close
ბიზნესი

როგორ ვაკონტროლოთ ვირტუალური ორეულის ემოციები?

 

,,დოქტრინა” გთავაზობთ  გამოჩენილი მედიამკვლევარის – ჯუდიდ დონატის ნაშრომს  იმის შესახებ, თუ როგორ ვაკონტროლოთ ვირტუალური ორეულის ემოციები.

 

მილიონობით ადამიანი ერთიანდება Second life -ისა და There.com -ის მსგავს ვირტუალურ სამყაროებში და ქმნის კიბერორეულებს, რომელთა საშუალებითაც ურთიერთობს, ან მართავს ბიზნესს. მიუხედავად ამ სამყაროების ჯერ კიდევ საკმაოდ პრიმიტიული ფორმისა, ისინი ბევრისთვის უაღრესად მიმზიდველია. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ასეთ ქსელებში უამრავი ხალხია ჩაბმული და ადამიანებს სწორედ სხვებთან ურთიერთობის სურვილი ხიბლავს. ჩვენ რომ სოციალური არსებები ვართ, სხვათა ნიუანსობრივ ქმედებებსა და ექსპრესიაზე ძლიერ დამოკიდებულნი, თუგინდ , ეს სხვები–მხოლოდ ვირტუალური ორეულები იყვნენ.

მაგრამ თანამედროვე კიბერორეულთა ექსპრესია ლიმიტირებულია.ისინი შეიძლება გადავაადგილოთ და სასაუბროდ მივუახლოოთ ერთმანეთს. მაგრამ , როგორც წესი, ისინი ინერტულები და განკერძოებულნი არიან და მათი გამომეტყველება უემოციოა. ვირტუალური სამყაროები უკვე ცენტრალურ ადგილს იკავებს საზოგადოებრივ და ბიზნესსაქმიანობაში. ამიტომაც, საჭიროა, უფრო დაიხვეწოს ტექნოლოგიები,რომლებიც შექმნის მეტად მეტყველ ვირტუალურ ორეულს–რომელსაც თვალებში ჩახედვის, ღიმილის და ემოციების გამოხატვის უნარი ექნება.

თუკი ვირტუალურ ორეულებს ამგვარი გრძნობების გამოხატვის საშუალებას მივცემთ, წინა პლანზე დადგება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოვადგენთ ჩვენს თავს ვირტუალურ სამყაროში.ალბათ, მალე შეგვეძლება რეალობასთან მიახლოებული კიბერორეულების არჩევა, რომლებსაც გამომეტყველების დიდი სპექტრი ექნებათ.

ურთიერთობისას სახის გამომეტყველება ადამიანის ფიქრებსა და გრძნობებს ასახავს. დაჟინებული მზერა ყურადღებას გამოხატავს, მოკუმული ტუჩები–ბრაზს. გამომეტყველება კომუნიკაციის ერთი საშუალებათაგანია. ჩვენ შეგვიძლია მისი რედაქტირება და კონტროლი: შეიძლება, მობეზრებული გვქონდეს ვინმეს სმენა, მაგრამ იერით დიდ დაინტერესებას გამოვხატავდეთ,ან უემოციო სახით ვისხდეთ მოლაპარაკებაზე.შინაგანი გრძნობების შეუსაბამო გამომეტყველება აუცილებელია არა მხოლოდ მოტყუებისთვის, არამედ  იდუმალების შესანარჩუნებლად და თავაზიანობისთვისაც.

ძალიან შორეულ მომავალში ორეულებს  ალბათ  საჭიროებისამებრ მოვირგებთ ხოლმე – როგორც დღეს ვირჩევთ საკომუნიკაციო საშუალებას, იმის მიხედვით, თუ რა გვსურს: ემოციების ზუსტად გადაცემა თუ მათი კონტროლი. გამომეტყველების ამგვარი არჩევანი სამ ძირითად ფორმაში მოთავსდება, რომლებსაც მე ე.წ. სიმართლის შესაბამისობის კონტინიუმში ვაერთიანებ.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid