close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

„ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

„ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ  ადამიანებს ვაქცინა სულ მცირე 3 კვირის ინტერვალით უნდა გაუკეთდეთ.

 

სააგენტოს ვაქცინების სტრატეგიის ხელმძღვანელის განმარტებით, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ბავშვების კოვიდ 19-ისგან დაცვის კუთხით პრევენციის მაღალის დონით გამოირჩევა.

„ევროპის წამლის სააგენტოს“ ცნობით, ვაქცინაზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ  12-15 წლის ასაკის მოზარდებში 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, კვლევის დროს 2 260 მოზარდიდან ვაქცინა 1 005 მოზარდს  გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, ხოლო მათგან, ვინც პლაცებო მიიღო, ვირუსი 16 მოზარდს დაუდასტურდა.

ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდის დროს ვაქცინირებული პირების ნაწილში გამოიხატა ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი და ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში.

ამასთან, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებების ავტორიზაციას იაპონია მომავალი  კვირის ორშაბათიდან გასცემს. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გამოყენება რამდენიმე დღის წინ კანადამ და შეერთებულმა შტატებმაც დაუშვეს.

წყარო : bbc.com , japantimes.co.jp  

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რა არის ცნობილი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც გერმანიაში შექმნეს

გერმანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ვაქცინა თავის ტვინის სიმსივნის გლიომების წინააღმდეგ. ევროპაში ყველაზე დიდ კვლევით ცენტრში კვლევების პირველი ეტაპი, ადამიანების მონაწილეობით წარმატებით დასრულდა.

33 აცრილი პაციენტიდან 93%-ის ორგანიზმს იმუნური პასუხი ჰქონდა, 82%-ის შემთხვევაში კი უკვე 3 წელია სიმსივნის პროგრესირება შეჩერდა. დადასტურდა, რომ ეს ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ეხმარება იმუნური სისტემის სტიმულირებაში, მოქმედებს მუტაციის გამომწვევ გენებზე და ყინავს უჯრედების გამრავლების პროცესს.

„ტვინის უჯრედების ცილის მუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, რადგან ის მხოლოდ გლიომებისთვის არის დამახასიათებელი და ჯანმრთელ ქსოვილში არ გვხვდება. ვაქცინა, რომელიც მოქმედებს მუტირებული ცილების წინააღმდეგ, საშუალებას გვაძლევს, პრობლემას საფუძველშივე აღმოვფხვრათ“, – განმარტავს ექიმი მაიკლ პლანტი, რომელიც ვაქცინის შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

„12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: ტკივილი ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შემცივნება და სიცხე, რაც, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო ფორმით მიმდინარეობს და ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გადის. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება მაისში დაუშვა.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე 600 ათასზე მეტი ბავშვი აიცრა.

მარტის ბოლოს კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260-მა პირმა მიიღო, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

უნდა აიცრან თუ არა ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანები? – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ თუ ადამიანს ერთხელ აცრის დროს ალერგიული რეაქცია განუვითარდა, მეორედ მისი აცრა აღარ ხდება. იმნაძემ განცხადება კონკრეტულად „სინოვაკის“ ვაქცინის შესახებ გააკეთა, თუმცა განმარტა, რომ ეს სხვა ვაქცინებსაც ეხება.

„რაც შეეხება ალერგიულ, ასთმიან ადამიანებს, ისინი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აიცრან, ზუსტად იგივე რეკომენდაციაა, რომ ის უნდა დარჩეს აცრის ადგილას მეთვალყურეობის ქვეშ 45 წუთი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

უნარჩუნდებათ თუ არა კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი სამუდამოდ

ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ. შესაბამის დასკვნამდე სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსტიტეტისა და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში უკვე გამოქვეყნდა.

დღემდე ითვლებოდა, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდებოდა და კოვიდგადატანილი პაციენტების ორგანიზმში ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში იწყებდა შემცირებას.

ახალი კვლევის თანახმად კი, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმუნიტეტის შენარჩუნებაში კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინაცია ეხმარება და მომავალში მათ აცრა აღარ დასჭირდებათ. ვაქცინირებულ ადამიანებს, კი ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია, ან გადაიტანეს, მაგრამ მყარი იმუნიტეტი არ გამოუმუშავდათ, შესაძლოა ვაქცინაცია კიდევ დასჭირდეთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში თინეიჯერები Pfizer-ით აიცრებიან

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანო Pfizer-BionTech-ის მიერ წარმოებული COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ასაკობრივ ზღვარს ზრდის. პრეპარატს 12 -დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებას ავტორიზაცია უკვე მიენიჭა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

 

შტატებში მოზარდების აცრა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი კი 2260 ახალგაზრდაზე ჩატარებული კვლევაა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ კონკრეტული ჯგუფისთვის ვაქცინა უსაფრთხოა და მას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება პრეპარატის დოზების ადმინისტრიტებას, ქვეყანა ამ პროცესს მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციას მიიღებს, ანუ სულ რამდენიმე დღეში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინის კუნთში გაკეთება, რატომ აკეთებენ მას უმეტესად მკლავის – დელტისებრ კუნთში – და არა ფეხის კუნთში?

ვაქცინების უმეტესობას კუნთში აკეთებენ, რაც ცნობილია როგორც კუნთში ინექცია. ზოგი ვაქცინა პერორალურად მიიღება, ზოგს – კანქვეშ უშვებენ, თუმცა ბევრი ვაქცინა კუნთში კეთდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინის კუნთში გაკეთება, რატომ აკეთებენ მას უმეტესად მკლავის – დელტისებრ კუნთში – და არა ფეხის კუნთში?

