close
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ფეხბურთის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა

რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. სანამ მილიონობით გულშემატკივარი იმაზე მსჯელობს და კამათობს, ვინ გახდება წელს ჩემპიონი, ხელოვნურმა ინტელექტმა, 100,000 სიმულაციაზე დაყრდნობით, ჩემპიონატის ფინალის შედეგი „იწინასწარმეტყველა“.

მკვლევართა გუნდი შედგება დორტმუნდის Technische Universitat-ის, მიუნხენის Technical University-ისა და ბელგიის Ghent University -ის აკადემიკოსებისგან.

მათ კვლევისთვის სამი ტექნოლოგია გამოიყენეს: Poisson regression-ი (სხვადასხვა ცვლადი სიდიდეების ინტერპრეტირება და აწონვა), ranking method-ი (თითოეული გუნდის ძალის შეფასება)  და random forest-ის მიდგომა.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. კერძოდ, ესპანეთს მოგების ყველაზე მაღალი შანსი – 17.8 პროცენტი აქვს, გერმანიას – 17.1 პროცენტი, ბრაზილიას – 12.3 პროცენტი, საფრანგეთს – 11.2, ხოლო ბელგიას –10.4. კვლევის თანახმად, საუდის არაბეთს ფინალამდე მიღწევის 0 შანსი აქვს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid