close
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი

პორტუგალიაში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომლის გახსნაც 3 მაისს იგეგმება. ხიდის სიგრძე 516 მეტრია, სიმაღლე 175 მეტი და ის ქალაქ აროუკაში მდებარეობს, კერძოდ აროუკას გეოპარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და ნამდვილად ტურისტებისთვის პოპულარულ ტერიტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ ხიდს “516 აროუკა” ჰქვია. ხიდის გავლას კი დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

ხიდის მშენებლობა 2018 წლიდან მიმდინარეობდა, მის აშენებას დაახლოებით 2,3 მილიონი ევრო დასჭირდა. 516 აროუკას დიზაინი შთაგონებული იყო ინკების ხიდებით, რომლებიც ანდების მთებში მდებარეობდა. ხიდი აკავშირებს მდინარე პაივას სანაპიროებს, ეს მდინარე პოპულარულია ჯომარდობისთვის.

516 აროუკამ მართლაც დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რეკორდების წიგნში, ის უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარიის 494 მეტრიანი (1,621 ფუტი) ჩარლზ კუონენის დაკიდებული ხიდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი საცალფეხო დაკიდებული ხიდი იყო აქამდე.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ხიდი მეტ ტურისტს მოიზიდავს რეგიონში, მათთვის სტიმულის მომცემი იქნება და ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემდეგ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0