close

მსოფლიო

ისტორიამსოფლიორელიგია და მეცნიერება

Guardia Svizzera – პაპის ელიტური სამხედრო შენაერთი

  მსოფლიო ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური ლიდერები საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, პირად საჯარისო შენაერთებს ქმნიდნენ. ისეთებს, როგორებიც იყვნენ: „უკვდავები“ – სპარსეთის იმპერიაში, „მეფის გვარდია“ – ტაილანდში, „საიმპერატორო გვარდია“- საფრანგეთის იმპერიაში. „მონასპა“ – საქართველოს სამეფოში და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ შენაერთთა აბსოლუტური უმრავლესობა პასუხს საერო ხელისუფლის სიცოცხლეზე აგებდა. ამ თვალსაზრისით, ვატიკანის შვეიცარიული გვარდია სრულად განსხვავებული ფენომენია, რომლის მთავარ მოვალეობას, კათოლიკური სარწმუნოებაში უმაღლესი სასულიერო პირის – რომის პაპის დაცვა წარმოადგენს, ამასთან ერთად, მას ევალება სამოციქულო სასახლისა და ვატიკანის შესასვლელთა კონტროლი.

პაპის შვეიცარიული გვარდია არსებობის ისტორიას XV საუკუნიდან იწყებს. ჯერ კიდევ პაპმა სიქსტუს IV-მ (1471-1484, ერისკაცობაში ფრანჩესკო დელლა როვერე) ალიანსი შეკრა შვეიცარიის კონფედერაციასთან და დაიწყო სამხედრო ბარაკების მშენებლობა „ვია პელეგრინოსთან“, რომელშიც დაქირავებული ჯარისკაცები უნდა დაებინავებინა.  გვარდიის წევრები გამოცდილი მებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ. დადებული ხელშეკრულება თავიდან გადაიხედა პაპ ინოკენტი VIII-ის მიერ (1484-1492,  ერისკაცობაში ჯამბატისტა ჩიბო) იმ მოტივით, რომ შვეიცარიელებს ებრძოლათ მილანის დუკას წინააღმდეგ. პაპი ალექსანდრე VI (1492-1503,  ბორჯია (ბორხა) იყენებდა შვეიცარიელ დაქირავებულებს საფრანგეთთან ალიანსის პერიოდში. აღნიშნული ნაბიჯების მიუხედავად, რომის ეკლესიის მიერ ვერ ხერხდებოდა შვეიცარიელების ერთ შენაერთში ინკორპორირება, რაც ქმნიდა პარადოქსულ სიტუაციას, დაქირავებული შვეიცარიელები ხშირად ერთმანეთს ებრძოდნენ საფრანგეთის, პაპის ოლქის, თუ საღვთო რომის იმპერიის სამხედრო რიგებიდან.

იტალიურმა ომებმა (1494-1559)  ბიძგი მისცა პაპის გვარდიის ჩამოყალიბების აუცილებლობას. მაშინ,  როდესაც საფრანგეთის მეფემ შარლ VIII-მ (1483-1498) გადაწყვიტა ნეაპოლზე შეტევა – დაქირავებული შვეიცარიელები ქალაქის დასაცავად შეიკრიბნენ. ყურადღებას იმსახურებს ამ პერიოდის ცნობილი პიროვნება კარდინალი ჯულიანო დელა როვერე – რომელიც შემდგომ პაპი იულიუსი გახდა. ნეაპოლში ყოფნისას იგი კარგად გაეცნო შვეიცარიელთა ბრძოლის მეთოდებს და გაუჩნდა სიმპათიები მათ მიმართ. სწორედ ამ ფაქტმა იქონია მთავარი ზეგავლენა მომავალ პაპზე, რომ შეექმნა საკუთარი გვარდია და დაეკომპლექტებინა იგი შვეიცარიელებით.

იულიუს II – მეომარი პაპი , გვარდიის შექმნის ინიციატორი (ფილმიდან ,,ექსტაზი და აგონია”, 1965)

