close

დედამიწა

ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

ევროპამ დედამიწაზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე მეშვიდე თანამგზავრი გაუშვა

ევროპა  დედამიწაზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე Sentinel Earth-ის მეშვიდე თანამგაზვრი გაუშვა. თანამგზავრი რამდენიმე მილიარდიანი პროგრამის – ,,Copernicus-ის“ ნაწილია, მისი მიზანი ელ ნინიოს ფენომენისა და გლობალური დათბობის შესწავლაა.

თანამგზავრი Sentinel-3B-ი იმ თანამგზავრების სისტემის ნაწილია, რომელიც დედამიწის მონიტორინგს ახორციელებს. თანამგზავრი კოსმოსში რაკეტა Rockot-ით გადაიტანეს, რომელიც პლესეცკის კოსმოდრომიდან ოთხშაბათს გაუშვეს.

Sentinel-3B თავის ტყუპისცალს – Sentinel-3A-ს შეუერთდება, რომელიც ორბიტაზე 2016 წლიდანაა განთავსებული და ზღვის ზედაპირის ტემპერატურაზე მონაცემებს აგროვებს, რომელიც სინოპტიკოსებს ამინდის პროგნოზირებასა და ტემპერატურის ზრდის შედეგების განსაზღვრაში ეხმარება.  

ორივე თანამგზავრი დედამიწის ზემოთ 815 კილომეტრ სიმაღლეზე, პლანეტის მოპირდაპირე მხარეს იმოძრავებს.

პროექტ Copernicus-ს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ახორციელებს. მას დედამიწის დაკვირვების ყველაზე ამბიციურ პროგრამად აფასებენ. ევროკავშირმა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პროექტი 9,8 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსეს.  პროექტის დაწყება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ევროპამ 2012 წელს დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრთან  – Envisat-თან კონტაქტი დაკარგა.

წყაროhttps://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწასაქართველო

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება

საქართველოს რვა დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.

შესაბამისი სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს ხელი.

საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; იგეგმება ავტოპარკის განახლება.

კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი. სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ოფიციალური ნაკრძალი კახეთში 1912 წელს შეიქმნა და მას ლაგოდეხის ნაკრძალი ეწოდა. 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა, მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”. რომელმაც შექმნა იურიდიულ საფუძველს დაცული ტერიტორიების დასაარსებლად.

საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 512.123 ჰექტარს უდრის. აქედან ხმელეთს უჭირავს 49 837 971 ჰექტარი, ხოლო ზღვას – 15 743 ჰექტარი.

 

წყაროhttp://www.moa.gov.ge

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

,,ნასა” სიცოცხლისთვის საჭირო პირობების მქონე პლანეტებს ეძებს

ნასამ ახალი მისია დაიწყო – მისი მიზანი ჩვენი მზის სისტემის მიღმა ისეთი პლანეტების აღმოჩენაა, რომელზეც სიცოცხლისთვის საჭირო პირობები არსებობს.

მისიის ფარგლებში ფლორიდადან ,,SpaceX–ის” რაკეტა Falcon 9 გაეშვა, რომელმაც კოსმოსში  ტრანზიტული  ეგზოპლანეტის საკვლევი თანამგზავრი ,,TESS-ი” გადაიტანა.

,,ნასას| უახლესი ასტროფიზიკის თანამგზავრი, რომელიც 337 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ასტრონომების ე.წ. ეგზოპლანეტების კატალოგს გააფართოვებს.

TESS-ს შექმნილია იმისათვის, რომ გააგრძელოს მისი წინამორბედის, Kepler-ის კოსმოსური ტელესკოპის სამუშაო, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 3,700 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

TESS-ი დაახლოებით მაცივრის ზომისაა, იგი აღჭურვილია მზის პანელი ფრთებით და ოთხი სპეციალური კამერით. ახალ თანამგზავრს დედამიწასა და მთვარეს შორის მდებარე ორბიტამდე მისაღწევად დაახლოებით 60 დღე დასჭირდება.  

,,კეპლერის” მსგავსად, TESS-ი ტრანზიტფოტომეტრიის აღმოჩენის მეთოდს გამოიყენებს. ფოტომეტრიული მონაცემები მიიღება ეგზოპლანეტის თავის ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის გავლისას. ეს მონაცემები, როგორც წესი, გამოიყენება პლანეტის ზომის, ატმოსფეროს არსებობისა და მისი შემადგენლობის დასადგენად, მაგრამ მეცნიერებმა იპოვეს ამ მონაცემების მიხედვით პლანეტის მასის დადგენის გზაც.

