close
ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

“აჭარა ჯგუფი” ნიუ-იორკში სასტუმრო “ROOMS”-ის გახსნას გეგმავს

ნიუ-იორკში სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკეკები მიმდინარეობს – ამის შესახებ “აჭარა ჯგუფის” მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. მისი თქმით, საუბარია სასტუმრო “ROOMS”-ის ბრენდზე, ამ ეტაპზე ბერულავა გახსნის სავარაუდო თარიღს არ ასახელებს. მისივე განცხადებით, ნიუ – იორკის შემთხვევაში საუბარია არა ფრენჩაიზინგზე, არამედ მის თანამფლობელობაზე. ბერულავა იმასაც ამბობს, რომ დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც მაღალია და ის ფრენჩაიზინგსაც არ გამორიცხავს.

“საერთაშორისო გეგმები გვაქვს, კონკრეტულად ნიუ იორკთან, საიდანაც დაგვიკავშირდა საინტერესო ჯგუფი, რომელთაც სურთ, სასტუმრო “ROOMS”-ის ბრენდი გავიტანოთ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დაწყებით ეტაპზეა, მაგრამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია”,-აცხადებს “აჭარა ჯგუფის” მმართველი დირექტორი ლევან ბერულავა.

წყარო : bm.ge

გაზიარება:
fb-share-icon0