close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიო

ისტორიაში პირველად: ექიმებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს

ჩინეთში მეხსიერების კლინიკის ნევროლოგებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, ვისთვისაც კი ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვამთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მამრობითი სქესის მოზარდს მეხსიერების დაქვეითება, დაახლოებით, 17 წლის ასაკში დაეწყო და მდგომარეობა წლების განმავლობაში გაუარესდა.

პაციენტის ტვინის ვიზუალიზაციით გამოვლენილი ჰიპოკამპუსის (რომელიც მეხსიერების კონსოლიდაციაში მონაწილეობს) შეკუმშვა და მისი ცერებროსპინალური სითხე მიუთითებს დემენციის ამ ყველაზე გავრცელებული ფორმის საერთო მარკერებზე.

ალცჰაიმერს ხშირად ხანდაზმულების დაავადებად მიიჩნევენ, მაგრამ ადრეული შემთხვევები, რომლებიც მოიცავს 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, დიაგნოზების, თითქმის, 10%-ს შეადგენს.

30 წლამდე ასაკის, თითქმის, ყველა პაციენტში გამოვლენილი ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება აიხსნას გენის პათოლოგიური მუტაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაავადება მემკვიდრეობით მიიღეს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი დიაგნოზის დასმისას, მით უფრო სავარაუდოა, რომ დაავადება მემკვიდრეობით მიღებული დაზიანებული გენების შედეგია.

თუმცა პეკინის Capital Medical University-ს მკვლევრებმა მოზარდის გენომის შესწავლისას ვერ აღმოაჩინეს რაიმე საეჭვო გენი ან მუტაციები, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერების დაკარგვის ადრეულ დაწყებაზე.

ამ დიაგნოზამდე ალცჰაიმერის მქონე ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 21 წლის იყო. ის და მისი ოჯახი ატარებდნენ PSEN1 გენის მუტაციას, რომელიც იწვევს ტვინში ანომალიური ცილების დაგროვებას, ქმნის რა ტოქსიკური დაფების გროვას, რაც ალცჰაიმერის დაავადების საერთო მახასიათებელია.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევა, ზემოხსენებულისაგან განსხვავებით, გაურკვევლობას ბადებს. 19 წლის მოზარდის ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია ალცჰაიმერის ან დემენციის ისტორია, თუმცა მოზარდს არ აღენიშნებოდა სხვა დაავადებები, ინფექციები ან თავის ტრავმა, რითაც მისი უეცარი კოგნიტიური დაქვეითება აიხსნებოდა.

მეხსიერების კლინიკაში გაგზავნამდე ორი წლით ადრე, პაციენტს აღენიშნებოდა ყურადღებისა და მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება და კითხვის გაძნელება. ხშირად ვერ იხსენებდა წინა დღის მოვლენებს და ყოველთვის არასწორ ადგილას ათავსებდა პირად ნივთებს.

საბოლოოდ, კოგნიტიური დაქვეითება იმდენად გაუარესდა, რომ ახალგაზრდამ საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. პაციენტის მეხსიერების ქულა 82%-ით დაბალი იყო, ვიდრე მისი ასაკის თანატოლებისა.

„პაციენტს აღენიშნება ალცჰაიმერის ძალიან ადრეული შემთხვევა, მკაფიო პათოგენური მუტაციების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პათოგენეზი ჯერ კიდევ შესასწავლია”, – წერენ ნევროლოგი ძიენფინგ ძია და მისი კოლეგები თავიანთ კვლევაში.

ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ალცჰაიმერი არ მიჰყვება ერთ, კონკრეტულ გზას და ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

South China Morning Post-ისთვის მიცემულ განცხადებაში ნევროლოგები, რომლებიც აღწერდნენ პაციენტის შემთხვევას, ამტკიცებდნენ, რომ მომავალი კვლევები უნდა ფოკუსირდეს დაავადების გამოვლენის ადრეულ შემთხვევებზე, რათა უკეთ ჩავწვდეთ მის გამომწვევ მიზეზებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მეცნიერთა პროგნოზით, 2050 წლისთვის დიაბეტი 1.3 მილიარდ ადამიანს ექნება

მეცნიერთა ახალი პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის ჩვენს პოპულაციაში დიაბეტის მქონე ინდივიდების რაოდენობა ორზე მეტჯერ გაიზრდება და 1.3 მილიარდს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად მოიმატებს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებიც, რადგან მსგავსი ქრონიკული დაავადება ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მომდევნო ათწლეულებში მეორე ტიპის დიაბეტის მოსალოდნელი გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები სიმსუქნეს ასახელებენ. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ამ დიაგნოზით 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც საერთო პოპულაციის 6.1 პროცენტია.

იმის მიუხედავად, რომ მედიცინა დღითი დღე ვითარდება, ის ახალი გამოწვევების წინაშე დგება. მათ შორისაა დიაბეტიც, რომლის მაჩვენებლების ზრდაც ჯანდაცვის სისტემებს მძიმე ტვირთად დააწვება. კერძოდ, გამოცემაში Diabetes Care გამოქვეყნებული სხვა კვლევის მიხედვით, დიაბეტთან ასოცირებული ხარჯები 2015 წლის 1.3 ტრილიონდოლარიანი მაჩვენებლიდან 2030 წლისთვის შესაძლოა, 2.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს.

დიაბეტი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ინსულინს ვერ გამოიმუშავებს ან მას სისხლში გლუკოზის დასარეგულირებლად სათანადოდ ვერ იყენებს. ეს ხშირად ჯანმრთელობის სხვა გართულებებსაც ედება საფუძვლად და მნიშვნელოვან სისტემებს აზიანებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვები, თირკმელები, ნერვები და ა.შ.

2021 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დიაბეტის პრევენციისთვის ახალი ინიციატივები წამოიწყო და 2030 წლისთვის მისაღწევი გეგმები დაისახა. იქნება თუ არა ეს შედეგის მომტანი და ავირიდებთ თუ არა დიაბეტის გავრცელებას, მომავალი გვიჩვენებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ.

როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება.

წამლების დამამზადებელმა იაპონურმა კომპანია Eisai-მა თანხმობა იანვარში მიიღო, რაც Leqembi-ის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა განაპირობა. FDA-მა ეს შედეგები დაადასტურა 1,800 პაციენტზე ჩატარებული კვლევის გადახედვის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მედიკამენტმა 5-თვიანი მკურნალობის ფარგლებში, შეანელა მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.

„ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის”, – თქვა FDA-ის ნევროლოგიის პრეპარატების დირექტორმა, ტერეზა ბურაჩიომ.

წამლის რეცეპტში შეტანილი იქნება ინფორმაცია და სერიოზული გაფრთხილება, რომ მისმა გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და სისხლდენა.

აღსანიშნია, რომ პაციენტები დიდი ხანია ითხოვენ FDA-სგან მიანიჭოს მედიკამენტს სრული ავტორიზაცია, რადგან სადაზღვევო კომპანია Medicare უარს ამბობდა ხარჯების დაფარვაზე, თუ Leqembi-ის ავტორიზაცია არ ექნებოდა.

ახლა კი სადაზღვევო პაკეტში ეს მედიკამენტიც შევა, თუმცა გაგრძელდება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-იმ პირველი ტიპის დიაბეტისთვის უჯრედული თერაპია დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) პირველი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ უჯრედული თერაპიის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საუბარია Lantidra-ზე, უჯრედულ თერაპიაზე, რომელიც პანკრეასის უჯრედების გამოყენებით მზადდება.

ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებისთვის შესაფერისი თერაპია სისხლში შაქრის მნიშვნელოვნად დაბალმა დონემ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. ეს პირველი მედიკამენტია, რომელიც მათთვის იქნება, ვისაც სისხლში შაქრის დონის რეგულირება ინსულინის სტანდარტული დოზებით არ შეუძლია.

შესაბამისად, პაციენტებისთვის ლანტიდრა გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იქნება.

