close
მედიცინამსოფლიო

ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

„12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: ტკივილი ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შემცივნება და სიცხე, რაც, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო ფორმით მიმდინარეობს და ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გადის. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მაისში დაუშვა.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე 600 ათასზე მეტი ბავშვი აიცრა.

მარტის ბოლოს კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260-მა პირმა მიიღო, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response