close

ბიზნესი

ბიზნესი

მარკეტერის 4 როლი თანამედროვე ორგანიზაციებში

მონაცემთა მეცნიერების და მედიის არხების ფართოდ გავრცელებამ ტრადიციული მარკეტინგული სამსახური მკვეთრად შეცვალა და რიგ შემთხვევებში ახალი პოზიციებიც კი შექმნა. მთლიანობაში ამ ცვლილებებმა მარკეტინგი უბრალო ხელოვნებიდან მეცნიერებისა და ხელოვნების ჰიბრიდად აქცია.

დღეს ყველა მარკეტერს მონაცემებსა და ანალიტიკაში საბაზისო უნარები მოეთხოვება. თანამედროვე მარკეტერის საჭიროებები ბევრად უნდა სცდებოდეს ანგარიშგებისა და გაზომვის ფარგლებს, მეტად უნდა სპეციალიზდეს ანალიტიკური უნარების ფართო სპექტრში, მონაცემთა მართვისა და ანალიტიკური სტრატეგიების ჩათვლით და კარგად უნდა ესმოდეს მარკეტინგში მონაცემების ხარისხის როლი, მონაცემების მართვის აუცილებლობა და მონაცემების ფასი. გარდა ამისა, მარკეტერები ციფრული არხების ნიუანსებშიც უნდა ერკვეოდნენ.

რამდენადაც ჩვენი ფუნქციონალური საჭიროებები შეიცვალა, ჩვენი სამუშაოც და სამუშაო აღწერილობაც შესაბამისად დაკორექტირდა. წარმოგიდგენთ მარკეტინგის ოთხ როლს თანამედროვე ორგანიზაციაში.

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი მართავს ვებს, საძიებო სისტემას, სოციალურ მედიას, ელექტრონულ კორესპოდენციას, ციფრულ რეკლამირებას და მედია შესყიდვას. ეს მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში წარმოუდგენლად გაიზარდა, რაც სხვადასხვა არხების გაჩენის დამსახურებაა. ამ ხნის განმავლობაში დავინახეთ, რომ წარმატება მხოლოდ მათ ჰარმონიულ შერწყმას მოსდევს – ისეთი სტრატეგიების შექმნას, რომლებიც ერთის ნაცვლად ერთდროულად რამდენიმე არხის ჩართვას გულისხმობს. დღეს ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად ესმით, როგორ ხდება ინტერაქცია ამა თუ იმ არხის მეშვეობით.

მაგალითისთვის, სკოტ სელერსი სანამ სეგმენტაციის ანალიტიკოსის ახალ როლს მოირგებდა, რეკლამირების და ფასიანი ძებნის ერთ-ერთო სპეციალისტი იყო. სელერსი გუნდს ისეთ საკითხებში გარკვევაში ეხმარებოდა, როგორიცაა, ვთქვათ, იმ ძირითადი სიტყვების (keywords) შერჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ ინტერესს იწვევდა ჩვენს მომხმარებლებში.

სელერსთან მისი გამოცდილების რამდენიმე ასპექტის განხილვისას, მან ის დრო გაიხსენა, როცა ფასიანი ძებნის კამპანიის ანალიტიკოსი იყო. კამპანია ძვირადღირებულ ქივორდებზე იყო აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი ძებნა კონკრეტული ქივორდებით გარკვეული დროის განმავლობაში იყო განთავსებული, სელერსი ორ წლის მონაცემების ანალიზს აკეთებდა კამპანიის ადამიანის მოქმედებაზე გავლენის გასარკვევად. ანალიზისას მიღებულ შედეგებს იმ ადამიანების ქცევებს ადარებდა, რომლებიც ორგანული ძებნის შედეგებს მიჰყვებდნენ. გარდა ამისა, აკვირდებოდა იმ ხალხის სხვა ქცევებს, რომლებიც რეკლამებზე აწკაპუნებდნენ. მისმა აღმოჩენამ გამომაფხიზლებელი როლი შეასრულა: ფასიანი ძებნის კამპანიის ღირებულების მიუხედავად, თითოეულ მათგანს მხოლოდ თოთხმეტ შეძენამდე მიჰყავდა. მათგან კი, არც ერთი არ იყო დაკავშირებული საპრომოციო ობიექტთან და არც ერთი მათგანი არ დასრულებულა წარმატებული გაყიდვით.

