close

ბიზნესი

ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი?

 

თუ შენ გაქვს ოცნება, რომ გქონდეს საკუთარი ბიზნესი, წინასწარ უნდა იცოდე, რომ ბიზნესის დაწყებას ბევრი დაბრკოლება ახლავს თან. მაგალითად, შეიძლება არ გქონდეს საკმარისი კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად, ან არ გქონდეს მოტივაცია და იდეები.

მაგრამ როგორ იწყებენ ადამიანები ბიზნესს, როდესაც მათ არ აქვთ ფული?! დღესდღეისობით ძალიან ბევრი კომპანიაა,  რომელიც კარგ ბიზნესიდეებს აფინანსებს, მაგრამ მთავარი ფული არ არის. Enterpreneur-მა გამოაქვეყნა 7 მთავარი რამ,  რაც საჭიროა ბიზნესის დასაწყებად:

  1. ბიზნესგეგმა
  2. ბიზნესლიცენზია
  3. ბიზნესიდეა
  4. საიტი
  5. მოწყობილობა
  6. პროდუქტი

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

შეიძლება თუ არა, გონიერების შესამოწმებელი ინტერვიუები IQ- ს ტესტებად მივიჩნიოთ?

 

ინტერვიუები, რომლებშიც თავსატეხები და საზრიანობის შესამოწმებელი ტექსტები გამოიყენება, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს სამყაროზე – ანუ „IQ –ს შემდგომი“ პერიოდის სამყაროზე– რეაქცია. როცა Microsoft- ში გასაუბრებაზე დასასმელ კითხვებს განიხილავენ, ცდილობენ, არ გამოიყენონ სიტყვა „ინტელექტი“,  რადგან იგი რასიზმთან ასოცირდება და მაღალი IQ–ს მქონე აუზის მწმენდავებს მოგვაგონებს. მიიჩნევა,  რომ  Microsoft–ის წარმომადგენლების მიერ ინტერვიუებში გამოყენებული თავსატეხები ადამიანის ისეთ, ბევრად უფრო „მოდურ“ და მნიშვნელოვან, თვისებებს წარმოაჩენს, როგორიცაა –  ფართო თვალსაწიერი, მოხერხებულობა, პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარი და ორიგინალური აზროვნება.

Microsoft–ის ინტერვიუირების სტილი ითვალისწინებს კანდიდატთა კულტურულ ნაირფეროვნებას და გაცილებით მეტად შეეფერება ბიზნესის სამყაროს, ვიდრე მორალურად მოძველებული ინტელექტუალური ტექსტები.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

,,იმანჟინერია” – პროცესი, რომლის საშუალებითაც ,,იქმნება მომავალი”

 

„იმაჟინერია“ –  ეს ტერმინი შემოიღო ყველა დროის საუკეთესო მულტიპლიკატორმა უოლტ დისნეიმ, რათა აღეწერა პროცესი, რომლის საშუალებითაც „ქმნიდა მომავალს“ –ოცნებობდა და შემდეგ ამ ოცნებას რეალობად აქცევდა. დისნეის სტრატეგიის არსი კარგად ჩანს მისი ერთ–ერთი თანამშრომლის გამონათქვამში: „ფაქტობრივად, არსებობდა სამი განსხვვავებული დისნეი: მეოცნებე, რეალისტი და დამანგრეველი. ჩვენ არასდროს ვიცოდით თუ რომელ მათგანთან მოგვიწევდა მუშაობა.“

იმაჟინერიის პროცესი უოლტ დისნეის შემოქმედებითი ციკლის გარკვეულ სტადიებად დაყოფას გულისხმობს. ეს არის მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის სტადიები.

ადამიანის ფიზიოლოგია, ისე,  როგორც ნებისმიერ სხვა კოგნიტურ პროცესზე, შემოქმედებითობისა  და ეფექტიანი დაგეგმვის ნიჭზე ახდენს დიდ გავლენას.

მეოცნებე – თავი მაღლა არის აწეული. მზერა მიმართულია ზემოთ. სხეული სიმეტრიული, თავისუფალი და ოდნავ მოდუნებულია.

 რეალისტი – თავი პირდაპირ არის ორიენტირებული, მზერა მიმართული წინ და ოდნავ შორს. პოზა  – სიმეტრიულია, სხეული ოდნავ წინ არის გადაწეული.

კრიტიკოსი – თავი დახრილია დაბლა და ოდნავ შეტრიალებულია, მზერა მიმართულია ქვემოთ. სხეულის პოზა ოდნავ კუთხოვანია, ადამიანი ერთი ხელით ეხება სახეს.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ინსტრუქციები – რა უნდა გააკეთოთ თათბირის შემდეგ

  1. შეასრულეთ თქვენი დავალებები და ვალდებულებები;
  2. გააცანით თქვენს თანამშრომლებს საჭირო გადაწყვეტილებები და პროცესები;
  3. დაიცავით თათბირზე შეთანხმებული კონფიდენციალურობა;
  4. ნუ იწუწუნებთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც ეთანხმებოდით;
  5. ღიად უთხარით თანამშრომლებს თქვენი აზრი მათ შესახებ და არ ისაუბროთ ზურგს უკან;
  6. ნუ სთხოვთ მენეჯერს რომელიმე გადაწყვეტილების გაუქმებას, დასვით ეს საკითხი შემდეგ თათბირზე განსახილველად.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ თაღლითობენ პატიოსანი ადამიანები?

 

თაღლითობის ორი ძირითადი კონცეფცია არსებოსბს – ერთი გულისხმობს, რომ ადამიანები ბუნებით თაღლითები არიან და მუდამ სხვების მოტყუებას ცდილობენ. მეორე მოსაზრება გულისხმობს, რომ ადამიანები ძირითდად პატიოსნები არიან და მოპარვაზე სულაც არ უჭირავთ თვალი– უბრალოდ, გარემოებები აცდუნებენ ხოლმე.

ცნობილი ეკონომისტი დან არიელი გვიყვება ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც კოლეგებთან ერთად ჩაატარა  Harvard Business School – ში, UCLA სა და იელში, სადაც პატიოსან ადამიანებს უბიძგეს თაღლითობისკენ. მონაწილეებს მისცეს 20 მარტივი მათემატიკური ამოცანა, რომლებიც 5 წუთში უნდა ამოეხსნათ. თითოეულ სწორ პასუხში ისინი დაახლოებით 50 ცენტს იღებდნენ. საკონტროლო ჯგუფებში პასუხის ფურცლები მოწმდებოდა – ამ შემოწმების საფუძველზე დაადგინეს, რომ მონაწილეები, საშუალოდ, 20 დან ოთხ კითხვას პასუხობდნენ სწორად. მაგრამ საექსპერიმენტო ჯგუფებში ტესტის ფურცლები შეუმოწმებლად ნადგურდებოდა. რესპონდენტებმა იცოდნენ, რომ შეუძლებელი იყო, გაერკვიათ, როდის რამდენ კითხვას უპასუხეს მათ და ამიტომ ისინი რეალურ შედეგზე ორი ან მეტ პასუხს ამეტებდნენ, რეალური შედეგის 50 %-ს  იმატებდნენ.

ექსპერიმენტის საფუძველზე მიიღეს დასკვნა, რომ  ყველა ადამიანი ბუნებით თაღლითია,  როდესაც გარემოებები მოქმედებს,  ადამიანი იძულებულია,  მოიტყუოს,  ისევ თავისი სარგებლისთვის.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ ვაკონტროლოთ ვირტუალური ორეულის ემოციები?

 

,,დოქტრინა” გთავაზობთ  გამოჩენილი მედიამკვლევარის – ჯუდიდ დონატის ნაშრომს  იმის შესახებ, თუ როგორ ვაკონტროლოთ ვირტუალური ორეულის ემოციები.

 

მილიონობით ადამიანი ერთიანდება Second life -ისა და There.com -ის მსგავს ვირტუალურ სამყაროებში და ქმნის კიბერორეულებს, რომელთა საშუალებითაც ურთიერთობს, ან მართავს ბიზნესს. მიუხედავად ამ სამყაროების ჯერ კიდევ საკმაოდ პრიმიტიული ფორმისა, ისინი ბევრისთვის უაღრესად მიმზიდველია. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ასეთ ქსელებში უამრავი ხალხია ჩაბმული და ადამიანებს სწორედ სხვებთან ურთიერთობის სურვილი ხიბლავს. ჩვენ რომ სოციალური არსებები ვართ, სხვათა ნიუანსობრივ ქმედებებსა და ექსპრესიაზე ძლიერ დამოკიდებულნი, თუგინდ , ეს სხვები–მხოლოდ ვირტუალური ორეულები იყვნენ.

