close

მსოფლიო

დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს სამუდამოდ სპობს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის, როგორიც მილიონობით წლის წინ იმ ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

სრულად :

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა ვიცით „მომაკვდინებელი ვირუსის“ შესახებ, რომელიც სამხრეთ ინდოეთში გავრცელდა

სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

2 ადამიანის დაღუპვის შემდეგ კერალას შტატში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირებები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 დაინფიცირებული გამოვლინდა.

შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება. 2018 წლიდან ეს ინდოეთში ვირუს ნიპას უკვე მე-4 აფეთქებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, 

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიორეაქტორი, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციებს იმეორებს. მან ღორის ორგანიზმში 1 კვირა გაძლო, რაც ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია.

კერძოდ, სპეციალისტებმა ადამიანის თირკმლის უჯრედები მოათავსეს მოწყობილობაში, რომელიც იმპლანტაციას ექვემდებარება. ის ცხოველის სხეულში გადაიტანეს, რის შემდეგაც ბიორეაქტორში არსებულმა უჯრედებმა ფუნქციურობისა და სიცოცხლისუნარიანობის 90%-ზე მეტი შეინარჩუნა.

ეს ექსპერიმენტი მიუთითებს, რომ მკვლევართა მიერ შექმნილ ბიონიკურ ორგანოს იმუნური სისტემა არ უტევს. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, ჩაანაცვლებს თუ არა ამგვარი ტრანსპლანტი ადამიანის თირკმელს, თუმცა დიალიზისა თუ სხვა ძვირად ღირებული პროცედურების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მსგავსი მიღწევები მნიშვნელოვანია.

იალიზის მოწყობილობები ძალიან დიდი ზომისაა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩასანაცვლებლად არც ისე მოსახერხებელი საშუალებაა. ამის ნაცვლად მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნამდვილი ორგანოს უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი უკეთესი ალტერნატივაა და პოტენციურად მრავალი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დიალიზი კვირაში რამდენჯერმე სჭირდება, მათთვის დონორის მოძებნა კი ძალიან ძნელია. აშშ-ში ახალ თირკმელს მხოლოდ 20 000 პაციენტი იღებს. ეს მაშინ, როცა მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 100 000 ინდივიდია.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი იმისთვის შევქმენით, რომ უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობა შეგვესწავლა და არა მათი გადატანა და მეტაბოლური ფუნქცია. სამომავლო კვლევები კონცენტრირდება როგორც უჯრედთა რაოდენობის ზრდაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უფრო მეტ ცხოველში, რათა სტატისტიკური მნიშვნელობა და საბოლოო მტკიცებულება მივიღოთ. ბიოხელოვნური თირკმელი ამ ორგანოს დაავადებების მკურნალობას უფრო ეფექტიანს, ასატანს და კომფორტულს გახდის”, — აცხადებენ ავტორები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.

მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.

„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.

კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.

რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.

მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.

წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.

მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ხელოვნური თირკმელი შექმნეს

დღეს უამრავ ადამიანს ესაჭიროება დიალიზი თანაც კვირაში რამდენიმეჯერ… ხოლო თირკმლის დონორის პოვნა განსაკუთრებით რთულია — თუ, მაგალითად, აშშ-ში ორგანოთა მოლოდინის სიაში 100 000 ადამიანია, მათგან მხოლოდ 20 000 პოულობს დონორს… UC San Francisco-ს მეცნიერები კი დამაიმედებელ ამბავს გვიზიარებენ — ბიორეაქტორი შექმნეს, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციების იმიტაციისთვის არის გამიზნული. მან ღორის შემთხვევაში 1 კვირით შეძლო ფუნქციონირება, თანაც ბიორეაქტორმა ეს 90%-იანი წარმატებით მოახერხა!

მართალია, კვლევა მცირე მასშტაბიანია, მაგრამ დამაინტრიგებელ შედეგს ნამდვილად გვთავაზობს, რომ მასპინძლის სხეულს შეუძლია, არ უარყოს ე. წ. ბიონიკური ორგანო. ჯერ კიდევ მრავალი კვლევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებში მისი გამოცდა დაიწყონ, თუმცა პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზს მოიხმარენ, მისი პერსპექტივა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

თირკმლის გადანერგვის ნაცვლად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იმპლანტირებადი დიალიზის დანადგარს შექმნიან, რომელსაც შეეძლება, ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ამჯერად არსებული დიალიზის დანადგარები კი დიდი და კომპლექსურია, ამასთან, არც თირკმლის გადანერგვის საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ იმედოვნებენ, რომ გაჯეტით, რომელიც რეალური თირკმლის უჯრედებს შეიცავს, ამას წარმატებით მოახერხებენ.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი შექმნილი იყო უჯრედის სიცოცხლისუნარიანობის გასაგებად, მომავალში კი ვფოკუსირდებით როგორც უჯრედების რაოდენობაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდების გაზრდაზე… ბიოხელოვნური თირკმელი დაავადების მკურნალობას მეტად ეფექტურსა და კომფორტულს გახდის“, — აცხადებენ მკვლევრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

უნიკალური ოპერაცია – ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

ამერიკელმა ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ეს არის ყველაზე გრძელი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეძლო.

მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ. ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. მათი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა – რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეტრად იზრდება.

ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებზე ცდისას წარმატებული შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის მიზანიც ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შენელება ან პრევენციაა, თაგვებზე დაიტესტა. ადრეული შედეგები იმედის მომცემია. 

თაგვებს ინჟინერიით შეყვანილი ჰქონდათ გენი, რომელიც მათ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა; აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათ ძალიან ცოტა ამილოიდური ფირფიტები ჰქონდათ.

ამას გარდა, ნაკლებად ჰქონდათ თავის ტვინის ანთებაც და აღენიშნებოდათ გაუმჯობესება ქცევასა და ცნობიერებაში. ამის შესახებ იაპონიის ჯუნტენდოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და შესაბამისად, ზედმეტად არ უნდა აღვფრთოვანდეთ. შედეგები მკვლევრებმა ბოსტონში, ამერიკის გულის ასოციაციის 2023 წლის გულ-სისხლძარღვთა მეცნიერების სამეცნიერო სესიაზე წარმოადგინეს.

„ახალ ვაქცინაზე ჩვენ მიერ თაგვებზე ჩატარებული ტესტი მიგვანიშნებს დაავადების პრევენციის ან შეცვლის პოტენციურ გზაზე. თუ ვაქცინა ადამიანებშიც წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების პროგრესირების გადავადების ან პრევენციისკენ“, – ამბობს გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩიე-ლუნ ჰსიაო.

ცოტა ხნის წინ, ადამიანებზე ცდა ჩატარდა ახალი პრეპარატითაც, რომელიც მალე შეიძლება FDA-მ დაამტკიცოს. როგორც ამ ცდებმა აჩვენა, პრეპარატი დაავადების პროგრესს თვეებით ანელებს.

ახალი პოტენციური ვაქცინა მიზანში იღებს ცილას, რომელიც დაბერებულ უჯრედებში ჩნდება — ასაკოვან უჯრედებში, რომლებიც აღარ იყოფიან, მათ აღარც ორგანიზმი წმენდს, ირგვლივ ტრიალებენ და იწვევენ ანთებას.

ერთ-ერთი ცილა, რომელსაც დაბერებული უჯრედები გამოხატავენ, არის SAGP, ანუ სიბერესთან დაკავშირებული გლიკოპროტეინი, რომელიც ვაქცინის სამიზნეა.

მკვლევრებმა ვაქცინა ასაკთან დაკავშირებული მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ შექმნეს, მათ შორის თაგვებში მე-2 ტიპის დიაბეტის.

თუმცა, სხვა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ SAGP ძლიერ არის გამოხატული (ექსპრესია) ნერვულ დამხმარე ქსოვილებში (გლიური უჯრედები) ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ვაქცინა დატესტა გენური ინჟინერიით ისე დამუშავებულ თაგვებზე, რომლებსაც ამილოიდური დაფები უნდა განვითარებოდათ და გასჩენოდათ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომები. 2,5 თვის თაგვების ნაწილს პლაცებო გაუკეთეს, ნაწილს SAGP ვაქცინა.

ამის შემდეგ, ექვსი თვის ასაკში, მკვლევრებმა მათი ქცევა ლაბირინთის მსგავს მოწყობილობაში დატესტეს, შემდეგ კი მათი თავის ტვინი და სხეული შეისწავლეს.

ვაქცინირებულ თაგვებმა ქცევით ტესტებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს. აღენიშნებოდათ უფრო მეტი ცნობიერება მიმდებარე გარემოსადმი და იქცეოდნენ ჯანმრთელი თაგვებივით.

ამას გარდა, მათ თავის ტვინში შემცირებული იყო ანთების რამდენიმე ბიომარკერი.

ვაქცინირებულ თაგვებს მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ ამილოიდური ფირფიტების დაგროვებაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში — ტვინის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია ენის დამუშავებასა და პრობლემების გადაჭრასთან.

საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, SAGP ცილები ძლიერ იყო გამოხატული თავის ტვინის სპეციალიზებული უჯრედების, მიკროგლიის სიახლოვეს. მიკროგლია ცენტრალური ნერვული სისტემის თავდაცვის მთავარი ნაწილია.

თუმცა, მიკროგლიას ანთების გამოწვევაც შეუძლია და უკვე არსებობს ეჭვი, რომ ის ალცჰაიმერში გარკვეულ როლს ასრულებს.

ამ ცდის შედეგები მიუთითებს, რომ მიკროგლიის მიზანში ამოღება შეიძლება ამ დაავადების მკურნალობის გზა იყოს.

„გააქტიურებულ მდგომარეობაში მყოფი მიკროგლიის ამოღებით, შეიძლება ასევე გაკონტროლდეს ანთება თავის ტვინში. ვაქცინამ შეიძლება მიზანში ამოიღოს მიკროგლია და მოაშოროს ეს ტოქსიკური უჯრედები, რითაც საბოლოოდ გასწორდება ის დეფიციტი ქცევაში, რაც ალცჰაიმერის დაავადების დროს გვხვდება“, — ამბობს ჰსიაო.

აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის ვაქცინის შექმნის მცდელობა აქამდეც ყოფილა; ამას გარდა, არის სხვა პოტენციური ვაქცინებიც, რომლებიც ამჟამად ადამიანებზე იტესტება.

ასეთ ექსპერიმენტულ ვაქცინებს ადამიანებზე ცდების დასაწყებად ძალიან დიდი გზის გავლა ესაჭიროება.

თუმცა, იმედის მომცემია, რომ ვაქცინა ქცევის გაუმჯობესებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული და აშკარად აჩვენებს, რომ მკვლევრები სწორ გზაზე დგანან.

„ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა ვაქცინებით თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევები წარმატებული აღმოჩნდა ამილოიდური ფირფიტების დალექვისა და ანთებითი ფაქტორების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი კვლევა იმით განსხვავდება, რომ ჩვენმა SAGP ვაქცინამ თაგვებში ქცევაც უკეთესობისკენ შეცვალა“, — აღნიშნავს ჰსიაო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა არის „დენგეს“ ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ახალ საფრთხეს უქმნის – ჯანმოს გაფრთხილება

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი “დენგე” ვირუსის საფრთხის წინაშეა

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.

”მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.  

“დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.

”დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 89
Page 3 of 89