მსგავსი ანალიტიკური სამუშაოს და ინსაიტის წყალობით კამპანია მალევე დასრულდა.

კონტენტის მარკეტინგი

კონტენტი მარკეტინგის თანამედროვე მიდგომის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა. ყველაფერი, რასაც ჩვენ, მარკეტერები ვაკეთებთ, გარკვეულ კონტენტს მოიცავს, რომელიც კონკრტული არხის შესაბამისად უნდა შემუშავდეს – მისი ფორმატი, ხანგრძლივობა და რელევანტურობა შერჩეული არხის ადეკვატური უნდა იყოს. შეუძლებელია ვიზუალურ რეკლამაში ორ წუთიანი ვიდეო განათავსო. ამიტომაც შევქმენით ახალი მარკეტინგული პოზიციები, რაც ამ ხარვეზების შევსებასა მომხმარებლისთვის რელევანტური კონტენტის შეთავაზებაში გვეხმარება. იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენს კონტენტ მარკეტინგის როლს ვანდობთ, სხვადასხვა არხების, მათი ფუნქციონირებისა და ერთმანეთთან თავსებადობის ღრმა ცოდნა აქვთ.

ანალიტიკის ძლიერი მხარის გამოყენებით, მათ ადვილად შეუძლიათ კონტენტის და მის მარკეტინგულ კამპანიაში ჩართვის შეფასება. ასევე ხვდებიან, თუ მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა სახის კონტენტი როგორ მუშაობს – როდისაა ეფექტური სლაიდები, ვიდეოები თუ, თუნდაც, წიგნი.

თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა თქმა უნდა, მთავარია. მათ გარეშე შესაძლოა უამრავი დუბლირებული კონტენტი შევქმნათ, ან სულაც არ გამოვიყენოთ რამე, რადგან მისი არსებობის შესახებ არც კი გვქონდა ინფორმაცია. დღეს, ჩვენს კონტენტ-მარკეტერებს მსგავსი სიტუაციების გათვლაც და ანალიტიკის დახმარებით კონკრეტული დროისა და ადგილისთვის საუკეთესო კონტენტის შერჩევაც შეუძლიათ. მაგალითისთვის, როცა კამპანიას ვგეგმავთ, კონტენტის მარკეტინგის ჯგუფის წევრი კამპანიის გუნდთან „კონტენტის აუდიტის“ ჩასატარებლად მუშაობს, რაც სამიზნე აუდიტორიისთვის საუკეთესო კონტენტის შერჩევაში გვეხმარება.

მარკეტინგული მეცნიერება

მარკეტინგული მონაცემების სპეციალისტის და მონაცემების ვიზაუალიზაციის ანალიტიკოსის როლი მარკეტინგში აგრეთვე ახალია; ეს როლი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზოგადად მონაცემების სპეციალისტისგან. ერთი მხრივ, მარკეტინგული მონაცემების სპეციალისტის ქოლგის ქვეშ მოაზრებულ როლებს, სხვადასხვა  ტერმინით განვსაზღვრავთ. მსგავსი როლისთვის „მონაცემების ხელოვანი“ და „მონაცემთა მოამბეც“ შესაბამისი დასახელებაა. მაგალითისთვის, შოუნ სკილმენი მარკეტინგული მონაცემების ვიზუალიზაციის მთავარი ანალიტიკოსია და მონაცემების მოდელირებასა და არქივიზაციაში არის სპეციალიზებული. მისი საქმიანობა მონაცემების ობიექტურ შეფასებასა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის განსაზღვრას გულისხმობს კამპანიის ავტორების ჩარევის გარეშე, რომლებიც მისი შეფასების ტენდენციურობის მიზეზები შეიძლება გამხდარიყვნენ.

ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის მოწოდება სკილმენის მსგავსი მარკეტინგული მონაცემების სპეციალისტებსაც შეუძლიათ. ზუსტად შეუძლიათ მოგვითხრონ, თუ როგორ იწყებს ისტორია ცვლილებებს.

კიდევ ერთი პოზიცია, რომელიც ამჟამად იმავე ქოლგის ქვეშ ერთიანდება, ე.წ. „სეგმენტაციის ანალიტიკოსია“. კამპანიის წარმოებისას სავარაუდოდ დაგჭირდებათ ისეთი სპეციალისტი, როგორც, მაგალითისთვის კული ჩოლკია და მას თქვენი კამპანიის სამიზნე აუდიტორიის საკონაქტო ბაზის ჩამოყალიბებას სთხოვდით. ამისთვის ჩოლკი „შეფასების მოდელს“ იყენებს, სადაც ის თავის საკონტაქტო ბაზას მთავარი ფაქტორების მიხედვით გადაარჩევს. შემდეგ კი, ჩოლკი კამპანიის შედეგებისთვის თვალ-ყურის მიდევნებას და მისი მუშაობის ხარისხის განსაზღვრას შეძლებს.

ჩოლკმა კამპანიისთვის ანალიზი მომხმარებლის გამოცდილების პროგრამული გადაწყვეტილების საშუალებით მოახდინა. შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლის აქტივობებისთვის თვალ-ყურის მიდევნებით, ჩოლკმა გაანალიზა, რომ ვიზიტორების 26% უფასო შეთავაზებაზე დარეგისტრირებამდე ტოვებდა ვებგვერდს. ეს ძალიან კარგი დაკვირვება იყო, რადგან მანდ მიზეზებზე დაგვაფიქრა: ვიზიტორებისგან ზედმეტ ინფორმაციას ხომ არ ვითხოვდით? სხვა რა ბარიერებს ვუქმნიდით? და ალბათ ყველაზე მნიშნვნელოვანი – რისი გაკეთება შეგვეძლო ვებგვერდის დატოვების თავიდან ასარიდებლად და მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად?

მონაცემთა ხელოვანებისა და მოამბეებისგან მსგავის კითხვების ჩამოყალიბების შესაძლებლობა მარკეტინგის მოდერნიზაციისთვის გაწეული ძალისხმევის მთავარი პრინციპია. ისინი იმ ანალიტიკური ძალის შემუშავებაში გვეხმარებიან, რაც კამპანიებში უკეთესი ინვესტიციის და ამავდროულად, ხელახალი ცდის ხელსაყრელი დროის შერჩევაში გვეხმარებიან.

მომხმარებლის გამოცდილება

ბევრი მარკეტინგს მხოლოდ „საგარეო“ ფუნქციას ანიჭებს, რაც პოტენციური მომხმარებლების მიწვდომას გულისხმობს. „შიდა“ მარკეტინგი ამ დარგის ერთ-ერთი სფეროა, რაც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გზას, რომელშიც ჩვენი ჩართულობა ნებისმიერ წერტილში მნიშვნელოვანია. ამ მიზნით ახალი პოზიცია შევქმენით, რომელსაც „მომხმარებლის ჩართულობის სპეციალიტს“ ვუწოდებთ. ამ პოზიციის როლი იმ პოტენციურ მომხმარებლებთან, რომლებიც თავიანთ კითხვებზე პასუხს ეძებენ, მეტად ღრმა და გაცნობიერებული ურთიერთობის დამყარებაში მდგომარეობს.

