close
ბიზნესი

8 უფასო ხელსაწყო, რომელიც წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია

„SEO“ ოპტიმიზაცია ხანგძლივი პროცესია, რომელშიც უდიდესი როლი აქვს ვებგვერდისა და კონკურენტების ანალიზს. იმისათვის, რომ ზუსტი შეფასება მოვახდინოთ და დავინახოთ მიმდინარე შედეგი გვჭირდება ხელსაწყოები, რომელებიც დაგვეხმარება იმის ანალიზში თუ რამდენად ეფექტურად ვმუშაობთ „SEO“ ოპტიმიზაციაზე.
გთავაზობთ 8 უფასო ხელსაწყოს, რომელიც წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია:
1. „Google Analytics-ი“ „Google-ის“ უფასო ხელსაწყოა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ. რა არხებიდან შემოდიან ვებგვერდზე მომხმარებლები, რას ნახულობენ, რამდენ დროს ატარებენ საიტზე.
2. „Google Webmaster Tools-ი“ ტექნიკურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის მიმდინარე პოზიციის შესახებ. როგორ აინდექსირებს ვებგვერდს Google და რეკომენდაციებს მიმდინარე პრობლემების გამოსასწორებლად.
3. „Open Site Explorer“ – „MOZ-ის“ ამ ხელსაწყოს უფრო სპეციფიკური ფუნქცია აქვს ანალიტიქსთან შედარებით. აანალიზებს ლინკებს ვებგვერდზე. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკურენტების ტაქტიკა და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სტრატეგია.
4. „Google keyword Planner-ით“ ზუსტად გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი ეძებს Google-ში კონკრეტულ სიტყვებს. მივიღებთ იდეებს კონკრეტულ სიტყვებსა და ფრაზებთან მიმართებაში.
წყარო: Harvard business review
მასალა მომაზადა :  ლაშა ჭანკვეტაძემ 

გაზიარება:
fb-share-icon0