close
კვლევებიმედიცინა

„ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

„ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ  ადამიანებს ვაქცინა სულ მცირე 3 კვირის ინტერვალით უნდა გაუკეთდეთ.

 

სააგენტოს ვაქცინების სტრატეგიის ხელმძღვანელის განმარტებით, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ბავშვების კოვიდ 19-ისგან დაცვის კუთხით პრევენციის მაღალის დონით გამოირჩევა.

„ევროპის წამლის სააგენტოს“ ცნობით, ვაქცინაზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ  12-15 წლის ასაკის მოზარდებში 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, კვლევის დროს 2 260 მოზარდიდან ვაქცინა 1 005 მოზარდს  გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, ხოლო მათგან, ვინც პლაცებო მიიღო, ვირუსი 16 მოზარდს დაუდასტურდა.

ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდის დროს ვაქცინირებული პირების ნაწილში გამოიხატა ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი და ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში.

ამასთან, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებების ავტორიზაციას იაპონია მომავალი  კვირის ორშაბათიდან გასცემს. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გამოყენება რამდენიმე დღის წინ კანადამ და შეერთებულმა შტატებმაც დაუშვეს.

წყარო : bbc.com , japantimes.co.jp  

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response