„ჰიპოგლიკემიას მძიმე ფორმა ძალიან საშიშია. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები გონების დაკარგვისა და კრუნჩხვების შედეგად”, – თქვა პიტერ მარკსმა, FDA-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

მედიკამენტი დონორის ბეტა უჯრედების (ინსულინის სეკრეტორული უჯრედების) შეყვანით მოქმედებს.

FDA-ს თანახმად, პრეპარატის მეორე ინფუზია პირველ დოზაზე რეაგირების მიხედვით მოხდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

მსოფლიოში პირველად, ადამიანს გენის შეცვლით ქოლესტერინის წარმოქმნა სამუდამოდ შეუმცირეს

და, აი, ისიც — მოხალისე ახალი ზელანდიიდან გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გაიარა დნმ-ის (გენეტიკური მასალის) კორექტირების პროცედურა, რათა მის სისხლში შემცირდეს ქოლესტერინის რაოდენობა. ეს არის გულის შეტევების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ექსპერიმენტი ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Verve Therapeutics-მა ჩაატარა. პაციენტს გაუკეთეს გენის მაკორექტირებელი CRISPR-ის ინიექცია, რათა მას შეეცვალა ღვიძლის უჯრედების დნმ-ის ერთი მონაკვეთი.

კომპანია აცხადებს, რომ გენის ეს პატარა ცვლილება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სისხლში სამუდამოდ შემცირდეს “ცუდი” LDL ქოლესტერინის რაოდენობა — ცხიმოვანი მოლეკულა, რომელიც არტერიების დახშობასა და დროსთან ერთად მათ არაელასტიურობას იწვევს.

პაციენტს ახალი ზელანდიიდან ჰქონდა მემკვიდრეობითი მიდრეკილება მაღალი ქოლესტერინისკენ და უკვე აწუხებდა გულის პრობლემები. კომპანიას სჯერა, რომ ეს ტექნიკა შეიძლება, მილიონობით სხვა ადამიანის შემთხვევაშიც გამოიყენონ, რათა შეამცირონ გულსისხლძარღვთა დაავადებები.

“თუ ეს მუშაობს და უსაფრთხოა, მაშინ ესაა პასუხი გულის შეტევების პრევენციისთვის — ეს არის ხსნა”, — ამბობს კექარ კათირესანი, გენების მკვლევარი და Verve-ს ხელმძღვანელი.

უკვე 10 წელია გასული, რაც მეცნიერებმა CRISPR განავითარეს — ტექნოლოგია, რომლითაც ხდება დნმ-ის თარგეტირებული კორექტირება. მაგრამ აქამდე ამ მეთოდს იყენებდნენ მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც ან იშვიათი დაავადებები ჰქონდათ – მაგალითად, ნამგლსებრი ანემია, ანაც კვლევით ცდაში იღებდნენ მონაწილეობას.

თუ Verve-ს ექსპერიმენტი იმუშავებს, ეს იქნება გენური კორექტირების/CRISPR ფართო გამოყენების დასაწყისი — უკვე შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივი დაავადებების განკურნებაც. ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას აქვს LDL-ის მაღალი დონე, მაგრამ მათ უმეტესობას ამის კონტროლი არ შეუძლია. ამასთანავე, მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი იღუპება ათეროსკლეროზისა და გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებებისგან, ვიდრე სხვა მიზეზით.

“გენების კორექტირების სხვა პროცედურებისგან განსხვავებით ჩვენს მიდგომას უფრო დიდი გავლენა ექნება ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობაზე”, — ამბობს ერიკ ტოპოლი, Scripps Research-ის კარდიოლოგი და მკვლევარი.

LDL-ს შემცირების გზები და მათი მნიშვნელობა

ექიმებს სჯერათ, რომ LDL-ს მნიშვნელოვნად შემცირებით და ამ მაჩვენებლის მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებით შესაძლებელი იქნება ადამიანებში გულსისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებული სიკვდილის პრევენცია.

