close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მზის სისტემაში დედამიწის მსგავსი კიდევ ერთი პლანეტაა

მზის სისტემის კიდე ბუნდოვანი და შორეული ნაწილია, რომელსაც კარგად ვერ ვხედავთ. მზის შუქისგან ასე შორს, დიდი პლანეტაც კი შეიძება იმალებოდა და ჩვენ მასზე არ ვიცოდეთ.

ნეპტუნის შემდეგი ობიექტები (TNO), რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ თავისებური შეჯგუფებით გამოირჩევიან. ეს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ იქ “სადღაც” მეცხრე პლანეტა იმალება. მიუხედავად ამისა, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ახლა, ორი მეცნიერი ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობს: არც შავი ხვრელი და არც ყინულის გიგანტი. მათი აზრით, შესაძლოა, საქმე დედამიწის მსგავს პლანეტასთან გვქონდეს. ის “მეცხრე პლანეტასთან” შედარებით უფრო ახლოს უნდა იყოს და მას დახრილი ორბიტა აქვს.

იაპონელი პლანეტოლოგების აზრით, ეს პლანეტა გაყინულია და დედამიწაზე არაუმეტეს 3-ჯერ უფრო მასიურია. რაც შეეხება მის ორბიტას, ის დაახლოებით 500 ასტრონომიული ერთეულითაა მზისგან დაშორებული.

“ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მზის სისტემის კიდეში დედამიწის მსგავსი პლანეტა უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნიშნები არსებობს და შემდგომი კვლევებია საჭირო”, — წერენ მკვლევრები.

ყველაზე შორეული ობიექტი, რომელსაც მზის სისტემაში მივაგენით ჩვენგან 132 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. მაგალითისთვის, პლუტონი მზიდან დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული.

თუმცა, ნეპტუნის მიღმა (30 ასტრონომიული ერთეული მზიდან) უამრვი ყინულოვანი ობიექტი და ჯუჯა პლანეტაა. საუბარია კოიპერის სარტყელზე, რომელშიც შემავალ ობიექტებს TNO ეწოდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ტელესკოპების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი TNO აღმოვაჩინეთ.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია კლასტერირება. TNO-ების ზოგიერთი ჯგუფი დახრილი ორბიტის გარეშემო ერთად მოძრაობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ობიექტებზე რაღაცას გრავიტაციული გავლენა აქვს. ეს გაცილებით დიდი ობიექტი უნდა იყოს, ვიდრე ჯუჯა პლანეტაა.

ახლა, მონაცემების გაანალიზებით იაპონელმა ასტრონომებმა “მეცხრე პლანეტის” იდეა დახვეწეს. ამან შეიძლება ახსნას კოიპერის სარტყელში ობიექტების უცნაური ქცევა.

“დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელსაც დახრილი ორბიტა აქვს კოიპერის სარტყელის სამ ფუნდამენტურ თვისებას ხსნის. ესენია: TNO-ების ნეპტუნის გრავიტაციის მიღმა დაჯგუფება, მაღალი დახრილობის ობიექტების არსებობა და უცნაური ობიექტების ორბიტების არსებობის ფენომენი”, — ამბობენ მკვლევრები.

დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობას შეუძლია ახსნას 45 გრადუსზე მეტი დახრილობის მქონე ობიექტები და ისეთი ობიექტების ორბიტები, როგორიცაა ჯუჯა პლანეტა სედნა.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფოტო

როგორი იყო ლურჯი სუპერმთვარე – ფოტოგალერეა

მიმდინარე კვირას ცაში ლურჯი სუპერმთვარე გამოჩნდა. ლურჯი მთვარე ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას, როდესაც სავსე მთვარე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მეორედ ფიქსირდება. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. თუმცა წელს ამას ისიც დაემთხვა, რომ თანამგზავრი დედამიწას მაქსიმალურად ახლო დისტანციაზე მიუახლოვდა. ბოლო ლურჯი სუპერმთვარე 2009 წელს დაფიქსირდა, შემდეგ კი მას მხოლოდ 2037 წელს ვნახავთ.

ეს ასტრონომიული მოვლენა ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს. გთავაზობთ ლურჯი მთვარის ყველაზე შთამბეჭდავი სურათების გალერეას:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დღეს ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე” გამოჩნდება – რა უნდა ვიცოდეთ

ოთხშაბათს, 30 აგვისტოს ცაზე სავსე, მანათობელი მთვარე გამოჩნდება. ექსპერტები კამათობენ სუპერმთვარის ზუსტ განმარტებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წლის მოვლენაა – და არა მარტო!

