close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

აშშ-ში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც სრულად ანეიტრალებს კორონავირუსს

აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც უნარი შესწევს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსი. კერძოდ, ცილას შეუძლია კონტაქტში შევიდეს კორონავირუსის S-ცილასთან, შეაღწიოს მასში და გაანადგუროს ის. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ცნობით, გამოკვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

საუბარია ცილოვან შენაერთზე, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.

„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა გამოკვლევის ავტორმა ჯონ მელორსმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

“მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება, რადგან კორონავირუსი გაქრა” – ჩინეთის მთავრობა

ჩინეთი მასობრივ ვაქცინაციას თავის მოსახლეობაზე არ ჩაატარებს, რადგან კოვიდ 19 ქვეყანაში უკვე სრულად “განადგურებულია” – ამის შესახებ, ოფიციალური პეკინის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ფართო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ დაავადება ხელახლა ძლიერად გავრცელდება.

ჩინეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 8 ადამიანი დაავადდა, რომლის შემდეგაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 202 შეადგინა. ვირუსს ჯამში 4634 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Stau2 – ტვინში შემავალი ცილა, რომელიც სწავლისა და მახსოვრობის უნარს ავითარებს

აღმოჩნდა, რომ იდუმალი ცილა, რომელიც რიბონუკლეინის მჟავას კრავს, ვირთაგვებში მახსოვრობის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოლეკულური ფაქტორი სინაფსურ პლასტიკურობასა და ცოდნასთან დააკავშირეს.

მეცნიერებმა ჩაახშეს ცილებ სტეფენ ჰომოგო 2-ის სინთეზი (Stau2) ვირთაგვებში და აღმოაჩინეს, რომ შედეგად, მათი სწავლის უნარი დაქვეითდა ანუ პროტეინების დაბალი დონის მქონე ვირთაგვებს მეხსიერების გაუარესება აღენიშნებოდათ.

როდესაც ჩვენ რაღაცას ვსწავლობთ, ჩვენი ტვინის სტრუქტურა მკაფიოდ იცვლება ახალი ინფორმაციის შესანახად, „სინასპტიკურ პლასტიკურობაში“.

ამ ცვლილების გრძელვადიანი მოლეკულური ალტერაცია იშიფრება მაცნე რიბონუკლეინის მჟავის მოლეკულებში, რომლებიც შემდეგ მოგზაურობენ ადგილზე და კონკრეტულ პროტეინებ აპროგრამებენ, რომელიც ინფორმაციის შენახვაში გვეხმარება.

გასული წლის კვლევაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა მაიკლ კეიბლერმა აჩვენა, რომ Stau2 არის ცილა, რომელიც ეხმარება mRNA-ის ნეირონული სინაპეციებისკენ გაგზავნას – ნეირონსა და სხვა ნეირონს, ან უჯრედი – მიშენის შორის კომუნიკაციის წერტილი.

მაგრამ რა როლი ითამაშა მან სწავლისა და მეხსიერების ფორმირების პროცესში, ჯერ კიდევ არ იყო კარგად ახსნილი.

გერმანიის მანჰაიემის უნივერსიტეტსა და ესპანეთის სევილიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოამზადეს ვირთაგვები Stau2- ის დეფიციტით, რათა მოქმედებაში დაკვირვებიდნენ სწავლის უნარზე მის ზეგავლენას.

,,პირველად მეცნიერების ისტორიაში, ეს ნამუშევარი საშუალებას გვაძლევს, კონკრეტული მოლეკულური ფაქტორი – რიბონუკლეინის მჟავის შემაკავშირებელი ცილა – Stau2-ი, სინაფსურ პლასტიკურობასა და სწავლის უნართან დაგვეკავშირებინა”, – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

ცდის ფარგლებში ვირთაგვებს სხვადასხვა სახის დავალება მისცეს, Stau2-ის დეფიციტის მქონე ვირთაგვებმა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მუშა მეხსიერების შესამჩნევად დაბალი დონე აჩვენეს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სწავლისა და მახსოვრობის პროცესში Stau2-ის ზუსტი როლის განსასაზღვრად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

„კარანტინისთვის 5 დღე სრულიად საკმარისია“ – გერმანელი ვირუსოლოგი

„კარანტინის 2-კვირიანი პერიოდი ძალიან ხანგრძლივია“, – ამის შესახებ ბერლინის Charité ჰოსპიტალის მთავარმა ვირუსოლოგმა კრისტიან დროსტენმა განაცხადა. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა fortune.com ავრცელებს.

