close

დედამიწა

დედამიწა

როგორი იქნება პოპულარული ტურისტული ადგილები 2050 წელს კლიმატური ცვლილებების გამო. ფოტოგალერეა

როგორი იქნება პოპულარული ტურისტული ადგილები 2050 წელს კლიმატური ცვლილებების გამო. ფოტოგალერეა

დატბორილი ქალაქები, ტყის ჯოჯოხეთური ხანძრები, სასიკვდილო ხანძრები – ასე აღწერენ კლიმატური ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებს მეცნიერები.

როგორც Daily Mail წერს, ექსპერტებმა შექმნეს ფოტოები, რათა ეჩვენებინათ თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო 2050 წელს.

მათი თქმით, ეს ფოტოები შესაძლოა 2050 წელს რეალობად იქცეს, თუ მსოფლიო ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

USA Today: კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს

კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს, – ამის შესახებ USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სათაურით „მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება“.

სტატიის ავტორი ელიზაბეტ ვიზი აღნიშნავს, რომ ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, ოკეანეებში წყალი ცხელდება, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად შეშფოთებულები არიან, რომ ამ პროცესებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე გლობალური ამინდის სისტემა, რომლებზეც მეცნიერები შარშანაც ღელავდნენ, წელს მზარდი მოწყვლადობის ნიშნებს აჩვენებს.

კერძოდ, ანტარქტიკაზე წყლის ყინული რეკორდულად დაბალ დონეზეა, ტყის ხანძრები კანადაში ჰაერს აბინძურებს, ოკეანეებში წყლის რეკორდული ტემპერატურა კი მარჯნებს უქმნის საფრთხეს. ამასთან, ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ატლანტის ოკეანის დინებები შესაძლოა მოსალოდნელზე სწრაფად დაიმსხვრეს, რაც ამინდისა და კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოიწვევს.

სტატიაში ასევე მოყვანილია 5 გარდამტეხი მოვლენა, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდეს:

1. მყინვარების დნობამ შესაძლოა ოკეანეები გადატვირთოს;

2. ატლანტის ოკეანეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დინებები შესაძლოა გაჩერდეს და შეცვალოს კლიმატი აშშ-სა და ევროპაში;

3. ამაზონის ტროპიკული ტყეები შესაძლოა გაუჩინარდეს;

​4. ტყის ხანძრები ალასკასა და კანადაში ტყეებს საძოვარ მიწად გადააქცევს;

5. ოკეანის წყლის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მარჯნის რიფები „მოხარშოს“.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს პროგნოზი არა დანებებისკენ, არამედ ქმედებისკენ მოწოდებაა.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

გაიცანით თევზი, რომელიც ფერს იცვლის და კანით “ხედავს”

გაიცანით Hogfish, თევზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფერს იცვლის. მეტიც, ამ თევზს საკუთარი კანის “დანახვაც” შეუძლია.

და აი ახლა, მკვლევრებმა თევზის უცნაური “მხედველობის” ფორმა შეისწავლეს. თევზს ეს საკუთარი ფერის აღსაქმელად სჭირდება.

“როგორც ჩანს, ისინი საკუთარი ფერის ცვლილებას აკვირდებიან. სარკე რომ არ გქონდეთ და ვერც კისერს იყენებდეთ საკუთარ ფერს ვერ დაინახავდით. სწორედ ეს პრობლემა აქვს Hogfish-ს”, — ამბობს ბიოლოგი ლორი შვაიკერტი.

ჩვენთვის ფერის არჩევანი მოდის საკითხია. თუმცა, Hogfish-ისთვის, რომელიც მუდმივად მტაცებლების გარემოშია, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.

შვაიკერტის თქმით, თევზი ფერის ასეთ ცვლილებას შეწყვილებისთვისაც იყენებს.

ამისთვის Hogfish-ს პიგმენტებით სავსე უჯრედები სჭირდება. საუბარია ქრომატოფორებზე, რომელსაც რვაფეხები და ქამელოენებიც იყენებენ.