რამდენადაც პოტენციურ მომხმარებლები მოზღვავებული ინფორმაციის პირისპირ დგანან – იქნება ეს გუგლის ძებნიდან მიღებული შედეგები, თუ სოციალურ მედიაში დამყარებული კონტაქტები, – ყველა ინტერაქცია „ცივად“ ვეღარ განისაზღვრება. მომხმარებლები ჩვენთან ურთიერთობას უკვე ჩამოყალიბებული მოლოდინებით იწყებენ და სწორედ ამ ეტაპზე მათი ჩართვისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვიღაცას შესაძლოა არ ჰქონდეს ჩვენზე ინფორმაცია, მაგრამ ზუსტად იცოდეს, თუ რა სახის გადაწყვეტილება სჭირდება; მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული მივხვდებით და დავაკმაყოფილებთ მის საჭიროებებს, თუ ვერა. ეს ცვლილება გაცილებით მაღალი ხარისხის ინტერაქციების მიზეზი ხდება, რაც, თავის მხრივ, კომუნიკაციის გაყიდვებში გადაზრდის ადრინდელზე მეტ შესაძლებლობას იძლევა.

ახალი მომხმარებლების მოპოვებისთვის დახარჯული დროის და ძალისხმევის კვალდაკვალ, მონაცემების და ანალიტიკის ძალას არსებული მომხმარებლების მომსახურებისთვისაც ვიყენებთ – ის, რასაც დღეს „ურთიერთობების მარკეტინგს“ ვუწოდებთ. როგორც კი ვინმე ჩვენი მომხმარებელი გახდება, მას ცვლიილება დასჭირება და მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და ბიზნესში შენარჩუნება, სწორედ რომ ჩვენი საქმეა. მომხმარებლების საჭიროებები მუდამ უნდა დავაკმაყოფილოთ და დავრწმუნდეთ, რომ მათ ზუსტად იციან, თუ რისი მიწოდება შეგვიძლია ჩვენ.

ჩვენი მიზანი ისეთი მარკეტერების დაქირავებაა, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაცემების და ანალიტიკის ფასი კარგად ესმით. დღეს ეს ბევრად მარტივია, ვიდრე ათი წლის წინ იყო. თანამედროვე მარკეტერი კრეატიული სპეციალისტიდან მონაცემების შემფასებლად და ანალიტიკოსად გადაიქცა. ყველას, ვინც ციფრული და სოციალური მედიის კამპანიებს ზომავდა, ან სხვადასხვა ვებგვერდებით ექსპერიმენტირებდა, მთლიანი პროგრამის შეფასება დახვეწილი ანალიტიკის საშუალებით შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ შემოქმედებას ან ინოვაციებს კლავთ – თქვენ მხოლოდ ცნობისმოყვარე თანამშრომლებს ეძებთ, რომლებიც გაუმჯობესებული უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმანქანათმშენებლობა

“Toyota” აღარ მიიჩნევა ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე ავტოკომპანიად

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფინანსურ პრობლემებს შეეჯახა.

კომპანიის თქმით, მარტში უფრო მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა მაღალმა გადასახადებმა და ვალუტის მერყეობამ შედეგი მოიტანა. ყველაფერთან ერთად ,,ტოიოტას” გაყიდვებს დიდი პრობლემები აქვს აშშ-შიც, რომელიც კომპანიის ყველაზე დიდ პარტნიორად მიიჩნევა.

,,ბიბისის” ინფორმაციით, ,,ტოიოტასმოგებამ,  საერთო ჯამში, 16.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით ნაკლებია წინა პერიოდის მაჩვენებლზე.

ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ,,ტოიოტას” მოგება  მომავალ წელს უფრო შემცირდეს, რაც იაპონური ვალუტის გამყარებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, ,,ტოიოტა” აღარ მიიჩნევა ყველაზე მაღალმოთხოვნად კომპანიად. ეს სტატუსი მან გერმანულ ,,ფოლკსვაგენს” დაუთმო.

2016 წელს ,,ტოიოტამ” 10.25 მილიონი მანქანა გაყიდა.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

,,Apple-ის“ კაპიტალი დღითიდღე იზრდება

 

ეფლ ინკორპორეიტედიგახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარიან ნიშნულს ასცდა. სულ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 700 მილიარდ დოლარიანი ბარიერი გადალახა.