მაგრამ თანამედროვე კიბერორეულთა ექსპრესია ლიმიტირებულია.ისინი შეიძლება გადავაადგილოთ და სასაუბროდ მივუახლოოთ ერთმანეთს. მაგრამ , როგორც წესი, ისინი ინერტულები და განკერძოებულნი არიან და მათი გამომეტყველება უემოციოა. ვირტუალური სამყაროები უკვე ცენტრალურ ადგილს იკავებს საზოგადოებრივ და ბიზნესსაქმიანობაში. ამიტომაც, საჭიროა, უფრო დაიხვეწოს ტექნოლოგიები,რომლებიც შექმნის მეტად მეტყველ ვირტუალურ ორეულს–რომელსაც თვალებში ჩახედვის, ღიმილის და ემოციების გამოხატვის უნარი ექნება.

თუკი ვირტუალურ ორეულებს ამგვარი გრძნობების გამოხატვის საშუალებას მივცემთ, წინა პლანზე დადგება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოვადგენთ ჩვენს თავს ვირტუალურ სამყაროში.ალბათ, მალე შეგვეძლება რეალობასთან მიახლოებული კიბერორეულების არჩევა, რომლებსაც გამომეტყველების დიდი სპექტრი ექნებათ.

ურთიერთობისას სახის გამომეტყველება ადამიანის ფიქრებსა და გრძნობებს ასახავს. დაჟინებული მზერა ყურადღებას გამოხატავს, მოკუმული ტუჩები–ბრაზს. გამომეტყველება კომუნიკაციის ერთი საშუალებათაგანია. ჩვენ შეგვიძლია მისი რედაქტირება და კონტროლი: შეიძლება, მობეზრებული გვქონდეს ვინმეს სმენა, მაგრამ იერით დიდ დაინტერესებას გამოვხატავდეთ,ან უემოციო სახით ვისხდეთ მოლაპარაკებაზე.შინაგანი გრძნობების შეუსაბამო გამომეტყველება აუცილებელია არა მხოლოდ მოტყუებისთვის, არამედ  იდუმალების შესანარჩუნებლად და თავაზიანობისთვისაც.

ძალიან შორეულ მომავალში ორეულებს  ალბათ  საჭიროებისამებრ მოვირგებთ ხოლმე – როგორც დღეს ვირჩევთ საკომუნიკაციო საშუალებას, იმის მიხედვით, თუ რა გვსურს: ემოციების ზუსტად გადაცემა თუ მათი კონტროლი. გამომეტყველების ამგვარი არჩევანი სამ ძირითად ფორმაში მოთავსდება, რომლებსაც მე ე.წ. სიმართლის შესაბამისობის კონტინიუმში ვაერთიანებ.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რჩევები, რომლებიც თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ

,,დოქტრინა”  გთავაზობთ რამდენიმე იოლად შესასრულებელ  რჩევას, რომელიც თქვენი ორგანიზაციის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ:

 

1.თვალყური ადევნეთ მოტივაციის დონესროგორც წესი, ორგანიზაციებში წარმოდგენა არ გააჩნიათ პერსონალის მოტივაციის რეალური დონის შესახებ.­­თუ მოტივაციის გაზომვას დაიწყებთ, მის მართვასაც ისწავლით. თუკი არ არსებობს მონაცემები მოტივაციის დონის შესახებ, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც ვერ შეძლებთ. პერიოდულად ჩაატარეთ თანამშრომელთ მოტივაციის დონის კვლევა. კარგი იქნება, თუკი შუა რგოლის მენეჯერებიც მუდმივად გააკონტროლებენ საკუთარი ქვეშევრდომების მოტივაციის დონეს.

