close

მსოფლიო

მსოფლიო

ექსპერტები გვაფრთხილებენ: ყავას საფრთხე ემუქრება

მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ცნობილი 124 ყავის სახეობის 60 პროცენტი გადაშენების პირასაა.

აღსანიშნავია, რომ ყავის 100-ზე მეტი სახეობა ტყეებში ბუნებრივად იზრდება , მათ შორის არის ყავის ის ორი სახეობა, რომელსაც ადამიანები სასმელად მოვიხმართ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მონაცემები საგანგაშოა, ვინაიდან ველურ ყავას გლობალური ყავის მოსავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„რომ არა ველური ჯიშები, ჩვენ ამ რაოდენობის ყავა, რასაც დღეს მოვიხმართ, არ გვექნებოდა,“ – განაცხადა Royal Botanic Gardens-ის წარმომადგენელმა დოქტორმა აარონ დევისმა.

სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქყვეყნებული კვლევის თანახმად, ველური ყავის 75 სახეობას გადაშენება ემუქრება, 35 ამ საფრთხის წინაშე არ დგას, ხოლო დანარჩენ 14-ის შესახებ ამ ეტაპზე ამ მხრივ ძალიან ცოტა რამ იციან.

Global Change Biology-ში გამოქვეყნებული კვლევიდან კი ჩანს, რომ როდესაც კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული პროექტების გათვალისწინება ხდება, ყავა „არაბიკა“ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ სიაშია (IUCN Red List).ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყავის ეს სახეობა. რომლის სამშობლო ეთიოპიაა, 2088 წლისთვის დაახლოებით 50 პროცენტით იქნება შემცირებული.

რა არის და რაში გვჭირდება ველური ყავა?

ყავის ბევრმა მოყვარულმა არ იცის, რომ დასალევად მხოლოდ ორი სახის ყავის მარცვლებს ვიყენებთ : Coffea Arabica-სა და Coffea robusta-ის. დანარჩენი 122 სახეობა ტყეში ბუნებრივად იზრდება. უმეტესობა მათგანი დასალევად გემრიელი არაა, თუმცა ისინი შეიცავენ გენს, რომელსაც მომავალში, კლიმატის ცვლილებისა და სხვადასხვა დაავადებების ფონზე, ყავის ნარგავების გადარჩენა შეუძლია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში მოგვიწევს საშველად ყავის ველურ ჯიშებს „მოვუხმოთ“, რათა მსოფლიოს ყავის მოსავალი გადავარჩინოთ.

სად იზრდება ველური ყავა?

ველური ყავის სახეობების უმეტესობა აფრიკის ტყეებში და მადაგასკარის კუნძულზე იზრდება. გარდა აფრიკისა, ველური ყავა სხვა ტროპიკული კლიმატის პირობებშიც გვხვდება, მათ შორის ინდოეთში, შრი-ლანკასა და ავსტრალიაში.

 

რომელი სახეობის ყავას ვსვამთ?

ყავის მსოფლიო ვაჭრობა ორ სახეობას ეფუძნება – არაბიკასა (Coffea arabica) და რებუსტას (Coffea canephora).

მესამე სახეობა – ლიბერიკა (Coffea liberica) მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე იზრდება, თუმცა დასალევად იშვიათად მოიხმარენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 60 პროცენტი ძალიან მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელია და  ყავის ჯიშების შესანარჩუნებლად შესაბამისი მოქმედებები უნდა განხორციელდეს.

BBC

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

აშშ-მ კომპანია Huawei-ი თაღლითობასა და ტექნოლოგიის მითვისებაში დადანაშაულა

au აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჩინურ კომპანია Huawei-ს და მის მთავარ ფინანსურ ოფიცერს მენ უანჟოუბრალი საბანკო თაღლითობაში, მართლმსაჯულების ასრულებისთვის ხელის შეშლასა ტექნოლოგიის მითვისებისთვის წაუყენეს. (more…)

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

აშშ-მ კომპანია Huawei-ი თაღლითობასა და ტექნოლოგიის მითვისებაში დადანაშაულა

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჩინურ კომპანია Huawei-ს და მის მთავარ ფინანსურ ოფიცერს მენ უანჟოუბრალი საბანკო თაღლითობაში, მართლმსაჯულების ასრულებისთვის ხელის შეშლასა ტექნოლოგიის მითვისებისთვის წაუყენეს.

