close

დედამიწა

გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი

პორტუგალიაში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომლის გახსნაც 3 მაისს იგეგმება. ხიდის სიგრძე 516 მეტრია, სიმაღლე 175 მეტი და ის ქალაქ აროუკაში მდებარეობს, კერძოდ აროუკას გეოპარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და ნამდვილად ტურისტებისთვის პოპულარულ ტერიტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ ხიდს “516 აროუკა” ჰქვია. ხიდის გავლას კი დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

ხიდის მშენებლობა 2018 წლიდან მიმდინარეობდა, მის აშენებას დაახლოებით 2,3 მილიონი ევრო დასჭირდა. 516 აროუკას დიზაინი შთაგონებული იყო ინკების ხიდებით, რომლებიც ანდების მთებში მდებარეობდა. ხიდი აკავშირებს მდინარე პაივას სანაპიროებს, ეს მდინარე პოპულარულია ჯომარდობისთვის.

516 აროუკამ მართლაც დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რეკორდების წიგნში, ის უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარიის 494 მეტრიანი (1,621 ფუტი) ჩარლზ კუონენის დაკიდებული ხიდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი საცალფეხო დაკიდებული ხიდი იყო აქამდე.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ხიდი მეტ ტურისტს მოიზიდავს რეგიონში, მათთვის სტიმულის მომცემი იქნება და ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემდეგ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

22 ტონიანი ჩინური რაკეტის ნამსხვრევები დედამიწაზე ჩამოცვივდა

ოფიციალური პეკინის ცნობით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, – ამის შესახებ BBC წერს.

რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილის კოორდინეტორებია: აღმოსავლეთი – 72.47°, ჩრდილოეთი – 2.65°. ეს ადგილი მალდივის კუნძულების დასავლეთითაა.

რაკეტის ნარჩენები ოკეანეში თბილისის დროით 06:24 საათზე ჩაცვივდა. აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ცნობით, „ჯერ უცნობია, რა გავლენა იქონია ნარჩენებმა წყალსა და მიწაზე“.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

სელაპების მასობრივი სიკვდილი კასპიის ზღვაში

მოსკოვისა და დაღესტნის მეცნიერებმა კასპიის ზღვის სანაპიროზე იპოვნეს 150-ზე მეტი მკვდარი სელაპი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ინფორმაციას ავრცელებს რუსული საინფორმაციო სააგენტო “TASS”.
მომხდარის ზუსტ მიზეზებზე საუბარი ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს საშიში ნარჩენებით ზღვის წყლის დაბინძურებას ან გემების საქმიანობას თევზჭერის მიზნით.
ამ დროისათვის ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას და არ გამორიცხავენ, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს ორასამდე. დაღესტნის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორის, ალიმურად გაჯიევის განცხადებით, სხვა ბევრი სახეობის ზღვის ცხოველი სათევზაო ბადეებში იყო გახლართული. ის აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგის დაწყება და გარემოს შესწავლა უნდა დაიწყოს.
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ სელაპების რაოდენობა კასპიის ზღვაში იყო მილიონზე მეტი, ახლა კი, სხვადასხვა გამოთვლებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 50-70 ათასს წარმოადგენს. ეს კი ნამდვილად არის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ერთჯერადი ქმედებებით არ გამოსწორდება, ამბობს გაჯიევი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

დედამიწას რამდენიმე ტონიანი კოსმოსური ნაგავი შეეჯახება – დაცემის ადგილი უცნობია

კოსმოსური ნარჩენის დიდი ნაწილი, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის, დედამიწის მიმართულებით უკონტროლო ტრაექტორიით მოემართება და პლანეტას შემდეგ რამდენიმე კვირაში შეეჯახება. როდესაც ეს ნარჩენი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება, ჰაერთან ძლიერი ხახუნის შედეგად ნაწილი დაიწვება, მაგრამ ის იმდენად დიდია, რომ სრულად დაწვას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. საქმე ისაა, რომ გადარჩენილი ნაწილის ტრაექტორიის განსაზღვრა, თუ სად დაეცემა ის, შეუძლებელია.

ობიექტის მოცემული ორბიტის მიხედვით, სავარაუდო შეჯახების ადგილი არის ის განედები, რომლებიც „ნიუ-იორკის, მადრიდისა და პეკინის ოდნავ ჩრდილოეთითაა და ჩილესა და ახალი ზელანდიის ძალიან სამხრეთით“.

კოსმოსური ნაგავი Long March 5B რაკეტის ნაწილია, რომელიც ჩინეთმა დაგეგმილი კოსმოსური სადგურის მშენებლობის ფარგლებში ცოტა ხნის წინ წარმატებით გაუშვა. თითქმის ერთი წლის წინაც მსგავსი ინციდენტი მოხდა, როდესაც ჩინური რაკეტა ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა, თუმცა, ეს მაშინ გავიგეთ, როცა მან ნარჩენების კვალი აფრიკული სახელმწიფოს, კოტ-დ’ივუარის თავზე დატოვა.

იმ დროისათვის, ექსპერტები თვლიდნენ, რომ ეს ადამიანის შექმნილი ყველაზე დიდი კოსმოსური ნაგავი იყო. ახლა კი შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა ბედი ელის დედამიწისკენ მომავალ ნარჩენებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაფოტო

ჩრდილოეთის ციალი და ვულკანის ამოფრქვევა ერთ კადრში – Christopher Mathews-ს ნამუშევარი

ზოგი ადამიანი დაბადების დღეს მიდის ბარში, კლუბსა ან რესტორანში. კრისტოფერ მათეუსმა მღელვარე ვულკანის გვერდით აღნიშნა.

გელდინგადალურის ვულკანმა, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანეს ნახევარკუნძულზე, 19 მარტს დაიწყო ამოფრქვევა, რითიც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო.

The Hindu იუწყება, რომ ბოლო 800 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ რეიკიავიკიდან სამხრეთ-დასავლეთით 15-დან 20 მილამდე.

რაც შეეხება ფოტოგარაფს, შეიძლება ითქვას, რომ მან ისტორიულ მომენტს შეუსწრო თავის დაბადების დღეზე და აი, ამგვარი ფოტო გამოუვიდა:

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიავიდეომსოფლიო

როგორ განადგურდა დედამიწა ბოლო 37 წელიწადში – Google Earth-ის ახალი ანიმაცია

Google Earth-ით საკუთარ ვებ-ბრაუზერშივე შეგიძლიათ იხილოთ თაიმლეფსის ტიპის ვიდეო 1984 წლიდან დღემდე – როგორ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ დედამიწა უკანასკნელ 37 წელიწადში.

კომპანია Google-მა რამდენიმე არეალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო. მაგალითად, ანიმაციაში ნაჩვენებია კოლუმბიის მყინვარი ალასკაში, რომელიც დროდადრო ზომაში იკლებს. ჩათჰემის (მასაჩუსეტსი) გარშემო არსებულ სანაპირო ხაზს თუ შეხედავთ, საკუთარი ლეპტოპიდანვე დაინახავთ, როგორ თვალის დახამხამებაში ქრება ტყეები.

იმისათვის, რომ თაიმლეფსის ფუნქცია გამოიყენოთ, დააკლიკეთ აქ. ძიების ველში ნებისმიერი ადგილის ჩაწერა შეგიძლიათ, ან შემოთავაზებული ხუთი კატეგორიიდან რომელიმე ამოარჩიოთ: ცვალებადი ტყეები, მოწყვლადი სილამაზე, გათბობის პროცესში მყოფი პლანეტა და ურბანული გაფართოება.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ Google-ს მიერ უკვე გამზადებული 800 პაკეტი ნახოთ, თუ აქ შეხვალთ. NASA-სგან, US Geological Survey-სგან, ევროკავშირისა და ESA-სგან აღებულ მონაცემებთან ერთად თაიმლეფსის ახალი ფუნქცია Google Earth-ის მიერ შეგროვებულ 24 მილიონ ფოტოს იყენებს.

კომპანიის თქმით, 20 პეტაბაიტის ფოტოებისგან შემდგარი 4,4 ტერაპიქსელის ზომის ვიდეო მოზაიკის მისაღებად ჯამურად 2 მილიონი საათი იყო საჭირო. ეს იგივეა, რაც 530 000 ვიდეო 4K გარჩევადობაში. ცხადია, Google-ს მონაცემთა ცენტრებში იმდენად მძლავრი კომპიუტერები აქვთ, რომ 2 მილიონი საათის ნაცვლად, რომელიც 228 წელიწადს შეადგენს, ბევრად უფრო ცოტა დრო დასჭირდათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ის რაც მალდივის კუნძულების შესახებ არ იცით

მალდივის რესპუბლიკა ათასზე მეტ მცირე ზომის კუნძულ-ატოლს მოიცავს, რომელთა უმეტესობის ფართობი მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრია.
დასახლებულია დაახლოებით 200 კუნძული, რომელთა ზომა ფეხბურთის მოედნის სიდიდეს არ აღემატება. ძლივს მოხერხდა აეროდრომის მოწყობა კუნძულების მცირე ფართობის გამო, რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰულულზე, დედაქალაქ მალესთან ახლოს. რელიგიის მიხედვით მალდიველები სუნიტი მუსლიმები არიან.
მალდივის კუნძულებზე ქოქოსის პალმას უწოდებენ ”სიცოცხლის ხეს”. როდესაც მალდიველის ქონებაზეა საუბარი, ჩვენ შეიძლება მოვიაზრებდეთ ფულს, მაგრამ მალდივის რესპუბლიკაში ადამიანის სიმდიდრე განისაზღვრება ქოქოსის ხეების რაოდენობით. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანის გაცნობისას ხშირად სახელთან ერთად პალმის ხეების რაოდენობასაც ასახელებენ და შემდეგ სხვა დანარჩენს. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო კუნძულს ყიდის, რომელიც ნამდვილად საკმაოდ ბევრი აქვს, კუნძულის ფასი არა ფართობით, არამედ პალმის ხეების რაოდენობით განისაზღვრება.
მალდივის არქიპელაგში შემავალი კუნძულები ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარეობს. კუნძულების ნაწილი დროთა განმავლობაში წყლით დაიფარა, გლობალური დათბობის გამო კი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის შესაძლოა სრულად ჩაიძიროს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

უჩვეულო ყინვის გამო საფრანგეთში ვენახებს ცეცხლით ათბობენ

საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო, რომელიც ვაზს ემუქრება, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 2021 წლის მოსავლის მესამედი განადგურდება, რაც მეღვინეებს 2 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.
ფერმერებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს მოსავლის გადასარჩენად. ზოგიერთ რაიონში ვენახის 90% განადგურდა, დაზარალდა ასევე ხილის კულტურაც. ის ფერმერები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეციალური ტექნიკა ვენახის გასათბობად გადაწყვიტეს ვენახი ცეცხლით გაეთბოთ, ნაწილმა თივის ზვინები დაწვა ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსავლის გადასარჩენად შესაძლოა საკმარისი არც ეს გაწეული შრომა იყოს და დიდი რაოდენობით მოსავალი განადგურდეს. კვამლის გავრცელების და დაბინძურების გამო კი ახლომდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობამ ჩივილი დაიწყო.
30 წლის განმავლობაში მეღვინეები შესაძლოა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, უკანასკნელად ტემპერატურის მსგავსი დაცემა 1991 წელს მოხდა. ისინი აღნიშნულს ტრაგედიად აფასებენ, რადგანაც საფრანგეთის უდიდეს საექსპორტო ინდუსტრიას ემუქრება საფრთხე.
COVID19-ის გამო ღვინის ბაზრობამ მძიმე დარტყმა აქამდეც განიცადა და ღვინის დამოუკიდებელი მწარმოებლებიც დააზარალა, რამაც შესაბამისად საერთაშორისო ექსპორტზეც იქონია გავლენა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
დედამიწა

სუეცის არხის გახსნას და ბლოკირებული 400-მეტრიანი გემის გასწორებას ერთი კვირა დასჭირდება

უკვე მეორე დღეა, რაც სუეცის არხი 400-მეტრიან საკონტეინერო გემს – Ever Given-ს აქვს ბლოკირებული. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი როტერდამის პორტისკენ გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი შტორმის გამო კონტროლი დაკარგა, არხში გვერდულად გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა მთლიანად დაბლოკა.

სხვადასხვა შეფასებით, გემის გასწორების სამუშაოებზე შეიძლება ერთი კვირაც დაიხარჯოს.

ბლოკირებული საკონტეინერო გემის უკან 206 გემზე დიდი საცობია შექმნილი, რომლებიც აზიიდან ევროპაში მიემართებოდნენ, მათ შორის არიან სუპერტანკერები და სხვა კონტეინერმზიდები.

Lloyd-ის შეფასებით, სუეცის არხის გავლით, დასავლეთის მიმართულებით დღეში $5.1 მილიარდის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, აღმოსავლეთისკენ კი – $4.5 მილიარდის ღირებულების. შესაბამისად, არხის ჩაკეტვა მსოფლიო ეკონომიკას საათში $400 მილიონი დოლარი უჯდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ვულკანის ამოფრქვევას ისლანდიის დედაქალაქთან ახლოს მაყურებელი ჰყავდა

ვულკანი 19 მარტს ამოიფრქვა სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, დედაქალაქ რეიკიავიკთან ახლოს და ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 მილის მანძილზე. ვულკანის ბოლო ამოფრქვევის შემდეგ 800 წელი გავიდა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში მიწისძვრები ხდებოდა ყოველდღე, რამაც ვულკანის გააქტიურება გამოიწვია.

მთის ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილების საშუალება შაბათამდე არ ჰქონდა, მაგრამ შაბათს, შუადღის შემდეგ ლაშქრობის საშუალება მიეცათ და ათასობით ადამიანი ეწვია ვულკანს.

ექსპერტების თქმით, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი ლავა გადმოიღვარა, მაგრამ ამ ეტაპზე ადგილობრივებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამოფრქვევა შედარებით მცირე იყო და კონტროლირებადი. თუმცა, ჰაერის მოსალოდნელი დაბინძურების პოტენციალის გამო მთის მიმდებარე ტერიტორია 22 მარტს ისევ იკეტება.

ექსპერტებს არ შეუძლიათ წინასწარ თქვან როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ვულკანური აქტივობა უკვე შემცირებულია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 32
Page 14 of 32