„Iphone-ის“ მწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წელს 33 პროცენტით არის გაზრდილი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, კომპანიის აქციების ზრდამ თითქმის 50 პროცენტს მიაღწია. ამ კომპანიაზე „სტანდარდ ენდ პურზის“ ინდექს S&P 500-ის 21.7 ტრილიონი დოლარიდან, დაახლოებით 4 პროცენტი მოდის.

,,Apple-ზე”  2012 წლის სექტემბერში ამავე ინდექსის 4.9 პროცენტი მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ, თავად ინდექსში შემავალი კომპანიების ჯამური კაპიტალზაცია 7 პროცენტით არის მომატებული და მასში ,,ეფლის“ წილი სწორედ ამის ფონზე შემცირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ,,Apple-ის” აქციების ზრდა ამავე ტემპით გაგრძელდა, მაშინ მისი კაპიტალიზაცია ამ წლის ბოლოს ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

„Apple-ის“ აქციების ფასის უახლოესი სამიზნე 160 დოლარია. სამი თვის წინ ფასის სამიზნე 140 დოლარი იყო. ამჟამად თითო აქცია 153.99 დოლარად ფასობს.

კომპანიის სრული კაპიტალიზაცია 802.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ის 50 შტატიდან, 45-ის ეკონომიკაზე მეტია. ამაზე მეტი ბიუჯეტი მხოლოდ ილინოისს, ფლორიდას, ნიუ იორკს, ტექსასს და კალიფორნიას აქვთ.

მილიარდერი უორენ ბაფეტი ამბობს, რომ „Apple-ის“ აქციების შეძენისკენ, ის მარტივი მიზეზი უბიძგებს, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტის ყოლის მიუხედავად, „Iphone-ის“ მწარმოებელს ბაზარზე ძალიან მყარი პოზიცია უკავია. ცნობისათვის, ბაფეტის საინვესტიციო კომპანია „ბერკშირ ჰეტუეი“, „Apple-ის“ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ინტერნეტრეკლამზე დახარჯული თანხა პირველად ასწრებს სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს

კომპანია IAB- ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ევროპაში ინტერნეტრეკლამზე დახარჯული თანხა პირველად ასწრებს სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს.

2016 წელს ევროპის ქვეყნებში  36,4 მილიარდი ევრო დაიხარჯა ონლაინრეკლამაზე, რაც 13%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. აღნიშნული მონაცემით,  ევროპაში რეკორდი დამყარა და ინტერნეტრეკლამამ პირველად გადაუსწრო სატელევიზიო რეკლამას, რომლის ბიუჯეტმაც 33,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

IAB-ის ანგარიშის მიხედვით, 60,5%-ით გაიზარდა დანახარჯები მობილურ რეკლამაზე, რომელმაც 3,5 მილიარდი ევრო შეადგინა. ასევე რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა ონლაინვიდეორეკლამის მხრივ.  2015 წელთან შედარებით, 2016 წელს მასზე დანახარჯები 35,8%-ით გაიზარდა.

ინტერნეტ რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა დიდ ბრიტანეთში დაიხარჯა, სადაც ბიუჯეტმა 11,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

8 უფასო ხელსაწყო უკეთესი კამპანიისთვის

 

„SEO“ ოპტიმიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც უდიდესი როლი აქვს ვებგვერდისა და კონკურენტების ანალიზს. იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ და დავინახვოთ მიმდინარე შედეგი, გვჭირდება ხელსაწყოები, რომელებიც  დაგვეხმარება იმის ანალიზში თუ რამდენად ეფექტურად ვმუშაობთ „SEO“ ოპტიმიზაციაზე.

გთავაზობთ 8 უფასო ხელსაწყოს, რომელიც  წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია.

  1. „Google Analytics-ი“ „Google-ის“ უფასო ხელსაწყოა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ. რა არხებიდან შემოდიან ვებგვერდზე მომხმარებლები, რას ნახულობენ, რამდენ დროს ატარებენ საიტზე.
  2. „Google Webmaster Tools-ი“ ტექნიკურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის მიმდინარე პოზიციის შესახებ. როგორ აინდექსირებს ვებგვერდს ,,Google-ი“ და რეკომენდაციებს მიმდინარე პრობლემების გამოსასწორებლად.
  3. „Open Site Explorer“ – „MOZ-ის“ ამ ხელსაწყოს უფრო სპეციფიკური ფუნქცია აქვს ,,ანალიტიქსთან“ შედარებით. აანალიზებს ბმულებს ვებგვერდზე. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკურენტების ტაქტიკა და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სტრატეგია.
  4. „Google keyword Planner-ით“ ზუსტად გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი ეძებს Google-ში კონკრეტულ სიტყვებს. მივიღებთ იდეებს კონკრეტულ სიტყვებსა და ფრაზებთან მიმართებაში.
  5. „MOZ’s Keyword Explorer – ი“ კონკრეტული რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს თუ რომელი ქივორდები გამოვიყენოთ.
  6. „SEMRush -ს“ აქვს როგორც ფასიანი, ასევე უფასო ვერსიაც. პროგრამა გვეხმარება ჩვენი და კონკურენტების პოზიციების განსაზღვრაში.
  7. „QuickSprout“ – „SEO“ აუდიტისთვის საუკეთესო ხელსაწყოა.
  8. „SERPs Rank Checker-ის“ საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქივორდები, ფრაზები. შევადაროთ კონკურენტებს.

 

წყარო:  Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ გავანაწილოთ ჩვენი დრო და დავახარისხოთ შესასრულებელი საქმეები?

