წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ივანე ჯავახიშვილმა, ნელი ამაშუყელმა და ადოლფ ფონ ჰარნაკმა იზრუნეს.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების რედაქტორები ლაშა ბაქრაძე, ვიქტორ კალინკე და იმოგენ პარე არიან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ივანე ჯავახიშვილმა, ნელი ამაშუყელმა და ადოლფ ფონ ჰარნაკმა იზრუნეს.
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების რედაქტორები ლაშა ბაქრაძე, ვიქტორ კალინკე და იმოგენ პარე არიან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი შეიარაღებული ძალების მეექვსე განშტოების შექმნას ითხოვს, რომელიც კოსმოსზე იქნება ორიენტირებული.
,,საკმარისი არ არის ამერიკული ყოფნა კოსმოსში. ჩვენ და გვქონდეს ამერიკული დომინირება კოსმოსში. ჩვენ გვეყოლება საჰაერო ძალები და კოსმოსური ძალები,“ – განაცხადა ტრამპმა.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საჰაერო ძალებს დააზარალებს.
შეერთებული შტატები 1967 წლიდან Outer Space Treaty-ის წევრია, რომელიც კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კრძალავს და მთვარისა და ცის სხვა ობიექტების მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას იძლევა.
კოსმოსური ძალების შექმნის იდეა ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციების დროს წარმოიშვა. იდეის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს პენტაგონის ეფექტურობას გაზრდის.
თუმცა იდეას მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებს შორის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ქვეყნის საჰაერო ძალების გენერალურმა შტაბის უფროსმა – გენერალმა დევიდ გოლდფეინმა 2017 წელს კონგრესის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი განშტოების ჩამოყალიბება „არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს“.
ქვეყნის კოსმოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ზედამხედველობას საჰაერო ძალები უწევს. ახალი განშტოების ჩამოყალიბება აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო თანხმობას მოითხოვს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
„საბედნიეროდ, ტრამპი ამის განხორციელებას კონგრესის გარეშე ვერ მოახერხებს, ვინაიდან ახლა საჰაერო ძალების გაყოფის დრო არაა,“ – წერს „ტვიტერზე“ დემოკრატი სენატორი ბილ ნელსონი.
პენტაგონის პრე სპიკერმა დანა უაითმა კი განაცხადა, რომ დეპარტამენტის პოლიტიკის საბჭო ტრამპის განკარგულების განხორციელებას დაიწყებს.
წყარო: https://www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ჩინეთში, ერთ–ერთი ბანკის ფილიალში ადამიანების მაგივრად რობოტები მუშაობენ, შესასვლელში შეგხვდებათ რობოტი, რომელიც მოგემსახურებათ.
,,ჩინეთის სამშენებლო ბანკმა” მსოფლიოში პირველად გახსნა ისეთი ბანკი, სადაც რობოტები მუშაობენ ადამიანების ნაცვლად.
რობოტი ბანკში შესულ მომხმარებელს ართმევს საბანკო ბარათს, ამოწმებს ანგარიშს და პასუხობს ძირითად შეკითხვებს. ამის შემდეგ, მომხმარებელი გადის შემოწმებას ელექტრონულ კართან თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. ხოლო ბანკში განთავსებული აპარატებით მას შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში, გადარიცხოს თანხა და გადაცვალოს ფული უცხოურ ვალუტაში.
ბანკის ფილიალში განთავსებულია უსაფრთხოების არაერთი კამერა.
შესამჩნევია, რომ სარკინიგზო სადგურებსა და გაყიდვების ინდუსტრიაშიც ადამიანთა რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს.
წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ჯეიმს დაისონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი პროდუქტი მსოფლიოს ბედს შეცვლიდა. ის ბავშვობაში ფაგოტზე უკრავდა, შემდეგ სახვითი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა დიზაინისა და საინჟინრო საქმის შესასწავლად.
ჯეიმსმა მტვერსასრუტის 5 127 პროტოტიპი მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც ინგლისში 1993 წელს მოაწყო. 2010 წელს მტვერსასრუტმა DC12 იაპონიაში ადგილობრივი ბრენდების „Sharp-ისა“ და „Sanyo-ს“ მტვერსასრუტების გაყიდვებს გაუსწრო და რეკორდი მოხსნა. მტვერსასრუტი წარმოუდგენელი სისწრაფით (230 კმ/საათში) ისრუტავს მტვერს. საკუთარი გამოგონების წყალობით კი, დაისონი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ერთ-ერთი ლიდერია.
წყარო: Engadget.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
მათ, ვისაც მოგზაურობა, ბუნება, ზღვა და კარგი პეიზაჟები იზიდავს, აუცილებლად უნდა იმოგზაურონ 3 კუნძულზე, რომლებიც „Businessinsider.com–მა“ შემოგვთავაზა:
1.სარდინია(იტალია):
სანაპირო, უჩვეულოდ სუფთა წყალი და თვალისმომჭრელი სილამაზის ყურეები. მარგალიტი იტალიის კუნძულებს შორის, სადაც იხარჯება ბევრი ფული, გზებზე კი ხანდახან “Ferrari-ისა”და „Maserati-ის“ საცობებია. კუნძული რეკორდულად მოკლე დროში დასვენების ერთ–ერთ საუკეთესო ადგილად იქცა.
2.იბიცა(ესპანეთი):
ადგილი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები ოჯახებთან ერთად ატარებენ დროს.