ფოტო: Nature Communications

სხვა თევზზე, Oreochromis niloticus-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინათლეზე მგრძნობიარე მოლეკულას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქრომატოფორის ფერზე. შვაიკერტმა და ჯგუფმა Hogfish-ის კანის ნიმუშები ცილის მარკირების ტექნიკისა და გადამცემი ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულების გამოყენებით შეისწავლეს.

თუმცა, ზუსტად როგორ ხდება ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

“ეს ნიშნავს გადაიღო საკუთრი კანის ფოტო შიგნიდან”, — ამბობს დიუკის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი სონკე ჯონსენი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ სპობს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის, როგორიც მილიონობით წლის წინ იმ ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

სრულად :

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა ჩინეთში დინოზავრის მსგავსი ფრინველის ნეშტი აღმოაჩინეს 🦅🦖

მეცნიერებმა ჩინეთში ფრინველის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც გრძელი ფეხებითა და მოყვანილობით დინოზავრს ძალიან ჰგავს, – ამის შესახებ CNN წერს.

სავარაუდოდ, ფრინველი იურულ პერიოდში, 148-150 მილიონი წლის წინ ფუჟიანის პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთში ბინადრობდა.

ფრინველს ფუჟიანვენატორ პროდიგიოსუსი დაარქვეს, რაც ლათინურად „ფუჟიანიელ უცნაურ მტაცებელს“ ნიშნავს. ცხოველს მენჯებზე ორჯერ გრძელი ფეხები ჰქონდა, სწორედ ისე, როგორც დინოზავრებს. მისი წონა დაახლოებით 641 გრამს შეადგენდა და ხოხბის ზომის იქნებოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწაზე ქვიშა თავდება — რა არის ამის მიზეზი და რას ნიშნავს ეს?

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიხედვით, მსოფლიო “ქვიშის კრიზისის” წინაშეა. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით მოსახლეობის რაოდენობა და ურბანიზაციის დონეები უწყვეტად იზრდება, დიდია მოთხოვნა შუშასა და ბეტონზეც, ამ უკანასკნელთა დასამზადებლად კი სწორედ ქვიშა გამოიყენება.

UNEP-ის ახალ მოხსენებას თუ დავეყრდნობით, ქვიშის იმ რაოდენობით, რომელსაც მსოფლიო წელიწადის განმავლობაში იყენებს, დაახლოებით 26-მეტრიანი სიმაღლისა და სიგანის კედელს ავაშენებდით მთელი პლანეტის გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის შემდეგ ქვიშა მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი რესურსია, პროცესს თითქმის არავინ არეგულირებს. UNEP გვაფრთხილებს, რომ ქვიშას იმაზე სწრაფი ტემპით ვიყენებთ, ვიდრე ბუნებრივი პროცესები წარმოქმნის მას.

“მდგრადი განვითარებისათვის ძირეულად უნდა შევცვალოთ მეთოდები, თუ როგორ ვაწარმოებთ, ვაშენებთ და მოვიხმართ პროდუქტებს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს”, — განაცხადა პასკალ პედუციმ, UNEP-ის პროგრამის კოორდინატორმა — “ქვიშის რესურსები უსასრულო არაა და ბრძნულად უნდა გამოვიყენოთ”.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვიშა უამრავი სახეობის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მისი ჭარბი მოხმარება ბიომრავალფეროვნების შემცირებამდეც მიგვიყვანს.

ამ მოცემულობაში UNEP გვირჩევს, რომ ქვიშის ალტერნატივები გამოვიყენოთ, მაგალითად, დაფშხვნილი ქვა ან მაინინგის სხვა თანაპროდუქტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვიშის მოხმარების გასაკონტროლებლად გარკვეული დაწესებულება დაარსდეს.

“პრობლემა მხოლოდ გარკვეულ ადგილებს სულაც არ ექმნება”, — განაცხადა ეკოლოგმა ავრორა ტორესმა — “ქვიშა ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მასალაა”.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

თურქეთში აღმოჩენილი ნამარხი ადამიანის წარმოშობის თეორიას ეწინააღმდეგება

თურქეთში ადამიანის მსგავსი მაიმუნის გაქვავებული ნამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 8,7 მილიონი წლით დაათარიღეს და ის ბევრ საინტერესო შეკითხვას აჩენს. პირველ რიგში, ეს ადამიანის ევოლუციასა და შესაბამის თეორიებს ეხება.

