close
ასტრონომია - კოსმოსი

“ნასას” განცხადებით, უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მათი არსებობა გამორიცხული არაა

“ნასას” ე.წ. უცხოპლანეტელების (ამოუცნობი მფრინავი ობიექტების) კვლევის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ამ ამოუხსნელი ფენომენის უკან უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.
ამასთან, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მათ არსებობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ საჭიროა ამოუცნობი ანომალიური ფენომენების გაუმჯობესებული ტექნოლოგიით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოკვლევა.
“ნასას” ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო არა მხოლოდ უხელმძღვანელებს ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტების კვლევას, არამედ მონაცემებს მეტი გამჭვირვალობით გააზიარებს.
36-გვერდიანი ანგარიში ფორმალურად ცნობილია, როგორც “ამოუცნობი ანომალიური ფენომენის დამოუკიდებელი კვლევა” და მის ბოლო გვერდზე აღნიშნულია, რომ “არ არსებობს დასკვნის საფუძველი”, რომ “ნასას” მიერ გამოკვლეული ასობით ამოუცნობი ანომალიური ფენომენის უკან არამიწიერი არსებები დგანან. მიუხედავად ამისა, ნასა “დედამიწის ატმოსფეროში პოტენციური უცხოპლანეტელი ტექნოლოგიის მოქმედებას არ გამორიცხავს”.
აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მოულოდნელი შეხვედრის გასაგებად, რომლებიც ახსნას ეწინააღმდეგება, უკეთესი მონაცემებია საჭირო.
“როდესაც საქმე ეხება ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს, ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ მონაცემები, რომლებიც საჭიროა ამ ანომალიური ხილვების ასახსნელად, ხშირად არ არსებობს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
BBC-ის რეპორტიორმა სემ კაბრალმა ნასა-ს მიერ ორგანიზებულ პანელზე დასვა შეკითხვა იმ ვოთომდა არამიწიერი ცხოველების ფოტოების შესახებ, რომლებიც მექსიკის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
კერძოდ, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თვითგამოცხადებულმა ექსპერტმა, ჯეიმ მაუსანმა, კონგრესის მოსმენაზე წარადგინა, მისი თქმით, ორი უძველესი “უცხოპლანეტელის გვამი”. მისი თქმით, ცხედრები იპოვეს კუსკოში, პერუში, 2017 წელს და რადიოკარბონის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ობიექტები 1800 წლამდე ასაკის იყვნენ.
„გახდეს ნიმუშები მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და ვნახავთ, რა არის”, – განუცხადა “ნასას” მეცნიერმა, დოქტორმა დევიდ სპერგელმა BBC-ს.

წყარო : cbsnews.com
BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0