close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიო

ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

კერძოდ, კვლევის შედეგად,  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტის თვეში, ბელგიაში გარდაცვლილი 90 წლის ქალი, კორონავირუსის  ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამებით ერთდროულად იყო ინფიცირებული.

|რა ვიცით ბელგიაში მომხდარ შემთხვევაზე

Independent-ის ცნობით, ქალს კორონავირუსი 3 მარტს დაუდგინდა. ის ალსტიში მდებარე Onze-Lieve-Vrouwziekenhui-ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, თავდაპირველად პაციენტი თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა, სისხლში ჟანბადის დონეც ნორმალურ მაჩვენებელზე იყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ეს Sars-CoV-2-ის ორივე შტამით ერთდროულად ინფიცირების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნულ პერიოდში ბელგიაში კოვიდის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები აქტიურად ცირკულირებდა. სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანსგან ინფიცირდა.  ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არ არის. პაციენტი მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენ ვანკირბერგენი.

შემთხვევის შესწავლა გრძელდება. ბელგიაში მომხდარს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპულ კონგრესზე განიხილავენ.

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები

|ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევებიც არსებობს?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიაში ორი ადამიანი კოვიდის რამდენიმე შტამით ერთდროულად ინფიცირდა. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ისევ შესწავლის პროცესშია და შესაბამისად, საბოლოო პასუხები არაა ცნობილი.

„აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული სხვა შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფენომენი სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად მარტივი მეთოდი არ არსებობს“,- აცხადებს ვანკირბერგენი.

|რას ამბობენ მეცნიერები/ შეამცირებს თუ არა მსგავსი შემთხვევების გახშირება ვაქცინების ეფექტურობას

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, როულანდ კაოს განცხადებით, მხოლოდ ერთი შემთხვევიდან ზოგადი დასკვნების გაკეთება „ძალიან რთულია“.

გლასგოუს უნივერსიტეტის, ინფექტიონისტი, ემა ტომსონი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მისი გამოკვლევაა საჭირო.

„შესაძლოა, ამან გლობალური სახე მიიღოს და სულ უფრო მეტი შემთხვევა იქნას იდენტიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და დეტალურად გამოვიკვლიოთ ის“,- ამბობს ტომსონი.

ვარვიკის უნივერსიტეტის, ვირუსოლოგი, ლოურენს იანგი ამბობს, რომ ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევა გასაკვირი არაა. თუმცა, მისი შესწავლის საჭიროებას მაინც ხედავს.

„ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება გასაკვირი  არაა. შესაძლოა, ადამიანი ისეთ გარემოცვაში  მოხვდეს, სადაც გარშემომყოფებს სხვადასხვა შტამი აქვთ და შედეგად თავადაც რამდენიმე ვარიანტით ინფიცირდეს“,- აღნიშნავს ლოურენსი.

მისივე თქმით, აუცილებელია მეცნიერებმა გამოიკვლიონ მოახდენს თუ არა მსგავსი შემთხვევები ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას.

კორონავირუსი
კორონავირუსი

ჯერჯერობით, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნებს, რომ არსებული ვაქცინები კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

თუმცა, ვირუსის სწრაფად გავრცელებისა და ახალი სახეობების წარმოშობის გამო, შესაძლოა, სურათი ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმნიუსი“ ქართველ ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილსაც ესაუბრა.

ბუწაშვილის თქმით, ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევები ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

„აღნიშნული შემთხვევა გასაკვირი არ არის. კოვიდის დროს მსგავსი ტენდენცია აქამდე ნაკლებად შეინიშნებოდა. თუმცა, ზოგადად ინფექციური დაავადებებისთვის ეს დამახასიათებელი მოვლენაა.

მაგალითად, ც-ჰეპატიტის დროს ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. რა თქმა უნდა,  ლოგიკურია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი ორი სხვადასხვა შტამით  არის ინფიცირებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ერთის შემთხვევეაში.

რაც შეეხება კოვიდს, ამასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება და კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული“,- ამბობს ინფექციონისტი.

 

მომზადებულია BBC-ს, Telegraph-ის, The Independent-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები გასაჯაროვდა – მიმოწერების სკანდალის დეტალები

კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მოქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელდება, მუ­შა­ო­ბენ თე­ო­რი­ა­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­სად­გე­ნად 90 დღე მის­ცა.

ამის ფონ­ზე, აშშ-ში, მე­დი­ა­ში ქვეყ­ნის მთა­ვარ ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზეა გაგზავნილი.

