close

კვლევები

ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

შიზოფრენიამ შესაძლოა ფიზიკური ცვლილებებიც კი გამოიწვიოს

შიზოფრენია განიხილება, როგორც გონებრივი დარღვევა და მოქმედებს ადამიანის ფიქრებზე, შეგრძნებებსა და ქმედებებზე. მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიის დროს ფიზიკურ ცვლილებებსაც განვიცდით –  დეფორმირდება ორგანოებიც.

მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე იცოდნენ, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა ფიზიკური დაავადებები, მსოფლიოს მოსახლეობაზე დაკვირვებისას დაადგინეს, რომ სწორედ ეს ხდება, უმეტეს შემთხვევაში, ნაადრევი სიკვდილის მიზეზი.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები, 15–20 წლით ადრე ტოვებენ წუთისოფელს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები.

წყაროSciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

განახლებულმა ,,Falcon 9-მ” სადებიუტო გაფრენა განახორციელა

კომპანია ,,SpaceX-ის განახლებულმა რაკეტა ,,Falcon 9-მ, რომელიც ,,ნასას” მომავალი მისიებისთვისაა დამზადებული, პარასკევს ფლორიდის კაპე კანავერალას აეროდრომიდან  სადებიუტო გაფრენა განახორციელა. 

რაკეტამ ორბიტაზე განსათავსებლად ბანგლადეშის თანამგზავრი გადაიტანა.

განახლებულ ,,Falcon 9-ს” გაცილებით ძლიერი და უსაფრთხო  ძრავი Block-5 აქვს, ვიდრე წინამორბედი Block-4 იყო.

ძრავი Block-5  განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. კომპანია ,,SpaceX-ის” ინფორმაციით, განახლებული ძრავის, სულ ცოტა, 10-ჯერ გამოყენებაა შესაძლებელი, გაფრენასა და გადრენას შორის კი მხოლოდ მინიმალური რემონტია საჭირო, რაც ფრენის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გაძლიერებული რაკეტის მრავალჯერადი გამოყენება უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს  ,,SpaceX-ის” მფლობელ მილიარდერ მეწარმე ილონ მასკისთვის, რომლის მთავარი მიზანი კოსმოსში კომერციული ფრენების განხორციელება და ადამიანების მარსზე გაგზავნაა.

პარასკევის გაფრენა წელს ,,SpaceX-ისთვის“ მეცხრეა, რაც შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

რაკეტამ მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ბანგლადეშის მთავრობის პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი Bangabandhu-1-ი განათავსა, რაც კომპანია ,,SpaceX-ის“ ინფორმაციით, Falcon 9-მ აფრენიდან 33 წუთში განახორციელა.

Block-5 -ი ,,Falcon 9-ს“ საბოლოო ვერსიაა, სანამ კომპანია სუპერმძიმე რაკეტა Big Falcon Rocket-ს წარმოადგენს, რომელიც ადამიანების მარსზე გასაგზავნად იქნება განკუთვნილი. ,,SpaceX-ი“ და ,,Boeing Co“ ის ორი კომპანია გახლავთ, რომელიც ,,ნასამ” ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად დაიქირავა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

ასტრონომებმა პლუტონი პლანეტად გამოაცხადეს

უკვე დიდი ხანია მსჯელობენ პლუტონის შესახებ – საბოლოოდ, როგორც ჩანს, გადაწყდა, რომ ის პლანეტაა. ყოველ შემთხვევაში, ასტრობიოლოგ დევიდ გრინსპუნს და მკვლევარ ალან შტერნს ასე მიაჩნიათ. 

როგორც მეცნიერები განმარტავენ, პლანეტად მიიჩნევა ყველა ციური სხეული, გეოლოგიური და კლიმატური თავისებურებებით, მათ შორის პლანეტების მსხვილი ბუნებრივი თანამგზავრებიც კი, მაგალითად, ტიტანი (სატურნის თანამგზავრი). სხვათა შორის, ტიტანი მერკურიზე დიდია.