ალექსანდრე VI ბორჯიას შემდეგ, რომის პაპის ტახტზე – „მეომარი პაპი“, იულიუს II ავიდა (1503-1513)  სახელი მას იულიუს კეისრის საპატივცემულოდ ეწოდა. 1503 წელს მან თხოვნით მიმართა შვეიცარიულ Tagsatzung-ს (საკანონმდებლო ორგანო) რომ გამოეყოთ მისთვის 200 შვეიცარიელი მეომარი. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყეს ბავარიელმა ბანკირებმა – ულრიხ და იაკობ ფუგერებმა,  რომლებიც დაინტერესდნენ შესაბამისი ინვესტიციებით.
1505 წლის სექტემბერში, კასპარ ფონ სილენენის მეთაურობით, ურის კანტონიდან 150 შვეიცარიელი დაიძრა იტალიის მიმართულებით. მათი მარში რომზე იანვრამდე გაიწელა. 22 იანვარს მათ შეაბიჯეს რომში, გაიარეს ავრელიანეს კედელი და ეახლნენ პაპ იულიუს II-ს, რომელმაც დალოცა ისინი. ოფიციალურად, სწორედ ეს თარიღი ითვლება პაპის შვეიცარიული გვარდიის დაარსების დღედ.
იბადება კითხვა რატომ მაინცდამაინც შვეიცარიელები?  ამისათვის საინტერესოა გავიაზროთ თუ რა შეხედულებები არსებობდა შვეიცარიელი მებრძოლების მიმართ XVI საუკუნის დასაწყისში.
  ამ საკითხის კვლევისთვის მნიშვნელოვანი წყაროა ნიკოლო მაკიაველი, რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰუმანისტი  და მისი 1532 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „მთავარი“, სადაც ახასიათებს შვეიცარიელ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებულ ლაშქრებს იგი არამყარ, უზნეო , მომხვეჭელობაზე ორიენტირებულ ბრბოდ წარმოგვიდგენს, იგი წერს, რომ შვეიცარიელები ყველაზე კარგად შეიარაღებული და ყველაზე მეტად თავისუფალი მეომრები არიან, თუმცა იგი არ ეთანხმებოდა საფრანგეთის მეფის ლუი XI -ის (1461-1483)  სამხედრო პოლიტიკას, რომელმაც გააუქმა სავალდებულო სამსახური და „თავისუფალი მსროლელების“ კორპუსი და შვეიცარიელების დაქირავებას მიჰყო ხელი. შეიქმნა ერთგვარი შერეული ლაშქარი, რომელიც ვერაფერს ხდებოდა შვეიცარიელების დახმარების გარეშე. აქედან ნათელია, რომ შვეიცარიელი მექირავნეები უფრო მაღლა იდგნენ სიძლიერისა და სამხედრო ორგანიზაციის მხრივ. მაკიაველის არგუმენტებიდან უნდა ამოვიკითხოთ შემდეგი, რომ შვეიცარიელი მექირავნეები საკმაოდ კარგი მებრძოლები არიან, ისინი აღემატებიან ფრანგულ შენაერთებს. თუმცა მაკიაველი ითვალისწინებს შვეიცარიელების სისუსტეებსაც,მათ მთავარ პრობლემას ქვეითი ჯარი წარმოადგენს. მას მაგალითად მოჰყავს ესპანელების ფეხოსანთა ჯარი, რომელიც პირისპირ ბრძოლაში ჯაბნის შვეიცარიულს, თუმცა მისი ამგვარი მტკიცება არამყარია, რადგან  იგი თვითონვე აღნიშნავს, რომ საომარ გამოცდილებას ჯერ ბოლომდე არ უთქვამს თავისი სიტყვა.

შვეიცარიელები საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, შემართებით  საკმაოდ ცნობილნი იყვნენ იმდროინდელ ევროპაში, ჯარის წვრთნას, იარაღის მართვასა და დიდი ფორმირებების მანევრირებაზე საკმარისზე მეტი დრო იხარჯებოდა. ამის შედეგად შვეიცარიელთა ქვეითი ჯარი  კავალერიის წინააღმდეგ საშიშ ძალად იქცეოდა. იყვნენ საკმაოდ კარგი ტაქტიკოსები,  მათ არა ერთ ბრძოლაში გამოიჩინეს თავი მაგალითად: 1315 წლის 15 ნოემბერი – მორგარტენის ბრძოლა,  1339 წლის 21 ივნისი- ლაუპენთან ბრძოლა, 1386 წლის 9 ივლისი – ზემპახის ბრძოლა,  1476 წლის 2 მარტი – გრანდსონის ბრძოლა,  1476 წლის 22 ივნისი – მურტენთან ბრძოლა, 1477 წლის 5 იანვარი ნანსის ბრძოლა, აღსანიშნავია, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც შვეიცარიამ  მძიმე მარცხი იწვნია  იყო საფრანგეთი,  1516 წლის  29 ნოემბერს საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის დაიდო ე.წ. „საუკუნო ზავი“, რომლიც მიხედვითაც შვეიცარია აღარ მონაწილეობდა იტალიურ ომებში,  ეს საფრანგეთის მაშინდელი მეფის ფრანსუა I-ის (1515-1547) დამსახურება იყო.
  პაპმა იულიუს II-მ თავის გვარდიას „ეკლესიის თავისუფლების მცველების“ ტიტული მიანიჭა. შვეიცარიული გვარდიის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ დაიწყო მძლავრი რელიგიური რეფორმისტული მოძრაობა ევროპაში. აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტი, პაპის კურიამ მარტინ ლუთერი ეკლესიიდან 1520 წელს განკვეთა, ხოლო შვეიცარიელ რეფორმისტ ულრიხ (ჰულდრაიხ) ცვინგლის სიფრთხილით ექცეოდა, რადგან მას შეეძლო შვეიცარიელების საჯარისო ნაწილების ამხედრება პაპის წინააღმდეგ, ამიტომაც ერიდებოდა პაპი ლეო X (1513-1521, ერისკაცობაში ჯოვანი დი ლორენცო დე მედიჩი) მასთან დაპირისპირებას.
შვეიცარიული გვარდია სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა 1527 წელს, როდესაც პაპის ოლქს საღვთო რომის იმპერატორმა კარლოს V-მ (1519-1556) შეუტია. საფრანგეთთან დაპირისპირების შემდეგ 1526 წელს „მადრიდის ხელშეკრულებით“  კარლოსი დაუზავდა მეფე ფრანსუა I-ს, რამაც საშუალება მისცა  აქცენტი რომზე გადაიტანა. პაპ კლიმენტ VII-ის (1523-1534, ერისკაცობაში   ჯულიო მედიჩი)  განკარგულებაში 189 გვარდიელი იყო, ასევე მას ეხმარებოდა 5.000 დაქირავებული კონდოტიერი.  კარლოს V-მ რომი აიღო და გაძარცვა. 189 გვარდიელიდან 147 დაიღუპა, მათ შორის მეთაურიც.  ეს იყო შვეიცარიული გვარდიის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენა. გადარჩენილი 40-იოდე მეომრით, პაპმა კლიმენტმა თავი პასეტო დი ბორჯოს შეაფარა.
გვარდიელების არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მანამ, სანამ პაპმა პავლე III-მ (1534-1549, ერისკაცობაში ალესანდრო ფარნეზე) არ აღადგინა იგი უწინდებური ფორმით და სათავეში ჩაუყენა იოსტ ფონ მეგგენი. შვეიცარიული გვარდია არსებობას განაგრძობდა.