კუნთებს აქვს იმუნური უჯრედები

კუნთების ქსოვილი შეიცავს მნიშვნელოვან იმუნურ უჯრედებს. ეს იმუნური უჯრედები ამოიცნობენ ანტიგენს, ვირუსის ან ბაქტერიის ვაქცინისგან წარმოქმნილ პატარა ნაწილს, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ რეაქციას.

ვაქცინის ინექცია კუნთოვან ქსოვილში ვაქცინის ლოკალიზებას ახდენს, რაც საშუალებას აძლევს იმუნურ უჯრედებს „განგაშის ხმა“ გაუგზავნონ სხვა იმუნურ უჯრედებს და შეუდგნენ მუშაობას.

როგორც კი კუნთში არსებული იმუნური უჯრედები ვაქცინას ამოიცნობენ, მათ ანტიგენი ლიმფურ სისხლძარღვებამდე მიაქვთ, ლიმფურ სისხლძარღვებს კი ანტიგენის მატარებელი იმუნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში გადააქვთ.

ლიმფური კვანძები, ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი კომპონენტები, შეიცავს უფრო მეტ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ვაქცინებში ანტიგენებს ამოიცნობენ და ანტისხეულების შექმნის იმუნურ პროცესს იწყებენ.

ლიმფური კვანძების გროვა განლაგებულია ვაქცინის გაკეთების ადგილთან ახლოს. მაგალითად, ბევრი ვაქცინა შეჰყავთ დელტისებრი კუნთში, რადგან ის იღლიის ფოსოში არსებულ ლიმფურ კვანძებთან ახლოს მდებარეობს. როდესაც ვაქცინები კეთდება ბარძაყში, ლიმფურ სისხლძარღვებს საზარდულის ლიმფურ კვანძებთან მისაღწევად დიდი მანძილის გავლა არ სჭირდებათ.

კუნთოვანი ქსოვილი ვაქცინის რეაქციების ლოკალიზებას ახორციელებს

კუნთოვანი ქსოვილი ასევე ახდენს ვაქცინის რეაქციების ლოკალიზებას. დელტისებრ კუნთში ვაქცინის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ანთება ან ტკივილი ინექციის ადგილზე.

ცხიმოვან ქსოვილებში გარკვეული ვაქცინების შეყვანის შემთხვევაში, გაღიზიანებისა და ანთების რეაქციის შანსი იზრდება, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი სისხლით ცუდად მარაგდება, რაც იწვევს ვაქცინის ზოგიერთი კომპონენტის ცუდად შეწოვას.

ამასთან, ვაქცინები, რომლებიც შეიცავს ადიუვანტს (ნივთიერება, რომელიც ანტიგენების მიმართ იმუნურ რეაქციას ზრდის) უნდა გაკეთდეს კუნთში იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კანის გაღიზიანება და ანთება.

გრიპის სეზონი ან ეპიდემიები, როგორიცაა მაგალითად კოვიდ-19, მოითხოვს მცირე დროში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციას, ამას კი მკლავში ვაქცინის ხელს უწყობს იმის გამო, რომ უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რა არის “შავი სოკო”, რომელიც ინდოეთშია გავრცელებული და როგორ უკავშირდება ის კორონა ვირუსს?

ინდოეთში “შავი სოკოს” შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. მუკორმიკოზი, ეგრედწოდებული “შავი სოკო” საკმაოდ იშვიათ ინფექციას მიეკუთვნება, რომელიც დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. შესაბამისად, იგი განსაკუთრებით საშიშია კოვიდ პაციენტებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლთათვის და საერთოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში.

მუკორმიკოზი ადამიანში აზიანებს თვალს, ყურსა და გართულების შემთხვევაში ტვინსაც კი. მისი ერთ-ერთი სიმპტომი ცხვირიდან სისხლდენასთან ერთად, სწორედ მხედველობის გაუარესება და თვალების ტკივილია, რომელიც ზოგჯერ მხედველობის დაკარგვით სრულდება. პაციენტების ნაწილი ექიმს დაგვიანებით მიმართავს, რის გამოც ექიმები ხშირად იძულებულები არიან პაციენტებს თვალიც კი ამოკვეთონ, რომ ინფექციამ ტვინამდე არ მიაღწიოს.

ექიმების ვარაუდით, მუკორმიკოზის შემთხვევები უკავშირდება სტეროდიებს, რომლებსაც ექიმები იყენებენ კორონა ვირუსის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთაც მძიმე და კრიტიკული მდგომარეობა აქვთ. შემთხვევების ზრდამ შესაბამისად გამოიწვია მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც გამოიყენება მუკორმიკოზის სამკურნალოდ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ში „ფაიზერ/ბიოტექის“ ვაქცინით 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება

შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ“ „ფაიზერ/ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა და ამ ასაკის მოქალაქეებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან დაიწყება.

ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. ქვეყანაში დღემდეკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიან.

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.

კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ 2-დან 11 წლამდე ბავშვებში მათი ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები, სავარაუდოდ, სექტემბერში ექნებათ და შესაბამისად, ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტს აქვს მიღებული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტარაბაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა: კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია

კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.

თებერვლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში მიიღეს პროტოკოლი, რომელიც კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ორკომპონენტიანი ვაქცინის ერთი აცრის გაკეთებას ითვალისწინებს.

ისრაელში, რომელიც ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდგადატანილების აცრაზე საერთოდ თქვა უარი, შემდეგ კი დაადგინა, რომ ისინი ერთჯერადად უნდა აიცრნენ.

„კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის სრულიად საკმარისია. ეს ეხება როგორც კორონავირუსს, ასევე ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამებს“, – აცხადებს ისრაელის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიჰალ მანდელბოიმი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 40 41 42 43 44 91
Page 42 of 91