3.სანტორინი(საბერძნეთი):
სანტორინიზე შეხვდებით: წითელ კლდეებს, თეთრ ქარის წისქვილებს, ლურჯ ზღვას. ეს ყველაფერი კი მას – საბერძნეთის სავიზიტო ბარათად აქცევს.
წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. სანამ მილიონობით გულშემატკივარი იმაზე მსჯელობს და კამათობს, ვინ გახდება წელს ჩემპიონი, ხელოვნურმა ინტელექტმა, 100,000 სიმულაციაზე დაყრდნობით, ჩემპიონატის ფინალის შედეგი „იწინასწარმეტყველა“.
მკვლევართა გუნდი შედგება დორტმუნდის Technische Universitat-ის, მიუნხენის Technical University-ისა და ბელგიის Ghent University -ის აკადემიკოსებისგან.
მათ კვლევისთვის სამი ტექნოლოგია გამოიყენეს: Poisson regression-ი (სხვადასხვა ცვლადი სიდიდეების ინტერპრეტირება და აწონვა), ranking method-ი (თითოეული გუნდის ძალის შეფასება) და random forest-ის მიდგომა.
აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. კერძოდ, ესპანეთს მოგების ყველაზე მაღალი შანსი – 17.8 პროცენტი აქვს, გერმანიას – 17.1 პროცენტი, ბრაზილიას – 12.3 პროცენტი, საფრანგეთს – 11.2, ხოლო ბელგიას –10.4. კვლევის თანახმად, საუდის არაბეთს ფინალამდე მიღწევის 0 შანსი აქვს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.
წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სოციალური ქსელების გიგანტი ,,Facebook-ი“ ჰანტსვილეში, ალაბამაში, მონაცემთა ახალ ცენტრს აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომელის ფარგლებშიც დაახლოებით 90 115 კვადრატული მეტრი ფართობის ნაგებობა აშენდება, 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.
,,ჰანტსვილი, ეს მზარდი ტექნოლოგიური ჰაბი, ,,Facebook-ის“ მიზნისთვის ბუნებრივად მორგებული ადგილია. იგი ასევე წარმოადგენს განახლებადი ენერგიის საიმედო ხელმისაწვდომობას, ძლიერ ლოკალურ ინფრასტრუქტურის, საზოგადოებების პარტნიორობის, და, რაც მთავარია, ნიჭიერი ნიჭიერთა ერთობლიობას,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
როგორც ალაბამას გუბერნატორმა ქეი ივიმ ,,Birmingham Business Journal-ს“ განუცხადა, დასრულებულ ცენტრში 100 ადამიანი დასაქმდება და საშუალო ხელფასი 80,000 აშშ დოლარი იქნება.
ჰანტსვილში განთავსებული დაწესებულება კომპანიის მონაცემთა ცენტრების მსოფლიო ქსელს შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ,,Facebook-ი“ მიზნად ისახავს მთლიანად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადავიდეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალია მზის ენერგიის პროექტებზე კომპანია ,,Tennessee Valley Authority-თან“ მუშაობს.
აღნიშნული მიზნის განხორციელებას ,,Facebook-ი“ 2020 წლამდე აპირებს.
წყარო: businessinsider.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გარემოს დაბინძურება დღვანდელი მსოფლიოსთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ქარხნები და მანქანის გამონაბოლქვები აბინძურებენ ჰაერს, ნაგავიც, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ასევე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ბუნებას.
საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები, სახელწოდებით „Ooho“ – შეფუთვის ორიგინალური სახეა, რომელიც გარემოსათვის მავნე პლასტმასის ბოთლების შემცვლელია. წყალმცენარეებისგან დამზადებულ ჭურჭელში შეიძლება ჩაისხას წყალი, ხილის წვენები და სხვა მსგავსი სითხეები. დაცლის შემდეგ ბუშტების გამოყენება თამამად შეიძლება საკვებად, მაგრამ თუ მათი გემო არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა: გადაგდებიდან 4-6 კვირის შემდეგ ისინი ბოლომდე დნებიან და წყლად იქცევიან.
ინოვაციის ავტორმა კომპანია „Skipping Rocks Lab-მა“ გარემოს დაცვის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო.
წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
იმისათვის, რომ ჟანგბადი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ – რაც შეიძლება სუფთა იყოს, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ იპოვოს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზა. მოდი, ასე ვთქვათ – მოჭრილი ხეების ადგილზე შენობების აღმართვა წარმატებას არ მოგვიტანს.
კომპანია ,,Green City Solutions-ის“ მიერ შემუშავებული კამპანია ,,ქალაქის ხე” არის მწვანე კედელი, სადაც გამოსახულია ბუნება. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და დადებითი თვისებებით 275 ხეს უთანაბრდება, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად – კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ,,ქალაქის ხე” უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.
წყარო: Hbr.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი მათ უფასო საცხოვრებელსაც სთავაზობს.
„კეიპ ბრეტონი“ კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას ყველაფერი აქვს, ერთადერთი, რის ნაკლებობასაც განიცდის, არის ხალხი. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია, ეს რიცხვი კი – ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველებს საცხოვრებელი მიწაც გადასცენ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურსა და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ, მას შემდეგ, რაც საცხობის მეპატრონემ „Facebook“-ზე განაცხადა, ძალიან ბევრა ადამიანმა გამოთქვა სურვილი კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია, უპირველეს ყოვლისა, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.
წყარო: Hbr.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“