close

მედიცინა

მედიცინა

”თუ ეს სიმპტომები გაქვთ, მაშინ სასწრაფოდ დაიწყეთ კორონავირუსზე მკურნალობა” – ექიმის რჩევა

ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე გაზრდილ კოვიდშემთხვევებთან დაკავშირებით საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას საჭირო მითითებებს აძლევს.

“აჭარაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი რჩება მაღალი და შედარებისთვის, ის უტოლდება და ასწრებს ევროპაში პირველი ტალღის გავრცელების პიკზე მყოფ რეგიონებს!

დიაგნოსტირების მთავარი სირთულე ისევ PCR ტესტირების შეზღუდვები და შეფერხებაა – რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში, კონტაქტით და მის გარეშეც, თუ გაქვთ ტემპერატურის მატება, კუნთების, ზურგის, თავის ტკივილი და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა,
ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების, ტესტირებაზე დროის, ფულის, ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე – უნდა დალიოთ ჩაი, ბევრი სითხე, იკვებოთ სწორად, ხშირად ანიავოთ ოთახი, იმოძრავოთ და რაც მთავარია – იყოთ იზოლაციაში!
ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს – ექიმი!
აი, ამ ექიმს როგორ დაუკავშირდებით და ჩაბარდებით – თქვენი მარიფათის და მოხერხების ამბავია, ჯერ კიდევ…
ამავე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რჩებით სახლში ან სასტუმროში თუ გჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება!
ამავე ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები, თუ ისინი გჭირდებათ! (და არა მეზობელმა, ახლობელმა ან ფარმაცევტმა..)
ამავე ექიმმა უნდა მოგცეთ შემდგომი რეკომენდაციები, ამოიცნოს ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მძიმე მიმდინარეობაზე! (არა მეზობელმა, ახლობელმა ან ნათესავმა…)
დიახ, ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე და არ დამძიმებაზე!
რა პასუხისმგებლობა და ვალდებულება გეკისრებათ
თქვენ:
ყველგან ატაროთ ნიღაბი!
ყველასთან დაიცვათ დისტანცია!
ყოველთვის გქონდეთ დაბანილი ხელები!
სიმპტომების გამოვლენისთანავე გადახვიდეთ იზოლაციაში!
არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები, გარდა სიცხის დამწევისა და ისიც დოზირებულად!
არ ურჩიოთ სხვას მედიკამენტების და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღება!
არ შეაჩეროთ იმ მედიკამენტების მიღება, რომელიც მანამდე დანიშნული გქონდათ ქრონიკული დაავადებების, მაგალითარ არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ასთმის და სხვათა გამო!
მხოლოდ ამ რეკომენდაციებით და ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელება და ეს არის ძირითადი გზა და საშუალება გაზრდილი ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად!” – წერს სოფიო ბერიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

„როგორ გამოვიცნოთ, ვართ თუ არა ავად, რა სიმპტომები აქვს კოვიდს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგვიტანია გრიპი და დასვამთ კითხვას, როგორ მივხვდე, არის თუ არა ეს გრიპი, მით უმეტეს, რომ სეზონური დაავადებების დრო მოდის და ძალინ რთული იქნება იმის გარჩევა, კოვიდით ხართ ავად, თუ გრიპით.

თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის. ამიტომ, თუ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდით კოვიდის შემთხვევაში, ეს იქნება სწორი. შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ, როცა ტესტს გაიკეთებთ, თუმცა ჯობს თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი
  • რესტორნები – მაღალი რისკი
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დამაიმედებელი ნიშანი – ბრიტანულმა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს როგორც მოხუცებში, ასევე, ახალგაზრდებში. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, არც ოქსფორდის უნვიერსიტეტი და არც მისი კომერციული პარტნიორი AstraZeneca ვაქცინის ადრეული ტესტირების შედეგების გასაჯაროებას არ აპირებენ, თუმცა AstraZeneca-მ სამეცნიერო ჯგუფთან შეხვედრისას ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა.

“გარდიანი” წერს, რომ ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპზე გამოჩნდა, რომ ადამიანებში 56 წელს ზემოთ, ზოგ შემთხვევაში კი 70 წელს ზემოთაც, ვაქცინამ იმ რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავება შეძლო, როგორც ახალგაზრდა მოხალისეებში. “გარდიანი” აღნიშნავს, რომ ვაქცინის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ეფექტურობას უფროსი ასაკის ადამიანებში, ვინაიდან, გამოცემის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა და შესაძლებლობა, ებრძოლოს ვირუსებს.

გამოცემა წერს, რომ AstraZeneca-ს აზრით, რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინა  ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის დასრულებამდე, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებში. “გარდიანი” წერს, რომ ექსპერტების და ქვეყნის ჯანდაცვის უწყების აზრით, ვაქცინა 2021 წლამდე, სავარაუდოდ, არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ გამოირცხავენ, რომ მანამდე მცირე მიზნობრივი ჯგუფები აიცრან.

ახლა ვაქცინამ მესამე, ფინალური შემოწმება უნდა დაასრულოს, რომელიც მიმდინარეობს ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ინდოეთში და დიდ ბრიტანეთში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამედიცინასაქართველო

სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფროსკურსელები ერთკვირიან ტრენინგებს გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.

