close
ბიზნესიმსოფლიო

ინფორმაცია შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ყველა რესტორნის დახურვის შესახებ მცდარია

18 ივნისს, გამოცემა „ბანკები და ფინანსების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს  შვეიცარიაში მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორანი დაიხურა მას შემდეგ, რაც „ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან ჩოლოშმა ევროპის ბევრი ქვეყნიდან მიიღო 120-ზე მეტი განცხადება, საკანონმდებლო დონეზე აკრძალონ ფასტფუდები”. პუბლიკაციაში საუბარია ასევე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე. გამოცემა შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის დახურვის პირველწყაროდ უთითებს ,,The Georgian Time-ს”, თუმცა ბმულზე გადასვლისას სტატია სათაურით – ,,შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს” – აღარ იხსნება.

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რასაც შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:

  • ,,მაკდონალდსის” ქსელი შვეიცარიაში დღემდე ფუნქციონირებს, რასაც აღნიშნული ქსელის ვებგვერდიც მოწმობს.
  • შვეიცარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა. ამბის მიხედვით, ქვეყანაში მას შემდეგ აიკრძალა სწრაფი კვების ობიექტები, რაც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში 120-ზე მეტი განცხადება მიიღო. არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ევროკავშირის იურისდიქცია არ ვრცელდება.
  • სტატიაში მითითებული ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში – დაჩიან ჩოლოში – აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან აღარ იკავებს. ამჟამად სოფლის მეურნეობის საკითხებს ევროკომისარი – ფილ ჰოგანი – კურირებს.  დაჩიან ჩოლოში კი აღნიშნულ თანამდებობას. 2010-2014 წლებში იკავებდა.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld