close
მსოფლიო

ექსპერტები გვაფრთხილებენ: ყავას საფრთხე ემუქრება

მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ცნობილი 124 ყავის სახეობის 60 პროცენტი გადაშენების პირასაა.

აღსანიშნავია, რომ ყავის 100-ზე მეტი სახეობა ტყეებში ბუნებრივად იზრდება , მათ შორის არის ყავის ის ორი სახეობა, რომელსაც ადამიანები სასმელად მოვიხმართ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მონაცემები საგანგაშოა, ვინაიდან ველურ ყავას გლობალური ყავის მოსავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„რომ არა ველური ჯიშები, ჩვენ ამ რაოდენობის ყავა, რასაც დღეს მოვიხმართ, არ გვექნებოდა,“ – განაცხადა Royal Botanic Gardens-ის წარმომადგენელმა დოქტორმა აარონ დევისმა.

სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქყვეყნებული კვლევის თანახმად, ველური ყავის 75 სახეობას გადაშენება ემუქრება, 35 ამ საფრთხის წინაშე არ დგას, ხოლო დანარჩენ 14-ის შესახებ ამ ეტაპზე ამ მხრივ ძალიან ცოტა რამ იციან.

Global Change Biology-ში გამოქვეყნებული კვლევიდან კი ჩანს, რომ როდესაც კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული პროექტების გათვალისწინება ხდება, ყავა „არაბიკა“ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ სიაშია (IUCN Red List).ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყავის ეს სახეობა. რომლის სამშობლო ეთიოპიაა, 2088 წლისთვის დაახლოებით 50 პროცენტით იქნება შემცირებული.

რა არის და რაში გვჭირდება ველური ყავა?

ყავის ბევრმა მოყვარულმა არ იცის, რომ დასალევად მხოლოდ ორი სახის ყავის მარცვლებს ვიყენებთ : Coffea Arabica-სა და Coffea robusta-ის. დანარჩენი 122 სახეობა ტყეში ბუნებრივად იზრდება. უმეტესობა მათგანი დასალევად გემრიელი არაა, თუმცა ისინი შეიცავენ გენს, რომელსაც მომავალში, კლიმატის ცვლილებისა და სხვადასხვა დაავადებების ფონზე, ყავის ნარგავების გადარჩენა შეუძლია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში მოგვიწევს საშველად ყავის ველურ ჯიშებს „მოვუხმოთ“, რათა მსოფლიოს ყავის მოსავალი გადავარჩინოთ.

სად იზრდება ველური ყავა?

ველური ყავის სახეობების უმეტესობა აფრიკის ტყეებში და მადაგასკარის კუნძულზე იზრდება. გარდა აფრიკისა, ველური ყავა სხვა ტროპიკული კლიმატის პირობებშიც გვხვდება, მათ შორის ინდოეთში, შრი-ლანკასა და ავსტრალიაში.

 

რომელი სახეობის ყავას ვსვამთ?

ყავის მსოფლიო ვაჭრობა ორ სახეობას ეფუძნება – არაბიკასა (Coffea arabica) და რებუსტას (Coffea canephora).

მესამე სახეობა – ლიბერიკა (Coffea liberica) მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე იზრდება, თუმცა დასალევად იშვიათად მოიხმარენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 60 პროცენტი ძალიან მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელია და  ყავის ჯიშების შესანარჩუნებლად შესაბამისი მოქმედებები უნდა განხორციელდეს.

BBC

 

გაზიარება:
fb-share-icon0