“რაც უფრო დაბალია LDL, მით უკეთესი”, — ამბობს ბრაუნვალდი, იქიმის ბოსტონიდან. “თქვენ არ შეიძლება გქონდეთ ძალიან დაბალი LDL [ანუ “დეფიციტი” არასდროს შეგექმნებათ]. პრობლემაა, თუ როგორ შევამციროთ ის.”

მკაცრი დიეტით, როდესაც თქვენ არ მიირთმევთ კვერცს, ხორცს და ზეითუნის ზეთსაც კი, შეიძლება მისი შემცირება. მაგრმ ბევრ ადამიანს ამის გაკეთება უჭირს. შემდეგ ერთვება სტატინები — ამერიკაში ყველაზე ფართოდ გაცემადი წამალი. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ადამიანის LDL-ს განახევრება, მაგრამ ნაწილს გვერდითი მოვლენები აწუხებს, სხვებისთვის დღეში ერთი აბის მიღებაც პრობლემურია.

ზოგიერთი ახალი ბიოტექ პრეპარატის ინიექცია თვეში ორჯერ ან წელიწადში ორჯერაც კი სრულიად საკმარისია. ეს საკმაოდ ძლიერი პრეპარატებია და ბრაუნვალდი იმაზეც კი ფიქრობს, რა კარგი იქნებოდა, რომ ვექცინების მსგავსად ეს პრეპარატებიც გაეცათ სეზონურად ადამიანებისთვის.

“მე გამოვთვალე და თუ თქვენ მის მიღებას 30 წლის ასაკში დაიწყებთ, თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავისუფალი სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წლამდე გაიზრდება”, — ამბობს ის.

მაგრამ ეს წამლები ჯერ არაა ფართოდ გამოყენებული. ისინი ძალიან ძვირია და სადაზღვეო კომპანიები არ აფინანსებენ მათ შესყიდვას.

“გენის კორექტირება ძალიან კარგი გამოსავალია, რადგან ერთხელ აკეთებ და ყველაფერი რიგზეა. თქვენ თავიდან ვიზიტიც აღარ გჭირდებათ”, — ამბობს ბრაუნვალდი. “ეს მართლაც დიდი მიღწევაა, რადგან ათეროსკლეროზი ინდუსტრიულ სამყაროში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და LDL ამის უმთავრესი განმაპირობებელია”.

ახალ ზელანდიაში, სადაც Verve-ს კლინიკა ატარებს საკუთარ ცდებს, ექიმები გენების კორექტირებას გაუკეთებენ 40 ადამიანს, რომელსაც ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია (FH) აქვს — თანდაყოლილი დაავადება ქოლესტერინის დიდი რაოდენობით. ადამიანებს, რომლებსაც FH აქვთ, საშუალოზე ორჯერ მეტი ქოლესტერინის რაოდენობა აქვთ. მათი უმეტესობა (ძირითადად ახალგაზრდები) ამ მდგომარეობის შესახებ იგებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გულის შეტევით კლინიკაში გადაჰყავთ.

განსხვავება ბაზისურ კორექტირებასა და აქამდე ცნობილ CRISPR-ს შორის
აღნიშნული კვლევით იწყება ასევე ბაზისური კორექტირებაც — CRISPR-ის ინოვაციური გამოყენება, რომელიც 2016 წელს განავითარეს. ტრადიციული CRISPR-ისგან განსხვავებით, რომელიც ჭრიდა გენს, ბაზისური კორექტრიება გულისხმობს დნმ-ის ერთი მონაკვეთის მეორეთი ჩანაცვლებას.

გენი, რომელსაც Verve აკორექტირებს, ჰქვია PCSK9. მას დიდი როლი აქვს LDL-ს რაოდენობის კონტროლში და კომპანია აცხადებს, რომ მისი გამორთვა (და შესაბამისად LDL-ს შემცირება) შესაძლებელია ამ გენის ერთ-ერთი მონაკვეთის “გაფუჭებით”, სხვა ნუკლეოტიდით ჩანაცვლებით.

