close
მედიცინა

შვეიცარიაში კოვიდ-ტესტირება აუცრელი პირებისთვის ფასიანი გახდა

შვეიცარიაში კოვიდ-ტესტირება აუცრელი პირებისთვის ფასიანი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ მოქალაქეებს PCR ტესტისთვის განკუთვნილი ხარჯების გაწევა თავად მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაცია SchengenVisaInfo.com-ზე ვრცელდება.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო თვის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენ ტესტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ვაქცინაციის ტემპმა იკლო.

მთავრობის გათვლებით, ზამთრის თვეებში ტესტებზე მოთხოვნა 1 მილიონამდე გაიზრდება, რაც შვეიცარიის მთავრობას კვირაში დაახლოებით 44 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპის გაზრდას, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავრობას აღნიშნული მიმართულებით დიდი მოლოდინი არ გააჩნია.

SchengenVisaInfo.com-ის ცნობით, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის საფასურს შვეიცარიის მთავრობა 16 წელს ქვევით მყოფი ბავშვებისთვის და იმ პირებისათვის აანაზღაურებს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response