ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა თვალის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლო ადამიანებს საგნების სილუეტის დანახვის საშუალებას მიცემს. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert-ი წერს.
მეცნიერები ამ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობდნენ. თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.
„თითქოს ღამე, ცაში ვარსკვლავებს უყურებთ და თანავარსკვლავედების ამოცნობა უნდა ისწავლოთ“, – ამბობენ იმპლანტის შემქმნელები.
იმპლანტი მოქნილი მასალისგან – გამჭვირვალე პოლიმერისგან მზადდება, რაც ოპერაციის დროს მასთან მუშაობას ამარტივებს. ტექნოლოგია ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი იმპლანტი კლინიკური ტესტირებისთვის მზად არის.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”















პატარა ასაკში გულში გაჩენილ ოცნებებს ფრთები შეასხა და დიდი მონდომებით, ადამიანების სიყვარულით და შრომისმოყვარეობით ახლა ზუსტად იმ სფეროშია, რომლის გარეშეც თავი ვერც კი წარმოუდგენია. ალბათ , გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამღლელი ოპერაციებისა და საქმიანი დღის შემდეგ დრო მუსიკისა და ტანგოს ცეკვისთვისაც რჩება. გარდა ამისა გურამი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ზრუნავს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე და აუდიტორიას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
იყო ექიმი, ეს პირველ რიგში ძალიან დიდი ჯილდო და პატივია, რომელსაც ყველაფრის ფასად უნდა გაუფრთხილდე. ექიმის ღირსება და პატიოსნება ყველა მატერიაზე მაღლა უნდა იდგეს. მეორეს მხრივ, ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელსაც ვფიქრობ ყველა ექიმი უნდა იყენებდეს პროფესიულ საქმიანობაში, ლათინურად ასე გამოითქმის primum non nocere, რომელიც ქართულად ნიშნავს – პირველ რიგში არ ავნო. აქედან გამომდინარე, პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც რომ იყოს, ექიმი ვალდებულია დახმარების აღმოჩენამდე დარწმუნდეს, რომ მისი ჩარევა არ ავნებს პაციენტს და სარგებელი უფრო მეტი იქნება. ექიმის კარიერაში წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, ალბათ ისევე, როგორც სხვა დარგებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში მაინც შემორჩენილია ის მახინჯი ტრადიციები, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია. ეს მედიცინაში საკმაოდ ხელშესახებად შევიგრძენი. მახსენდება ერთი შემთხვევა, მაშინ ალბათ მე-3 კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლინიკის საოპერაციოში ვესწრებოდი ოპერაციას. მინდა გითხრათ, მაშინ იმდენად დიდი იყო იმის სურვილი, რომ ოპერაციებზე დასწრების შანსი მქონოდა და ცალი თვალით მაინც დამენახა როგორ მუშაობდნენ ქირურგები, რომ საოპერაციოს სანიტრად დავიწყე მუშაობა. იქ მყოფ თანამშრომლების უმეტესობას უკვირდა ერთადერთი ბიჭი სანიტარი ვიყავი. ამ დროს ერთხელ შემამჩნია ერთმა ქირურგმა და მკითხა თუ მქონდა სურვილი რომ ოპერაციაზე მათ გვერდით ვმდგარიყავი, ისე გამიხარდა თავი ნამდვილი ქირურგი მეგონა, თუმცა ოპერაციის დასაწყისში როდესაც მთავარი ქირურგი შემოვიდა საოპერაციოში, დამინახა თუ არა, მისი პირველი კითხვა იყო – “ შენ ვისი ბიჭი ხარ?”. იმ დღის მერე მის ოპერაციებზე ისევ სანიტრის როლი მერგო. თუმცა ვთვლი, რომ დაუღალავი შრომით და დასახული მიზნისკენ მუხლჩაუხრელი სწრაფვით ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია არ გაჩერდე.