23 აგვისტოს Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ აფრიკელი მაიმუნებისა და ადამიანების წინაპრები ევროპაში განვითარდნენ. ეს მანამ, სანამ აფრიკაში გადავიდოდნენ.

დიახ, ევროპიდან აფრიკაში და არა პირიქით!

Anadoluvius turkae — ახალი ნამარხი

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰომინინები 5 მილიონი წლის განმავლობაში ევროპაში ვითარდებოდნენ”, — თქვა პროფესორმა დევიდ ბეგანმა ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტიდან.

ვინ არიან ჰომინინები? მარტივად რომ ავხსნათ, ჰომინინებში შედის აფრიკული მაიმუნები (შიმპანზეები, ბონობოები და გორილები), ადამიანების წინაპრები და მათი ნამარხები (მათ შორის ნეანდერტალელი და ჰომო ერექტუსი).

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰომინინებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გაიარეს და უკვე მოგვიანებით აფრიკაში მოხვდნენ. ბეგანი მიიჩნევს, რომ ეს გარემოს ცვალებადობითა და ჰაბიტატით იყო გამოწვეული.

ბეგანის ჯგუფმა Anadoluvius turkae კომპლექსურად გაანალიზა. ჰომინინის თავის ქალა კარგად იყო შემონახული, რომელიც შეიცავდა სახის სტრუქტურასა და თავის ტვინის შუბლის ნაწილს.

ფოტო: Ayla Sevim-Erol

“ნამარხის სისრულემ საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა უფრო ფართო და დეტალური ანალიზი, ვიდრე აქამდე”, — თქვა ბეგანმა.

Anadoluvius turkae, რომელიც დიდ შიმპანზესა და საშუალო ზომის გორილას ჰგავს, მშრალ ტყეში ბინადრობდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძირითად დროს ის სწორედ აქ ატარებდა.

მტკიცე ყბები და სქელი კბილები მიანიშნებს იმაზე, რომ არსება აფრიკაში მცხოვრები ადრეული ადამიანების მსგავსად იკვებებოდა.

ლომისმაგვარ მტაცებლებთან თანაარსებობა

კვლევა მიანიშნებს, რომ ჰომინინი თანამედროვე აფრიკის ბალახებსა და მშრალ ტყეებში ნაცნობ ცხოველებთან თანაარსებობდა. ესენი იყვნენ: ჟირაფები, გარეული ღორები, მარტორქები, ანტილოპები, ზებრები, სპილოები, გოჭები, ჰიენები და ლომისმაგვარი მტაცებლები.

ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის ეს ფორმები აფრიკაში დაახლოებით რვა მილიონი წლის წინ გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაიმუნები ამჟამად აფრიკასთან ასოცირდებიან, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი საერთო წინაპრები ევროპის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ.

მთლიანობაში, თურქეთში აღმოჩენილი ეს ნამარხი და მისი ბოლო კვლევა ადრეული ჰომინინების შესახებ ახალ შეკითხვებს აჩენს. ეს ადრეული ჰომინინებისა და მათი წარმოშობის შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას ითხოვს.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

ქალაქი, რომელიც მიწაში ეფლობა — ხმელეთი შენობების სიმძიმეს ვეღარ უძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების სამსახურში მომუშავე გეოფიზიკოსის, ტომ პარსონსის განცხადებით, ქალაქი სან ფრანცისკო ნელ-ნელა მიწაში ეფლობა. ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, იქ მდებარე შენობების სიმძიმით არის განპირობებული.

მეცნიერმა ქალაქში განლაგებული ყოველი ნაგებობა შეისწავლა, რისთვისაც ევროპული კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრის Sentinel 1 მიერ მოპოვებული სატელიტური სურათები გამოიყენა. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცია სან ფრანცისკოს ცენტრალურ ნაწილშია, სადაც უზარმაზარი შენობები მრავლად გვხვდება.

