close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

NASA — იუპიტერის დიდი წითელი ლაქა იცვლება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი იუპიტერის დიდ წითელ ლაქას უკვე 10 წელზე მეტია აკვირდება. მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებულ ციურ სხეულზე წარმოქმნილი ეს უზარმაზარი შტორმი ჩვენს პლანეტას ზომით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ მას ადამიანები 150 წლის განმავლობაში იკვლევენ, ამ საკითხის გარშემო მაინც მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ახლა კი, აშშ-ის კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მის შესახებ ახალი ინფორმაცია მოიპოვეს. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი აცხადებენ, რომ დიდი წითელი ლაქის გარეთა წრეში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ქარი 2009-დან 2020 წლამდე პერიოდში 8 პროცენტით დაჩქარდა.

NASA-ს ცნობით, შტორმის საზღვართან ახლოს ქარი საათში 643 კილომეტრზე მეტი სიჩქარით გადაადგილდება, ხოლო ლაქის შიდა რეგიონში განლაგებულ წრეში ის პირიქით, უფრო და უფრო ნელა მოძრაობს.

დედამიწაზე ამგვარ მოვლენებს ხელოვნური თანამგზავრებისა და თვითმფრინავების მეშვეობით ვადევნებთ თვალს, თუმცა იუპიტერის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მის მახლობლად ასეთი დანიშნულების აპარატი არაა გაგზავნილი, ამიტომ დიდ წითელ ლაქაში მქროლავი ქარის მახასიათებლების მუდმივი გაზოვმა შეუძლებელია. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ერთადერთი ხელსაწყოა, რომლის დროითი დაფარვა და სივრცითი გარჩევადობა შტორმში მოქმედი ქარის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა.

ამ ყველაფრის წყალობით, თითოეულ წელიწადში 2.5 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარის სხვაობის გამოვლენაა შესაძლებელი. ეს კი საკმაოდ მცირე ცვლილებაა, რომლის შესამჩნევადაც მრავალწლიანი მონაცემებია საჭირო. ამ უკანასკნელით სწორედ ჰაბლი გვამარაგებს.

და მაინც, იუპიტერის დიდი წითელი ლაქის შესახებ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა იწვევს ქარის მოძრაობის აჩქარებას, რადგან უცნობია, რა იმალება მის ქვემოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასას კოსმოსურმა ხომალდმა მარსზე პირველი ნიმუშის მოპოვება შეძლო

აშშ -ის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ მისმა კოსმოსურმა ხომალდმა Perseverance- მა მარსზე კლდის ქანის პირველი ნიმუში მოიპოვა.
მეცნიერების თქმით, ეს არის ისტორიული მომენტი, ვინაიდან პირველად ხდება, რომ სხვა პლანეტის კლდის ნაწილს დედამიწაზე ჩამოსატანად ამზადებენ.
ნასა-ს ხომალდს ევალება,მომდევნო ერთი წლის ოცზე მეტი ასეთი ნიმუში შეაგროვოს. Perseverance-ის დედამიწაზე დაბრუნება აშშ -სა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევით ათწლეულის ბოლოსთვის იგეგმება.
ნასას Perseverance მარსზე, ჯეზეროს კრატერზე, მიმდინარე წლის თებერვალში დაეშვა.
ის აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც იღებს ბურღით დაჭრილ კლდის თითის ზომის ნაწილს და ტიტანის მილში ათავსებს. ამ ცილინდრის დახურვამდე ხომალდი ჰქმნის იმის გამოსახულებას, რაც მილშის. სწორედ ამ გზით დაადგინეს მეცნიერებმა აგვისტოში, რომ მილში ნიმუში არ იყო, ვინაიდან მექანიზმმა კლდის ქანი გააფხვიერა და ის უკან, გაბურღული ხვრელის გარშემო დაცვივდა.
კრატერი ჯეზერო მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ იქ მილიარდობით წლის წინ ტბა იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯეზეროს დანალექები ქანები, შესაძლოა, უძველესი მიკრობული ცხოვრების კვალს ინახავდეს, რაც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის წითელი პლანეტის შესახებ.

წყარო : bbc.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შავი ხვრელის უკანა მხრიდან მომავალი სინათლე დაფიქსირდა

მეცნიერებმა ივლისის თვეში პირველად დააფიქსირეს შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლე,
რაც მათთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. თუმცა, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია
ამას წინასწარმეტყველებდა და რომლის თანახმადაც, შავი ხვრელების უმძლავრესი გრავიტაციული
და მაგნიტური ველები სივრცის, ასევე სხივების გამრუდებას იწვევენ, მაგრამ არ არსებობდა
მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით.
სპეციალისტები დედამიწიდან 800 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის ცენტრში
არსებული შავი ხვრელის გარშემო ფორმირებულ გვირგვინს იკვლევდნენ, როდესაც სუსტი სხივები
შენიშნეს. ეს შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლის ანარეკლი იყო.
ნებისმიერი სინათლე, რომელიც შავ ხვრელში ხვდება, უკან ვერ ბრუნდება, შესაბამისად, შავი
ხვრელის მიღმა ვერ უნდა ვხედავდეთ ვერაფერს, ამას ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის
ასტროფიზიკოსი დენ უილკინსი.
სტენფორდის ფიზიკის პროფესორი ასევე შენიშნავს, რომ 50 წლის წინ, როდესაც ასტროფიზიკოსები
მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მაგნიტურ ველს შავი ხვრელის
მიმდებარედ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი თვალით დაკვირვებას შეძლებდნენ ერთ დღეს და
ფარდობითობის თეორიას მოქმედებაში მოყვანილს იხილავდნენ.

წყარო: edition.cnn.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა მარსზე მომავალი მისიების მოსამზადებლად პროტოტიპული მინიატურული ვერტმფრენი შექმნა

ჩინეთმა მარსზე მომავალი მისიების სამეთვალყურეო სამუშაოს განხორციელების მიზნით პროტოტიპული მინიატურული ვერტმფრენი შექმნა.

პროტოტიპი გარეგნულად რობოტულ შვეულმფრენ Ingenuity-ს წააგავს, რომელიც NASA- Perseverance-ის მისიისთვის შექმნა.

Ingenuity-ის მსგავსად, ჩინურ პროტოტიპს აქვს ორი როტორის დანა, სენსორ-კამერის ბაზა და ოთხი თხელი ფეხი. თუმცა, Ingenuity-სგან განსახვავებით, ზემოთ არ აქვს მზის პანელი.

ვერტმფრენის ფოტო ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სამეცნიერო ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. უწყების ინფორმაციით, შვეულმფრენი შეიძლება მარსზე ჩინეთის მომავალი კლევის ინსტრუმენტად იქცეს.

ჩინეთის კოსმოსური ხომალდი მარსზე მიმდინარე წლის მაისში დაჯდა და ჩინეთი გახდა მეორე ქვეყანა აშშ-ის შემდეგ, რომელმაც წითელ პლანეტაზე მსგავსი მისია განახორციელა. მანამდე, თებერვალში, მარსზე NASA-ს კოსმოსური ხომალდი Perseverance დაჯდა.

ჩინეთი მარსზე პირველ პილოტირებულ მისიას 2033 წლისთვის გეგმავს.

Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ისტორია დაწერილია – 4 ადამიანი კოსმოსში გაფრინდა

4 სამოქალაქო პირის მოგზაურობა კოსმოსში – რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიის ახალი ფურცელი დაწერილია. “სპეის-იქსის” ორბიტალურმა ფრენამ სტარტი რამდენიმე საათის წინ ნასას კენედის აეროდრომიდან წარმატებით დაიწყო.

ეკიპაჟის წევრებს შორის არ არიან სამხედროები, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ჯგუფს ჯერედ ისააკმანი ხელმძღვანელობს. ის კომერციული კომპანიიის შიფტ-14-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ჯერედ ისააკმანი ამბობს, რომ ისტორიული ფრენა ქველმოქმედებისთვის იქნება გამოყენებული. მათი მიზანია წმინდა ჯუდის ბავშვთა საავადმყოფოს კვლევების დაფინანსებაში დეხმარონ. 4-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სწორედ ამ საავადმყოფოს ექიმი ჰეილი არქენოა.

ჯგუფის წევრებს შორის ასევე არიან: საიან პროექტორი – გეომეცნიერი და კრის სემბროვსკი – ამერიკი საჰაერო ძალების ვეტერანი ინჟინერი. მათ ისტორიული ფრენის ბილეთი გათამაშებაში მოიგეს.

ელონ მასკის „სფეის-იქსი“ ორბიტალურ ფრენას ასრულებს, ანუ დედამიწას შემოუვლის. მოგზაურობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ 90 წუთში ისინი დედამიწას წრეს დაარტყამენ.

ეს 2021 წლის განმავლობაში რიგით მესამე მილიარდერის მიერ დაფინანსებული კოსმოსური მოგზაურობაა, თუმცა წინა ორთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავებებით.

ბრიტანელი მილიარდერის „ვირჯინ გალაქტიკის“ და ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის „ბლუ ორიჯინის“ ფრენები სუბორბიტალური იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დედამიწის ორბიტისთვის არ მიუღწევიათ, მხოლოდ რამდენიმე წუთით კოსმოსში იმოგზაურეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

კოსმოსში 15 წუთიანი ფრენა ოქტომბერშია დაგეგმილი. მსახიობი გახდება ყველაზე მხცოვანი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. გამოცემის ცნობით, ამ მისიას დოკუმენტური ფილმისთვის გადაიღებენ.

20 ივნისს კომპანია Blue Origin-ისმფლობელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა, ხომალდით New Shepard კოსმოსში 10 წუთიანი ფრენა შეასრულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ოზონის შრეში ანტარქტიდაზე დიდი ზომის ხვრელი გაჩნდა!

კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ პოლუსის ზემოთ ოზონის შრის ხვრელი ანტარქტიდაზე დიდია. მკვლევრების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად გასულ წლებში არსებული ხვრელების 75%-ზე დიდია.

“აღნიშნული ხვრელი ძალიან ჰგავს წინა წლისას, რომელიც სექტემბრის დასაწყისამდე არაფრით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხანგრძლივ ოზონის ხვრელად გადაიქცა. ხოლო ახალი მონაცემების საფუძველზე, წლევანდელი ხვრელი ჩვეულებრივზე ბევრად დიდია” – განმარტავს Copernicus-ის დირექტორი, ვინსენტ-ანრი პეუჩი.

საგულისხმოა, რომ ოზონის ფენა გადამწყვეტ როლს ასრულებს დედამიწის მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი კი საშიშია, როგორც ხმელეთის მცენარეებისა და ცხოველებისთვის ზიანის მიყენების წყარო. ასევე, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, გაზრდილი ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანებში კანის კიბოსა და კატარაქტას წარმოქმნას უწყობს ხელს.

თუმცა წლების განმავლობაში, ქლორისა და ბრომის ატომების არსებობის გამო ოზონის მოლეკულები ამოიწურა. ყოველწლიურად, როდესაც ტემპერატურა სამხრეთ პოლუსზე იზრდება, ეს მავნე ატომები კიდევ უფრო ამცირებს ფენას – შედეგად, ოზონის ხვრელი ყოველწლიურად “იხსნება”.

მიუხედავად იმისა, რომ ხვრელი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, კოპერნიკის მეცნიერების მიხედვით, ფენა გარემოსდაცვითი რეგულაციების გამოყენებით აღდგება. მათ შორისა 1987 წლის მონრეალის პროტოკოლი, რომელიც ქლორისა და ბრომის რეგულირებას ემსახურება. ასე რომ, მკვლევართა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ფენა 2060-იან ან 2070-იან წლებამდე სრულად აღდგება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე წყლის ორთქლი აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა მიაკვლია მზის სისტემის უდიდესი მთვარის, განიმედეს  ატმოსფეროში წყლის ორთქლის მტკიცებულებას. წყლის ორთქლის წარმოქმნა მაშინ ხდება, როდესაც ყინულოვანი ზედაპირი აგრეგატულ მდგომარეობას იცვლის და მყარიდან აირში გადადის, ამ პროცესს ეწოდება სუბლიმაცია.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ განიმედე ყინულის უდიდეს რაოდენობას შეიცავს, გაცილებით მეტს, ვიდრე დედამიწის ოკეანეები ჯამში, თუმცა მთვარე 2.4-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი პლანეტა.

გარდა იმისა, რომ განიმედე არის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში, ის ასევე არის ერთადერთი მთვარე, რომელსაც აქვს მაგნიტური ველი, რაც იწვევს მთვარის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ირგვლივ ციალის წარმოქმნას.

გამოკვლევამ დაადგინა, რომ მთვარის ატმოსფეროში მოლეკულური ჟანგბადი (O2) თითქმის არ მოიპოვება, როდესაც ჯერ კიდევ 1998 წელს მთვარის ციალის ულტრაიისფერი სურათებით გამოავლინეს, რომ განიმედეს ატმოსფერო უმეტესად ატომური ჟანგბადისგან (O) შედგება. თუმცა, შესაძლოა წყალიც, არა მარტო ატომური ჟანგბადი, გამოიდევნებოდეს განიმედეს თბილი რეგიონებიდან.

მისიის(JUICE)  ფარგლებში, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) იუპიტერის მთვარეებზე ორბიტერის გაგზავნას გეგმას და იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს შეიტყობენ მთვარის, როგორც სიცოცხლის პოტენციური ჰაბიტატის შესახებ.

წყარო: edition.cnn.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრა და დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა

კომპანია  „ამაზონის“ დამფუძნებელი მილიარდელი ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის Blue Origin– ის რაკეტა New Shepard– ით კოსმოსში გაფრინდა და დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა.

სუბორბიტული ფრენა ტეხასის შტატში მდებარე Blue Origin-ის კოსმოდრომიდან განხორციელდა. ბეზოსის მოგზაურობა 10 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა. გაფრენიდან 2 წუთის შემდეგ რაკეტას კაფსულა გამოეყო და კოსმოსში, დაახლეობით 100 კილომეტრს მიაღწია.

„საუკეთესო დღე, რაც კი ოდესმე მქონია“,- განაცხადა დედამიწაზე დაბრუნებულმა მილიარდერმა.

ჯეფ ბეზოსის გარდა, ბორტზე იყვნენ  მისი ძმა მარკი, ამერიკელი მფრინავი ქალი, 82 წლის უოლი ფანკი და 18 წლის ჰოლანდიელი სტუდენტი ოლივიე დეიმენი. ოთხივე მგზავრი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. ფანკი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია მათ შორის, ვინც დღემდე კოსმოსში გაფრენილა,  დეიმენი კი – ყველაზე ახალგაზრდა.

Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ი კოსმოსური ტურიზმის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი.

პირველი ტურისტული სუბორბიტული ფრენა ბრიტანელმა მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი კომპანია Virgin Galactic-ის რაკეტით 11 ივლისს შეასრულა.

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში დღეს გაემგზავრება

კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ BBC წერს.

2000 წელს ბეზოსმა კომპანია Blue Origin-ი შექმნა და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ კოსმოსში გაფრენით მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებს.

მასთან ერთად, ხომალდზე მისი ძმა, მარკი, 18 წლის ჰოლადნიელი სტუდენტი ოლივერ დაემენი და 82 წლის უოოლი ფანკი იქნებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 59
Page 23 of 59