close

ნასამ ახალი მისია დაიწყო – მისი მიზანი ჩვენი მზის სისტემის მიღმა ისეთი პლანეტების აღმოჩენაა, რომელზეც სიცოცხლისთვის საჭირო პირობები არსებობს.

მისიის ფარგლებში ფლორიდადან ,,SpaceX–ის” რაკეტა Falcon 9 გაეშვა, რომელმაც კოსმოსში  ტრანზიტული  ეგზოპლანეტის საკვლევი თანამგზავრი ,,TESS-ი” გადაიტანა.

,,ნასას| უახლესი ასტროფიზიკის თანამგზავრი, რომელიც 337 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ასტრონომების ე.წ. ეგზოპლანეტების კატალოგს გააფართოვებს.

TESS-ს შექმნილია იმისათვის, რომ გააგრძელოს მისი წინამორბედის, Kepler-ის კოსმოსური ტელესკოპის სამუშაო, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 3,700 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

TESS-ი დაახლოებით მაცივრის ზომისაა, იგი აღჭურვილია მზის პანელი ფრთებით და ოთხი სპეციალური კამერით. ახალ თანამგზავრს დედამიწასა და მთვარეს შორის მდებარე ორბიტამდე მისაღწევად დაახლოებით 60 დღე დასჭირდება.  

,,კეპლერის” მსგავსად, TESS-ი ტრანზიტფოტომეტრიის აღმოჩენის მეთოდს გამოიყენებს. ფოტომეტრიული მონაცემები მიიღება ეგზოპლანეტის თავის ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის გავლისას. ეს მონაცემები, როგორც წესი, გამოიყენება პლანეტის ზომის, ატმოსფეროს არსებობისა და მისი შემადგენლობის დასადგენად, მაგრამ მეცნიერებმა იპოვეს ამ მონაცემების მიხედვით პლანეტის მასის დადგენის გზაც.

 

წყარო:Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid