close

მედიცინა

მედიცინა

აშშ-ში თინეიჯერები Pfizer-ით აიცრებიან

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანო Pfizer-BionTech-ის მიერ წარმოებული COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ასაკობრივ ზღვარს ზრდის. პრეპარატს 12 -დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებას ავტორიზაცია უკვე მიენიჭა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

 

შტატებში მოზარდების აცრა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი კი 2260 ახალგაზრდაზე ჩატარებული კვლევაა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ კონკრეტული ჯგუფისთვის ვაქცინა უსაფრთხოა და მას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება პრეპარატის დოზების ადმინისტრიტებას, ქვეყანა ამ პროცესს მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციას მიიღებს, ანუ სულ რამდენიმე დღეში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინის კუნთში გაკეთება, რატომ აკეთებენ მას უმეტესად მკლავის – დელტისებრ კუნთში – და არა ფეხის კუნთში?

ვაქცინების უმეტესობას კუნთში აკეთებენ, რაც ცნობილია როგორც კუნთში ინექცია. ზოგი ვაქცინა პერორალურად მიიღება, ზოგს – კანქვეშ უშვებენ, თუმცა ბევრი ვაქცინა კუნთში კეთდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინის კუნთში გაკეთება, რატომ აკეთებენ მას უმეტესად მკლავის – დელტისებრ კუნთში – და არა ფეხის კუნთში?

კუნთებს აქვს იმუნური უჯრედები

კუნთების ქსოვილი შეიცავს მნიშვნელოვან იმუნურ უჯრედებს. ეს იმუნური უჯრედები ამოიცნობენ ანტიგენს, ვირუსის ან ბაქტერიის ვაქცინისგან წარმოქმნილ პატარა ნაწილს, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ რეაქციას.

ვაქცინის ინექცია კუნთოვან ქსოვილში ვაქცინის ლოკალიზებას ახდენს, რაც საშუალებას აძლევს იმუნურ უჯრედებს „განგაშის ხმა“ გაუგზავნონ სხვა იმუნურ უჯრედებს და შეუდგნენ მუშაობას.

როგორც კი კუნთში არსებული იმუნური უჯრედები ვაქცინას ამოიცნობენ, მათ ანტიგენი ლიმფურ სისხლძარღვებამდე მიაქვთ, ლიმფურ სისხლძარღვებს კი ანტიგენის მატარებელი იმუნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში გადააქვთ.

ლიმფური კვანძები, ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი კომპონენტები, შეიცავს უფრო მეტ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ვაქცინებში ანტიგენებს ამოიცნობენ და ანტისხეულების შექმნის იმუნურ პროცესს იწყებენ.

ლიმფური კვანძების გროვა განლაგებულია ვაქცინის გაკეთების ადგილთან ახლოს. მაგალითად, ბევრი ვაქცინა შეჰყავთ დელტისებრი კუნთში, რადგან ის იღლიის ფოსოში არსებულ ლიმფურ კვანძებთან ახლოს მდებარეობს. როდესაც ვაქცინები კეთდება ბარძაყში, ლიმფურ სისხლძარღვებს საზარდულის ლიმფურ კვანძებთან მისაღწევად დიდი მანძილის გავლა არ სჭირდებათ.

კუნთოვანი ქსოვილი ვაქცინის რეაქციების ლოკალიზებას ახორციელებს

კუნთოვანი ქსოვილი ასევე ახდენს ვაქცინის რეაქციების ლოკალიზებას. დელტისებრ კუნთში ვაქცინის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ანთება ან ტკივილი ინექციის ადგილზე.

ცხიმოვან ქსოვილებში გარკვეული ვაქცინების შეყვანის შემთხვევაში, გაღიზიანებისა და ანთების რეაქციის შანსი იზრდება, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი სისხლით ცუდად მარაგდება, რაც იწვევს ვაქცინის ზოგიერთი კომპონენტის ცუდად შეწოვას.

ამასთან, ვაქცინები, რომლებიც შეიცავს ადიუვანტს (ნივთიერება, რომელიც ანტიგენების მიმართ იმუნურ რეაქციას ზრდის) უნდა გაკეთდეს კუნთში იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კანის გაღიზიანება და ანთება.

გრიპის სეზონი ან ეპიდემიები, როგორიცაა მაგალითად კოვიდ-19, მოითხოვს მცირე დროში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციას, ამას კი მკლავში ვაქცინის ხელს უწყობს იმის გამო, რომ უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რა არის “შავი სოკო”, რომელიც ინდოეთშია გავრცელებული და როგორ უკავშირდება ის კორონა ვირუსს?

ინდოეთში “შავი სოკოს” შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. მუკორმიკოზი, ეგრედწოდებული “შავი სოკო” საკმაოდ იშვიათ ინფექციას მიეკუთვნება, რომელიც დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. შესაბამისად, იგი განსაკუთრებით საშიშია კოვიდ პაციენტებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლთათვის და საერთოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში.

მუკორმიკოზი ადამიანში აზიანებს თვალს, ყურსა და გართულების შემთხვევაში ტვინსაც კი. მისი ერთ-ერთი სიმპტომი ცხვირიდან სისხლდენასთან ერთად, სწორედ მხედველობის გაუარესება და თვალების ტკივილია, რომელიც ზოგჯერ მხედველობის დაკარგვით სრულდება. პაციენტების ნაწილი ექიმს დაგვიანებით მიმართავს, რის გამოც ექიმები ხშირად იძულებულები არიან პაციენტებს თვალიც კი ამოკვეთონ, რომ ინფექციამ ტვინამდე არ მიაღწიოს.

ექიმების ვარაუდით, მუკორმიკოზის შემთხვევები უკავშირდება სტეროდიებს, რომლებსაც ექიმები იყენებენ კორონა ვირუსის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთაც მძიმე და კრიტიკული მდგომარეობა აქვთ. შემთხვევების ზრდამ შესაბამისად გამოიწვია მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც გამოიყენება მუკორმიკოზის სამკურნალოდ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ში „ფაიზერ/ბიოტექის“ ვაქცინით 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება

შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ“ „ფაიზერ/ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა და ამ ასაკის მოქალაქეებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან დაიწყება.

ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. ქვეყანაში დღემდეკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიან.

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.

კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ 2-დან 11 წლამდე ბავშვებში მათი ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები, სავარაუდოდ, სექტემბერში ექნებათ და შესაბამისად, ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტს აქვს მიღებული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტარაბაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა: კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია

კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.

თებერვლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში მიიღეს პროტოკოლი, რომელიც კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ორკომპონენტიანი ვაქცინის ერთი აცრის გაკეთებას ითვალისწინებს.

ისრაელში, რომელიც ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდგადატანილების აცრაზე საერთოდ თქვა უარი, შემდეგ კი დაადგინა, რომ ისინი ერთჯერადად უნდა აიცრნენ.

„კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის სრულიად საკმარისია. ეს ეხება როგორც კორონავირუსს, ასევე ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამებს“, – აცხადებს ისრაელის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიჰალ მანდელბოიმი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმს“ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურიწარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასინოფარმსგადაუდებელი მოხმარებისთვისავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფისგადაწყვეტილებით იქმნება შესაძლებლობა, რომსინოფარმისვაქცინა  გაეროს მიერ მხარდაჭერილ კოვაქსის“ ჩაერთოს, რომლის მიზანი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებაა.

„ჯანმო-მ პეკინის ვაქცინა გადაუდებელი მოხმარების ვაქცინების სიაში შეიტანა, რითაც გახდა მეექვსევაქცინა, რომელიც ჯანმო-ს მიერ დამტკიცდა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ესაფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთაშეძენა კოვაქს შეუძლია და ქვეყნებს მოუწოდებს,დააჩქარონ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოებისმიერ დამტკიცება და მოახდინონ ვაქცინის იმპორტიდა ადმინისტრირება“, – განაცხადა ჯანმო-საღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომგებრეიესუსმა.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მომავალ კვირაში, შესაძლებელია გადაწყვეტილება მეორე ჩინურ ვაქცინა “სინოვაკთან“ დაკავშირებითაც მიიღოს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში თინეიჯერები Pfizer-ით აიცრებიან

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანო Pfizer-BionTech-ის მიერ წარმოებული COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ასაკობრივ ზღვარს ზრდის. პრეპარატს 12 -დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებას ავტორიზაცია უკვე მიენიჭა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

 

შტატებში მოზარდების აცრა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი კი 2260 ახალგაზრდაზე ჩატარებული კვლევაა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ კონკრეტული ჯგუფისთვის ვაქცინა უსაფრთხოა და მას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება პრეპარატის დოზების ადმინისტრიტებას, ქვეყანა ამ პროცესს მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციას მიიღებს, ანუ სულ რამდენიმე დღეში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

რა კავშირია მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზს შორის?

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანში მარიხუანას მოხმარება და შიზოფრენიისა და ფსიქოზის გაჩენა გარკვეულ დონეზე დაკავშირებულია ერთმანეთთან.

„ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა“ და „ლონდონის კინგსის კოლეჯის“ მკვლევარების ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შიზოფრენიის გენები შეიძლება გახდეს იმის ახსნის გასაღები, თუ რატომ უვითარდება მარიხუანის ზოგიერთი მომხმარებელს ფსიქოზი, სხვებს კი – არა.

ფსიქოზი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ტვინი სამყაროს აღქმას.

ფსიქოტიური ეპიზოდი- მწვავე დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომი- შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, მათ შორის კანაფში შემავალი აქტიური კომპონენტით, დელტა 9-ტეტრაჰიდროკანაბინოლით (დელტა 9-THC). სინამდვილეში, კვლევის თანახმად, ისინი, ვისაც მარიხუანა მოხმარებული აქვთ, ფსიქოზის რომელიმე ფორმის განვითარების თითქმის ოთხჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას არ მოიხმარენ.

თუმცა, ადამიანების ნაწილი, რომლებიც კანაფს იყენებენ, არასდროს განიცდიან ფსიქოტიურ ეპიზოდს, რის გამოც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რაზეა დამოკიდებული ეს განსხვავება.

გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან  100 000 მონაწილის ჩანაწერის გამოყენებით მეცნიერებმა გაანალიზეს კავშირი გენეტიკას, კანაფის გამოყენებასა და ფსიქოტიურ ეპიზოდს შორის.

საერთო ჯამში, მოჩვენება და ჰალუცინაცია ჩანაწერების 4 პროცენტზე მეტში, ისეთ პირებში დაფიქსირდა, რომლებსაც მარიხუანას არასდროს მოუხმარიათ, ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე გაიზარდა, როცა საქმე ისეთ პირებს ეხებოდა, რომლებიც წარსულში მარიხუანას იყენებდნენ.

რისკის ზრდა ყველაზე მეტად გამოხატული იყო შიზოფრენიის მაღალი გენეტიკური ქულის მქონე პირებში. მეხუთე – უმაღლესი – ქულის მქონე ჩანაწერებს შორის ზრდამ დაახლოებით 60 პროცენტი შეადგინა. მეხუთეზე ნაკლებში კი –  დაახლოებით 40 პროცენტი.

„იმის გამო, რომ გენეტიკური რისკის შეფასება ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშია, გენეტიკის რეალური ზეგავლენა მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზის ურთიერთობაზე შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ კვლევის დროს აღმოვაჩინეთ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევა ჟურნალ Translational Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

იაპონიამ კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატი „ბარიციტინიბი“ დაამტკიცა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი „ბარიციტინიბი“ (ოლუმიანტი) კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ეს იაპონიაში დამტკიცებული კორონავირუსის სამკურნალო მესამე პრეპარატია „რემდესივირისა“ და „დექსამეტაზონის“ შემდეგ.

ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly & Co-ის იაპონიის ფილიალმა მედიკამენტის დამტკიცების თხოვნით მარეგულირებელ ორგანოებს 2020 წლის დეკემბერში მიმართა.

შეერთებულ შტატებში, „ბარიციტინიბი“ ანტივირუსულ პრეპარატ “რემდესივირთან“ კომბინაციაში გამოიყენება იმ კოვიდ პაციენტებისათვის, ჟანგბადის დამატებით მიწოდება სჭირდებათ.

წყარო : kyodonews.net

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

CNN: კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები ორსულთათვის სარისკო არ არის

აშშ-ში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების მიღება ორსულთათვის სარისკო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ Pfizer-ის და Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ხოლო რაც შეეხება AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ამ ეტაპზე აღნიშნულ პრეპარატებზე მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა.

კვლევების მიხედვით, mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები სრულიად უსაფრთხოა, როგორც ორსულთათვის ასევე მეძუძური დედებისათვის და ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს პოტენციურ რისკებს.

CNN წერს, რომ ისეთი რისკები, როგორიც არის ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა ან მშობიარობა, არ არის დაკავშირებული ვაქცინაციის შემთხვევებთან. აღსანიშნავია, რომ კვლევაში 3,958 ორსული ქალი მონაწილეობდა, რომლებიც Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინით აიცრნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 41 42 43 44 45 91
Page 43 of 91