close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები: სასმელების ინდუსტრია ალკოჰოლისა და კიბოს რისკს შორის კავშირს მალავს

 ალკოჰოლური სასმელების მრეწველობა იყენებს უარყოფის, დამახინჯებისა განადგურების ტაქტიკას, რათა ალკოჰოლის მოხმარებასა და კიბოს განვითარების რისკის შესახებ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს.

ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა და რომლის ავტორები ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინისა და შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მეცნიერები არიან.

კვლევის თანახმად, სასმელების ინდუსტრიის ორგანიზაციები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არ არსებობს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის მოხმარებასა და კიბოს შორის კავშირი არსებობს.

ს ხვა სტრატეგიები მოიცავს ნებისმიერი კავშირის უარყოფას, ან იმის განცხადებას, რომ ზომიერ სმასა და კიბოს შორის რისკი არ არსებობს.

კვლევას აშშ-ის ალკოჰოლის სავაჭრო ასოციაცია – ,,Distilled Spirits Council-ი”გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვლევა „შერჩევითი“ და „ტენდენციურია.“

ორგანიზაცია ,,International Alliance for Responsible Drinking-მა”, რომელიც ლუდის უმსხვილესი დისტილატორია, განაცხადა, რომ ის კვლევის დასკვნებს არ ეთანხმება.

მზარდი რისკი

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს,  რომ ალკოჰოლი მოხმარება მთელი რიგი სახეობის სიმსივნეების მკაფიოდ გამოხატულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, მათ შორის, ღვიძლის, მკერდისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების.  კიბოს რისკი კი ალკოჰოლის მოხმარების დონის პროპორციულად იზრდება.

კვლევის ჯგუფმა 30 ალკოჰოლური ინდუსტრიის ორგანიზაციის ვებგვერდებსა და დოკუმენტებში 2016 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემრამდე პერიოდში განთავსებული ინფორმაცია გააანალიზა.

,,სამეცნიერო მტკიცებულების წონა ნათელია – ალკოჰოლის მიღება კიბოს ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის რისკს ზრდის”, – აცხადებს LSHTM- ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი მარკ ფეტირიუ, რომელიც კვლევის თანაავტორია.

ფეტირუს მტკიცებით, კვლევის დასკვნები, რომელიც ჟურნალ Drug and Alcohol Review-ში გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ალკოჰოლის ინდუსტრია ხშირად ჩართულია მთელი მსოფლიოს მოსახლეობაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid