close
მსოფლიო

ჩინელმა მეცნიერებმა გენეტიკრად შეცვლილი კლონირებული პრიმატები შექმნეს

შანხაიში მდებარე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტში ხუთი კლონირებული მაკაკა გაჩნდა.

როგორც ცნობილი, ერთი წლის წინ ჩინელმა მეცნიერებმა პირველი კლონირებული პრიმატები შექმნეს. ახლახანს დაბადებული მაკაკები კი უნიკალურები იმით არიან, რომ დაბადებამდე მათი გენი შეცვალეს. ხუთივე მაკაკა დონორი პრომატის ფიბრობლასტისგანმიღებულ იდენტური გენების მატარებლები არიან.

უფრო კონკრეტულად, მაკაკები ერთი კონკრეტული გენის -BMAL1-ის მატარებლები არიან, რომელიც დონორში CRISPR/Cas9 გენეტიკური რედაქტირების ტექნოლოგიის საშუალებით შეცვალეს.

ეს გენი წარმოქმნის მარეგულირებელ პროტეინს, რომელიც ძუძუმწოვრებში გარკვეული ბიოლოგიური რიტმების მართვაში მონაწილეობს. თუმცა, შეცვლილ ვერსიაში ეს პროტეინი არ წამროიქმნება, რაც ცხოველებში ისეთ ცირკადულ დარღვევებს იწვევს, როგორიცაა ძილის შემცირებული დრო და მეტი მოძრაობა ღამით. მათ ასევე გამოავლინეს აღელვების, დეპრესიისა და შიზოფრეენის მსგავსი ნიშნები.

„ცირკადული რიტმისდარღვევები შესაძლოა ადამიანებში უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს, მათ შორის ძილის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, კიბო და ნეიროდეგენერაციული დაავადებები,“ აცხადებენ ჩინელი მეცნიერები.

თუმცა აღნიშნული ექსპერიმენტი ბადებს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად ეთიკურია ცხოველებში ტკივილისა და სტრესის გამოწვევა თუნდაც იმ ფონზე, როცაექსპერიმენტს ადამიანებში ფსიქოლოგიური პრობლემების მკურნალობის გზის მოსაძიებლად იყენებენ.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალNational Science Review-ში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება გასულის წლის ბოლოსაც მოუწია, როცა ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ განაცხადა, რომ CRISPR რედაქტირების საშუალებით მსოფლიოს პირველი გენეტიკურად შეცვლილი ბავშვი შექმნა.

www.sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0