კომპანია, ისევე როგორც მენ უანჟოუ, რომელიც კანადაში დეკემბერში ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს, ბრალს არ აღიარებენ.

„ჩინური კომპანიები ჩვენი ექსპორტის კანონებს და ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს წლების განმავლობაში არღვევდნენ, თავიანთი უკანონო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით,ისინი ხშირად აშშ-ს ფინანსურ სისტემებიყენებდნენ. ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“, – განაცხადა აშშ-ს სავაჭრო მდივანმა ვილბერ როსმა.

Huawei-მ განცხადება გაავცელა. კომპანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ“ და „არ ფლობენ ინფორმაციას მის მენის მიერ ჩადენილი რაიმე კანონდარღვევის შესახებ.“

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ კომპანია ორ შვილობილ კომპანიასთან – Huawei Device USA-სა და Skycom T-თან ურთიერთობას აშშ-სა და გლობალური ბანკის მოტყუების ფონზე ირანთან ბიზნესის საწარმოებლად იყენებდა, რომლის წინააღმდეგაც შეერთებულ შტატებს უმკაცრესი სანქციები აქვს დაწესებული.

მეორე ბრალდების თანახმად კი, Huawei-მ T Mobile-გან მოპარული ტექნოლოგია სმარტფონების გამძლეობის დასატესტად გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში აშშ-მ ჩინურ კომპანიას 23 ბრალდება წაუყენა.

BBC

სრულად ნახვა
მსოფლიო

ჩინელმა მეცნიერებმა გენეტიკრად შეცვლილი კლონირებული პრიმატები შექმნეს

შანხაიში მდებარე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტში ხუთი კლონირებული მაკაკა გაჩნდა.

როგორც ცნობილი, ერთი წლის წინ ჩინელმა მეცნიერებმა პირველი კლონირებული პრიმატები შექმნეს. ახლახანს დაბადებული მაკაკები კი უნიკალურები იმით არიან, რომ დაბადებამდე მათი გენი შეცვალეს. ხუთივე მაკაკა დონორი პრომატის ფიბრობლასტისგანმიღებულ იდენტური გენების მატარებლები არიან.

უფრო კონკრეტულად, მაკაკები ერთი კონკრეტული გენის -BMAL1-ის მატარებლები არიან, რომელიც დონორში CRISPR/Cas9 გენეტიკური რედაქტირების ტექნოლოგიის საშუალებით შეცვალეს.

ეს გენი წარმოქმნის მარეგულირებელ პროტეინს, რომელიც ძუძუმწოვრებში გარკვეული ბიოლოგიური რიტმების მართვაში მონაწილეობს. თუმცა, შეცვლილ ვერსიაში ეს პროტეინი არ წამროიქმნება, რაც ცხოველებში ისეთ ცირკადულ დარღვევებს იწვევს, როგორიცაა ძილის შემცირებული დრო და მეტი მოძრაობა ღამით. მათ ასევე გამოავლინეს აღელვების, დეპრესიისა და შიზოფრეენის მსგავსი ნიშნები.

„ცირკადული რიტმისდარღვევები შესაძლოა ადამიანებში უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს, მათ შორის ძილის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, კიბო და ნეიროდეგენერაციული დაავადებები,“ აცხადებენ ჩინელი მეცნიერები.

თუმცა აღნიშნული ექსპერიმენტი ბადებს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად ეთიკურია ცხოველებში ტკივილისა და სტრესის გამოწვევა თუნდაც იმ ფონზე, როცაექსპერიმენტს ადამიანებში ფსიქოლოგიური პრობლემების მკურნალობის გზის მოსაძიებლად იყენებენ.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალNational Science Review-ში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება გასულის წლის ბოლოსაც მოუწია, როცა ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ განაცხადა, რომ CRISPR რედაქტირების საშუალებით მსოფლიოს პირველი გენეტიკურად შეცვლილი ბავშვი შექმნა.

www.sciencealert.com

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამსოფლიო

NASA ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვას გეგმავს

კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანია Techshot-ი NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე ადამიანის გულის დაბეჭდვაა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს.

მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად გამართულად შეძლებს 3D პრინტერი უწონადობაში გულის ქსოვილების ბეჭდვაზე მუშაობას.

ექსპერიმენტის წარმატების შეთხვევაში ათასობით ადამიანი, რომელიც ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო იღუპება, გადარჩება.

ადამიანის ორგანოების 3D პრინტერით ლაბორატორიაში დაბეჭდვის მცდელობა მეცნიერებს აქამდეც ჰქონიათ, თუმცა დაბეჭდვის შემდეგ ორგანო საკუთარ წონას ვერ უძლებს და იშლება.

2017 წელს გულის დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო მსოფლიოში დაახლოებით 7,600 ადამიანი დაიღუპა.

სრულად ნახვა
მსოფლიო

გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს დახურავს

გერმანია 2038 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დახურავს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დანიშნულმა კომისიამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურების დახურვით დაზარალებული რეგიონების დახმარებისთვის 40 მილარდი ევროა (45.7 აშშ დოლარი) გამოყოფილი.

20 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გერმანიას იმ სტრატეგიის განხორციელების საშუალებას მისცემს, რომელიც განახლებად ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ანგელა მერკელის მთავრობა კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმა. კომისია ინდუსტრიის, გარემოს დაცვითი ჯგუფებისა და კავშირების 28 წევრისგან შედგებოდა, რომლებიც ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდნენ და ასევე მმართველი პარტიების სამი წარმომადგენლისგან, რომლებსაცხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

„ნაკლები CO2 და მეტი სამუშაო,  უსაფრთხო ელექტროენერგია და ხელმისაწვდომობა,” წერს „ტვიტერზე“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი პიტერ ალტმაიერი.

Reuters

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიოსაქართველოფილოსოფია

ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით ჩამოდის. ვიზიტის მიზანი და დეტალები ცნობილი გახდება პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო “რუმსში”, 24 იანვარს.

ქართველი მკითხველი ლიოსას რამდენიმე ნაწარმოებს იცნობს. სხვადასხვა წლებში ქართულად გამოიცა დეიდა ხულია და სცენარისტიხუთი კუთხე, ვაცის ნადიმი, ცუდი გოგოს ოინები და ქალაქი და ძაღლები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი ქართველმა მოსწავლემ, ნიკა ბირკაძემ აჩვენა

„ამ მოსწავლეების დიდი წარმატება შედეგია სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთიანი ძალისხმევის და ეს არის საუკეთესო მაგალითი როგორ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენს მიერ დაანონსებული რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის – სკოლის, მასწავლებლების და მათი მოსწავლეების სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრისას.

მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა ოლიმპიადაში გამორჩეულად წარმატებული იყო, კომაროველი ნიკოლოზ ბირკაძე კი, ერთადერთია, რომელმაც ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.

მინისტრმა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

ოთხი კომაროველი აშშ-ში სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს

წელს, პირველად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

ეს მოსწავლეები არიან: გიორგი ჩუბინიძე – University of Pennsylvania, გიორგი კლდიაშვილი- Massachusetts Institute of Technology, ლექსო ბორაშვილი-Lafayette College და ლუკა მდივანი – Duke Kunshan University.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

კანადაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტის ქვა აღმოაჩინეს

ერთ–ერთი ყველაზე დიდი ბრილიანტის ქვა მსოფლიოში აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ კანადაში კომპანია “Dominion Diamond”–მა.

“Sciencealert.com”–აცხადებს, რომ ბრილიანტი 552 კარატს შეადგენს, იგი ყვითელი ფერისაა. ბრილიანტი ჩრდილოეთ კანადაში არქტიკული წრის სამხრეთით 135 მილის მოშორებით აღმოაჩინეს. სხვადასხვა გამოცემებს თუ დავუჯერებთ ძვირადღირებული ქვა დაახლოებით ქათმის კვერცხის ზომისაა.

ცნობილია, რომ 2015 წელს “Botswana”–ში აღმოაჩინეს 1.111 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, ხოლო 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში ცნობილია, რომ აღმოაჩინეს ყველაზე დიდი ბრილიანტის ქვა, რომლის ზომა 3.106 კარატი იყო.

Sciencealert.com

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 91
Page 36 of 91