close

ბიზნესი

ბიზნესი

,,McDonald’s-ი”, ,,Subway” , ,,Sratbucks-ი” – ბრენდების ფასეულობების ცვლილებები

 

საუზმის მენიუს გაფართოებამ, მასში ახალი, მომგებიანი პროდუქტების დამატებით, მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებლის ნაკადი და აამაღლა რესტორნების პროდუქტიულობა. ეს განსაკუთრებით ,,McDonald’s–ს” , ,,Subway-სა”  და    ,,Starbucks -ს” შეეხო.

საუზმე იყო ერთ–ერთი ფაქტორი , რამაც 40%-მდე გაზარდა ,,Starbucks–ის” ბრენდის ფასეულობა. ფასების გადახედვით და სერვისის გაძლიერებით ყავის სახლმა, მნიშვნელოვნად აამაღლა ეფექტიანობა.

,,McDonald’s–მა”  რეკლამაზე უფრო მეტი ფული დახარჯა და მენიუში $ 1 –იანი საუზმე და $ 1,99 –იანი შვრიის ფაფები შეიტანა. ბრენდის ფასეულობა 23%–ით გაიზარდა.

,,Subway –მ”, გარდა იმისა, რომ საუზმის ასორტიმენტი განაახლა და ბრენდი დააპოზიციონირა როგორც მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული, სწრაფი ტემპით გააგრძელა საერთაშორისო ექპანსია და მთელს მსოფლიოში რესტორნების რაოდენობით ,,McDonald’s -აც” კი გაუსწრო. ,,Subway–ს” ბრენდის ფასეულობა 19%-ით გაიზარდა.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

იყავით წარმატებული!

რა არის ამჟამად თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ გახლავთ – შეკითხვის დასმისთანავე იწყება პრიორიტეტების მინიჭების რთული პროცესი. გონებაში ამოტივტივდება ცხოვრების ყველა შესაძლო ასპექტი და სანამ რომელიმე მათგანის სასარგებლოდ გააკეთებთ არჩევანს, გახსენდებათ ახალი.

 

როდესაც წარმატებაზე ფიქრობთ, არსებითია,  გაარკვიოთ,  ცხოვრების რომელი სფეროა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ცხოვრების წამყვანი სფეროს გარკვევა საჭიროა, რათა ნათელი გახდეს, თუ რას უნდა მიაღწიოთ, რომ საკუთარ თვალში იყოთ წარმატებული! როდესაც ადამიანი მისთვის არც ისე მნიშვნელოვან სფეროში, აღწევს წარმატებას, მაშინ იგი საკუთარ თავს წარმატებულ ადამიანად აღიქვამს, თუმცა სხვები მას ამგვარად აფასებენ.

აი, ის ძირითადი 6 სფერო თვალსაჩინოებისთვის:

  1. სხეულისა და სულიერი ჯანმრთელობა;
  2. ხასიათის განწყობა;
  3. ფინანსური მდგომარეობა;
  4. ოჯახი/ მეგობრების წრე;
  5. საინტერესო საქმის კეთების შესაძლებლობა;
  6. წარმატების გამოცდილება.

 

წყარო:http://hbr.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ხანგრძლივი წარმატების 4 პრინციპი

,,დოქტრინა” ხანგრძლივი წარმატების 4 პრინციპს წარმოგიდგენთ:

 

1.გამოიყენე არსებული, სანამ ახალს იპოვნიდე:

კომპანიის ზრდის პირობებში, კარგადაა ცნობილი მენეჯმენტში არსებული წინააღმდეგობა, ძველი აქტივების გაძლიერებასა და ახლების შექმნას შორის.საუკეთესო კომპანიებს მკაფიო პრიორიტეტი აქვთ:  ექსპლუატაცია.

 

2. გაამრავალფეროვნე ბიზნესპორტფელი:

საუკეთესო კომპანიებს  კარგი ადაპტირების უნარი აქვთ. ისინი ამრავალფეროვნებენ მომარაგების ბაზებს, პროდუქციას, კლიენტურასა და გეოგრაფიულ ბაზრებს.

 

3.მუდამ გახსოვდეს შენი შეცდომები:

საუკეთესო კომპანიები ორჯერ ერთ ხაფანგში არასოდეს ებმებიან. ისინი თაობიდან თაობას გადასცემენ ჭკუის სასწავლებელ, სამაგალითო ისტორიებს, რომლებიდანაც მათ მემკვიდრეებს საჭირო დასკვნები გამოაქვთ.

 

4.იყავით კონსერვატიულნი , როცა საქმე ცვლილებებს ეხება:

დიდებული კომპანიები თავიანთი ისტორიის მანძილზე რადიკალურ ცვლილებებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ძალიან დიდი სიფრთხილით ახორციელებენ.

 

წყარო:harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

Puma –   ბრენდის ისტორია

ცნობილი გერმანული კომპანიის – ,,პუმას” ( Puma) ისტორია იწყება იმავე დროიდან, საიდანაც ასევე უდიდესი კომპანიის – ,,ადიდასის” – 1920–იანი წლებიდან. ,,პუმას” ისტორია უაღრესად საინტერესოა.

1924 წელს  ბავარიის პატარა ქალაქ ჰერცოგენაურახში დასლერის ოჯახის წევრების მიერ იქმნება კომპანია ,,ძმები დასლერების ფეხსაცმლების ფაბრიკა” (Gebruder Dassler Schuhfabrik). დასლერების ოჯახში იყო ორი ძმა – ადოლფი (ადი) და რუდოლფი. კომპანიაში ფუნქციები ძმებმა გაინაწილეს შემდეგნაერად: ადოლფი დაკავებული იყო წარმოების ორგანიზაციული საკითხებით და ფეხსაცმლის ახალი მოდელების შექმნით, ხოლო რუდოლფი დაკავებული იყო პროდუქციის რეალიზაციით.

წარმოებამ საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა და 1927 წელს დსსლერებს საშუალება მიეცათ ფაბრიკისთვის ექირავათ მთელი შენობა. კომპანიის თანამშრომელთა რიცხვი იმ დროისთვის შეადგენდა 25 ადამიანს. გარკვეული პრიოდის შემდეგ ძმები ყიდულობენ ფაბრიკის შენობას და საცხოვრებლად გადადიან მის ახლოს მდებარე პატარა სახლში.

დასლერებმა იცოდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მათი სპორტული ფეხსაცმელების უშუალოდ სპორტსმენებთან დაკავშირებას. ასეთი შანსი მათ გაუჩნდათ 1936 წელს ბერლინის ოლიმპიადის დროს. გერმანიაში ჩასვლისას ცნობილ სპორტსმენს – ჯესი ოუენსს (Jesse Owens) დახვდა ადი დასლერი თავის საწარმოში შეკერილი სარბენი ფეხსაცმელების  მთელი ჩანთით და დაარწმუნა სპორტსმენი, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიეღო სწორედ ამ ფეხსაცმელებით. ოუენსმა ამ ოლიმპიადაზე   ,,Dassler–ის” ფეხსაცმლებით 4 მედალი მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასლერების წარმოება გადავიდა სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაზე და სამხედრო ფეხსაცმელებს კერვაზე. ამავე პერიოდში გაღრმავდა უთანხმოება ძმებს შორის.

1948 წელს ძმებმა დასლერებმა გაყვეს თავიანთი საწარმო ორ ნაწილად. ადოლფმა თავის კომპანიას დაარქვა თავისი სახელის და  გვარის პირველი ასოებისგან შედგენილი სახელი – ადიდასი (Addas). რუდოლფმაც ანალოგიური კომბინაციით თავის კომპანიას დაარქვა რუდა (Ruda). ამ დასახელებებმა რამდენჯერმე განიცადეს ცვლილება და ბოლოს ჩამოყალიბდნენ იმ სახით, როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილია – ადიდასი (Adidas)   და კომპანია პუმა(Puma).

ასე დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა პირველობისთვის ადოლფსა და რუდოლფს შორის. მათი მშობლიური ქალაქიც კი, რომელშიც იყო ორივე საწარმო, ფაქტობრივად გაიყო ორად: ადიდასისა და პუმას თანამშრომლები ერთმანეთს იგნორირებას უკეთებდნენ იმ დონეზე, რომ დადიოდნენ მხოლოდ იმ სალონებსა და სასადილოებში, რომლებიც მათ კომპანიას უჭერდნენ მხარს. ქალაქს ჰყავდა ორი საფეხბურთო გუნდი: ერთი ადიდასის ნიშნით, ხოლო მეორე პუმას ლოგოს გამოსახულებიანი ტანსაცმლით.

1952 წელს პუმას ბუცები დასახელებით Atom შემოსილი იყო გერმანიის თითქმის მთელი ნაკრები, ხოლო 1958 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის და ბრაზილიის ნაკრებები.

1968 წელს გაყიდვაში გამოდის ლეგენდარული Puma King.სწორედ ამ სპორტული ფეხსაცმლებით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ეუსებიომ გაიტანა 42 გოლი და გახდა წლის საუკეთესი თავდამსხმელი.

1970 წელს მექსიკაში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ – პელემ სწორედ პუმას ბუცებში შეძლო თავისი გუნდის ლიდრად გაყვანა.

1974 წელს რუდოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიას სათავეში ჩაუდგნენ მისი შვილები არმინი და გერდი. 80 –იანი წლების შუაში კომპანია ხდება სააქციო საზოგადოება.

1986 წელს დიეგო მარადონა პუმას ბუცებით მონაწილეობს თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრები იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. მარადონა კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს.

მიუხედავად ასეთი მიღწევებისა პუმას გაყიდვები ნელ–ნელა იკლებს და 90 – იანი წლების დასაწყისში კომპანია დგება გაკოტრების პირას. ამიტომ მფლობელები იძულებული ხდებიან შეიმუშაონ ახალი მარკეტინგული სტრატეგია.

1993 წელს კომპანია პუმას აღმასრულებელი დირექტორი ხდება იოხენ ცეიტსი –  კომპანიაქოლგეიტის (Colgate) ყოფილი ბრენდ მენეჯერი. მისი ხელმძღვანელობით პუმას წარმოება გადააქვს სამხრეთ აზიაში და სამხრეთ ამერიკაში, წარმატებულად გადის საფონდიო ბირჟებზე და  კომპანიაში სამუშაოდ იზიდავს ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ცნობილ დიზაინერებს.

2003 წელს პუმა უშვებს ფეხსაცმლის კოლექციას – Rudolf Dassler , 2007 წლიდან კი ამავე ბრენდით გამოდის ტანსაცმელი და აქსესუარები.

ამავე დროს იწყებს ტენისის ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოებას. ამ ყველაფრის შედეგად იხსნება პუმას მაღაზიები ევროპაში და ამერიკაში და ფართოვდება წარმოება.

2004 წელს პუმა აფორმებს ხელშეკრულებას კომპანია ფერარისთან (Ferrari), რომლის მიხედვითაც PUMA AG ხდება Scuderia Ferrari Marlboro (ფორმულა 1 – ის ერთ–ერთი უძლიერესი გუნდი) ოფიციალური მიმწოდებელი. ასევე პუმა ხდემა მიხეილ შუმახერის ფეხსაცმლის ოფიციალური მიმწოდებელი.

გარდა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა პუმა აწარმოებს საათებს, სათვალეებს, აქსესუარებს, პარფიუმერიას და ა. შ. იგი მიიჩნევა ერთ–ერთ წამყვან მოდურ ბრენდად.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 10 საფეხური

 

დაფიქრდით, აქვს თქვენს ბიზნესს განვითარების პოტენციალი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში , ეს ბროშურა იქნება თქვენი გზამკვლევი ბიზნესის სფეროში წარმატების მისაღწევად:

 

1.მოახდინეთ ბაზრის მარტივი ანალიზი;

2.განსაზღვრეთ რა სახის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება შეგიძლიათ მომხმარებლისთვის და ვინ იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებელი;

3.სწორად შეაფასეთ თქვენი პოზიციები ბაზარზე და კონკურენტები;

4.დაამყარეთ ურთიერთობა პროფესიონალებთან;

5.შეისწავლეთ სამართლებრივი გარემო;

6.შეაფასეთ ბიზნესის მომგებიანობა;

7.სწორად შეაფასეთ თქვენი წარმატების ძირითადი ფაქტორები;

8.შეადგინეთ ბიზნესგეგმა;

9.მოიძიეთ ფინანსური რესურსი;

10.დააფუძნეთ საწარმო.

  მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

წარმატების 7 რჩევა პაბლო პიკასოსგან

2009 წელს გაზეთმა  “The Times” პიკასო საუკეთესო მხატვრად შერაცხა, რომელიც ბოლო ასწლეულში დაბადებულა. მისი წარმატების ისტორიის გამეორება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ პიკასოსგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. ,,დოქტრინა” მის 7 რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც წარმატებაში დაგეხმარებათ:

  1.რომ შევქმნათ, საჭიროა გვწამდეს!

