close
მედიცინამსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერები გრიპის პანდემიის თავიდან ასაცილებლად გენეტიკურად რედაქტირებულ ქათმებს შექმნიან

ბრიტანელი მეცნიერები ქათმების გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით შექმნაზე მუშაობენ. ასეთი ქათმების შექმნით, რომლებიც გრიპის ვირუსის მიმართ სრულიად მდგრადები არიან, მეცნიერები ცდილობენ მომავალი სასიკვდილო პანდემიის აცილებას ცდილობენ.
პირველი ტრანსგენური წიწილები შოტლანდიაში მდებარე ედინბურგის უნივერსიტეტის Roslin Institute-ში მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოიჩეკებიან.
ფრინველთა დნმ-ი ახალი გენური რედაქტირების ტექნოლოგიის, CRISPR- ის, საშუალებით შეცვალეს. გენეტიკური რედაქტირების დროს დნმ-ს პროტეინის იმ ნაწილებს აცლიან, რომელზეც გრიპის ვირუსია დამოკიდებული. ამ ჩარევის წყალობით ქათმები გრიპის ვირუსის მიმართ სრულიად მდგრადები ხდებიან.
გლობალური ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების სპეციალისტები ადამიანის გრიპის პანდემიას ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევენ.
2009/10 წლებში H1N1 ვირუსით გამოწვეული გრიპის პანდემიით მსოფლიოში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუ ისტორიას გადავხედავთ, 1918 ესპანურმა გრიპმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ სასიკვდილო შტამი შესაძლოა გარეული ფრინველებიდან შინაურზე, შემდეგ კი ადამიანებზე გადავიდეს, პანდემიურ ჰაერ-წვეთოვან ფორმად იქცეს და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადავიდეს.
“თუ ჩვენ შევძლებთ, აღვკვეთოთ გრიპის ვირუსის გარეული ფრინველებიდან შინაურზე გადაცემა, შევძლებთ, პანდემიის წყაროს დახშობასაც,“ აცხადებენ მეცნიერები.
2016 წელს ჟურნალ Nature -ში გამოქვეყნებული კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ ქათმებში წარმოდგენილი გენი – ANP32 აკოდირებს პროტეინს, რომელზეც დამოკიდებულია ყველა გრიპის ვირუსი, რომელიც მასპინძელს აინფიცირებს. რედაქტირებული უჯრედების ლაბორატორიულმა ტესტმა კი აჩვენა, რომ ANP32 გენის მოშორების შემდეგ ისინი გრიპით არ ინფიცირდებიან.
Roslin Institute-ის მეცნიერებმა 1996 წლელს მსოფლიოს პირველი კლონირებული ცხოველი – ცხვარი “დოლი“ შექმნეს. მათ სახელ უკავშირდება გენეტიკური ინჟინერიით გამოყვანილი ღორების შექმნაც, რომლებიც ვირუსის მიმართ რეზისტენტულები არიან.
Reuters

გაზიარება:
fb-share-icon0