რატომ ვერ ვასწრებთ ვერაფერს?
უკვე მერამდენედ დავგეგმეთ უამრავი რამ, მოტივაციაც გვქონდა, მონდომებით დავიწყეთ და შემდეგ? დრო არაფრისთვის გვეყო, უამრავი საქმის გამო ვეღარ შევძელით მოგვეხერხებინა ის, რაც ამდენად მნიშვნელოვანია. შემდეგ ისევ იმედგაცრუება – რატომ არ გამომდის, რატომ ვერ ვასწრებ ვერაფერს? როგორ მოხდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის ვერ გამოვნახე დროო? ახლა კი ყველაფრის კეთება ერთდროულად მიწევს – ყველაფერს ერთად ვცდილობ და არაფერი გამომდის კარგად.
დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, რომ დავაკვირდეთ, ყველას სადღაც ეჩქარება, აგვიანდება, ჩვენც თითქოს ეს ქაოსი გვშთანთქავს და გაქცევა, თავის დაღწევა გვინდება. როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი?
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა დროის მენეჯმენტში ბალანსის დაცვას ეხება, როდესაც ვერ ვახერხებთ შესასრულებელი სამუშაო და დასვენება სათანადოდ გადავანაწილოთ. ხშირად იმდენს ვშრომობთ ერთბაშად, რომ შემდეგ არაფრის თავი გვაქვს, ხოლო ზოგჯერ გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთამდე გადაგვაქვს, მანამდე ვისვენებთ, შემდეგ კი ერთბაშად ჩქარ-ჩქარა ვაკეთებთ ყველაფერს _ შესაბამისი ხარისხით.
იმისათვის, რომ შევძლოთ დროის სწორი გადანაწილება, საჭიროა ჩამოვწეროთ ჩვენი გეგმები, შემდეგ კი ის გარკვეულ ჯგუფებში მოვაქციოთ. უნდა დავყოთ გეგმები, მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოდ, სასწრაფოდ და არასასწრაფოდ. ამისთვის უნდა ჩამოვწეროთ ისინი შემდეგნაირად: დიდ თაბახის ფურცელს ვყოფთ ოთხ ნაწილად, ოთხ კვადრატად. ფურცლის მარცხენა ზედა მეოთხედს უნდა დავაწეროთ თავზე ,,სასწრაფო და მნიშვნელოვანი”. აქ ყველაზე სასწრაფო და ამასთანავე მნიშვნელოვან გეგმებს ჩამოვწერთ, ამიტომ ეს არის ის კვადრატი, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღებას დაუთმობთ შემდეგ. მის ქვემოთ ანუ მარცხენა ქვედა კვადრატს უნდა დავაწეროთ ,,სასწრაფო და უმნიშვნელო”, ეს კვადრატი მისი შესაბამისი გეგმებით უნდა დავტვირთოთ. მარჯვენა ზედა კვადრატში ვწერთ ,,არასასწრაფო და მნიშვნელოვან” გეგმებს, ხოლო ქვედა მარჯვენა კვადრატში გროვდება “ არასასწრაფო და უმნიშვნელო” გეგმები. ამ კვადრატებში დროთა განმავლობაში ცვლილება შეგვაქვს, აქედან გამომდინარე ზოგიერთი რამ არასასწრაფოდან სასწრაფოში გადაინაცვლებს, მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანში და სხვა. კვადრატის შინაარსიდან გამომდინარე ნაკლები ყურადღება და ენერგია დაეხარჯება მარჯვენა დაბლა არსებულ მეოთხედს, ხოლო მარცხენა მაღალი კუთხე ყველაზე დიდ ენერგიას მოითხოვს თქვენგან. 
თუ ჩვენ ასეთ ცხრილში გადავანაწილებთ გეგმებს და მას დროდადრო გადავხედავთ, არ გამოგვრჩებათ ყურადღების მიღმა მნიშვნელოვანი გეგმები და არც პრობლემები შეგვექმნება მათი არშესრულების გამო. სასურველია მარცხენა ზედა კვადრატში შევიყვანოთ აქტივობებთან ერთად დასვენებაც, რათა ბევრი საქმის შემდეგ აღვიდგინოთ ენერგია ჩვენთვის სასურველი გზებით. დროის მენეჯმენტის კარგი მაგალითია, რომ დიასახლისი, რომელმაც მნიშვნელოვანი საჩქარო სახლის საქმეები შეასრულა, დასასვენებლად მოეწყოს და დატკბეს მისი საყვარელი ნუგბარით, წიგნის კითხვით, ტელეგადაცემის ყურებით ან სხვა. გისურვებთ წონასწორობას დროის, საქმისა და დასვენების სარფიან გადანაწილებაში!

 

მასალა მოამზადა:  თიკო ორჯონიკიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესი

,,ფრესკომ“ ახალ რეკლამაში ფასების „კარფურთან” შედარებით კანონი დაარღვია

„ფრესკომ“ საკუთარ რეკლამაში სხვადასხვა პროდუქციის ფასები „კარფურისას“ შეადარა. გარდა სამიზნე აუდიტორიის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ვიდეორგოლმა იურისტებშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საბოლოოდ, ვიდეორგოლი „ფრესკოს“ ,,ფეისბუკის” ოფიციალური გვერდიდან აიღეს.

საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, შედარებით რეკლამას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს კონკურენტზე ან ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც შეთავაზებულია კონკურენტის მიერ – კრძალავს.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ინფორმაცია შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ყველა რესტორნის დახურვის შესახებ მცდარია

18 ივნისს, გამოცემა „ბანკები და ფინანსების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს  შვეიცარიაში მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორანი დაიხურა მას შემდეგ, რაც „ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან ჩოლოშმა ევროპის ბევრი ქვეყნიდან მიიღო 120-ზე მეტი განცხადება, საკანონმდებლო დონეზე აკრძალონ ფასტფუდები”. პუბლიკაციაში საუბარია ასევე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე. გამოცემა შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის დახურვის პირველწყაროდ უთითებს ,,The Georgian Time-ს”, თუმცა ბმულზე გადასვლისას სტატია სათაურით – ,,შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს” – აღარ იხსნება.