,,შეუძლია იმას, ვინც დარწმუნებულია რომ შეუძლია, არ შეუძლია იმას ვინც დარწმუნებულია რომ არ შეუძლია. ეს განუსჯელი კანონია.”

დარწმუნებულობა მოქმედების შედეგს აკონტროლებს. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც, თქვენი ტვინი იწყებს მუშაობას სხვა მიმართულებით და ეძებს გამოსავალს.

  გააფართოვეთ თქვენი შესაძლებლობების და ცოდნის საზღვრები!

  ,,მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც არ მეხერხება.  ჯობია საბოლოოდ ვისწავლო!” განვითარებისთვის საჭიროა, ჩვენს თავს წინსვლისკენ ვუბიძგოთ.

   3.არ ელოდოთ შთაგონებას, დაიწყეთ!

      ,,შთაგონება არსებობს, რომელიც მუშაობის დროს მოდის.”

      კი, შთაგონება არსებობს, მაგრამ შთაგონება მუშაობის დროს გეწვევათ. არ გაფლანგოთ თქვენი დრო საჭირო მომენტის დასაჭერად,     იმოქმედეთ. შთგონება ის კომპონენტია, რომელსაც ძალიან მცირე დოზითაც კი შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

  1. იმოქმედეთ, რაც შეიძლება აქტიურად!

 ,,ხვალისთვის გადადეთ მხოლოდ ის, რის დასრულებაც არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე. მოქმედება – წარმატების საწინდარია.”

  უმოქმედოდ, ყველა ინფორმაცია უსარგებლოა. ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება წარმატების მისაღწევად. მოქმედების პროცესში თქვენ უკეთ  გაიცნობთ თქვენ თავს და გაეცნობით მუშაობის სპეციფიკას.

  1. დასვით სწორი კითხვები!

  ,,სხვებმა დაინახეს ის, რაც იყო, და იკითხეს, რატომ? მე დავინახე ის, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო  და ვიკითხე, რატომაც არა?!”

დასვით პოზიტიური კითხვები, რომლებიც აღებენ  შესაძლებლობების კარებს. პრაქტიკულად ყველა სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ თქვენ თავს კითხვა: ,,რა არის ამ გამოცდილებაში დადებითი?”. ეს სწრაფი ხერხია თქვენი განწყობა და დამოკიდებულება პოზიტიური გახადოთ.

  1. არ განსაჯოთ და თქვენს შინაგან სილამაზეს დაინახავთ!

 ,,ნეტა შეიძლებოდეს ტვინის გათიშვა  და თვალებით აზროვნება.”.იცხოვრეთ აწმყოთი  და თქვენ ნაკლებს გაანალიზებთ, განსჯით და გადატვირთავთ თქვენს ტვინს უსარგებლო ინფორმაციით.

  1. ჯერ არაა გვიანი, რომ სიცოცხლით დატკბეთ!

 ,,ახალგაზრდობას წლოვანება არ გააჩნია.” არ მისცეთ საშუალება საზოგადოებას გიკარნახოთ რა შეგიძლიათ და რა არა, მხოლოდ თქვენს წლოვანებაზე დაყრდნობით. თუ თქვენ ცხოვრებას პირდაპირხაზოვნად, დროის მონაკვეთად აღიქვამთ, მაშინ გვიანია რამის შეცვლა. ხოლო თუ ისწავლით ,,აწმყოში” ცხოვრებას, მიხვდებით რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის რისი გაკეთებაც გინდათ.

         დაიწყეთ, ახლავე!

  მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

თანამშრომელთა ვალდებულებების შესახებ

თათბირის დაწყებამდე:

 

  1.    კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წინა შეხვედრის ოქმი და გადაამოწმეთ, შეასრულეთ თუ არა ყველა დავალება, რომელიც თქვენს თავზე აიღეთ იმ შეხვედრის დროს.
  2.      მიიღეთ ყველა წინასწარი ღონისძიება, რათა შეამციროთ იმ ზარებისა და ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც იძულებულს გაგხდიან, დატოვოთ შეხვედრა.
  3.     ისე გადაანაწილეთ თქვენი დრო, რომ შეხვედრაზე პუნქტუალურად მისვლა შეძლოთ.
  4.     გაიაზრეთ ის საკითხები, რომელთა განხილვაც გსურთ შეხვედრაზე.
  5.      იზრუნეთ ყველა საბუთისა და მონაცემის შესახებ, რომლებიც ჯგუფს სჭირდება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.
  6.   თუ დღის წესრიგი წინასწარ არის შემუშავებული, დეტალურად გაეცანით მას, რათა გაარკვიოთ, როგორ უნდა მოემზადოთ, რომ პრობლემების განხილვაში სრულფასოვნად ჩაერთოთ.
  7.    თუ არ შეგიძლიათ თათბირზე დასწრება, შეატყობინეთ ეს თქვენს წარმომადგენელს (შემცვლელს) და მოამზადეთ იგი.

 

თანამშრომელთა ვალდებულებები თათბირის მიმდინარეობისას:

 

  1. აუცილებლად შეიტანეთ დღის წესრიგში თქვენი საკითხები. ნათლად გამოხატეთ თქვენი აზრი, მოკლედ ჩამოაყალიბეთ სათქმელი.
  2. თუ რაიმე გაქვთ გულში – მოსაზრება, ან გრძნობა – ღიად და გასაგებად გამოხატეთ ის. არ დათრგუნოთ თქვენში გრძნობები.
  3. დარჩით დღის წესრიგის იმ საკითხზე, რომლის განხილვაც ხდება და დაეხმარეთ სხვებსაც, არ გადაუხვიონ.
  4. თუ არ გესმით, რას ამბობს სხვა, სთხოვეთ მას, განგიმარტოთ.
  5. აქტიური მონაწილეობა მიიღეთ: თუ რამე გაქვთ სათმელი, თქვით.
  6. საკუთრ ვალდებულებად გაიხადეთ შეხვედრის წინსვლაზე ზრუნვა. იზრუნეთ იმგვარი წვლილის შეტანაზე, რომელიც პრობლემების მოგვარების პროცესისთვის სასარგებლო იქნება. დაიცავით სხვათა უფლებები, მოუსმინეთ მათ და წაახალისეთ არააქტიური თანამშრომლები.
  7. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს – როდესაც საჭიროა, განმარტეთ, რას ამბობს სხვა.
  8. გამოიჩინეთ კრეატიულობა კონფლიქტების მოსაგვარებელი გადაწყვეტების მოძიებისას – გამოსცადეთ ისინი ჯგუფში.
  9. თავი აარიდეთ შენიშვნებს, რომლებსაც შეუძლია ჯგუფის გათიშვა: ხუმრობები, სარკაზმი, „დარტყმა ზურგში“ , უარმყოფელი შენიშვნები, ენაკვიმატი ხუმრობები.
  10. თუ გამოხატავთ მზაობას, რომ გარკვეული საქმეები შეხვედრის შემდეგ მოაგვაროთ, ჩაინიშნეთ ისინი.
  11. მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა შეუწყობდა ხელს ჯგუფს ერთი ნაბიჯით წინსვლაში და პრობლემის გადაჭრაში? რითი შემიძლია ხელი შევუწყო ჯგუფის ეფექტურობას? რა სჭირდება ჯგუფს? როგორ შემიძლია დახმარება გავუწიო?

 

ჯგუფის წევრთა ვალდებულებები თათბირის შემდეგ:

 

  1. შეასრულეთ თქვენი დავალებები და ვალდებულებები.
  2. გააცანით თქვენს თანამშრომლებს საჭირო გადაწყვეტილებები და პროცესები.
  3. დაიცავით თათბირზე შეთანხმებული კონფიდენციალურობა.
  4. ნუ იწუწუნებთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც ეთანხმებოდით.
  5. ღიად უთხარით თანამშრომლებს თქვენი აზრი მათ შესახებ და არ ისაუბროთ ზურგს უკან
  6. ნუ სთხოვთ მენეჯერს რომელიმე გადაწყვეტილების გაუქმებას, დასვით ეს საკითხი შემდეგ თათბირზე განსახილველად.

 

          მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
         ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რაში გვეხმარება ბიზნესგეგმა?

ბიზნესგეგმის შედგენა დაგეხმარებათ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი სამოქმედო გეგმა ბიზნესის განხორციელებისთვის.