როგორც თითქმის ყველა გამოგონების შემთხვევაში, აქაც ამ ინოვაციური მიდგომის უკან პირადი გამოცდილება დგას – კათირესანი Verve-ის დაარსებამდე იყო მკვლევარი კემბრიჯში. მან კომპანია დააარსა და ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი ძმა უეცრად გულის შეტევით დაიღუპა. ის ფიქრობს, რომ მისი მიდგომა შეძლებს მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენციას.

განსხვავება ტრადიციულ CRISPR-სა და ბაზისურ კორექტირებას შორის

ერთი მიზეზი, რატომაც Verve-ს ბაზისური კორექტირების ტექნიკა ასე სწრაფად ვითარდება არის მისი მსგავსება კოვიდ-19-ის mRNA ვაქცინებთან. როგორც ვაქცინის შემთხვევაში, აქაც მკურნალობა შედგება გენების ინსტრუქციისგან, რომელიც შეფუთულია ნანონაწილაკში, რომელიც, თავის მხრივ, აღწევს უჯრედში და, ინსტრუქციის მიხედვით, ყველაფერს გადააწყობს.

მაშინ, როდესაც ვაქცინა “უბრძანებს” უჯრედს აწარმოოს SARS-CoV-2 ვირუსის კომპონენტი, Verve-ს მკურნალობა გულისხმობს უჯრედის კონკრეტული ცილების მიერ PCSK9 გენის მოდიფიცირებას, ანუ მასში მცირე შეცდომის შეტანას.

გენური თერაპიის რისკები და უპირატესობები
მაიმუნებზე ჩატარებული კვლევით Verve-მა აჩვენა, რომ “ცუდი” ქოლესტერინი 60%-ით შემცირდა. ეს ეფექტი ცხოველებში უკვე ერთი წელია გრძელდება და მოსალოდნელია, რომ სამუდამო იქნება.

ექსპერიმენტი ადამიანებზე, შესაძლოა, ოდნავ სარისკო იყოს. ნანონაწილაკები, გარკვეული აზრით, ტოქსიკურია და იყო კიდევაც ჩივილი გვერდით მოვლენებზე, როგორიცაა, მაგალითად, კუნთის ტკივილი ადამიანებში, რომლებიც PCSK9 აქტივობის შესამცირებლად სხვა წამლებს იღებდნენ. და თუ მკურნალობის დასრულება, პრობლემის გამოჩენისთანავე, შესაძლებელია ჩვეულებრივი პრეპარატების მიღებისას, ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ იგივე პრობლემები გენური რედაქტირების შემდეგაც გაჩნდება.

დღემდე გენური თერაპია ბაზარზე რამდენიმე ასეულობით ათასი დოლარი ღირდა — ზოგი ორ მილიონ დოლარამდეც კი აღწევდა. Verve-ს მკურნალობა კი გაცილებით იაფი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით თუ ფართოდ იქნება აპრობირებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მაშინ, როდესაც სხვა გენური თერაპიები გენების გადასატანად სპეციალურად მომზადებულ/გამოყვანილ ვირუსებს იყენებენ, ნანონაწილები ქიმიური პროცესების შედეგადაა დამზადებული და უფრო პრაქტიკულია მათი რაოდენობის გაზრდა.

“პანდემიამ და ვაქცინების მზარდმა საჭიროებამ მსხვილი წარმოების დიდი შესაძლებლობები შექმნა”, — ამბობს კირან მუსუნურუ, Verve-ს თანადამფუძნებელი მკვლევარი. “ეს შესაძლებლობები შეიძლება გამოვიყენოთ გენური თერაპიისთვის და, რა თქმა უნდა, ბევრი საწარმოო შესაძლებლობა დაბალს ფასსაც ნიშნავს”.

შეიძლება ითქვას, რომ Verve-ს თანადამფუძნებლებს ერთგვარად გაუმართლათ, რომ მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ამავდროულად არის პირველი რიგითი, გავრცელებული პრობლემა, რომლის მოგვარებაც გენური კორექტირებითაა შესაძლებელი.

“მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი გულის შეტევაა”, — ამბობს კატირესანი. “თუ თქვენ ადამიანს მისცემთ წამალს, რომლითაც ის გულის შეტების პრეცენციას მოახერხებს, მაშინ ის უფრი დიდხანს იცოცხლებს.”