XVI საუკუნეში ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, საკმაოდ აქტიურობდა ოსმალეთის იმპერია, რომელიც  უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. ეს, რა თქმა უნდა , საფრთხეს წარმოადგენდა ქრისტიანული სამყაროსთვის.

ლეპანტო

1571 წლის 7 ოქტომბერს  ლეპანტოსთან, ევროპულმა სახელმწიფოებმა ვენეციის, ესპანეთისა და გენუას მეთაურობით, საღვთო ლიგის ფარგლებში, საზღვაო ძალები შეაერთეს და ოსმალთა ფლოტს დაუპირისპირდნენ. ამ ეპოქალურ ბრძოლაში , რომელიც ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა – იბრძოდა პაპ პიუს V-ის (1566-1572,  ერისკაცობაში ანტონიო გისლიერი) 12 გვარდიელი ადმირალ მერკანტონიო კოლონას მხარდამხარ, მათ ასევე ეხმარებოდათ პაპის მიერ გაგზავნილი 7 გალერა. ასევე საინტერესოა, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ცნობილი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა, რომელიც დაიჭრა კიდეც. ბრძლაში დაიღუპა ოსმალთა ფლოტის მეთაური სუფი ალი ფაშა.
საკმაოდ მძიმე ვითარება იყო XVIII საუკუნის მიწურულს,  1799 წელს შვეიცარიული გვარდია დაიშალა,  პაპ  პიუს VI-სთან (1775-1799,  ერისკაცობაში  ჯოვანი ანჯელო ბრასკი)  ერთად მეთაურიც გადასახლებაში წავიდა. მაგრამ შემდგომ ვითარება შეიცვალა,  1801 წელს  პაპმა პიუს VII-მ (1800-1823, ერისკაცობაში ბარნაბა ნიკოლო მარია ლუიჯი კიარამონტი) კვლავ აღადგინა გვარდია.
განსაკუთრებით საინტერესოა XIX-XX საუკუნეები შვეიცარიული გვარდიის განვითარებაში. ამ პერიოდში, გვარდია იქცა ცერემონიულ ელემენტად, იგი ნაკლებად მონაწილეობდა სამხედრო დაპირისპირებებში. ამას ემატებოდა მრავალიპრობლემა. მათ შორის ისიც, რომ გვარდიელთა დიდი ნაწილი იყო მოწვეული არა შვეიცარიიდან, არამედ , საკუთრივ , იტალიის ტერიტორიებიდან. განსაკუთრებით , დედაქალაქ რომიდან.

თანამედროვე შვეიცარიული გვარდიის სახე განსაზღვრა ჟიულ რეპონმა, რომელიც იყო გვარდიის მეთაური 1910-1921 წლებში. მან აღადგინა ძველი ტრადიცია შვეიცარიელების დაქირავების შესახებ და დაიწყო მათი სამხედრო გადამზადება. ის ცდილობდა ახალი ტენდენციებისთვის აეწყო ფეხი და თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით აღეჭურვა გვარდია, თუმცა პაპმა პიუს X-მ (1903-1914, ერისკაცობაში ჯუზეპე მელკიორე სარტო)  ამ უკანასკნელი ჩანაფიქრის განხორციელება აუკრძალა. რეპონმა ასევე სცადა ფორმის მოდერნიზება და ეს გამოუვიდა კიდეც. თუმცა, უმნიშვნელოვანესი ძველი შტრიხები  უცვლელად დატოვა. მან გადაახალისა გვარდიელთა ფორმა და შექმნა კლასიკური რენესანსული სტილის უნიფორმები. რეფორმა 1914 წლისთვის დასრულდა. ითვლება, რომ ყოფილიყვნენ პაპის გვარდიელებისთვის სამხედრო ფორმა შეკერა ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა და არქიტექტორმა რაფაელმა, ასევე არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უნიფორმების ავტორად მიქელანჯელო ბუანაროტის მოიაზრებს.

