close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

პენტაგონი ეჭვობს, რომ რუსეთმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა, გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთის მიერ ახლახან ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსური იარაღი იყოს. მან განაცხადა, რომ ამ აპარატის მიერ სხვა სატელიტებზე შეტევის რისკი არსებობს.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს ზონდი ორბიტის იმავე რეგიონში მოძრაობს, რომელშიც თავად აშშ-ის სამთავრობო თანამგზავრი.

“რა თქმა უნდა, მისთვის თვალის მიდევნებას განვაგრძობთ. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ვალდებულება, კოსმოსური სივრცის დასაცავად მზად ვიყოთ…

განვაგრძობთ კოსმოსში ჩვენი ინტერესების დაცვის დაბალანსებასაც, რათა სტაბილური და მდგრადი კოსმოსური გარემო შევინარჩუნოთ”, — აცხადებს პატრიკ რაიდერი.

მიმდინარე წელს აშშ-მა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთი ორბიტაზე ბირთვული იარაღის გაგზავნას გეგმავდეს. იქ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება არამხოლოდ სერიოზულ საფრთხესთანაა დაკავშირებული, არამედ ეწინააღმდეგება 1967 წლის კონვენციასაც, რომლის თანახმადაც, კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის გაშვება აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ აპრილში რუსეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები სერიოზულად არ აღიქვამენ აშშ-ის უკანასკნელ ეჭვებსაც.

“არ ვფიქრობ, რომ ვაშინგტონიდან გაჟონილ ნებისმიერ ინფორმაციას უნდა გამოვეხმაუროთ. რუსული კოსმოსური პროგრამა გეგმის მიხედვით ვითარდება. სხვადასხვა დანიშნულების აპარატების გაშვებაში, მათ შორის ისეთის, რომელიც ჩვენს თავდაცვას გააძლიერებს, ახალი არაფერია”, — ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე გამოთვალეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენად სწრაფად ბრუნავს ჩვენგან დაახლოებით 1 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული შავი ხვრელი საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო. ამის საშუალება მათ ობიექტის ირგვლივ არსებული და მასში ჩამდინარე მატერიის — აკრეციული დისკოს — ერთგვარ რხევაზე დაკვირვებამ მისცა.

აღმოჩნდა, რომ ამ შავი ხვრელის ბრუნვის სისწრაფე სინათლის სიჩქარის, 299 792 458 მ/წმ-ის, 25%-ზე ნაკლებია. ფაქტი, რომ ასტრონომებმა ეს გამოთვალეს, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იმავე მეთოდით სხვა ასეთი ობიექტების შესწავლა და მათ ევოლუციაზე მეტის გაგებაა შესაძლებელი.

შავი ხვრელები მილიონობით და ზოგჯერ მილიარდობით მზის მასისაა. ისინი გალაქტიკების ცენტრში გვხვდება და მათ გრავიტაციულ შეკავშირებასაც განაპირობებს. ზოგიერთ შავ ხვრელს განსაკუთრებულად კაშკაშა ნათება ახასიათებს, რომელსაც სწორედ აკრეციულ დისკოში მიმდინარე პროცესები გამოყოფს.

2020 წელს მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ გასაოცარი ელვარება შეიძინა შავმა ხვრელმა, რომელიც მანამდე აქტიური არ იყო. ტელესკოპების მონაცემებით ივარაუდეს, რომ ამის მიზეზი მის მიერ ახლომდებარე ვარსკვლავის განადგურება უნდა გამხდარიყო.

კერძოდ, როდესაც მნათობი დანაწევრდა, მან ცხელი დისკო წარმოქმნა, რომელიც შავი ხვრელის ბრუნვის ღერძის მიმართ პროპორციულად არ განლაგდა. ეს რხევას, იგივე პრეცესიას, დაედო საფუძვლად, როგორც, მაგალითად, ძირს დავარდნილი მონეტა ბზრიალებს ხოლმე.

იქიდან გამომდინარე, რომ ბრუნვა და რხევა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ მეორის მეშვეობით პირველის შესწავლაა შესაძლებელი. ამისთვის ზემოხსენებულ პროცესს ტელესკოპებით დროულად, დიდი ხნის განმავლობაში და უწყვეტად უნდა დაჰკვირვებოდნენ.

ამან ცხადყო, რომ ზემოხსენებული შავი ხვრელის შემცველი გალაქტიკა გარკვეული პერიოდი დაახლოებით ყოველ 15 დღეში ერთხელ რენტგენულ ტალღებს ასხივებდა, რაც შემდეგ შეწყდა. ეს ასტრონომებმა პრეცესიასთან დააკავშირეს და აღნიშნულ მონაცემებს შავი ხვრელის სავარაუდო მასა დაუმატეს, რომელიც მზისას 2.5 მილიონჯერ აჭარბებს. შედეგად, ობიექტის ბრუნვის სიჩქარის გამოთვლა გახდა შესაძლებელი.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოაჩინეს გიგანტური პლანეტა, რომელიც ციური სხეულების ფორმირების თეორიას ეჭვქვეშ აყენებს

მეცნიერებმა თავის ვარსკვლავთან შედარებით წარმოუდგენლად დიდი პლანეტა აღმოაჩინეს. პლანეტა იმდენად დიდია, რომ ის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, პენსილვანიის შტატის მკვლევრებმა აღწერეს უზარმაზარი პლანეტა, რომელიც დედამიწის მასას 13-ჯერ აღემატება. რაც ყველაზე საინტერესოა, ის საკმაოდ პატარა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. გიგანტური პლანეტის მასპინძელი ვარსკვლავი ჩვენს მზეზე მასით 9-ჯერ ნაკლებია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან პლანეტასა და ჯუჯა ვარსკვლავს შორის ასეთი თანაფარდობა აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს თანაფარდობა დედამიწისა და მზის თანაფარდობას 100-ჯერ აღემატება. მეცნიერებს არ ეგონათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.

ვარსკვლავის ჩამოყალიბებას გაზისა და მტვრის დიდი ღრუბლები სჭირდება. ვარსკვლავის დაბადების შემდეგ, დარჩენილი მასალა დისკებად ფორმირდება და საბოლოოდ პლანეტად ყალიბდება. პლანეტა-ვარსკვლავის ეს წყვილი უნიკალურია, რადგან მტვრის დისკი ასეთი დიდი პლანეტის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ უნდა ყოფილიყო.

“დაბალმასიანი ვარსკვლავის გარშემო წარმომქმნელი დისკი ასეთი მასიური პლანეტის შესაქმნელად საკმარისი ვერ იქნებოდა. თუმცა, ფაქტია, ეს პლანეტა იქ არის და ახლა ჩვენ პლანეტების წარმოქმნის თეორიას უნდა გადავხედოთ”, — თქვა სუვრათ მაჰადევანმა, პენის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პროფესორმა.

მკვლევრების თქმით, ამ ახალი პლანეტის აღმოჩენა უამრავ შეკითხვას აჩენს, რაც თავის მხრივ ასტრონომიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ მივიღოთ პასუხები უნდა ვიცოდეთ თუ როგორ დავსვათ შეკითხვები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

NASA-მ „ვოიაჯერ 1“-თან კავშირი აღადგინა

NASA-ს ინფორმაციით, გასული წლის ნოემბრიდან პირველად, „ვოიაჯერ 1“-მა დედამიწაზე წაკითხვადი ინფორმაცია გამოაგზავნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კოსმოსური აპარატი პლანეტაზე მხოლოდ ნულებისა და ერთიანების უაზრო კომბინაციებს აგზავნიდა. სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი კომპიუტერული წუნი იყო, თუმცა ინჟინრებმა პრობლემის მოგვარება შეძლეს.

ამ ეტაპზე აპარატი დედამიწაზე მხოლოდ თავისი ბორტული სისტემების შესახებ აგზავნის ინფორმაციას, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მალე კვლავ მიიღებენ მეცნიერებისთვის საჭირო მონაცემებს.

„ვოიაჯერი 1“ ერთ-ერთია იმ ორი იდენტური ხომალდიდან, რომლებიც NASA-მ 46 წლის წინ გაუშვა. ეს, ადამიანის მიერ შექმნილი, დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარე ობიექტია. 2012 წლის აგვისტოს მან ჰელიოპაუზა (მზის სისტემის გარე საზღვარი) გადაკვეთა და ახლა ვარსკვლავთაშორის სივრცეს იკვლევს. ის საათში 61 200 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება. „ვოიაჯერ 1“-დან გადმოცემული სიგნალი დედამიწამდე 22,5 საათში მოდის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიოლოგია

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) E. bugandensis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის 13-მა შტამმა მუტაცია განიცადა. ისინი ახლა დედამიწაზე არსებული იმავე მიკრობებისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.

ISS ბაქტერიების გადარჩენისა და ადაპტაციის შესასწავლად იდეალური ადგილია. ცნობილია, რომ მიკროგრავიტაციაში ამგვარ ორგანიზმებს შესაძლოა, რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეთ, რაც ასტრონავტთა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია.