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში, მომდევნო 5 წელში, 14 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება

გლობალურ სამუშაო ბაზარს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დიდი შეფერხებები დაატყდება თავს, რადგან ეკონომიკა სუსტდება და კომპანიები სულ უფრო მეტად იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, – ამის შესახებ“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ (WEF) ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 800-ზე მეტი კომპანიის გამოკითხვებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ შეფასებით, დამსაქმებლები 2027 წლისთვის 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 83 მილიონი პოზიციის გაქრობას ელიან, რაც, საერთო ჯამში, 14 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს, ეს კი ამჟამინდელი სამუშაო ადგილების 2%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში შრომის ბაზრის რყევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. განახლებადი ენერგიის სისტემებზე გადასვლა მძლავრი ძრავა იქნება სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხოლო ნელი ეკონომიკური ზრდა და მაღალი ინფლაცია ზარალს გამოიწვევს.
იმავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ სწრაფვა იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძალა.
კომპანიებს დასჭირდებათ ახალი თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან მათ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვასა და მართვაში. WEF-ის თანახმად, მონაცემთა ანალიტიკოსებისა და მეცნიერების, მანქანათმცოდნეობის სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება 2027 წლისთვის საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავრცელება ბევრ პოზიციას საფრთხის ქვეშ დააყენებს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში რობოტები ანაცვლებენ ადამიანებს. WEF-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის, შეიძლება, აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ სამუშაოსთან დაკავშირებული 26 მილიონით ნაკლები სამუშაო ადგილი იყოს.
იმავდროულად, კომპანიებს ახალი მიდგომა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა უნარები სჭირდებათ მათ თანამშრომლებს. WEF-ის თანახმად, ფირმები ახლა უფრო მეტად აფასებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარს, ვიდრე კომპიუტერულ პროგრამირებას.

წყარო : edition.cnn.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკის თქმით, მისი კომპანია ტვინის ჩიპებს ადამიანებზე წელს გამოცდის

პარიზში გამართულ ღონისძიებაზე VivaTech ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ Neuralink პაციენტთა ტვინში სპეციალურ იმპლანტებს ჩანერგავს, თუმცა რამდენი პიროვნება მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ინტერფეისის გამოცდის ნებართვა Neuralink-მა მარეგულირებელი ორგანოსგან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მაისში მიიღო. ამგვარი ჩიპების მიზანია, პარალიზებულ ინდივიდებს მოძრაობისა და კომუნიკაციის საშუალება მისცეს. ისინი კომპანიამ მაიმუნების სხეულში უკვე ჩანერგა, ახლა კი ადამიანთა ჯერია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

მომდევნო 5 წელში შესაძლოა, ტემპერატურამ 1.5°C-იან ზრდის ზღვარს გადააჭარბოს – გაერო

ალბათ, ყველას სმენია პარიზის შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიცაა, ტემპერატურის ზრდამ, პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, 1.5°C-იან ზღვარს არ გადააჭარბოს. ამის მიუხედავად, გაეროს ახალი პროგნოზის თანახმად, შესაძლოა, ადამიანის სამრეწველო საქმიანობისა და ანომალიური კლიმატური მოვლენების გამო, ეს მომდევნო 5 წელიწადში მოხდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კერძოდ, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, იმის შანსი, რომ გლობალურად დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ყოველწლიური ზრდა 1.5°C-იან მიჯნას დროებით გადასცდეს, 66 პროცენტია. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება, რასაც ხელს, სავარაუდოდ, მოსალოდნელი თბილი სეზონური დინება, იგივე ელ-ნინიოც შეუწყობს. ეს და ჩვენ მიერ პროვოცირებული კლიმატის ცვლილება პლანეტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის საფარის კოლაფსს, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სითბურ ტალღებს, ძლიერ გვალვებს, წყლის ნაკლებობასა და ექსტრემალურ ამინდს განაპირობებს.

