68 69 70 91
Page 68 of 91