 

წყარო:Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

ჩინური კოსმოსური სადგურის ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩაცვივდა

ბოლო დღეებია აქტიურად გვესმის ჩინური კოსმოსური სადგურის – ,,ტიანგონგ-1-ის” შესახებ, რომელიც 8,5 ტონას იწონიდა და ატმოსფეროში შემოსვლისთანავე დაიწვა. მისი ნაწილების ჩამოცვენის ერთ-ერთი არეალი საქართველო უნდა ყოფილიყო, თუმცა – საბოლოოდ,
წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა.

ის ატმოსფეროში ღამის 3 საათის შემდეგ შემოვიდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი უდიდესი ნაწილი დაიწვა და დედამიწამდე ვერც მიაღწია.
სადგურმა სამ მისიას უმასპინძლა, 2016 წელს კი – ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს, რის შემდეგაც იმაზე მიდიოდა მსჯელობა, თუ როდის და სად შეიძლებოდა ჩამოცვენილიყო მისი ნაწილები.
,,ტიანგონგ-1”კოსმოსში 2011 წლის 29 სექტემბერს გაუშვეს.

წყარო: BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ბათუმში, ნურიგელის ტბაში, ასი წლის შემდეგ პირველად, წავი გამოჩნდა 

ბათუმის ცენტრალურ პარკშინურიგელის ტბაში, გადაშენების პირას მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველის თითქმის ასი წლის წინ გამქრალი სახეობაწავი დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა -ალექსანდრე თევზაძემ გაავრცელა.

ეს იშვიათი ჯიშის ევრაზიული წავია და მას გადარჩენა სჭირდება. ევრაზიული წავი – Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758 ქვესახეობა ნურის ტბაში ბინადრობდა გასული საუკუნის 30-იან წლებამდე, შემდგომ წლებში მისი ნურის ტბაში პოვნის შესახებ სამეცნიერო ცნობები არ მოგვეპოვება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

დინოზავრის  ჩონჩხი პარიზში აუქციონზე გაიყიდება

დაუდგენელი ტიპის დინოზავრის ფოლიზირებული ჩონჩხი პარიზში აუქციონზე გაიყიდება. ჩონჩხის საწყისი ფასი 1.8 მილიონ ევროა (2.22 მილიონი დოლარი) და მას აუქციონზე მიმდინარე წლის ივნისში გაიტანენ.

თითქმის 9 მეტრი სიგრძის, ჩონჩხი უჩვეულოდ სრულყოფილია, ის თითქმის 70 პროცენტით მთელია.

„ერთადერთი, რასაც მეცნიერები ჩონჩხის შესახებ ვარაუდობენ, ისაა, რომ იგი ეკუთვნის ხორცისმჭამელ, theropod (მხეცისფეხათა) ჯგუფს, რომლებსაც ჩაღრმავებული ძვლები და სამთითიანი ფეხები ჰქონდათ,“- აცხადებს Aguttes-ის აუქციონის პალეონტოლოგიური ექსპერტი ერიკ მიკელერი.

4 ივნისის აუქციონამდე ჩონჩხი საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამოფენაზეა გატანილი, რათა პოტენციურ მყიდველებს აუქციონამდე მისი ნახვის საშუალება ჰქონდეთ.

დინოზავრის ჩონჩხი  ვაიომინგში, შეერთებულ შტატებში, 2013 წელს აღმოაჩინეს. ის ეკუთვნის ბრიტანელი ბიზნესმენს, რომლის ვინაობა ცნობილი არაა.

პოტენციურ მყიდველებს ფასის შეთავაზება ევროსა და ციფრულ ვალუტაბიტკოინში შეეძლებათ.

 

წყაროReuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურა ნორმაზე  30°C-ით მეტი იყო

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე მზე 20 მარტამდე არ ამოვა, ახლა  იქ წლის ყველაზე ცივი პერიოდია უნდა იყოს,  მაგრამ, რამდენიმე დღის წინ, პლანეტის ამ ნაწილზე რეკორდული ტემპერატურა გამოვლინდა, რამაც დნობის წერტილამდეც კი აიწია. 

ჩრდ. პოლუსზე, სადაც ამ დროს, როგორც წესი, უკიდურესი გამყინვარებაა – ტემპერატურა 2 გრადუსამდე დათბა, მკვლევარების თქმით, ეს ნორმალურ ტემპერატურაზე 30°C-ით მეტიც კი არის.

მეცნიერები გაოცებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ არქტიკაში ცხელი მასების შეჭრას ადრე იშვიათობა იყო, დღეს კი, თითქმის შეუქცევადი პროცესია და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას საჭიროებს.

მსგავსი პროცესები 1980-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაძლიერდა. ამ მხრივ კი, ყველაზე გამორჩეული ბოლო ხუთი ზამთარია. ამ წლის იანვარში ყინულის ფართობმა ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია – შეინიშნებოდა აისბერგების მასიური დნობა.

ამ მონაცემებით, ტემპერატურა ნორმასთან შედარებით მიახლოვებულია და დაახლოებით -10-ია.

წყარო: The Washington Post

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებისაქართველო

მესხეთის ქედზე 20-მდე ირემი ბინადრობს – უკანონო ნადირობის სტატისტიკა საგანგაშოდ გაიზარდა

2017 წელს სამეცნიერო–კვლევითმა ცენტრმა, მესხეთის ქედზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ირმისა და არჩვის პოპულაციების სწრაფი შეფასების სამუშაოები ჩაატარა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებთან შედარებით, მესხეთის ქედზე ირმის სიმჭიდროვე 15-ჯერ უფრო დაბალია. სპეციალისტებმა მესხეთის ქედზე დაახლოებით 20 ირემი იპოვეს.  არჩვი კი იმდენად მცირერიცხოვანია, რომ მხოლოდ ორი ინდივიდის დანახვა იყო შესაძლებელი. 

კვლევა WWF Caucasus Office-ისა და Eco-Corridor Fund for the Caucasus-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საველე სამუშაოებში, კვლევითი ცენტრის საველე ოფიცრებთან ერთად, მოხალისეებიც ჩაერთვნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წელს უკანონო ნადირობის 143 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა ამ რიცხვმა 2016 წელს 850 შეადგინა.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშოა და ბრაკონიერებთან შეურიგებელ ბრძოლას აპირებენ. ხშირად ბრაკონიერები თავს ესხმიან რეინჯერებს, სასამართლო კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება. ცალკეულ შემთხვევებში იგეგმება სანქციების გამკაცრებაც.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოა

გამოჩნდებიან თუ არა უცხოპლანეტელები დედამიწაზე?

მსოფლიოს ერთ–ერთი პატივსაცემი, აღიარებული თეორიტიკოსისმიჩიო კაკუს ვარაუდით, ადამიანებს ამ საუკუნის ბოლოს კონტაქტი ექნებათ უცხოპლანეტელებთან, მათ ცივილიზაციასთან.

კაკუს ვარაუდით, 2100 წელს ისინი გამოჩნდებიან და რადიოს სახით დაამყარებენ ადამიანებთან კონტაქტს.

სამყარო ყოველდღიურად ვითარდება, ბევრია საუბარი იმაზე, რომ პარალელური სამყაროც შეიძლება არსებობდეს, რომ გალაქტიკაში ჩვენ მარტონი არ ვართ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე  გადაშენების პირას მყოფი პინგვინების მილიონნახევრიან ჯგუფს მიაგნეს

პინგვინი  „ადელი“ ანტარქტიდის სანაპიროზე ბინადრობს. ,,ადელი“  ყველაზე ერთგული არსებაა დედამიწაზე, მას მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი პარტნიორი ჰყავს. 

პინგვინი ოქტომბრიდან თებერვლამდე მრავლდება და როგორც წესი,  ბუდეში 2 კვერცხს დებს. პატარა ბარტყების გამოსაკვებად, მშობლებს  50-120 კილომეტრის გავლა უწევთ, იმისთვის, რომ  საჭმელი მოიპოვონ. ამიტომ, მათ დაბრუნებამდე ბარტყები შიმშილით იხოცებიან. 2015 წელს ვერცერთი ბარტყი გადარჩა. 

ბუნების დამცველები წლების განმავლობაში შფოთავდნენ, რომ პინგვინი ადელი გადაშენების პირას იყო. სინამდვლეში კი  – მილიონნახევარი პინგვინი „ადელი“ ადამიანებს ანტარქტიდის ჩრდილოეთით მდებარე რთულად მისადგომ კუნძულზე ემალებოდა. ისინი მაინც იპოვეს. მათ კვალს თანამგზავრიდან მიაგნეს. ამ კუნძულებზე მოხვედრა არ არის ადვილი, ამიტომ –  ადამიანები იქ არ ჩნდებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სწორედ ამან შეუწყო ხელი პინგვინების ამ რაოდენობით არსებობას.

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 36
Page 28 of 36