გაეროში ამბობენ, რომ ელ-ნინიო მომდევნო თვეებში დაიწყება და სჯობს, ტემპერატურის მატებისთვის მოვემზადოთ. ამ დროს ქარი, რომელიც წყნარ ოკეანეში თბილ წყალს დასავლეთისკენ უბიძგებს, სუსტდება და მის ერთ ადგილზე დაგროვებას იწვევს. ეს კლიმატს მთელ მსოფლიოში ცვლის, ზოგან ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოდის, ზოგან კი პირიქით, ძლიერი გვალვები იჩენს თავს. ცხელდება ატმოსფეროც, რაც სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს.

WMO-ს პროგნოზით, 98 პროცენტია შანსი, რომ მომდევნო 5 წელში ერთ-ერთი რეკორდულად ცხელი იყოს და 2016 წელს დაფიქსირებულ ნიშნულს, ტემპერატურის 1.28°C-იან ზრდას, გადააჭარბოს. მოსალოდნელია წვიმის შემცირება ცენტრალურ ამერიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ამაზონის მიმდებარედ, ხოლო არქტიკის რეგიონში – ყინულის ლღობის აჩქარება, რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის მარეგულირებელ სისტემებზე ცუდ გავლენას იქონიებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება ხელოვნური სიცოცხლის შექმნის შესაძლებლობას ზრდის

ამერიკელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ დნმ-ს და შეუძლია შექმნას სრულიად ახალი, სინთეზური ცილები.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომი მეცნიერებს უფრო მეტად აახლოვებს ლაბორატორიაში დიზაინერი პროტეინების შექმნასთან.

კალიფორნიის Scripps Research Institute -ის ქიმია-ბიოლოგის – ფლოიდ როსბერგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი დნმ-ის გენეტიკური კოდის გაფართოვება შესაძლებელი იყო ოთხივე სახის აზოტოვანი ფუძის, ე.წ. დნმ-ს ენის ასოების –  ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის გარეშე.

2014 წელს, რომესბერგმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ე. კოლის ბაქტერიის შტამები, რომელიც შეიცავდა ორ არაბუნებრივ ქრომოსომას – X-ს და Y-ს.

უახლეს ნაშრომში რომსბერგის გუნდმა აჩვენა, რომ ამ ნაწილობრივად არაბუნებრივი სინთეზური ფორმის ე. კოლს ახალი პროტეინების შექმნისთვის ამ ჰიბრიდული გენეტიკური კოდისგან ინსტრუქციების მიღება შეუძლია.

,,ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჯრედმა არა პროტეინის, ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის გამოყენების, არამედ რაღაც სხვისი საშუალებით გადათარგმნა,”- განაცხადა რომსბერგმა. “მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი ცვლილებები ორგანიზმში ძალიან მცირე იყო, ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის სიცოცხლის პირველი ცვლილება,” – დასძინა მან.

ეს არის მიზანი, რომლისთვისაც რომსბერგი ბოლო 20 წლის მანძილზე მუშაობს. თუმცა, ცხოვრების ახალი ფორმების შექმნა არ არის მთავარი საკითხი. რომეშბერგის მიზანია, ამ გაფართოებული გენეტიკური კოდის გამოყენებით ახალი ტიპის პროტეინები შეიქმნას, რომელიც შესაძლებელია, დაავადების სამკურნალოდ იქნას გამოყენებული.

რომსბერგისთვის ცნობილია, რომ ნახევრად სინთეზური ორგანიზმების შექმნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს  ლაბორატორიის მიღმა ჰიბრიდული სიცოცხლის ფორმების გავრცელებასთან, თუმცა მათ მიერ გამოყენებული სისტემა ასეთ შესაძლებლობას ნაკლებ სავარაუდოს ხდის.

მაგალითად, ბუნებრივ დნმ-ში, ფუძის წყვილები ერთმანეთთან წყალბადის ატომების შეკავშირებით მიიზიდებიან. რომსბერგის X და Y ფუძეები მიიზიდებიან სრულიად განსხვავებულ პროცესის საშუალებით, რაც ხელს უშლის მათ შემთხვევით დაკავშირებას ბუნებრივ ფუძეებთან.

