close
მედიცინა

რა არის “შავი სოკო”, რომელიც ინდოეთშია გავრცელებული და როგორ უკავშირდება ის კორონა ვირუსს?

ინდოეთში “შავი სოკოს” შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. მუკორმიკოზი, ეგრედწოდებული “შავი სოკო” საკმაოდ იშვიათ ინფექციას მიეკუთვნება, რომელიც დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. შესაბამისად, იგი განსაკუთრებით საშიშია კოვიდ პაციენტებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლთათვის და საერთოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში.

მუკორმიკოზი ადამიანში აზიანებს თვალს, ყურსა და გართულების შემთხვევაში ტვინსაც კი. მისი ერთ-ერთი სიმპტომი ცხვირიდან სისხლდენასთან ერთად, სწორედ მხედველობის გაუარესება და თვალების ტკივილია, რომელიც ზოგჯერ მხედველობის დაკარგვით სრულდება. პაციენტების ნაწილი ექიმს დაგვიანებით მიმართავს, რის გამოც ექიმები ხშირად იძულებულები არიან პაციენტებს თვალიც კი ამოკვეთონ, რომ ინფექციამ ტვინამდე არ მიაღწიოს.

ექიმების ვარაუდით, მუკორმიკოზის შემთხვევები უკავშირდება სტეროდიებს, რომლებსაც ექიმები იყენებენ კორონა ვირუსის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთაც მძიმე და კრიტიკული მდგომარეობა აქვთ. შემთხვევების ზრდამ შესაბამისად გამოიწვია მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც გამოიყენება მუკორმიკოზის სამკურნალოდ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response