ამის გარდა, ერთ-ერთი ცათამბჯენი, რომელიც ათასწლეულის კოშკის სახელითაა ცნობილი, დროთა განმავლობაში გვერდით იხრება, თუმცა ის 311 მილიონ კილოგრამზე მეტი წონით არა პირველ, არამედ მესამე ადგილს იკავებს. სპეციალისტები ამის მიზეზად მის მახლობლად არსებულ შენობებს ასახელებენ, რომელთა აგებისასაც მიწისქვეშა წყალი დაიკარგა. ასევე, მიიჩნევა, რომ ნაგებობის საძირკველი ქვენაფენ ქანში საკმარისად ღრმად არაა განთავსებული.

ვარაუდობენ, რომ ქალაქის ცენტრის სიმძიმეს შეუძლია, სეისმური ნასხლეტის (ქანების წყვეტითი დისლოკაციის) წარმოქმნას შეუწყოს ხელი, მაგრამ ეს უკვე გაჩენილ სან ანდრეასის ტექტონიკურ რღვევაზე გავლენას არ იქონიებს.

ტომ პარსონსის დასკვნა საყურადღებოა, რადგან სან ფრანცისკოს ხმელეთში ჩაფლობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის დონის მატება უფრო საგანგაშოს ხდის. საქმე იმაშია, რომ მძლავრი შტორმების შედეგად, ის ხშირად დაიტბორება.

მეცნიერი მომდევნო ჯერზე მანჰეტენის შესწავლას გეგმავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში უჩვეულო არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანის ქვეშ დამალული უჩვეულო არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინეს. მათ შორისაა უცნაური სახეობის ჭიები, ლოკოკინები და სიღრმეებში მცხოვრები რვაფეხები. ეკოსისტემა ჰიდროთერმული ხვრელების ქვეშ მდებარეობს.

მეცნიერების თქმით, ეს ჰიდროთერმულ ხვრელებში ეკოსისტემის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

„ახალი ეკოსისტემის ეს მართლაც შესანიშნავი აღმოჩენა, რომელიც იმალება სხვა ეკოსისტემის ქვეშ, გვაძლევს ახალ მტკიცებულებას, რომ სიცოცხლე წარმოუდგენელ ადგილებში არსებობს“.

მკვლევარებმა ჰიდროთერმული არხები 1977 წელს, წყნარი ოკეანის გამოკვლევისას აღმოაჩინეს. ექსტრემალური ტემპერატურის მიუხედავად, რომელიც 368 გრადუსს შეადგენს, მეცნიერებმა კვებითი ჯაჭვები აღმოაჩინეს.

მიუხედავად ამისა, არავის უფიქრია არხების ქვედა ტერიტორიის შესწავლა.

მისიის ფარგლებში, ოკეანის ფსკერის კვადრატის გასასუფთავებლად მეცნიერებმა რობოტული მკლავი გამოიყენეს.  შემდეგ კი ბადის ყუთები ნაპრალებში მოათავსეს. მოგვიანებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღრუს ქვეშ მცხოვრები ცხოველები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არსებები ნაპრალებიდან ჩამოვიდნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

2023 წლის ივლისი დედამიწაზე ყველაზე ცხელი აღრიცხული თვე იყო – ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორია

ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისი ჯერჯერობით აღრიცხული დროით მონაკვეთში ყველაზე ცხელი თვე იყო.

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სერვისის დირექტორმა სამანტა ბურჯესმა თქვა, რომ 2023 წლის ივლისის საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატება პრეინდუსტრიულ პერიოდს.

მაღალი ტემპერატურის წინა რეკორდი 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა. 2023 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებელი 2019 წლის საშუალო ტემპერატურას 0.33 გრადუსი ცელსიუსით აღემატება.

2023 წლის ივლისში თბური ტალღები და მასიური ხანძრები აქტიური იყო ევროპის სამხრეთში. ასევე, საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდაზე.

ივლისში რეკორდულად მაღალი იყო ოკეანეების და ზღვების ზედაპირების საშუალო ტემპერატურაც.

სამანტა ბურჯესის თქმით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მსოფლიოს კლიმატი სხვადასხვა სავალალო შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 32
Page 3 of 32