ზოგადად, სუპერმთვარესთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც თანამგზავრი ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილზეა. ეს ცნობილია როგორც პერიგე.

ამ დროს მთვარე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 357 343 კილომეტრით იქნება დაშორებული და 7%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ.

მოვლენის შეუიარაღებელი თვალით დანახვაც იქნება შესაძლებელი.

რატომ ლურჯი?

სუპერმთვარე ახალი ტერმინია და ის 1979 წლიდან დამკვიდრდა.

მარწყვის მთვარისა და ვარდისფერი მთვარის მსგავსად, არც ლურჯი მთვარე მომდინარეობს უშუალოდ მისი ფერიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად სუპერმთვარეს, ის იშვიათი მოვლენა არ არის. ეს ჩვეულებრივ წელიწადში სამი-ოთხჯერ ხდება.

თუმცა, ლურჯი სუპერმთვარე შედარებით იშვიათი მოვლენაა. ეს დაახლოებით ყოველ 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება. NASA-ს ცნობით, შემდეგ ლურჯ სუპერმთვარეს 2037 წელს ვიხილავთ.

1883 წელს კრაკატაუს მომაკვდინებელი ვულკანის ამოფრქვევამ 36 000 ადამიანი იმსხვერპლა. გოგირდის დიოქსიდმა და ფერფლმა ჰაერი გაავსო, რის გამოც მთვარე ლურჯად ჩანდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს.

ლონდონის ისტორიის მუზეუმის თანახმად, ტყის ხანძრებმა შეიძლება იგივე ეფექტი გამოიწვიოს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

30 აგვისტოს ცაზე “ლურჯი სუპერმთვარე” გამოჩნდება — რა უნდა ვიცოდეთ

ოთხშაბათს, 30 აგვისტოს ცაზე სავსე, მანათობელი მთვარე გამოჩნდება. ექსპერტები კამათობენ სუპერმთვარის ზუსტ განმარტებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წლის მოვლენაა — და არა მარტო!

ზოგადად, სუპერმთვარესთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც თანამგზავრი ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილზეა. ეს ცნობილია როგორც პერიგე.

ამ დროს მთვარე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 357 343 კილომეტრით იქნება დაშორებული და 7%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ.

მოვლენის შეუიარაღებელი თვალით დანახვაც იქნება შესაძლებელი.

რატომ ლურჯი?

სუპერმთვარე ახალი ტერმინია და ის 1979 წლიდან დამკვიდრდა.

მარწყვის მთვარისა და ვარდისფერი მთვარის მსგავსად, არც ლურჯი მთვარე მომდინარეობს უშუალოდ მისი ფერიდან.

რაც შეეხება კონკრეტულად სუპერმთვარეს, ის იშვიათი მოვლენა არ არის. ეს ჩვეულებრივ წელიწადში სამი-ოთხჯერ ხდება.

თუმცა, ლურჯი სუპერმთვარე შედარებით იშვიათი მოვლენაა. ეს დაახლოებით ყოველ 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება. NASA-ს ცნობით, შემდეგ ლურჯ სუპერმთვარეს 2037 წელს ვიხილავთ.

1883 წელს კრაკატაუს მომაკვდინებელი ვულკანის ამოფრქვევამ 36 000 ადამიანი იმსხვერპლა. გოგირდის დიოქსიდმა და ფერფლმა ჰაერი გაავსო, რის გამოც მთვარე ლურჯად ჩანდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს.

ლონდონის ისტორიის მუზეუმის თანახმად, ტყის ხანძრებმა შეიძლება იგივე ეფექტი გამოიწვიოს.

მოვლენას თბილისშიც აღნიშნავენ. შებსაბამისი ღონისძიების ნახვა აქ შეგიძლიათ.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნეპტუნზე რაღაც უცნაური ხდება — პლანეტაზე ღრუბლები გაქრა

ნეპტუნზე რაღაც ძალიან უცნაური ხდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პლანეტის ატმოსფეროდან ღრუბლის ფერმკრთალი ზოლები გაქრა.

უფრო მეტიც, 1994 წლით (როდესაც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად დაიწყო ნეპტუნის დოკუმენტირება) დათარიღებული სურათები გვიჩვენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ის ასევე დაკავშირებულია სხვა პერიოდულ ცვლილებასთან, კერძოდ — მზის ციკლის 11-წლიან აქტივობასთან.

ნეპტუნზე ღრუბლების გაქრობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წლისთვის პლანეტა უკვე, მეტ-ნაკლებად, უღრუბლო იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ნეპტუნი მზიდან, დაახლოებით, 4,5 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული (ანუ დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილზე 30-ჯერ მეტით), ამ აღმოჩენამ ასტრონომები გააოცა და დააინტერესა.

ფოტო: NASA, ESA, Erandi Chavez/UC Berkeley, Imke de Pater/UC Berkeley

ნეპტუნი მზის სისტემის მთავარ პლანეტებს შორის ყველაზე შორს მდებარეობს და, შედეგად, არც თუ კარგად არის შესწავლილი. ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია, მიუთითებს კომპლექსურ და დინამიკურ ატმოსფეროზე, განპირობებულს პროცესებით, რომლებსაც ბოლომდე ვერ ვწვდებით.

მიუხედავად ამისა, მეცნიერებს მაინც აქვთ ატმოსფეროს ცვლილების გრძელვადიანი ტენდენციებისთვის თვალის მიდევნების საშუალება. ამისათვის მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ მონაცემებზე, რომლებიც შეგროვდა 1994 წლიდან ჰაბლის, 2002 წლიდან კეკის ობსერვატორიის და 2018 და 2019 წლებში ლიკის ობსერვატორიის მიერ.

ფოტო: Imke de Pater, Erandi Chavez, Erin Redwing/UC Berkeley/W. M. Keck Observatory

მონაცემთა ნაკრებმა აჩვენა, რომ ნეპტუნზე ღრუბლის საფარის რაოდენობა მერყეობს, დაახლოებით, 11-წლიანი ციკლების მიხედვით, რომლებიც, როგორც ჩანს, სინქრონიზებულია მზის აქტივობასთან.

ყოველ 11 წელიწადში მზის მაგნიტური ველი ცვლის პოლარობას, რაც აღინიშნება ანთებების, კორონალური მასის ამოფრქვევისა და მზის ლაქების პიკით. მას შემდეგ, რაც პოლუსები ადგილს შეიცვლის, მზის აქტივობა გარკვეული დროით ნელდება, მანამ, სანამ ციკლის მაქსიმუმი კვლავ დაიწყებოდეს. ამ მაქსიმუმის დროს კი მზე უფრო ინტენსიურ ულტრაიისფერ შუქს ასხივებს.

გუნდის 29-წლიანი ანალიზი აჩვენებს, რომ ღრუბლები ნეპტუნზე ჩნდება ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების დაწყებიდან, დაახლოებით, 2 წლის შემდეგ. ასევე არსებობს პოზიტიური კორელაცია ნეპტუნის ღრუბლის საფარსა და მის ალბედოს შორის — ეს არის მზის შუქის რაოდენობა, რომელსაც ის ირეკლავს.

“ჩვენი აღმოჩენები მხარს უჭერს თეორიას, რომ მზის ულტრაიისფერმა სხივებმა, საკმარისი სიძლიერის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ფოტოქიმიური რეაქცია, რომელიც წარმოქმნის ნეპტუნის ღრუბლებს“, — განმარტავენ მკვლევრები.

ფოტო: NASA, ESA, LASP, Erandi Chavez/UC Berkeley, Imke de Pater/UC Berkeley

გუნდის ანალიზი, რომელიც მოიცავს მზის 2,5 ციკლს, აჩვენებს ნეპტუნის ღრუბლის საფარისა და ალბედოს პიკს 2002 წელს (წინა კვლევის შესაბამისად), ხოლო 2007 წლისთვის მისი აქტივობის მაჩვენებელი ეცემა. მზის ორი უახლესი მაქსიმუმი კი ფიქსირდება 2001 და 2015 წლებში.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მიუთითებს ფოტოქიმიურ მოვლენაზე, მეცნიერებს დასჭირდებათ გარკვეული მონაცემების შეგროვება, რათა გაარკვიონ, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივების ურთიერთქმედების ერთ-ერთი შესაძლებლობა ღრუბლების გამუქებაა, რაც ალბედოს შემცირებას უნდა იწვევდეს. რაც შეეხება ნეპტუნის სიღრმიდან წამოსულ შტორმებს, ისინი ფოტოქიმიურად გამოწვეულ ღრუბლებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, რაც ასევე ართულებს საკითხს.

მიმდინარეობს ახალი დაკვირვებები და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული ახალი მონაცემების დამუშავება. ორივე თანხვედრაშია გუნდის დასკვნებთან, რომლის მიხედვითაც, მზის ახალ მაქსიმუმს 2025 წლისთვის უნდა ველოდოთ.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Icarus-ში.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შესაძლოა, 50 წლის წინ მარსზე სიცოცხლე აღმოვაჩინეთ და შემთხვევით გავანადგურეთ

კაცობრიობა მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენას უკვე მრავალი წელია, ცდილობს. პროგრამა Mars Sample Return-ის ფარგლებში იქიდან დედამიწაზე გრუნტის ნიმუშების ჩამოტანაც იგეგმება, რომელსაც მეცნიერები დეტალურად გააანალიზებენ. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი სპეციალისტი ეჭვობს, რომ იქ სიცოცხლეს ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ მივაკვლიეთ და შემთხვევით გავანადგურეთ.

დიდი ხნით ადრე, სანამ წითელ პლანეტაზე მავალ Curiosity-ის გავუშვებდით, იქ NASA-ს Viking-ის მისიებისას ორი აპარატი დაეშვა. მისი ზედაპირის ახლო გამოსახულებები მაშინ პირველად მოვიპოვეთ და გრუნტს ბიოლოგიური ტესტირებაც ჩავუტარეთ. ექსპერიმენტების უმეტესობა დამაიმედებელი არ იყო, თუმცა ერთ-ერთმა ქლორის შემცველი ორგანული ნივთიერებები გამოავლინა. იმ დროს მიიჩნიეს, რომ ისინი მარსზე დედამიწიდან მოხვდა.

მარსის ზედაპირის პირველი სურათი.

ფოტო: NASA

ექსპერიმენტის ერთ ნაწილში ნიმუშში წყალი დაამატეს, რომელიც საკვებ ნივთიერებებსა და რადიოაქტიურ ნახშირბადს შეიცავდა. თუ პლანეტაზე სიცოცხლე იყო, სავარაუდოდ, ის სწორედ ამ ნივთიერებებს მოიხმარდა, ხსენებულ აირს კი ცხოველქმედებისას გამოყოფდა. ამის მიუხედავად, სათადარიგო ტესტირებაში მსგავსი აირი აღარ იყო.

არაერთგვაროვანი აღმოჩნდა სხვა ცდებიც: პოტენციურად არსებული მიკრობების რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოკვებასა და ინკუბაციას მეტი აირი უნდა წარმოექმნა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირველადი ნიმუში პერქლორატში მოათავსეს, რომელიც ასაფეთქებლებსა და რაკეტის საწვავში გამოიყენება, ეს კი საკვებ ნივთიერებებს გადაამუშავებდა.

სხვაგვარად ფიქრობს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრობიოლოგი დირკ მაკუჩი. მისი აზრით, ნიმუშში წყლის დამატება შეცდომა იყო, რადგან ამას იქ არსებული მიკრობების განადგურება შეეძლო.

სიცოცხლის ასეთი ფორმები დედამიწაზე, ყველაზე მკაცრ პირობებშიც გვხვდება. ისინი მარილის მინერალებში ბინადრობენ და ტენს ჰაერიდან იღებენ. მათთვის წყალი დამღუპველია. დირკ მაკუჩი არ გამორიცხავს, რომ მარსის გრუნტის ნიმუშებშიც მსგავსი მიკრობები არსებულიყო, რაც ხსნის, რატომ ვერ დაფიქსირდა მოგვიანებით იქ რადიოაქტიური აირი.

“ამ ადაპტაციას მარსის გარემოში გარკვეული უპირატესობები ექნებოდა, როგორიცაა ყინვის დაბალი ნიშნული, ჟანგბადის წყარო და ჰიგროსკოპიულობა. თუ დავუშვებთ, რომ მარსზე სიცოცხლე იქაურ პირობებს წყალბადის ზეჟანგის მიერთებით შეეგუა, ეს Viking-ის შედეგებს ახსნის.

თუ ამ მიკრობთა უჯრედები წყალბადის ზეჟანგს შეიცავდა, ეს ცდა მათ დახოცავდა. ის ორგანულ მოლეკულებთან შევიდოდა რეაქციაში და დიდი ოდენობით ნახშირორჟანგს წარმოქმნიდა, რაც ხელსაწყომ დააფიქსირა კიდეც”, — ვკითხულობთ დირკ მაკუჩისა და მისი კოლეგის ადრეულ ნაშრომში.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ისტორიული მოვლენა – ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე მავალი დასვა

ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) მთვარეზე მისია ჩანდრაიან-3 დასვა. მისიაში შედის სტატიკური ხომალდი და მავალი, რომლებიც წარმატებით დაეშვნენ მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში. ერთი ორბიტერი მთვარის ორბიტაზე დარჩა და მოძრაობას იქ გააგრძელებს. ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე მუშა მავალი დასვა; ამ დროისათვის, ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.

როგორც სახელიც მიუთითებს, ის ინდოეთის მთვარის კვლევების პროგრამის მესამე მისიაა. ჩანდრაიანის წინა ორ ხომალდს რამდენიმე პრობლემა შეექმნა.

აღსანიშნავია, რომ მთვარის ამ რეგიონში ცდილობდა ხომალდის დასმას რუსეთიც. მისიამ კრახი განიცადა, აპარატი მთვარის ზედაპირს შეასკდა და განადგურდა.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რუსული ხომალდი მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა – reuters

პლა­ნე­ტა­თა­შო­რის­მა ავ­ტო­მა­ტურ­მა სად­გურ­მა “Луна-25” – მა მთვა­რის ზე­და­პირ­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა. აღნიშნულის შესახებ reuters ავრცელებს ინფორმაციას.

რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა კორპორაციამ, როსკოსმოსმა, განაცხადა, რომ მან დაკარგა კავშირი ხომალდთან შაბათს, GMT 11:57 საათზე, პრობლემის გამო. მათივე თქმით, რბილი დაშვება ორშაბათს 21 აგვისტოს იყო დაგეგმილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Titan-ის შემქმნელი 2050 წლისთვის ვენერაზე 1000 ადამიანის გაგზავნას გეგმავს

OceanGate-ს თანადამფუძნებელს სურს, რომ 2050 წლისთვის ვენერაზე 1000 ადამიანი გააგზავნოს.

გილერმო სონლაინმა Insider-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კომპანიისთვის დიდი გეგმები აქვს.

მისი თქმით, არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანებს ვენერას ზედაპირიდან 30 მილის სიმაღლეზე მდებარე ფართობზე თეორიულად გადარჩენა შეუძლიათ.

სონლაინი მიიჩნევს, რომ ადამიანები ვენერაზე ცხოვრებას შეძლებენ, თუ კოსმოსური სადგური ღრუბლებში არსებულ გოგირდმჟავას გაუძლებს.

შეგახსენებთ, რომ OceanGate-ს მიერ ატლანტის ოკეანეში გაშვებული წყალქვეშა ნავი Titan-ი გასულ თვეში გაუჩინარდა. ოთხდღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, აშშ-ს სანაპირო დაცვამ გამოაცხადა, რომ 22 ივნისს ხომალდის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ცნობილი გახდა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. აღნიშნულ საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეიმს ვების ტელესკოპის ახალი აღმოჩენები

ჯეიმს ვების კოსმიურმა ტელესკოპმა შორეული გალაქტიკა El Gordo-ს განსხვავებული მახასიათებლები დააფიქსირა.

NASA-ს გამოცემის თანახმად, ელ გორდო გრავიტაციული წნევით ასობით გალაქტიკას აერთიანებს.

ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათი გვაჩვენებს გალაქტიკების ერთობლიობას, რომელიც არსებობდა მაშინ, როდესაც სამყარო 6.2 მილიარდი წლის იყო. ეს “კოსმოსური მოზარდი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება იყო, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა.

ვების სურათზე გამოსახული გალაქტიკა “El Anzuelo” დედამიწიდან 10,6 მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. სურათზე ის წითელი რკალის სახით გვევლინება.

El Anzuelo-ს მოწითალო ელფერი ორი მიზეზით წარმოიქმნება: პირველი, მტვრის არსებობა გალაქტიკაში და მეორე, მისი მნიშვნელოვანი მანძილი, რაც იწვევს სინათლის ტალღებზე კოსმოლოგიურ წითელ გადაადგილებას.

ვების დაკვირვებებმა დაასკვნა, რომ ეს შორეული გალაქტიკა დისკის ფორმისაა, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 26000 სინათლის წელია, რაც ირმის ნახტომის ზომის მეოთხედს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ტელესკოპის მეშვეობით აღმოჩენილ იქნა გიგანტური ვარსკვლავი სახელად Quylur. ეს გახლავთ პირველი გიგანტური ვარსკვლავი, რომელიც დაფიქსირდა დედამიწიდან მილიარდი სინათლის წელიწადს მიღმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 61
Page 14 of 61