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რასაც შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:

  • ,,მაკდონალდსის” ქსელი შვეიცარიაში დღემდე ფუნქციონირებს, რასაც აღნიშნული ქსელის ვებგვერდიც მოწმობს.
  • შვეიცარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა. ამბის მიხედვით, ქვეყანაში მას შემდეგ აიკრძალა სწრაფი კვების ობიექტები, რაც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში 120-ზე მეტი განცხადება მიიღო. არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ევროკავშირის იურისდიქცია არ ვრცელდება.
  • სტატიაში მითითებული ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში – დაჩიან ჩოლოში – აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან აღარ იკავებს. ამჟამად სოფლის მეურნეობის საკითხებს ევროკომისარი – ფილ ჰოგანი – კურირებს.  დაჩიან ჩოლოში კი აღნიშნულ თანამდებობას. 2010-2014 წლებში იკავებდა.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

უმსხვილესი ბანკები ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავენ

 

მსოფლიოს  4 უმსხვილესი ბანკი  „UBS, Deutsche Bank, Santander, და“ BNY Mellon–ი“ ახალი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს. ახალი ვალუტის პირველი კომერციული გამოყენება 2018 წლიდანაა დაგეგმილი.

ახალი ციფრული ვალუტა – ბლოკჩეინის (blockchain – ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზა) ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ალგორითმების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც კრიპტოვალუტებს ვაჭრობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ დროს სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში თაღლითობის საფრთხეს ხედავდნენ, დღეს ისინი ინტერესდებიან, თუ როგორ შეუძლია ახალ ტექნოლოგიას არსებული სიტუაციის შეცვლა.

ინგლისის ბანკი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი და კანადის ბანკი იმ ცენტრალურ ბანკებს შორის არიან, რომლებიც ციფრული ვალუტის დადებით მხარეებს სწავლობენ. ამ სიახლის დანერგვის შემაფერხებელ ფაქტორებად  საბანკო სტაბილურობა და უსაფრთხოება სახელდება. ის ადამიანები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მხარს უჭერენ, მიიჩნევენ რომ ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებისათვის კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

„Google-ის“ ახალი გამოგონება–„თარჯიმანი ყურსასმენები“

„Google–მა“ ახალი ყურსასმენების შექმნა დააანონსა, რომელსაც მთარგმნელის ფუნქციაც ექნება და  სხვადასხვა ენიდან თარგმნას შეძლებს. ამის შესახებ  „Google Brain-ის“ ერთერთმა დამფუძნებელმა – გრეგ კორადომ განაცხადა.

თარგმანი განხორციელდება ნეირონული ქსელების სისტემის საშუალებით. რობოტის მიერ გახმოვანებული ტექსტი კი ადამიანის ხმისგან განსხვავებული არ იქნება. კორადოს არ დაუკონკრეტებია, რა სახელწოდებას მიიღებს პროექტი, თუმცა დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე პროექტი იდეის დონეზეა და მის დანერგვამდე ბევრი ეტაპის გავლაა საჭირო. ამასთან, აღნიშნა, რომ კომპანიაში გააზრებული აქვთ, როგორ იმუშავებს თარგმნის სისტემა და რა რესურსები იქნება საჭირო მისი ფუნქციონირებისთვის. პროექტის სახელი ჯერ უცნობია, ასევე უცნობია,  როდის მოხდება ინოვაციის წარდგენა.

კორადოს აზრით, 10 წლის შემდეგ, მსოფლიოს ტექნოლოგიური წინსვლა მიაღწევს იმ ნიშნულს, როცა ადამიანებს რეალური თარჯიმნები აღარ დასჭირდებათ, რადგან მსგავს ფუნქციას ხელოვნური ინტელექტი შეითავსებს. სამწუხაროდ, პროფესიით თარჯიმნების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა მისი აზრით, თარჯიმნების გარეშე ამ პროექტის დამუშავება და სრულყოფა შეუძლებელი იქნება.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 59
Page 50 of 59