close
ასტრონომია - კოსმოსი

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მზის სისტემაში დედამიწის მსგავსი კიდევ ერთი პლანეტაა

მზის სისტემის კიდე ბუნდოვანი და შორეული ნაწილია, რომელსაც კარგად ვერ ვხედავთ. მზის შუქისგან ასე შორს, დიდი პლანეტაც კი შეიძება იმალებოდა და ჩვენ მასზე არ ვიცოდეთ.

ნეპტუნის შემდეგი ობიექტები (TNO), რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ თავისებური შეჯგუფებით გამოირჩევიან. ეს მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ იქ “სადღაც” მეცხრე პლანეტა იმალება. მიუხედავად ამისა, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ახლა, ორი მეცნიერი ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობს: არც შავი ხვრელი და არც ყინულის გიგანტი. მათი აზრით, შესაძლოა, საქმე დედამიწის მსგავს პლანეტასთან გვქონდეს. ის “მეცხრე პლანეტასთან” შედარებით უფრო ახლოს უნდა იყოს და მას დახრილი ორბიტა აქვს.

იაპონელი პლანეტოლოგების აზრით, ეს პლანეტა გაყინულია და დედამიწაზე არაუმეტეს 3-ჯერ უფრო მასიურია. რაც შეეხება მის ორბიტას, ის დაახლოებით 500 ასტრონომიული ერთეულითაა მზისგან დაშორებული.

“ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მზის სისტემის კიდეში დედამიწის მსგავსი პლანეტა უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნიშნები არსებობს და შემდგომი კვლევებია საჭირო”, — წერენ მკვლევრები.

ყველაზე შორეული ობიექტი, რომელსაც მზის სისტემაში მივაგენით ჩვენგან 132 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. მაგალითისთვის, პლუტონი მზიდან დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული.

თუმცა, ნეპტუნის მიღმა (30 ასტრონომიული ერთეული მზიდან) უამრვი ყინულოვანი ობიექტი და ჯუჯა პლანეტაა. საუბარია კოიპერის სარტყელზე, რომელშიც შემავალ ობიექტებს TNO ეწოდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ტელესკოპების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი TNO აღმოვაჩინეთ.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია კლასტერირება. TNO-ების ზოგიერთი ჯგუფი დახრილი ორბიტის გარეშემო ერთად მოძრაობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ობიექტებზე რაღაცას გრავიტაციული გავლენა აქვს. ეს გაცილებით დიდი ობიექტი უნდა იყოს, ვიდრე ჯუჯა პლანეტაა.

ახლა, მონაცემების გაანალიზებით იაპონელმა ასტრონომებმა “მეცხრე პლანეტის” იდეა დახვეწეს. ამან შეიძლება ახსნას კოიპერის სარტყელში ობიექტების უცნაური ქცევა.

“დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელსაც დახრილი ორბიტა აქვს კოიპერის სარტყელის სამ ფუნდამენტურ თვისებას ხსნის. ესენია: TNO-ების ნეპტუნის გრავიტაციის მიღმა დაჯგუფება, მაღალი დახრილობის ობიექტების არსებობა და უცნაური ობიექტების ორბიტების არსებობის ფენომენი”, — ამბობენ მკვლევრები.

დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობას შეუძლია ახსნას 45 გრადუსზე მეტი დახრილობის მქონე ობიექტები და ისეთი ობიექტების ორბიტები, როგორიცაა ჯუჯა პლანეტა სედნა.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0