მინისტრის განმარტებით, უფროსკურსელების რესურსს გამოიყენებენ იქ, სადაც საჭირო გახდება.

„დღეს შევხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ტრეინინგი და იქნება მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ექიმებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო დააპაუზეს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინაღმდეგო კანდიდატ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა – ENSEMBLE – ერთ-ერთი მოხალისის აუხსნელი ავადმყოფობის გამო დააპაუზა.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ აუხსნელ დაავადებაზეა საუბარი. თუმცა, ცნობილია, რომ კლინიკური ცდების ერთ-ერთი ეტაპი იმის გარკვევაა, იწვევს თუ არა ვაქცინა საშიშ გვერდით ეფექტებს. მათი გამოვლენის შემთხვევაში კი ცდები ჩერდება და ექიმები არკვევენ, ავადმყოფობა ვაქცინასთანაა დაკავშირებული, თუ უბრალოდ დამთხვევაა.

„დაპაუზება კლინიკური ცდების პროტოკოლის სტანდარტული კომპონენტია. ჩვენ ამ პაციენტის ავადმყოფობის შესახებ მეტს ვსწავლობთ,“- აცხადებენ კომპანია Johnson & Johnson-ში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. სექტემბერში, მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო, ცდები ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-ც შეაჩერა.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ 19-ს – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია კორონავირუსთანდაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ღორის, ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს ამიტომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არის.

ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი- ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება.

არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, ჯერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.

ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს! 

რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა.

სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, PCR კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.

თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ- მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. “ესპანურ გრიპზე” საერთოდ არაა საუბარი!).

ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით- კლინიკის ექიმებსაც! და რაც მთავარია: საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე! , – წერს დავით გადელია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? – დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი

ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას კორონავირუსის სახლში მკურნალობის წესებს უზიარებს. მარშანია პირველ რიგში წინასწარი განწყობის შექმნისა და სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს.

ექიმის მთავრი მოწოდება, მაქსიმალური იზოლაცია, ბევრი სითხის მიღება, ოთახის განიავება და ოჯახის ექიმთან მუდმივი კონტაქტია.

„როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ 19-ის სიმპტომებს სახლის პირობებში:

გაფრთხილება: პირველ რიგში(!) დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია.

ინსტრუქციები შესაძლოა იცვლებოდეს.

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაწერილია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის და საქართველოში კოვიდ19-ს ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით.

მხოლოდ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ, ვერც „რისკის შემცველი“ კონტაქტის არარსებობით გამოვრიცხავთ კოვიდ 19-ს ინფექციას.

🔶 მსუბუქი შემთხვევა – კორონავირულის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

🔶 ზოგადი რეკომენდაციები:

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობაც, დაიმახსოვრეთ, რომ თუ სიმპტომები მსუბუქია სავარაუდოდ, ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ, ეს ცხადია არ უნდა გახდეს წესების უგულვებელყოფის მიზეზი, თუმცა აუცილებლად არის ოპტიმიზმის მიზეზი.

🔶 ყოველდღიურად აკონტროლეთ სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა, იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან.

იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული. გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები მყარი ზედაპირების გასაწმენდად. მოერიდეთ ზურგზე წოლას, (ამოხველება მაგ დროს გართულებულია) მიიღეთ სითხეები. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზაქტივობა. დაისვენეთ. ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას).

🔶 არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან/და ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) თვითნებურად.

მაღალი ტემპერატურის >37,8 შემთხვევაში:

  • დაისვენეთ;
  • მიიღეთ სითხეები (წყალი);
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი თუ გრძნობთ დისკომფორტს (შეათანხმეთ ექიმთან).
  • იბუპროფენის შესახებ გავრცელებული ხმები არის მითი, კოვიდ19-ს მიმდინარეობისას მისი მიღება შეიძლება.

🔶 ხველა:

  • მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, მიიღეთ თბილი სითხეებიც (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
  • ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

🔶სუნთქვის გაძნელებისას:

  • დაუკავშირდით ექიმს;
  • გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
  • ისუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სანთლის
  • ჩაქრობისას როგორი პოზიციაც აქვს ტუჩებს);
  • ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ.
  • მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

თენგიზ ცერცვაძე ორ მნიშვნელოვანეს სიახლეს აანონსებს!

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ორ მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა რევოლუციური გარღვევაც კი მოახდინოს.

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და სავარაუდოდ 2-3 კვირაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

“მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები COVID-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მათი დანიშნულებაა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინ-ტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ხოლო მეორე სიახლე პრეპატარი „რემდესევირი”-ა, რომელიც საქართველოში ასევე 2-3 კვირაში შემოვა.

“სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესევირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესევირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ” – ამბობს ცერცვაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

მონოკლონური ანტისხეულები Covid-19-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია – ცერცვაძე

„მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები COVID-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მათი დანიშნულებაა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინ-ტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 51 52 53 54 55 91
Page 53 of 91