შვეიცარიელების სამოსს „გალა“ ეწოდება. იგი გვხვდება ორი ვარიანტით: გალა და გრანდ გალა. ეს უკანასკნელი გამოიყენება მნიშვნელოვანი ცერემონიებისას,როდესაც შვეიცარიელები მუზარადსა და მეტალის აბჯარს ირგებენ.
1929 წელს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა იტალიის ისტორიაში, 11 თებერვალს დაიდო  ლატერანის ხელშეკრულება, ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის მხრიდან და ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო გასპარიმ პაპი პიუს XI-ის (1922-1939, ერისკაცობაში აკილე ამბროჯო დამიანო რატი მხრიდან. იტალიის პრემიერმა მუსოლინიმ აღადგინა პაპის სახელმწიფო და იგი შემოსაზღვრა 44 ჰექტარით, რომის ტერიტორიაზე. პაპის სახელმწიფოს ეწოდა ვატიკანი და გახდა ანკლავი, სახელმწიფო-სახელმწიფოში. ვატიკანის სახელმწიფოს შექმნამ შვეიცარიულ გვარდიაზეც იქონია გავლენა. თუ ეს უკანასკნელი და მასთან ერთად პალატინის, დიდგვაროვანთა გვარდია უკვე ცერემონიულ ხასიათს ატარებდა, ვატიკანის უსაფრთხოების გარანტად გამოვიდა ჟანდარმერია, რომელმაც მოიპოვა რეალური უფლებები. პალატინისა და დიდგვაროვანთა გვარდია 1970 წელს გააუქმა პაპმა  პავლე VI-მ (1963-1978, ერისკაცობაში ჯოვანი ბატისტა ენრიკო ანტონიო მარია მონტინი)  შვეიცარიული გვარდია ვატიკანისა და პაპის ძალაუფლების ერთგვარ ცერემონიულ სიმბოლოდ იქცა. ამავდროულად, ჟანდარმერია ტრანსფორმირდა ცენტრალური დაცვის ორგანოდ. პავლე VI-მ ასევე შეამცირა გვარდიელების რაოდენობა 90 კაცამდე.  შემდეგ პაპმაიოანე პავლე II-მ (1978-2005, ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა) 1979 წელს,  გვარდიელების რაოდენობა 100-მდე გაზარდა.
1981 წლის 13 მაისის შემდეგ,რაც პაპ იოანე-პავლე II-ს თავს დაესხა ალი აღჯა, შვეიცარიულ გვარდიას მიეცა შედარებით მეტი უფლებები. გადაიხედა შეიარაღება, ისინი აღიჭურვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, ამ ღონისძიებების შედეგად საკმაოდ გამკაცრდა პაპის დაცვის სისტემა.

გამომდინარე იქედან, რომ ყველა ინსტიტუცია ეხვევა რაიმე სახის სკანდალში, გამონაკლისს არც შვეიცარიული გვარდია წარმოადგენს. 1998 წელს ვატიკანში მოკლეს ალიოზ ესტერმანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა შვეიცარიული გვარდიის მეთაური. ესტერმანი, თავის ცოლთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმა ახალგაზრდა გვარდიელმა ჩედრიკ ტორნეიმ, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა. ესტერმანის მკვლელობამ მალევე მიიქცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. დღევანდელი მონაცემებით, დასახელებულია დანაშაულის 4 ძირითადი ვერსია: რომ ის „შტაზის“ აგენტი იყო, მას ბრალი ედება სოდომისტობაში, ტორნეისთან. ვატიკანის მთავარი ეგზორცისტის, გაბრიელ ამორტას თქმით,  ყოველივე ეშმაკის მზაკვრობის შედეგია. ეს მოვლენა იქცა ერთ-ერთ სკანდალად ვატიკანის და შვეიცარიული გვარდიის არსებობის ისტორიაში.
XXI საუკუნის შვეიცარიული გვარდიის ტენდენციები უნდა განისაზღვროს ორი პაპის – ბენედიქტე XVI-სა (2005-2013, ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რაცინგერი) და ფრანცისკე I-ის (2013-დან დღემდე, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო) მოღვაწეობის მაგალითზე.  2006 წელს , გვარდიის 500 წლისთავის აღსანიშნავად, 80-მა შვეიცარიელმა გაიარა ის გზა, რომელიც 1506 წელს კაპიტანმა კასპარ ფონ სილენენმა, 150 კაცით. ამავე წელს მწუხარებით აღინიშნა კარლ V-ის ლაშქრობა რომში, რასაც გვარდიელთა უმრავლესობის სიკვდილი მოჰყვა. პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, რომ 2014 წელს მან გადააყენა შვეიცარიული გვარდიის მეთაური დენიელ ანრიგი და მის მაგივრად შეირჩა ქრისტოფერ გრაფი, რომელიც დღემდე მეთაურობს ელიტურ რაზმს.