დროსტენის თქმით, კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები 5 დღის შემდეგ ინფექციის მატარებლები აღარ არიან და მოკლევადიანი კარანტინის პერიოდი მოსახლეობისთვისაც მისაღები და დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

დროსტენის იდეის თანახმად, 5-დღიანი კარანტინის პერიოდი, რომელსაც ის გვთავაზობს, covid-19-ის ტესტებზე არ უნდა გაიხარჯოს.

ის ფიქრობს, რომ ეს ტესტები სწორედ კარანტინის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება პირბადეების ტარების აუცილებლობას, დროსტენი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ადამიანების ხელახალი დაინფიცირების მიზეზი გახდეს. „რეალურად, პირბადეები კორონავირუსის გავრცელებას ვერ აჩერებენ. თანდათან, იზრდება სამეცნიერო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ამოსუნთქული ჰაერი ინფექციის მთავარი გამომწვევი ფაქტორია“, – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი.

ცნობისთვის: არაა გამორიცხული, საქართველოში კარანტინის პერიოდი შემცირდეს. დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 5 სექტემბერს ჟურნალისტებთან თქვა, რომ 8-დღიანი კარანტინის ვარიანტს განიხილავენ. შეგახსენებთ, თავდაპირველად, საქართველოში კარანტინის ვადა 14 დღე იყო, რაც შემდეგ 12-მდე შემცირდა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

რატიანი – შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი.

ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.

რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა დაადგინეს, რა იწვევს კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ყნოსვის დაკარგვას

ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა, კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა იწვევს ამას.

აშშ-ის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს,  ყნოსვის რომელი ტიპის უჯრედებია ყველაზე დაუცველი „კოვიდ 19“-ის გამომწვევის SARS-CoV-2-ის ინფექციის მიმართ.

ისინი გაკვირვებული დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი აზიანებს ყნოსვის მგრძნობიარე ნეირონებს და არა იმ მგრძნობიარე ნეირონებს, რომელიც ყნოსვის გრძნობის ტვინისთვის გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

ავტორების თქმით, კვლევის შედეგები დადებითია, ვინაიდან იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კორონავირუსი ყნოსვის არა მუდმივად, არამედ დროებით დაკარგვას იწვევს.

“ჩვენი დასკვნები მიუთითებს, რომ კორონავირუსი ცვლის სუნის შეგრძნებას პაციენტებში არა ნეირონების უშუალოდ დაინფიცირებით, არამედ დამხმარე უჯრედების ფუნქციონირებაზე ზეგავლენის მოხდენით. ვფიქრობთ, ეს კარგი ამბავია, ვინაიდან როგორც კი ინფექცია ქრება, ყნოსვის ნეირონებს ჩანაცვლება ან აღდგენა არ სჭირდება,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის შედეგები Science Advances-ში გამოქვეყნდა.

