close
მედიცინა

„ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, შევდივართ პიკში“ – ამირან გამყრელიძე

„შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გვექნება შემთხვევების ზრდა.

“ამიტომ ყველა მათგანისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებებია – პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების ზრდის ტემპი ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპის რეგიონში იზრდება.

„პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება. ის უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩველებელზეც, რასაც ვსაუბრობდით, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ დაახლოებით პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება, რთულია ამის პროგნოზირება. იმიტომ რომ ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისკენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0