შვეიცარიელები პაპ ფრანცისკეს სამსახურში

რაც შეეხება შვეიცარიული გვარდიის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საინტერესოა მისი შემადგენლობა: ობერსტი- პოლკოვნიკი, შვეიცარიული გვარდიის მეთაური. მას მოჰყვება ობერსტლეიტენანტი, ვიცე-მეთაური, შემდეგ კაპელანი, მაიორი და ჰაუპტმანი-იგივე კაპიტანი. რანგობრივად, მეორე კატეგორიას შეადგენენ უნტერ-ოფიცრები: ფელდბეფელი, ვოჩმაისტერი – უფროსი სერჟანტი, კაპრალი და ვიცე კაპრალი. ყველაზე დაბალის საფეხური ორგანიზაციაში არის ალებარდისტი.

ასევე საინტერესოა ვისაუბროთ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც ხდება შვეიცარიელების გვარდიაში რეკრუტირება. თუ შვეიცარიულ გვარდიაში მოხვედრა გსურთ თქვენ  აუცილებლად უნდა იყოთ რომაელი კათოლიკე, შვეიცარიელი, 19-დან 30-წლამდე, მინიმუმ 1.74მ სიმაღლის, უცოლო, სამეცნიერო ხარისხით და შესაბამისი დიპლომით, კარგი ფიზიკური მონაცემებით.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პაპის სახელმწიფოს ისტორიაში, შვეიცარიული გვარდიის გვერდით, ბევრი ელიტური რაზმი არსებულა, მაგალითად: პალატინის გვარდია, კორსიკული გვარდია, ზუავის საჯარისო შენაერთები, თუმცა ისინი სხვადასხვა დროს დაიშალნენ და დღეს აღარ არსებობენ. შვეიცარიული გვარდია კი დღესაც აქტიურად განაგრძობს ვატიკანში მოღვაწეობას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ გვარდიელებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მდგომარეობა, ზოგიერთი გვარდიელის წინაპარი ემსახურებოდა კიდეც სხვადასხვა პაპს, ახალი გვარდიელებისთვის კი ეს დიდი გამოწვევა, დიდი  პატივია და შესაბამისად, ცდილობენ ღირსეულად შეასრულონ თავიანთი ისტორიული მოვალეობა.

 

 

მასალა მოამზადა: გიგა ჩალიგავამ, ვიტალი მაჭავარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მაკიაველი, ნიკოლო. „მთავარი“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში,თბილისი, 2014წ.
  2. სტოურტონი, ედუარდ. „იოანე პავლე II”, თბილისი, 2013 წ.
  3. ხოფერია, ნიკა. „კონდოტიერობა: ომის მეთოდები რენესანსულ იტალიაში (XIV-XVსს.)“, სამხედრო ისტორიის ბლოგი.
  4. კუტალია გურამ, მამისთვალიშვილი ელდარ, კალანდია ნარგიზა  „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორია“,  თბილისი 2015 წ.
  5. რედაქტორი მურმან პაპაშვილი „დასავლეთ ევროპის ისტორია (XVI ს)“  თბილისი 2015 წ.
  6. მურმან პაპაშვილი სალექციო კურსი -ომების ხელოვნება
  7. ru / “Несколько интересных фактов о швейцарской гвардии”,2016.
    http://pikabu.ru/story/faktyi_o_shveytsarskoy_gvardii_4712726
  8. Wikipedia.org/ “Pontificial Swiss Guard”,
    https://en.wikipedia.org/wiki/Pontifical_Swiss_Guard
  9. Aif.ru/ “Личное войско Папы Римского: 8 фактов про Швейцарскую гвардию Ватикана” 2016.
    http://www.aif.ru/dontknows/eternal/lichnoe_voysko_papy_rimskogo_8_faktov_pro_shveycarskuyu_gvardiyu_vatikana
  10. http://angelusnews.com/ The Swiss Guard is more than an army – it’s a school of faith”, 2017.
    http://angelusnews.com/articles/the-swiss-guard-is-more-than-an-army-a-it-s-a-school-of-faith
  11. En.Radiovaticana.va/ “Pope Francis welcomes new Swiss Guards recruits”, 2017.
    http://en.radiovaticana.va/news/2017/05/06/pope_francis_welcomes_new_swiss_guards_recruits/1310442
  12. va / “Swiss Guard: History”.
    http://www.vatican.va/roman_curia/swiss_guard/swissguard/storia_en.htm
  13. com/ What is it like to be in the Swiss Guard?
    https://www.quora.com/What-is-it-like-to-be-in-the-Swiss-Guard
სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ტიპი-1 დიაბეტის ვაქცინას ადამიანებზე 2018 წელს გამოცდიან

მეცნიერები აცხადებენ, რომ ბავშვებში ტიპი-1 დიაბეტის პრევენციისთვის საჭირო ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის მზად 2018 წელს იქნება.

ვაქცინა წამალი არ გახლავთ და ის დაავადების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ვირუსის მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს, ეს კი, თავის მხრივ, დაავადების ყოველწლიურ სტატისტიკას შეამცირებს.

