close
ასტრონომია - კოსმოსი

სავარაუდოდ, მეცნიერებმა ოკეანით დაფარული პლანეტა აღმოაჩინეს

უცნაურმა პლანეტამ, რომელიც 245 სინათლის წლით შორს იმყოფება, შესაძლოა, ე. წ. პლანეტარული საიდუმლოება გაამჟღავნოს… TOI-733b-ის ეგზოპლანეტა დედამიწის რადიუსზე ორჯერ ნაკლებია და 4.9-დღიანი პერიოდით მზეზე ცოტათი პატარა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. სიმკვრივის გაზომვებმა კი აჩვენა, რომ მან ან ატმოსფერო დაკარგა, ან იგი ოკეანით დაფარული წყლის სამყარო უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი კი იმიტომაა საინტერესო, რომ მეცნიერებს შეიძლება ეგზოპლანეტების ჩანაწერში იმ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმაროს, თუ რატომ არის ასე ცოტა პლანეტა 1.5-2 დედამიწის რადიუსს შორის.

მართალია, ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად ძირითადად 2 მეთოდს ვიყენებთ, რაც ტრანზიტებსა და რადიალურ სიჩქარეს მოიცავს, მაგრამ ზოგიერთი ეგზოპლანეტა ადამიანების ტექნოლოგიების მიღმა რჩება. ამის მაგალითი მცირე რადიუსის მქონე პლანეტებია, ძალიან ცოტა ეგზოპლანეტა თუ მიეკუთვნება სუპერ დედამიწისა (1.5-მდე დედამიწის რადიუსით) და მინი ნეპტუნის კატეგორიას (დაახლოებით დედამიწის 2 რადიუსით).

არც ის არის ნათელი, თუ რა იწვევს ამას, ვარსკვლავი კარგავს მასას თუ შიდა პროცესია, რომლის დროსაც ეგზოპლანეტის ბირთვიდან სითბო თავისუფლდება… თუმცა ამ ეგზოპლანეტებს საიდუმლოს გამჟღავნებაც შეუძლია. კვლევის პროცესში მეცნიერებმა TESS-ის ტელესკოპისა და HARPS-ის სპექტოგრაფის მონაცემები ჩართეს.

მართალია, ზუსტად არ ვიცით, თუ რისგან დამზადდა TOI-733b, მაგრამ გუნდმა მოდელირებით აჩვენა, რომ თუ ეგზოპლანეტას ოდესმე ნეპტუნის მსგავსი ატმოსფერო ექნებოდა, რომელიც წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, მას უკვე უნდა დაეკარგა იგი. თუმცა ამ შემთხვევაში ეგზოპლანეტას იგი უფრო მძიმე ელემენტების ატმოსფეროდ უნდა გარდაექმნა…

ისიც შესაძლებელია, რომ ეს „ოკეანის პლანეტა“ ყოფილიყო — აქაც წყალბადი და ჰელიუმი უნდა დაეკარგა, მაგრამ ატმოსფერო მაინც მდიდარი უნდა ყოფილიყო წყლის ორთქლით, რომელიც მეტად მდგრადია ფოტოაორთქლების პროცესების მიმართ. აქ ეგზოპლანეტას ატმოსფერული მასის დაკარგვასთან არ უნდა ჰქონოდა საქმე…

ყველა შეფასებით TOI-733b საინტერესო პლანეტა ჩანს და აქვს პოტენციალი იყოს პატარა, მაგრამ ამავდროულად დიდი როლი შეასრულოს ეგზოპლანეტების მეცნიერებაში არსებული თავსატეხის ამოსახსნელად. მიღებული შედეგებითა და ანალიზით, როგორც ჩანს, ჩვენ ზუსტად იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მოგვცემს, — აცხადებენ მეცნიერები. 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0