2.გაარკვიეთ თანამშრომელთა სურვილები და მიზნები. სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული მიზნები და სურვილები ამოძრავებს, რაც იმას ნიშნავს,რომ მათ მუშაობისა და პროფესიული ზრდის განსხვავებული პირობები და შესაძლებლობები უნდა შეუთავსოთ.კონკრეტული ადამიანების მოტივირება ზოგადი პროგრამებით ძალზე რთულია, ინდივიდუალური მიდგომა – გაცილებით უფრო ქმედითი. ინდივიდუალური მიდგომის ერთ–ერთი მეთოდია რომელიმე მიმდინარე პროექტის ფარგლებში გარკვეული უფლებამოსილებების, მიზნებისა და  მონაცემების თითოეულ თანამშრომელზე დელეგირება. შეგიძლიათ, აგრეთვე, თანამშრომლებს შესთავაზოთ, თავად დასახონ საკუთარი სტრატეგიული მიზნები და გეგმები.

3.ხშირად შეეკითხეთ თანამშრომლებს მათი მუშაობის შედეგების შესახებრაც მეტ ინფორმაციას გაცვლით, მით უფრო აუმაღლდება თანამშრომელს მოტივაცია. ამიტომაცაა,რომ კარგი მენეჯერი ყოველთვის ცდილობს, ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის მიმოქცევა გაზარდოს. თანამშრომელს უნდა დავუსვათ კითხვები, რომლებიც მას გაწეული  მუშაობისა და მიღწეული შედეგების შესახებ დააფიქრებს.

4.თუ წახალისების სისტემის შემოღებას აპირებთ, აუცილებლად აუხსენით თანამშრომლებს მისი არსი. სპონტანურობა წახალისებაში ზრდის არა მოტივაციას, არამედ უნდობლობასა და ცინიზმს. თანამშრომლებს მოეჩვენებათ, რომ ხელმძღვანელობა მათ უპატივცემულოდ ეპყრობა. ამიტომ გამოავლინეთ ეს პატივისცემა და რაც შეიძლება დეტალურად განუმარტეთ და წახალისების პროგრამის არსი, მისი  მიზნები და ამოცანები. აუხსენით ადამიანებს, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ სისტემამ მათ მიმდინარე საქმიანობაზე.

5.გააძლიერეთ ურთიერთობები და ურთიერთქმედებები ორგანიზაციის შიგნით. ნუ დაემსგავსებით ისეთ კომპანიას, სადაც მუდამ დაკავებული ადამიანები თითქმის ვერ ხედავენ ერთმანეთს. დაგეგმეთ შეხვედრები ან  ღონისძიებები ისე, რომ ხელმძღვანელობა და რიგითი თანამშრომლები პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეუძლებელია  გაზარდო ადამიანის მოტივაცია, თუ მას ძალზე იშვიათად ხვდები.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

დირექტორთა საბჭოს სხდომა მომავალში – რატომაა ვარჯიში მომგებიანი?

თუ გსურთ ადამიანს ცუდი სამუშაო გარემო შეუქმნათ, იგი ჩვეულებრივ კაბინეტში უნდა დასვათ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ადამიანის ტვინის მუშაობისთვის სასიკეთო ვითარება, სადაც კომპანია ხელმძღვანელობის შეკრებებზე მაგიდასთან ჯდომის ნაცვლად, სარბენ ტრენაჟორებზე დადიან, სადაც მაგიდები სტაციონარული ველოსიპედებით არის აღჭურვილი და სადაც თანამშრომლებს, კოსტიუმების ნაცვლად, სპორტული ტანსაცმელი აცვიათ.

ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა:

– როგორ უნდა უწყობდეს ხელს ვარჯიში ტვინს?

ვარჯიში ზრდის სისხლის მიწოდებას სპეციფიკურ მონაკვეთებში, ააქტიურებს შემეცნებით უჯრედებს და ქმნის ტვინის მიერ გამომუშავებულ ნეიროტროფულ ფაქტორს ანუ BDNF -ს,რომელიც მოქმედებს, როგორც ნეირონების ცერებრალური „Miracle-Gro”. და თუკი ამ ბუნებრივ სასუქს ბლომად მიიღებთ, სამაგიდე ქოთნის მცენარეს აღარ დაემსგავსებით.

ვარჯიში დადებითად მოქმედებს ტვინის აღმასრულებელ ფუნქციებზე (ანუ იმ უმთავრეს უნარებზე,რომელსაც ყველა კომპანიაში აფასებენ). სწორედ ტვინის ეს ფუნქციები გვეხმარება, როგორც კოსმოსური თანამგზავრის აწყობაში, ასევე, შესრულებული სამუშაოს განხილვისას უფროსის არგუმენტების საწინააღმდეგო კონტრარგუმენტების მოფიქრებაში.

როგორც გზების არსებობა აიოლებს საქონლისა და სრვისების მიწოდებას,ასევე უადვილებს ვარჯიში სისხლს ტვინის გადაღლილ ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანას. გარდა ამისა, ვარჯიში ორგანიზმის ბუნებრივი სანიტარული სამსახური ასუფთავებს მეტ ქსოვილს.

(ჯონ მედინა)

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 რამ, რასაც მომხმარებლის გაბედნიერება შეუძლია

კომპანიის წინსვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი. როგორ იშოვი ფულს მყიდველების გარეშე? მომხმარებლის ცუდი მომსახურეობა კომპანიას შეიძლება ძვირად დაუჯდეს და არამარტო ფულადი დანაკლისი განაცდევინოს მას, არამედ, დიდად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს მყიდველების დაკარგვა და რეპუტაციის შელახვაც კი.

თუ ფული განაღვლებს, ასევე უნდა გადარდებდეს მომხმარებლის განწყობაც – სტატისტიკამ აჩვენა, რომ 86% მყიდველებისა მზადაა გადაიხადოს მეტი ფული უკეთესი მომსახურეობისთვის.

აი ის ხუთი მიზეზი, რამაც შეიძლება თქვენი მომხმარებელი გააბედნიეროს:

1.არ შეპირდე მათ იმას, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ;

2.გააცანი მათ ის დიდი ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავ;

3.აღნიშნე შენი შეცდომები;

4.გაიგე მათი ხასიათისა და პიროვნების შესახებ;

5.გაუგზავნე მათ ხელნაწერი ბარათები.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ ვიყოთ პროდუქტიულები თათბირზე?

 

  1. აუცილებლად შეიტანეთ დღის წესრიგში თქვენი საკითხები. ნათლად გამოხატეთ თქვენი აზრი, მოკლედ ჩამოაყალიბეთ სათქმელი.
  2. თუ რაიმე გაქვთ გულში – მოსაზრება, ან გრძნობა – ღიად და გასაგებად გამოხატეთ ის. არ დათრგუნოთ თქვენში გრძნობები.
  3. დარჩით დღის წესრიგის იმ საკითხზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და დაეხმარეთ სხვებსაც, არ გადაუხვიონ.
  4. თუ არ გესმით რას ამბობს სხვა, სთხოვეთ მას, განგიმარტოთ.
  5. აქტიური მონაწილეობა მიიღეთ: თუ რამე გაქვთ სათმელი, თქვით.
  6. საკუთრ ვალდებულებად გაიხადეთ შეხვედრის წინსვლაზე ზრუნვა. იზრუნეთ იმგვარი წვლილის შეტანაზე, რომელიც პრობლემების მოგვარების პროცესისთვის სასარგებლო იქნება. დაიცავით სხვათა უფლებები, მოუსმინეთ მათ და წაახალისეთ არააქტიური თანამშრომლები.
  7. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს – როდესაც საჭიროა, განმარტეთ, რას ამბობს სხვა.
  8. გამოიჩინეთ კრეატიულობა კონფლიქტების მოსაგვარებელი გადაწყვეტების მოძიებისას – გამოსცადეთ ისინი ჯგუფში.
  9. თავი აარიდეთ შენიშვნებს , რომლებსაც შეუძლია ჯგუფის გათიშვა: ხუმრობები, სარკაზმი, „დარტყმა ზურგში“, უარმყოფელი შენიშვნები, ენაკვიმატი ხუმრობები.
  10. თუ გამოხატავთ მზაობას, რომ გარკვეული საქმეები შეხვედრის შემდეგ მოაგვაროთ, ჩაინიშნეთ ისინი.
  11. მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა შეუწყობდა ხელს ჯგუფს ერთი ნაბიჯით წინსვლაში და პრობლემის გადაჭრაში? რითი შემიძლია ხელი შევუწყო ჯგუფის ეფექტურობას? რა სჭირდება ჯგუფს? როგორ შემიძლია დახმარება გავუწიო?

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 56 57 58 59
Page 58 of 59