ტიპი-1 შაქრიანი დიაბეტი სისტემური ჰეტეროგენული დაავადებაა, განპირობებული ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით, რომელიც იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ინდუცირდება ვირუსული, ასევე სხვადასხვა მწვავე ან ქრონიკული ინფექციით, რომლებიც მოქმედებენ გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე.

ეჭვგარეშეა, რომ ეს კომპლექსური დაავადებაა ამ პროცესის გამომწვევი მრავალი გზა არსებობს. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც თამპერის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა ჰეიკი ჰოტიმ დაადგინა, ენტეროვირუსის ტიპია.

ენტეროვირუსები ახალშობილებში ხშირია, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) კვლევის თანახმად, 2007 წელს აშშ-ში 444 ცნობილი ენტეროვირუსის შემთხვევების მეოთხედი Coxsackievirus B1 (CVB1)-გან იყო გამოწვეული. ზოგიერთი ამ ბავშვისთვის, ეს შესაძლოა განუკურნებელი დაავადების დასაწყისი ყოფილიყო.

„მონაცემების თანახმად, CVB1- ის ინფიცირებულ ბავშვთა დაახლოებით 5 პროცენტს ტიპი 1 დიაბეტი განუვითარდა”, – წერენ მკვლევარები 2014 წლის კვლევაში.

შესაძლოა, ეს მაჩვენებელი დიდი არ ჩანს, მაგრამ ტიპი 1 დიაბეტით მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით ჩვილი ავადდება. თუ CVB ჯგუფის სხვა წევრები ასევე ხელს უწყობენ ბეტა-უჯრედის აუტოიმუნურობას ეს რიცხვები შეიძლება უფრო მაღალიც იყოს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, ახლადშექმნილმა ვაქცინამ შესაძლოა ამ ტენდენციას წერტილი დაუსვას. ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება თაგვებზე უკვე გამოსცადეს. შემდეგი ეტაპი კი ვაქცინის ადამიანებზე დატესტვაა, რაც პრე-კლინიკური კვლევებით უნდა დაიწყოს.

მკვლევარების ვარაუდით, ვაქცინამ შესაძლოა ენტეროვირუსული ინფექციებიც შეამციროს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოსაქართველო

ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენები ჰონგ-კონგის ბაზარზე გავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია „არომაპროდუქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგის სუპერმარკეტების ქსელ ,,City Super-ში” გაიყიდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არომაპროდუქტმა“ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე Hofex 2017-ში მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და სუპერმარკეტების ქსელთან ხელშეკრულების გაფორმება შეძლო.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას – ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიას, სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს დუბაიში, გამოფენაზე Gulf Food და ტოკიოში გამოფენაზე Foodex Japan. ამასთანავე, კომპანიას მიღებული აქვს ISO 9001:2008; ISO 22000:2005; FSSC 22000 სერთიფიკატები.

 

წყარო: http://www.economy.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოტრანსპორტი

მასკმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი ჰიპერლუპის მშენებლობაზე თანხმობა მიიღო

ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი, ელონ მასკი, ,,Twitter-ის” საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ მან ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

ჰიპერლუპა, რომელიც ფილადელფიასა და ბალტიმორშიც შეჩერდება, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში 29 წუთში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ თანხმობა მხოლოდ ზიტყვიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასკს მარეგულირებელსა და ბიუროკრატიზმითან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება მოუწევს.

მასკი არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო თანხმობა, ასევე პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღს – თუმცა აღნიშნავს, რომ ჰიპერლუპის აგებას ტეხასსა და დასავლეთ სანაპიროზეც გეგმავს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მასკმა გამოხატა სურვილი, წარმოადგინოს ჰიპერლუპის მარშრუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტები, რომელთა მიზანი  მრავალი ევროპული ქალაქის დაკავშირება და დუბაის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაა.

 როგორც ჩანს, დადებითი გარემოსდაცვითი შედეგების, ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირების და სხვა უპირატესობების გამო, ჰიპერლუპი დიდ დარტყმას მიაყენებს სატრანსპორტო ინდუსტრიას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტრანსპორტი

 მასკმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი ჰიპერლუპის მშენებლობაზე თანხმობა მიიღო

ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი, ელონ მასკი, ,,Twitter-ის” საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ მან ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

ჰიპერლუპა, რომელიც ფილადელფიასა და ბალტიმორშიც შეჩერდება, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში 29 წუთში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ თანხმობა მხოლოდ ზიტყვიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასკს მარეგულირებელსა და ბიუროკრატიზმითან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება მოუწევს.

მასკი არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო თანხმობა, ასევე პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღს – თუმცა აღნიშნავს, რომ ჰიპერლუპის აგებას ტეხასსა და დასავლეთ სანაპიროზეც გეგმავს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მასკმა გამოხატა სურვილი, წარმოადგინოს ჰიპერლუპის მარშრუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტები, რომელთა მიზანი  მრავალი ევროპული ქალაქის დაკავშირება და დუბაის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაა.