Washington Post-ი, Buzzfeed News-ი და CNN-ი ამტკიცებს, რომ მო­ი­პო­ვეს ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, მიმოწერა 3 000-გვერ­დი­ა­ნია და და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით.

ამ მე­ი­ლებ­ში ფა­უ­ჩი, მედიის მტკიცებით, სა­უბ­რობს სხვა­დას­ხვა უწყებებთან, მათ შორის აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, “ვარ­სკვლა­ვებ­თან” და ა.შ.

შეიქმნა, თუ არა, ვირუსი ხელოვნური გზით

მედიის მტკიცებით, შეტყობინებებში ჩანს, რომ ექი­მი ფა­უ­ჩი და მისი კო­ლე­გე­ბი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ფიქრობდნენ თე­ო­რი­აზე იმის შე­სა­ხებ, რომ ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა.

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს თე­ო­რია ექ­სპერ­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარ­ყო. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი მას “უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დო” უწო­და, მიუხედავად ამისა, უხანში კვლევა გრძელდება.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წერილებში, არის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის იან­ვარ­ში ფა­უ­ჩიმ ამერიკის უმ­სხვი­ლე­სი ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის­გან მი­ი­ღო. მას­ში სა­უ­ბა­რია ვირუ­სის “უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე” და წერია, რომ ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს მანიშნებელი იმი­სა, რომ ვირუ­სი ხელოვნურია. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი მას პასუხობს, რომ დაურეკავს.

შეგახსენებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, რომ ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაში არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მხარს და­უ­ჭერს გა­მო­ძი­ე­ბის გაგრძელებას.

პირბადეები

მედიის მტკიცებით, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფა­უ­ჩი აშშ-ის ჯან­დაც­ვის ყო­ფილ მდი­ვანს სწერს: “პირ­ბა­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი მათ­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ვიდ­რე და­იც­ვას არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვირუ­სის­გან.“

მე­დი­ა­ში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნაწილი, მის ფაუჩის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შო­რის არი­ან კონ­სერ­ვა­ტო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ფა­უ­ჩის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს.

ლი­ბე­რა­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­უ­ჩის მი­მო­წე­რე­ბი არა­ფერს ამ­ტკი­ცებს გარ­და იმი­სა, რომ ის მოქ­მე­დებ­და იმ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­ზე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

რო­გორც BBC წერს, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ბო­როტ­მოქ­მე­დია, მი­აჩნიათ, რომ ტრამ­პის პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი­საც უკავ­შირ­დე­ბა. ლი­ბე­რა­ლე­ბის­თვის კი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი გმი­რია, რადგან მათი აზრით, ფაუჩი მოსაზრებებს ცვლიდა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით, რას სურდა ტრამპს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე რთულ დღე­ებ­შიც კი, რად­გა­ნაც თვლიდ­ნენ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და.

რო­გორც BBC წერს, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მა­სა­ლე­ბი გა­ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ფა­უ­ჩიმ მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა აზრი ჯან­დაც­ვის ისეთი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გა­ნაც ვირუ­სის შე­სა­ხებ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა.

მა­გა­ლი­თად, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ის ამ­ბობ­და, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პირ­ბა­დე სა­ჭი­რო არ იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ პირ­ბა­დე ეტა­რე­ბი­ნათ.

წყარო – bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ბელგიაში კოვიდის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა

ბელგიაში კოვიდის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირებული 90 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი კოვიდის ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამით ერთდროულად იყო ინფიცირებული. მას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული.

„სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანებისგან ინფიცირდა. ის მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- ამბობს Onze-Lieve-Vrouwziekenhuis-ის საავადმყოფოს წამყვანი მკვლევარი, ენ ვანკირბერგენი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინატექნოლოგიები

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ, რომელიც, სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ათასობით ნაადრევად დაბადებულ ბავშვს დაღუპვისგან იხსნის.

მოდელი, რომელიც ენდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, ჩვილებს ხელოვნურად სუნთქვის საშუალებას მისცემს. ამასთან, დღეს არსებული ინკუბატორებისგან განსხვავებით, ხელოვნურ საშვილოსნოში ბიოლოგიურის მსგავსი გარემო იქნება შექმნილი, რადგან ბავშვი გარშემორტყმულია სითხეებით და იღებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ხელოვნური პლაცენტის მეშვეობით, რომელიც მათ ჭიპლართან იქნება დაკავშირებული.

მეცნიერები, რომლებიც ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე უკვე ათი წელია მუშაობენ, აცხადებენ, რომ არსებული მიდგომები პრობლემატურია, ვინაიდან უდროოდ დაბადებულ ჩვილებს ფილტვები და კუჭ-ნაწლავი ბოლომდე განვითარებული არ აქვთ და ჟანგბადისა საკვების ხელოვნურად მიწოდება უმეტეს შემთხვევაში ამ ორგანოების დაზიანებას იწვევს.

ხელოვნური საშვილოსნო კი „გეიმ-ჩეინჯერია“.

„როდესაც ფილტვებს წყალში ვათავსებთ, ისინი განვითარებას აგრძელებენ. ბავშვი ჟანგბადს ჭიპლარიდან იღებს ისევე, როგორც ბუნებრივ საშვილოსნოში,“- აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, ხელოვნური საშვილოსნოს სამუშაო პროტოტიპი კლინიკური ცდებისთვის მზად 5 წლის ვადაში იქნება.

ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა, რომელიც ორსულობის 37-ე კვირამდე ხდება.  სტატისტიკის თანახმად, ნაადრევი მშობიარობით 10-დან 1 ორსულობა სრულდება და მსოფლიოში ყოველწლიურად ნაადრევად დაბადებული დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი იღუპება.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“ვაძლიერებთ ლოცვებს” – ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„კოვიდის მართვის ქართული ნოუჰაუ: რეგულაციები მცირდება, აცრის ტემპი კიდევ უფრო მცირდება…ვაძლიერებთ ლოცვებს!!! გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. ახლა მარტო როცა დავყიალობ კი სისულელეა პირბადე, მაგრამ ეგ ტოტალურ უპირბადეობაში გადაითარგმნება. პირბადის გარეთ ტარება შეიძლება მოხსნილიყო, თუ იქ მკაცრად გაკონტროლდება, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება. “კომენდატის საათის” მოხსნა ნაჩქარევია ან თუ იხსნებოდა სახლში სტუმრების მიღების შეზღუდვა უნდა შემოსულიყო… და ზოგადად, ყველა რეგულაცია უნდა გადახედილიყო მაშინ, როცა 1 მილიონი ადამიანი მაინც აიცრებოდა“, – განაცხადა  კულუმბეგოვმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიამედიცინა

ლატვიაში აღმოჩენილ ჩონჩხში ჭირის უძველესი შტამი იპოვეს

მეცნიერებმა ჭირით დაავადებული „ნულოვანი პაციენტის“ როლზე ახალი პრეტენდენტი იპოვეს: 5 ათასი წლის წინ თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხში დაავადების ყველაზე ძველი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცის ჩონჩხში ჭირის გამომწვევი ბაქტერიის – Yersinia pestis-ის კვალი იპოვეს. ძველი ბაქტერიის დნმ-ში არ არის გენები, რომლებმაც მოგვიანებით ჭირი უფრო საშიშ დაავადებად აქცია: 5 300 წლის წინ დაავადება არ გადაჰქონდათ ტილებს, რომლებიც ვირთხებსა და სხვა მღრღნელებზე ბინადრობდნენ. მოგვიანებით, ევროპაში ჭირი სწორედ ასე გავრცელდა.

მდინარე სალაცთან ორი ადამიანის ნეშტი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა გენეტიკური ანალიზი მათ მხოლოდ ახლა ჩაუტარდათ. ჭირით ინფიცირებულის ნეშტის ანალიზით დადგინდა, რომ კაცი 20-30 წლისა გარდაიცვალა. თუმცა ის სხვებთან ერთად დამარხეს, ანუ მისი დაავადება არ აღიქვეს, როგორც რაიმე განსაკუთრებული.

„სავარაუდოდ, მას მღრღნელმა უკბინა, ის Yersinia pestis-ით დაინფიცირდა და რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში სეფსისით გარდაიცვალა“,- მიიჩნევს კილის უნივერსიტეტის დოქტორი ბენ კრაუზე-კიორა.

მოგვიანებით ჭირმა მუტაცია განიცადა, უფრო გადამდები და ლეტალური გახდა. ევროპის ისტორიაში ჭირის რამდენიმე პანდემია დაფიქსირდა. ერთ-ერთის დროს, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელით არის ცნობილი, მე-14 საუკუნეში კონტინენტის მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა.

დღეს ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ჭირი ანტიბიოტიკებით იკურნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ მოქმედებს ალცჰაიმერის საწინააღმდეგო მედიკამენტი

როგორ მოქმედებს ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც აშშ-ში შექმნეს. პრეპარატი სურსათისა და წამლის სააგენტომ ამ დაავადების სამკურნალო საშუალებად დაარეგისტრირა.

Aducanumab-ით მკურნალობის დასაწყებად აუცილებელია პაციენტს დადასტურებული ჰქონდეს ალცჰაიმერი. მედიკამენტი ეფექტიანია დაავადების საწყის ეტაპზე. მკურნალობა ამ პრეპარატის ყოველთვიურ ინტრავენურ გადასხმას გულისხმობს, რაც საშუალოდ თვეში 4 ათასი დოლარი ჯდება. თუმცა, მედიკამენტი ჯერ ახალია და სპეციალისტები დროსთან ერთად, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდასაც პროგნოზირებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს

მეცნიერებმა ჩინეთში, კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებთან ერთად შექმნეს ემბრიონები ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებით. ექსპერიმენტი ნამდვილად ინოვაციური და ამავე დროს საკამათოა.

სპეციალისტებმა ჩვენთან ევოლუციურად ბევრად ახლოს მდგომი სახეობის, კიბორჩხალაჭამია მაკაკის ჩართვა გადაწყვიტეს ექსპერიმენტში. მათ მაიმუნის თითოეულ ემბრიონში შეიყვანეს ადამიანის 25 პლურიპოტენციური უჯრედი. 132 ჩანასახიდან 10 დღის შემდეგ 103 მათგანი ისევ განაგრძობდა ჩამოყალიბებას. თუმცა, მე-19 დღემდე მხოლოდ სამმა ჩანასახმა მიაღწია და მეცნიერებმა წესის შესაბამისად გაანადგურეს.

ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდების კვლევას საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია და 1970-იანი წლებიდან იწყება. მაგალითად, 2017 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველად ღორისა და ადამიანის ჰიბრიდული ემბრიონი.

მსგავსი კვლევები მიზნად ისახავს ორგანოების ტრანსპლანტაციის გამარტივებას. თუკი ეს ოდესმე შესაძლებელი იქნება, შეიძლება გადაიჭრას ადამიანის ორგანოთა უდიდესი დეფიციტის პრობლემა, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტზე დაკვირვებით ბევრი საინტერესო რამ გამოავლინეს, რაც შემდგომში ეფექტიანი ექსპერიმენტების განხორციელებაში დაეხმარება მათ, თანაც ეთიკის ფარგლებში, რაც ბევრს აღელვებს კიდეც.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ზედმეტად დაბალკალორიულმა დიეტამ შესაძლოა ნაწლავში საშიში ბაქტერია წარმოქმნას

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზედმეტად დაბალკალორიულმა კვების რციონმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ნაწლავის მიკრობიომა, რასაც მოჰყვება პათოგენური ბაქტერიის – კლოსტრიდიუმ დიფიცილეს (Clostridioides difficile) დონის მომატება, რომელიც, როგორც ცნობილია, მწვავე დიარეის და ნაწლავის ანთების მიზეზია.

კვლევის ფარგლებში 80 ქალი შეირჩა, რომელსაც ჭარბი წონა და სიმსუქნე აწუხებდა. მათ 16 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი დაბალკალორიულ დიეტაზე იმყოფებოდა – ექსტრემალური დიეტა, რომლის დროსაც ადამიანებს დღეში მხოლოდ 800 კალორიის მიღების საშუალებას აძლევს. მეორე ჯგუფში შემავალმა ქალებმა კი სხეულის წონა შეინარჩუნეს.

„აღმოვაჩინეთ, რომ ამ ძალიან დაბალკალორიულმა კვების რაციონმა მნიშვნელოვნად შეცვალა ნაწლავის მიკრობიომა, ნაწლავის ბაქტერიების საერთო შემცირება გამოწვია,” – განაცხადა  კალიფორნიის  უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა პიტერ ტერნბოგმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევების  ჩატარება, რაც დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას შეუწყობს ხელს, თუმცა ამჟამინდელი კვლევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაწლავის მიკრობიომა და როგორ შეგვიძლია მისი უსაფრთხოდ შესწორება ისე, რომ დავეხმაროთ პირებს, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებთ.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

“ფაიზერით” და “მოდერნათი” აცრილებს იმუნიტეტი შესაძლოა წლობით გაჰყვეთ – კვლევა

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები შესაძლოა ორგნაიზმს კორონავირუსისგან წლების განმავლობაში იცავდეს. ამის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით New York Timesწერს.