პლანეტაზე მობინადრე შტამებთან შედარებამ საერთო ჯამში საშუალოდ 578 რთული მუტაცია გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ორბიტაზე განლაგებულ სადგურში ბაქტერიებს სხვაგვარი გენეტიკური ვარიაციები აქვთ. კერძოდ, მათში უფრო მეტი ისეთი გენია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთანაა დაკავშირებული, მაგალითად ამინომჟავების გადატანასთან.

ასევე, ამ მიკრობებში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ შტამებში არაა. ეს მიუთითებს, რომ ისინი გადასარჩენად კოსმოსის პირობებთან ადაპტირდნენ. მათში 23 სხვადასხვა პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაც გამოავლინეს, 13-ივე გენომში კი ACT-77-ის ჯგუფში შემავალ გენს მიაკვლიეს, რომელიც ძლიერ რეზისტენტობაზე მიანიშნებს.

ამ ბაქტერიებში ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის 4 მექანიზმი დაფიქსირდა, ესენია: სამიზნის შეცვლა, ანტიბიოტიკის სეკრეცია, ანტიბიოტიკების შემცირებული შეღწევადობა და მათი ინაქტივაცია. ზოგ ორგანიზმში ამ მექანიზმების კომბინაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ ისინი მათთვის უნიკალური არაა, რადგან დედამიწაზეც ფიქსირდება.

მეცნიერებმა ის მიკრობებიც შეისწავლეს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში E. bugandensis-თან თანაცხოვრობენ, რათა იქაური ბიოუსაფრთხოების შესახებ მეტი გაეგოთ. მათ შორის მეტაბოლური ურთიერთქმედების ანალიზისას შენიშნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია E. bugandensis-გან უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე სხვები, ანუ ის ISS-ში, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiome გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

ილონ მასკის განცხადებით, თუ კაცობრიობა სხვა პლანეტებს არ აითვისებს, ის მხოლოდ რამდენიმე ასეული წელი იარსებებს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა და X-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კაცობრიობას შეუძლია მილიონობით წელი იარსებოს, თუ სხვა პლანეტებს აითვისებს. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ცივილიზაციამ მიმდინარე ტექნოლოგიური დონე იქამდე უნდა შეინარჩუნოს, სანამ მარსი თვითმყოფადი არ გახდება. ამას სავარაუდოდ 20 წელი დასჭირდება. თუ პლანეტთაშორისი, შემდეგ კი ვარსკვლავთაშორისი სახეობა გავხდებით, ჩვენი ცივილიზაცია მილიონობით წელს იარსებებს. თუ არა, ალბათ სულ რამდენიმე ასეული წელი დაგვრჩა“, – მიიჩნევს მასკი.

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მარსის კოლონიზაციას გეგმავს. მისმა კომპანიამ შექმნა ხომალდი Starship-ი დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთების გასატანად.

მანამდე მასკმა დემოგრაფიული კოლაფსი კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემად დაასახელა, კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ კი მილიარდერი ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას მიიჩნევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რამდენიმე თვეში, ახლომდებარე ვარსკვლავი ნოვად აფეთქდება

ახლომდებარე ვარსკვლავი წელს შთამბეჭდავი სანახაობისთვის ემზადება. შესაძლოა, ის ჩრდილოეთის პოლარულ ვარსკვლავზე უფრო კაშკაშადაც კი გამოჩნდეს.

ეს ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და უახლოეს თვეებში ე. წ. ნოვად აფეთქდება.

NASA-ს განცხადებით, ასეთ მოვლენას ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეესწროს და ის შეიძლება იმდენად მასშტაბური იყოს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი გამოჩნდეს. მოვლენა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხილვადი.

საქმე ეხება ნოვას, რომელსაც ჩრდილოეთის გვირგვინის T-ს (T Coronae Borealis) უწოდებენ. ასეთი კოსმოსური აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ციცქნა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, ანუ მკვდარი ვარსკვლავის ბირთვი გიგანტური წითელი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.

თანდათანობით, თეთრი ჯუჯა გიგანტურ წითელ ვარსკვლავს წყალბადით მდიდარ მატერიას ჰპარავს და თავად ისრუტავს. შედეგად, ის ზომაში იზრდება და ცხელდება იქამდე, ვიდრე საბოლოო წერტილს მიაღწევს — როცა მთელი დაგროვებული ენერგია უზარმაზარი კოსმოსური აფეთქებით გამოთავისუფლდება. ამ მოვლენას ნოვას უწოდებენ (ამ მოვლენის აღსანიშნავად, ქართულში „ნოვას“ ნაცვლად დამკვიდრებულია „ახალი ვარსკვლავი“, რაც სრულიად გაუგებარი და დამაბნეველი ტერმინია. ამიტომ, ჩვენს სტატიებში ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ ლათინურ ტერმინს „ნოვა“

„შთამბეჭდავი კატაკლიზმი იქნება. ნოვა არსებითად წყალბადის ბომბია“, — ამბობს ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბრედლი შაფერი.

თუმცა, საშიში არაფერია. ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მისი ენერგია დედამიწას ვერაფერს უზამს.

წარსულში, ადამიანებს ნოვა ბევრჯერ უნახავთ. ასტრონომებმა პირველად ისინი 1800-იანი წლების ბოლოს გამოავლინეს. ასეთი აფეთქებები დაახლოებით 80 წელიწადში ერთხელ ხდება.

აფეთქება, რომელსაც ახლა ველოდებით, სინამდვილეში ათასობით წლის წინ მოხდა, მაგრამ დედამიწამდე მისი სინათლე მხოლოდ ახლაღა მოაღწევს.

ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვენგან ბოლოს 1946 წელს ჩანდა, ახლა მის აფეთქებას ვნახავთ, შემდეგ კი 2100-იანი წლების დასაწყისამდე აღარ გამოჩნდება.

როგორ დავინახოთ

იმისათვის, რათა ეს ნოვა არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს NASA-სგან მის X-ის არხზე @NASAUniverse.

პირველ რიგში, საჭიროა მივაგნოთ ჰერკულესის თანავარსკვლავედს, რომელიც ორ კაშკაშა ვარსკვლავს — ვეგასა და არქტურს შორის არის მოქცეული. იქვე შენიშნავთ ოთხი ხილული ვარსკვლავისგან წარმოქმნილ თაღს, რომელსაც ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი (Coronae Borealis) ეწოდება. სწორედ ამ თანავარსკვლავედში შენიშნავთ ნოვას აფეთქებას.

როდესაც NASA მოახლოებული აფეთქების ზუსტ დროს დაწერს, შეამოწმეთ ამინდი და მთვარის კალენდარი. რა თქმა უნდა, დანახვის მეტი შანსი გაქვთ უმთვარო და უღრუბლო ღამეში.

საუკეთესო ვარიანტია, მოშორდეთ ქალაქის სინათლეს და სადმე ქალაქგარეთ იპოვოთ მინდორი, სადაც წამოწვებით და ცაში ცქერას დაიწყებთ.

თანავარსკვლავედების საპოვნელად, აუცილებლად გამოიყენეთ ვარსკვლავების რუკის რომელიმე აპლიკაცია (მაგალითად, Sky Map). არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი დეტალი — იმისათვის, რათა თვალი ღამის წყვდიადს სრულად მოერგოს, დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მზეზე დიდი აფეთქება მოხდა – მეცნიერები შედეგებზე საუბრობენ

მზეზე დიდი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ მზის ლაბორატორიის მკვლევრები აცხადებენ.

ექსპერტები აღიარებენ, რომ შესაძლოა მზეზე ორი აფეთქება მოხდა.

ექსპერტებმა განმარტეს, რომ მზეზე დაფიქსირდა უმაღლესი კლასის X-ის აფეთქება.

მეცნიერებმა დაამატეს, რომ უახლოეს მომავალში დედამიწის მახლობლად სივრცის რადიაციული მდგომარეობა მკვეთრად შეიცვლება.

„პლაზმის ღრუბლები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ დედამიწის მაგნიტურ ველზე და, სხვა მოვლენებთან ერთად, იწვევს მაგნიტურ ქარიშხალს, რომელიც მათი სიჩქარიდან გამომდინარე, დედამიწის ორბიტას კვირას გვიან საღამოს ან ორშაბათს დილით მიუახლოვდება“, – ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მარსზე უზარმაზარი ვულკანი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი ვულკანი, ცხრა კილომეტრის სიმაღლით, რომელიც აშკარად იმალებოდა პლანეტა მარსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რეგიონში, წერს Space.

ცნობილია, რომ ასეთი ობიექტი პლანეტის ფოტოებში მრავალი ათწლეულის მანძილზე არ შეიმჩნევა, კერძოდ, 1971 წლიდან, როდესაც კოსმოსურმა ხომალდმა Mariner 9-მა პირველად მოახერხა ამ ტერიტორიის გადაღება. მხოლოდ თანამედროვე ორბიტალური ზონდების მონაცემების წყალობით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს გიგანტური ვულკანი მარსის ცნობილ რეგიონში.