 როგორც ჩანს, დადებითი გარემოსდაცვითი შედეგების, ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირების და სხვა უპირატესობების გამო, ჰიპერლუპი დიდ დარტყმას მიაყენებს სატრანსპორტო ინდუსტრიას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

პლანშეტის გაქირავების სერვისი ტურისტებზე

 

 ესტონეთის დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ იქირაონ პლანშეტი სასარგებლო სამოგზაურო აპლიკაციებითა და ულიმიტო 3Gინტერნეტით. გაქირავების პუნქტები გახსნილია ტალინის აეროპორტსა და ნავსადგურებში.

მისი ქირის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 3 ევროს დღეში. ეს არის  „Samsung–ის“ პლანშეტური კომპიუტერი ჩაშენებული აუდიოგიდით, რომლის საცდელ ხუთენოვან ვერსიას ტურისტებს სთავაზობენ უფასოდ. გარდა ამისა, მასში ინსტალირებულია უამრავი პოპულარული აპლიკაცია, საფოსტო კლიენტი, სოციალური ქსელი და სხვა.

უახლოეს მომავალში, პლანშეტს დაემატება სპეციალური ახალი აპლიკაცია, რომელშიც აღნიშნული იქნება ტურისტებითვის საინტერესო ყველა ადგილი: ბარები, რესტორნები, კლუბები, სასტუმროები, ღირშესანიშნაობები, მუზეუმები და მრავალი სხვა.

 

წყარო: Biz.aris.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

„ნასა“ იუპიტერის დიდ წითელ ლაქაზე ოფიციალურად გაემგზავრება

„ნასას“ კოსმოსური ხომალდი ,,ჯუნო”, რომელიც 16,000-კილომეტრიან ქარიშხალს უწევს ზედამხედველობას, დღეს იუპიტერის წითელი ლაქისკენ დაიძვრება. ,,იუპიტერის საიდუმლოებით მოცული დიდი წითელი ლაქა, ალბათ, იუპიტერის ყველაზე ცნობილი მახასაითებელია”, – განაცხადა ჯუნოს მთავარმა გამომძიებელმა სანტო ანტონიოში მდებარე სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტიდან – სკოტ ბოლტონმა.

,,ეს მონუმენტური საუკუნეების მანძილზე მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტას საუკუნეების მანძილზე მძვინვარებს.” ქარიშხალი პლანეტის ზედაპირზე წითელ კვანძს ჰგავს. მისი მონიტორინგი 1830 წლიდან ხორციელედება. მეცნიერების ვარაუდით, ქარიშხალი შესაძლოა 350 წელზე მეტია არსებობს.

,,ჯუნო”, რომელიც ერთი წელია იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობს, „კაცობრიობას გიგანტურ მახასიათებელთან პირველი მიახლოვების შედეგებს წარუდგენს,“ –  ნათქვამია „ნასას“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ხომალდი სპეციალური ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი,  რომლებიც ღრმად შეღწევის და იმის დადგენის შესაძლებლობას იძლევა, თუ რამდენად ღრმაა ეს ქარიშხალი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს გაიგებენ მძვინვარე ქარიშხლის შესახებ. ჯუნოს რვავე ხელსაწყო, კამერის ჩათვლით, ჩაირთვება, როგორც კი კოსმოსური ხომალდი გიგანტური წითელი ლაქების ღრუბლებს 9,000 კილომეტრით დაშორდება.

აძლევს, თუ რამდენად ღრმაა ამ ქარიშხლის ფესვები, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტად გაიგებენ მძვინვარებს. ჯუნოს ყველა რგოლი, მათ შორის მისი კამერა, იქნება, როდესაც კოსმოსური გიგანტური წითელი ლაქების ღრუბლებზე დაახლოებით 5,600 მილის დაშორებით.

ჯუნო კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) 2011 წლის აგვისტოში გაუშვეს. მისი მისია იუპიტერის წარმოშობის, სტრუქტურის, ატმოსფეროსა და მაგნეტოსფეროს შესწავლაა.

 

წყარო:  https://explorist.futurism.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ნილ არმსტრონგის ჩანთა აუქციონზე 4 მილიონ დოლარად  გაიყიდება

დიდი ხნის წინ დაკარგული ჩანთა, რომლითაც აშშ-ის ასტრონავტმა – ნილ არმსტრონგმა  დედამიწაზე მთვარიდან პირველი ნიმუშები ჩამოიტანა, ნიუ-იორკში მომავალ კვირას აუქციონზე გაიყიდება.

ექსპერტების ვარაუდით, ჩანთა 4 მილიონ დოლარად გაიყიდება.

,,სოტბის” აუქციონზე აპოლო 13 ფრენის გეგმა,  ამერიკელი ასტრონავტ გუს გრიმის სკაფანდრი და „ნასას“ მიერ გადაღებული მთვარის ფოტოსურათებიც იქნება წარმოდგენილი.

აუქციონი 20 ივლისს, მთვარეზე პირველი დაჯდომის 48 წლის იუბილეზე გაიმართება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აუქციონი ბევრ ადამიანს მიიზიდავს.