 

  • ბიზნესგეგმა მოიცავს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო იმ მიმართულებებსა და პროორიტეტებს, რომლებიც მიღწევადი უნდა იყოს მომდევნო 3–5 წლის განმავლობაში.
  • ბიზნეს გეგმის შექმნით საშუალება გეძლევათ, ობიექტურად და კრიტიკულად შეხედონ თქვენს ბიზნესს.
  • მიმდინარე ბიზნესგეგმა წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუმენტს, რომელიც გეხმარებათ მართოთ ბიზნესი და უზრუნველყოთ მისი წარმატება.
  • ბიზნესგეგმის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი იდეების წარმოჩენა, მათი სისრულეში მოყვანა და დაფინანსების შესაძლებლობების გაზრდა.

 

ბიზნესგეგმა ძირითადად მოიცავს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, კონკურენტების პოზიციებს ბაზარზე და პოტენციურ მომხმარებლებს, საწარმოო პროცესს, ბაზრის ათვისებას, მარკეტინგულ სტრატეგიასა და პროდუქციის გასაღების გეგმას, ინფორმაციას ბიზნესის მმართველი გუნდის შესახებ, ინვესტიციების მოზიდვის გზებს, ფინანსურ გეგმას.

ბიზნესგეგმა უნდა იყოს მოკლე, ლაკონიური და იოლად აღქმადი. ტექსტი შეიძლება ილუსტრირებული იყოს გრაფიკული მასალითა და დიაგრამებით.

წყარო:  Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

4 რამ, რაც ბიზნესის გაფართოებისას უნდა გავითვალისწინოთ

 

 ,,დოქტრინა” გთააზობთ 4 საკითხს, რაც ბიზნესის გაფართოებისას  უნდა გავითვალისწინოთ:

 

  1. მზად იყავით შეზღუდვებისთვის:

შეზღუდვები– ფარული შესაძლებლობებია, არ იწუწუნოთ ფულზე, გამოცდილებასა და დროზე.

     2. შექმენით ნახევარი და არა დაუმთავრებელი პროდუქტი:

       ყველა იდეის ერთადროულად განხორციელებას შეეცადეთ, ისედაც შეუძლებელია რაც გსურთ,                      ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულოთ.

     3. დაიწყეთ ეპიცენტრიდან:

როცა რაიმე ახალს იწყებთ, თქვენზე სხვადასხვა მიმართულებიდან მრავალი ძალა მოქმედებს.  გასაკეთებელი    რამდენიმე კატეგორიად იყოფა: ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ის, რისი გაკეთებაც გინდათ და ის , რისი გაკეთებაც მოგიწევთ.

  1. გამოწვევის მიღება ნიშნავს წინსვლას:

სერიოზულად მოეკიდეთ გადაწყვეტილების მიღებას, ნუ დაელოდებით იდეალურ ვარიანტს, გადაჭერით             პრობლემა და განაგრძეთ წინსვლა.

 

  წყარო:  HBR.org

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
      ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ფრანჩაიზინგი – უპირატესობები და ნაკლოვანებები

 

     ფრანჩაიზინგი არის ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა,რომელიც აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის უფლებას. ანუ ეს არის ლიცენზია, რომელიც იძლება უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესაძლებლობას ან მისი საქონლის სხვა რეგიონში გაყიდვის უფლებას.

      

       უპირატესობები :

  1. ბიზნესი ემყარება ნაცად იდეას;
  2. ფრანჩიზის გამცემისგან დახმარება;
  3. .ღირებული ბრენდისა და სავაჭრო მარკის გამოყენება;
  4. ფრანჩიზის მიმღები გარკვეულ ტერიტორიაზე სარგებლობს ექსკლუზიური უფლებებით, ფრანჩიზის გამცემი იგივე ტერიტორიაზე სხვას არ მიანიჭებს ამ უფლებას.

 

    ნაკლოვანებები:

  1. .ფრანჩიზის მიმღები არ სარგებლობს სრული დამოუკიდებლობით;
  2. ხარჯები შეიძლება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდეს;
  3. მოგების ფრანჩიზის გამცემთან გაზიარება;
  4. შეიძლება პრობლემა შეიქმნას ფრანჩიზის გაყიდვისას– ფრანჩიზის მიყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ფრანჩიზის გამცემის მიერ მოწოდებულ პირზე.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59
Page 57 of 59