მკვლევრებმა ვულკანს დროებით Noctis დაარქვეს მისი მდებარეობის გამო, რომელიც მდებარეობს ღამის ლაბირინთის კიდეზე. კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ ახალი ვულკანი მდებარეობს ისეთი რეგიონების საზღვარზე, როგორიცაა ღამის ლაბირინთი და ვალეს მარინერისი. ასევე ამ მხარეში არის სამი უზარმაზარი ვულკანი, რომელთა შესახებ დიდი ხანია ცნობილია.

„ჩვენ ვსწავლობდით იმ ტერიტორიის გეოლოგიას, სადაც შარშან ვიპოვეთ მყინვარის ნაშთები, როდესაც მივხვდით, რომ ვიმყოფებოდით უზარმაზარ და ღრმად ეროზიულ ვულკანში“, – განმარტა პლანეტოლოგმა პასკალ ლიმ.

პასკალ ლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალთან და ყინულთან სითბოს ურთიერთქმედების ხანგრძლივი ისტორია „მას აქცევს იდეალურ ადგილად ასტრობიოლოგიისა და სიცოცხლის ნიშნების საძიებლად“.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთთან ერთად მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის განთავსებას გეგმავს

რუსეთი და ჩინეთი 2033-35 წლებში მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის დადგმას განიხილავენ, – ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოსRoscosmos-ის ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმაგანაცხადა.
მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება მამავალში მთვარეზე დასახლებების შექმნის საშუალებასგააჩენს.
იური ბორისოვმა, რომელიც რუსეთის თავდაცვისმინისტრის ყოფილი მოადგილეა, განაცხადა, რომრუსეთი და ჩინეთი ერთობლივად მუშაობენ მთვარისპროგრამაზე და რომ მოსკოვს შეუძლია ბირთვულიკოსმოსური ენერგიის მიმართულებით თავისიწვლილი შეიტანოს.
„დღეს ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ პროექტს, რომელიც 2033-2035 წლების მიჯნაზე  ჩვენს ჩინელკოლეგებთან ერთად მთვარის ზედაპირზეელექტროსადგურის დამონტაჟებას გულისხმობს“, – აღნიშნა ბორისოვმა.
მისი განმარტებით, მზის პანელები ვერუზრუნველყოფენ საკმარის ელექტროენერგიას მთვარეზე მომავალი დასახლებებისთვის, ხოლოატომურ ენერგიას ეს შეუძლია.
”ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ეს უნდაგაკეთდეს ავტომატურ რეჟიმში, ადამიანებისგარეშე”, – განმარტა ბორისოვმა.
მან ასევე ისაუბრა ბირთვული სატვირთო კოსმოსურიხომალდის აშენების გეგმაზე. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებული ყველა ტექნიკურისაკითხი მოგვარებულია, გარდა იმისა, თუ როგორუნდა გაგრილდეს ბირთვული რეაქტორი.
“ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ კოსმოსურ გამწევზე. ესუზარმაზარი, ციკლოპური სტრუქტურა, ბირთვულირეაქტორისა და მაღალი სიმძლავრის ტურბინებისწყალობით, შეძლებს დიდი ტვირთების ერთიორბიტიდან მეორეში გადატანას, კოსმოსურინარჩენების შეგროვებას და ბევრ სხვა აპლიკაციაში ჩართვას“, – განაცხადა ბორისოვმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კოსმოსურმა პროგრამამ ბოლო წლებში მთელი რიგი წარუმატებლობებიგანიცადა. შარშან, ბოლო 47 წლის განმავლობაშირუსეთის პირველი მისია მთვარეზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 კონტროლიდან გამოვარდა და ჩამოვარდა.
მოსკოვმა განაცხადა, რომ მთვარეზე მისიების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს და ასევე გეგმავს, შეისწავლოს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი ეკიპაჟის გაშვებისა და მთვარეზე ბაზის აშენებისშესაძლებლობას. ჩინეთმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ 2030 წლამდემთვარეზე ჩინელი ასტრონავტის გაშვებას აპირებს.
მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს განუცხადა, რომ რუსეთმა, წელს, შესაძლოა, კოსმოსში ანტისატელიტური კოსმოსური იარაღი განათავსოს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

წყარო : Reuters

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 62
Page 9 of 62