გამოცემის ცნობით, ახალი მიგნებები ამყარებს მოსაზრებას, რომ ინფორმაციულ რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებულ ვაქცინებს შესაძლოა მესამე, ბუსტერ დოზა არ დასჭირდეთ მანამ, სანამ ვირუსი მკვეთრ მუტირებას არ განიცდის.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებს არ შეუსწავლიათ სხვა ვაქცინები, მათ შორის Johnson & Johnson. თუმცა აღნიშნავენ, რომ იმუნური რეაქცია, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მყარი, როგორც mRNA ვაქცინების შემთხვევაში. მეცნიერების თქმით, იმუნური უჯრედები ვირუსს ინფიცირებიდან, სულ მცირე, 8 თვის განმავლობაში სცნობენ, სხვა კვლევის მიხედვით კი, ინფიცირებიდან ერთი წლის შემდეგაც.

აქამდე ცნობილი იყო, რომ იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული იყვნენ, შემდეგ კი ვაქცინაციაც ჩაიტარეს, შესაძლოა იმუნიტეტი წლობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვეთ. გამოცემა წერს, რომ უცნობი იყო, მხოლოდ ვაქცინაციას (ვირუსის გადატანის გარეშე) ასეთივე გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა თუ არა.

თუმცა დოქტორ ელბედის ჯგუფმა ამ კითხვაზე პასუხი გასცა მეხსიერების უჯრედების წყაროს შესწავლით. საუბარია ლიმფურ კვანძებზე, სადაც იმუნური უჯრედები იწვრთნებიან ვირუსების ამოცნობასა და მათთან ბრძოლაში.

ინფიცირების ან ვაქცინაციის შემდეგ ლიმფურ კვანძებში სპეციალიზებული სტრუქტურები ყალიბდება, სახელად გერმინატიული ცენტრი. NY Times განმარტავს, რომ ეს სტრუქტურები ერთგვარი “ელიტური სკოლაა” B ლიმფოციტებისთვის და ადგილია, სადაც ისინი იხვეწებიან და სწავლობენ ვირუსის სხვადასხვაგვარი გენეტიკური მიმდევრობის ამოცნობას. შედეგად, რაც უფრო დიდი დრო აქვთ უჯრედებს პრაქტიკისთვის, მეტია შანსი, ვირუსის ახალი შტამების განადგურება შეძლონ.

„ყველა ვირუსის ევოლუციაზეა ფოკუსირებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამას აკეთებენ B ლიმფოციტებიც და ისინი იცავენ ორგანიზმს ვირუსის შეცვლილი ფორმებისგან, რაც იმედის მომცემი ამბავია” ,- ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მარიონ პეპერი.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, გერმინატიული ცენტრი ფილტვებში წარმოიქმნება. თუმცა ვაქცინაციის შემდეგ უჯრედების “გაწრთვნა” იღლიების ლიმფურ კვანძებში ხდება.

კვლევის ფარგლებში სწავლობდნენ 41 ადამიანს, რომელთა შორის რვამ კორონავირუსი გადაიტანა, შემდეგ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით აიცრა. საკვლევი ჯგუფის 14 წევრს ლიმფური კვანძებიდან ნიმუში აუღეს სამ, ოთხ, ხუთ, შვიდ და 15 კვირაში ვაქცინაციის პირველი დოზიდან. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 15 კვირის შემდეგ პირველი ინექციიდან, გერმინატიული ცენტრი კვლავ აქტიური იყო 14-ივე საკვლევ ობიექტში და რიცხვი იმ მეხსიერების უჯრედებისა, რომლებიც კორონავირუსს სცნობენ, არ შემცირებულა.

“ის ფაქტი, რომ რეაქციები გრძელდება ვაქინაციიდან თითქმის 4 თვის შემდეგაც, ძალიან კარგი ნიშანია, რადგან, როგორც წესი, გერმინატიული ცენტრი მოქმედების პიკს იმუნიზაციიდან ორ კვირაში აღწევს, შემდეგ კი სუსტდება. როგორც წესი, 4-6 კვირაში მისგან აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ თუ მის სტიმულირებას mRNA ვაქცინით მოვახდენთ, მნიშვნელოვანი შემცირება თვების შემდეგაც არ შეინიშნება”, – აცხადებენ იმუნოლოგები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 91
Page 41 of 91