close
ბიზნესი

პროექტი და მისი მართვა

პროექტი (Project) არის ერთჯერადი, მიზანმიმართული ღონისძიებების ერთობლიობა, გაწერილი მკაფიოდ განსაზღვრულ დროში (დასაწყისი, დასასრული),რომლებიც მოითხოვენ სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისა და რესურსების ჩართულობას საბოლოო მიზნის მიღწევისთვის.
პროექტის მართვა (Project management) არის პროექტისთვის საჭირო რესურსების (შრომითი,მატერიალური, ტექნიკური) დაგეგმვის, განაწილების და კონტროლის პროცესი, პროექტის ყველა შეზღუდვის (ტექნიკური, ფინანსური და დროითი) გათვალისწინებით. მისი მართისთვის აუცილებელია სამი მთავარი პრინციპის კარგად შესრულება:
1. დაგეგმვა ‐ მიზნის დასახვა, პროექტის განსაზღვრა, გუნდის შექმნა
2. განაწილება ‐ ადამიანების , ფულისა და სხვა რესურსების დაკავშირება სპეციფიურ საქმიანობებთან, და საქმიანობების ერთმანეთთან დაკავშირება
3. კონტროლი ‐ მონიტორინგს უწევს რესურსებს, ფასებს, ხარისხს, ბიუჯეტს; აკონტროლებს გეგმებს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას დროით და ღირებულებით მოთხოვნებთან.
წყარო : HBR.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0