ჩანთის ბედი, რომელზეც დატანილია წარწერა –  „მთვარის ნიმუშის დაბრუნება“ 1969 წლის ივლისიდან ანუ იმ დროიდან, როცა არმსტრონგი და მისი აპოლო 11-ის  ეკიპაჟი მთვარიდან დაბრუნდა, გაურკვეველი იყო.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჩანთა ჰიუსტონში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში ინახებოდა, შემდეგ კანზასის მუზეუმის მენეჯერის მაქს არის ავტოფარეხში, რომელიც 2014 წელს მის მოპარვაში დაადანაშაულეს.

ჩანთა 2015 წელს 995 აშშ დოლარად ადვოკატმა ნენსი ლი კარლსონმა შეიძინა და „ნასას“ გადასცა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიამსოფლიოტექნოლოგიები

მხატვარმა ტრანსგენდერი ამერიკელი ჯარისკაცის დნმ-ისგან პორტრეტები შექმნა

ნიუ-იორკში აგვისტოში საიდუმლო მონაცემების გაჟონვის ბრალდებით დაპატიმრებული ტრანსგენდერი ამერიკელი ჯარისკაცის, ჩელსი მენინგის, დაახლოებით, ოცდაათი სამგანზომილებიანი პორტრეტის გამოფენა გაიმართება.

პორტრეტები მხატვარმა ჰაიტერ დუეი-ჰაგბორგმა მენინგის დნმ-ის გამოყენებით შექმნა. ჰაგბორგის პორტრეტები ეფუძნება პროგრამის მიერ დნმ-ზე ჩატარებული ანალიზის შედეგად წარმოქმნილ სახის შესაძლო ვარიაციებს. დნმ  ჩელსი მენინგმა მხატვარს პატიმრობის დროს გამოუგზავნა.

29 წლის მანინგი აშშ-ის სამხედრო ციხედან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლეს. იგი სასჯელს ,,WikiLeaks-ის”  საიტისთვის გადაცემული საიდუმლო მასალებისთვის იხდიდა. მენინგის ფოტოების გამოქვეყნება აკრძალული იყო მისი პატიმრობის პერიოდში.

მანჰეტენში დაგეგმილ გამოფენაზე სახელწოდებით – ,,ჯეროვანი მსგავსება” მენინგის პორტრეტები სხვადასხვა კანისა და თვალის ფერით იქნება წარმოდგენილი.

,,იმედი მაქვს, 2 აგვისტოს აქ უამრავი დამთვალიერებელი მოვა. ჩვენ ყველანი ჩელსი მენინგები ვართ,“ – განაცხადა პორტრეტების ავტორმა – დუეი ჰაგბორგმა.

ჰაგბორგი და მენინგი პროექტზე ორ წელს მუშაობდნენ. პროექტი მაშინ დაიწყეს, როდესაც ჟურნალის წარმომადგენლები მხატვარს დაუკავშირდნენ და მენინგის სურათის შექმნა სთხოვეს.

ჰაგბორგის განმარტებით, გამოფენის მიზანია აჩვენოს, რომ დნმ ყოველთვის არ იძლევა ინფორმაციას ადამიანის სქესის შესახებ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მენინგის სახის დნმ-გენერირებული 30 სხვადასხვა ვერსიის წარდგენა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დნმ-ზე დაფუძნებული გამოსახულება ზედმიწევნით ზუსტი არ არის.

,,ტექნოლოგია იზრდება და ვითარდება, მაგრამ ამგვარი გამოყენებისთვის ჯერ კიდევ არაა მზად,“ – განაცხადა დუეი ჰაგბორგმა.

 

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბაატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინში

მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინშია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ,,აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის” (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა კიბოს სამკურნალო ახალ პრეპარატზე უაღრესად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა.

 უკიდურესად პერსონალურ მკურნალობის კურსი -CAR T ლიმფოციტური თერაპია, ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღკაზმავს, რათა მან კიბოს უჯრედები შეაჩეროს.  FDA-ს მრჩეველთა საბჭოს ათივე წევრმა მკურნალობის ამ მეთოდის სასარგებლოდ მისცა ხმა.

 CAR-T მკურნალობის ფარგლებში,  ადამიანის უჯრედებს იღებენ, სხეულიდან გამოაქვთ, შემდეგ – აბრუნებენ, სადაც მათ კიბოს უჯრედებზე  თავდასხმა შეუძლიათ.

FDA-ს შეუძლია მხედველობაში მიიღოს კომიტეტის რეკომენდაცია, მაგრამ ასევე შეუძლია, მასზე უარი თქვას. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ოქტომბერში გახდება ცნობილი.

შეჯიბრში, Novartis-თან” ერთად  ჩართულია კიდევ ერთი კომპანია Kite Pharma. 101  პაციენტის მკურნალობიდან შედეგი გამოიღო 36%-მა, ხოლო Novartis-ის პრეპარატის შემთხვევაში,  83%-მა.

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 78 79 80 81 82 89
Page 80 of 89