ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზედმეტად დაბალკალორიულმა კვების რციონმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ნაწლავის მიკრობიომა, რასაც მოჰყვება პათოგენური ბაქტერიის – კლოსტრიდიუმ დიფიცილეს (Clostridioides difficile) დონის მომატება, რომელიც, როგორც ცნობილია, მწვავე დიარეის და ნაწლავის ანთების მიზეზია.
კვლევის ფარგლებში 80 ქალი შეირჩა, რომელსაც ჭარბი წონა და სიმსუქნე აწუხებდა. მათ 16 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი დაბალკალორიულ დიეტაზე იმყოფებოდა – ექსტრემალური დიეტა, რომლის დროსაც ადამიანებს დღეში მხოლოდ 800 კალორიის მიღების საშუალებას აძლევს. მეორე ჯგუფში შემავალმა ქალებმა კი სხეულის წონა შეინარჩუნეს.
„აღმოვაჩინეთ, რომ ამ ძალიან დაბალკალორიულმა კვების რაციონმა მნიშვნელოვნად შეცვალა ნაწლავის მიკრობიომა, ნაწლავის ბაქტერიების საერთო შემცირება გამოწვია,” – განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა პიტერ ტერნბოგმა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება, რაც დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას შეუწყობს ხელს, თუმცა ამჟამინდელი კვლევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაწლავის მიკრობიომა და როგორ შეგვიძლია მისი უსაფრთხოდ შესწორება ისე, რომ დავეხმაროთ პირებს, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებთ.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“











ახალგაზრდა ექიმს ოპერაციამდე მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, რადგან მისმა კოლეგებმა უარი თქვეს ბავშვის ანესთეზიაზე, ზრდასრულთა საავადმყოფო კი, სადაც ის იმყოფებოდა, მოითხოვდა, რომ გოგონასთვის ოპერაციის ბავშვთა საავადმყოფოში ჩაეტარებინათ და პასუხისმგებლობაც მათ აეღოთ. საბოლოოდ, მიკროსკოპის საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, დათიაშვილმა შეძლო დაეწყო ოპერაცია, „როდესაც ამპუტირებული კიდურები დავინახე, ისინი გაყინული, ხესავით მყარი იყო და წამით დავფიქრდი, ღირს კი ამის გაკეთება?! რადგან თუნდაც წარმატებული რეპლანტაციის შემთხვევაშიც, პაციენტის დაკარგვის რისკი საკმაოდ მაღალი იყო“ -აღნიშნავს დათიაშვილი.