 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

თბილისში სასწრაფომ მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა

თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, 79 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები იყვნენ – უფროსი ექიმი მაია ქურდაძე, უმცროსი ექიმი თამთა ლაშხია და მძღოლი დავით მექერიშვილი, რომლებმაც მხოლოდ 2020 წელს, უკვე მეოთხე ადამიანს აუმუშავეს გული.
“პაციენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა. იმწამსვე მივხვდით, რომ სასწრაფოდ კლინიკაში უნდა გადაგვეყვანა. გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა… დაუყოვნებლივ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გაუჩერებლად ვატარებდით მანიპულაციებს და ბოლოს, შედეგი გამოიღო. მამაკაცის გულისცემა აღდგა, სუნთქვაც დაიწყო… ფაქტობრივად, “ახალი სიცოცხლით” შევიყვანეთ კლინიკაში”, – აცხადებს უფროსი ექიმი მაია ქურდაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო დროებით მუშაობას აჩერებს

თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო დროებით მუშაობას შეაჩერებს, მიზეზი კი კლინიკის რეაბილიტაციაა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს ან გაზაფხულზე დასრულდება. კლინიკა არის ამორტიზებული და ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ფინანსური პრობლემები.

რაც შეეხება კლინიკაში მომუშავე პერსონალს, წოწკოლაურის განცხადების მიხედვით, მათ შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილები და კლინიკის აღდგენისთანავე დაუბრუნდებიან პოზიციებს, მანამდე კი, სამი-ოთხი თვის განმავლობაში ისინი მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ 10-თვიან დავალიანებას და 2 თვის კონპენსაციას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კლინიკა ერთდროულად 90-ის ნაცვლად, 400 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა – კორონავირუსმა, შესაძლოა, ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ტვინის დაზიანებას იწვევს, რაც სერიოზული ნევროლოგიური გართულებების, მათ შორის, ანთების, ფსიქოზისა და დელირიუმის, მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა აღწერს COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტების 43 შემთხვევას, რომლებმაც განიცადეს ტვინის დროებითი დისფუნქცია, ინსულტი, ნერვების დაზიანება ან სხვა სერიოზული ზემოქმედება.

„ახლა COVID-19-ით ინფიცირებულია მილიონობით ადამიანი გვყავს. თუ ერთ წელიწადში 10 მილიონი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება და ამ ადამიანებს კოგნიტური დეფიციტი ექნებათ, მაშინ ეს გავლენას მოახდენს მათი მუშაობისა და ყოველდღიური საქმიანობის უნარზე,”- აცხადებს კანადის „დასავლეთის უნივერსიტეტის“ ნეირომეცნიერმა ადრიან ოუენი.

მისივე თქმით, იმის გასარკვევად, რამდენად ჩვეულებრივია კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში ნევროლოგიური და ფსიქიატრიული გართულებები, აუცილებელია უფრო დეტალური კვლევის ჩატარება და გლობალური მონაცემების შეფასება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13 მილიონს მიუახლოვდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 7.5 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 560 000-ს აჭარბებს.

წყარო : reuters.com , worldometers

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ამირან გამყრელიძე: ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება

ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ძლიერდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციისას ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ეს კვლევა ჩატარდა 2018 წელს, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა. ამ სახელმწიფო პროგრამით 2019 წელს 504 ბავშვი და მათი ოჯახის 692 წევრი გამოიკვლიეს, შესაბამისი რჩევა-დარიგებებით, შესაბამისი პრეპარატების მიცემით, სადაც საჭირო იყო. 2020 წელს ეს პროგრამა უფრო გაფართოვდა და გრძელდება. დღეს ამ პროგრამით ორიდან შვიდ წლამდე 1 500-მდე ბავშვია უკვე გამოკვლეული, ასევე, მათი ოჯახის წევრები.პროგრამა გრძელდება და ასევე, ძლიერდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შესაბამისი ლაბორატორიული სიმძლავრეები ორგანიზმში ტყვიის გამოსაკვლევად. მოგეხსენებათ, ტყვია პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ერთ თვეში, ერთ წელიწადში არ ხდება. მას დრო სჭირდება და ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვართ. ჯერჯერობით, კვლევებით, ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით რადიკალური შემცირების ტენდენცია არ არის, მაგრამ იგივე დონეზე ვრჩებით, დაახლოებით მსუბუქი მატება გვაქვს, სადღაც 25-30 პროცენტში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 52 53 54 55 56 91
Page 54 of 91