და რადგან უჯრედებს არ შეუძლიათ საკუთარი X-ს და Y-ის შექმნა გარკვეული ქიმიკატების გარეშე, ნახევრად სინთეზურ ორგანიზმებს არ შეუძლიათ ლაბორატორიის გარეთ ცხოვრება.

,,მათ არ შეუძლიათ გაქცევა. არანაირი ,,იურური პარკის” სცენარი არ არსებობს,” – განაცხადა რომსბერგმა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

საერთაშორისო კომუნიკაციისთვის ხელოვნურად შექმნილი ენა – ესპერანტო

იცით, რომ კაცობრიობას აქვს ხელოვნური საერთაშორისო ენა – ესპერანტო, რომელიც რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა – ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა? მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო, რომელიც გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს. მისი ფსევდონიმი იყო ესპერანტო. ენის ლექსიკა დაკოპლექტებულია მეტადრე რომანული (~60%), გერმანიკული (~30%) და სლავური ენების სიტყვათა ძირებიდან. სიტყვების ძირებზე აფიქსების დართვით იწარმოება ახალი სიტყვები. გრამატიკა მარტივია – შედგება სულ 16 წესისგან; ამის გამო მისი შესწავლა მარტივია. ესპერანტოზე თარგმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. არსებობს ორიგინალი ლიტერატურაც.

,,ესპერანტოს შინაგანი არსია: ნეიტრალური ენობრივი საფუძვლის მეშვეობით, ერთა შორის აღმართული კედლების რღვევა და ხალხთა დარწმუნება იდეაში, რომ ყველა მათგანმა მოყვასში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და ძმა დაინახვოს,”- ეს იყო ის საფუძველი, რის გამოც ჩამოაყალიბა ახალი ენა ლუდვიდ ზამენჰოფმა.

კვლევები ეპერანტოზე 10,000–დან 2 მილიონამდე აქტიურ ან ძალიან კარგად მცოდნე მოლაპარაკეს ითვლის. ის ფაქტი, რომ ესპერანტო არის მშობლიური ენა ზოგთათვის, აიხსნება იმით, რომ მათ ისწავლეს მათი მშობლებისგან ის, როგორც ერთ–ერთი მშობლიური ენა. 115–მდე ქვეყანაში ლაპარაკობენ ესპერანტოზე. განსაკუთრებული გამოყენება აქვს ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ, მისი გავრცელების სიდიდე არცთუ ისე დიდია, თუმცა, ამ კუთხით სხვადასხვა ნაბიჯი იდგმება, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ სემინარებიც კი ჩატარდა ამ თემაზე ქუთაისში.

რაც შეეხება ესპერანტოს ფონოლოგიას:

ფონემური ინვენტარი სლავურია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას. შედგება 28 ასოსაგან. ასოები იკითხება ისევე, როგორც იწერება. ესპერანტოში არის 23 თანხმოვანი, 5 ხმოვანი და 2 ნახევრადხმოვანი, ხოლო ეს ასოები ადგენენ 6 დიფთონგს. ტონი არ საზღვრავს სიტყვის მნიშვნელობას. აქცენტი ყოველთვის არის ბოლოს წინა ხმოვანზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბოლო o ხმოვნის ელიზია არ მოხდა (რაც მეტადრე პოეზიაში ხდება). მაგალითად, familio–ში(ოჯახი) აქცენტი მეორე i-ზე არის(famili’o) და o ასოს გარეშეც, აქცენტი მეორე ხმოვანზე რჩება (famili’).

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მიიჩნევა, რომ ეს ენა უპირატესია არის თანასწორობის იდეა, რადგანაც, მისი არსებობის მომხრეების თვალსაზრისით, ესპერანტოს გამოყენებისას თავს უფრო თანასწორად გრძნობთ, ვიდრე, მაგალითად, თანამოსაუბრესთან ინგლისურად ლაპარაკისას, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის მშობლიური ენაა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 89
Page 4 of 89