მეცნიერები საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მაშინ მკვლევრებმა სიტყვა ,,პლანეტის” მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ კატეგორიაში გაიყვანეს მხოლოდ ის ციური სხეულები, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავს და რომელთაც შეუძლიათ თავიანთი ორბიტის ირგვლივ დაასუფთავონ ტერიტორია.

აქამდე პლუტონს 5 ცალკეული ობიექტს შორის გამოყოფდნენ ცერერას, ჰომეას, მაკემაკესა და ერისს შორის. ისინი საკმარისად დიდებია იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (უფრო სწორად – მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ, მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებდნენ.

 

წყარო:   Washington Post

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტს სიმელოტის წინააღმდეგ გამოიყენებენ

ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის განკუთვნილ პრეპარატ  სიმელოტის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მედიკამენტს თმის ფოლეკულებზე შთამბეჭდავი ეფექტი აქვს და თმის ზრდას უწყობს ხელს. მათი განცხადებით, ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულია, კლინიკური დადასტურების შემთხვევაში კი –  მედიკამენტი გარღვევა იქნება თანამედროვე მედიცინაში.

იგი შეიცავს ნაერთს, რომელიც მოქმედებს პროტეინზე, რომელიც თმის ზრდის „მუხრუჭის“ როლს ასრულებს.

პროექტის ლიდერმა დოქტორმა ჰოკშოუმ ,,BBC- განუცხადა, რომ აუცილებელია მედიკამენტზე კლინიკური კვლევის ჩატარება, რათა  ადამიანებში მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგინდეს.

ამჟამად ხელმისაწვდომია სიმელოტის (ანდროგენული ალოპეცია) სამკურნალო მხოლოდ ორი მედიკამენტი :

-,,მინდოქსიდილი“ – მამაკაცებისა და ქალებისთვის;

– ,,ფინასტერიდი“ – მხოლოდ მამაკაცებისთვის.

თუმცა, ორივე მედიკამენტს გვერდითი ეფექტები აქვს და, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია, ამიტომ პაციენტები უმეტესწილად თმის ტრანსპლანტაციის ოპერაციას მიმართავენ.

,,PLOS Biology-ში“ გამოქვეყნებული კვლევა ლაბორატორიაში 40 მამაკაცის სკალპზე განხორციელდა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოქიმია

ტყლარწში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს

საკმაოდ პოპულარულ ტყლარწში საშიში ნივთიერება – ბორაკი აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთისა და აშშ რამდენიმე სკოლაში ტყლარწის გაყიდვა უკვე აიკრძალა.

ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც შეიცავს საოჯახო ქიმიის ნაწარმი – მას ლაქების ამომყვან სითხეებსა და ფხვნილებში იყენებენ.

გარდა ამისა – ტყლარწი წებოსა და საღებავსაც შეიცავს. ამ სამი ნივთიერების კომბინაცია კი – დამწვრობასა და ბევრ უკუჩვენებას იწვევს.

კვლევების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მშობლებმა სააკუთარი ბავშვებს ხელებზე დამწვრობა აღმოაჩინეს.

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა პოტენციურად დასახლებადი პლანეტა აღმოაჩინეს

გასული წლის თებერვალში ევროპელ ასტრონავტთა გუნდმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შვიდპლანეტიანი სისტემა, რომელიც ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ახლომახლო მოძრაობს.

გარდა იმისა, რომ შვიდივე პლანეტა კლდოვანი იყო, სამი მათგანი TRAPPIST-1-ის სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს. იმ პერიოდიდან მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, არის თუ არა სიცოცხლე რომელიმე ამ პლანეტაზე.

კვლევები ორიენტირებული იყო იმაზე, აქვთ თუ არა ამ პლანეტებს ატმოსფერო, როგორია მათი შემადგენლობა და ინტერიერი.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა კოლუმბიის უნივერსიტეტის Cool Worlds Laboratory-ში ორმა მკვლევარმა ჩაატარა, რომლებმაც დაადგინეს, რომ TRAPPIST-1-ის ერთ-ერთ პლანეტას (TRAPPIST-1e) დიდი რკინის ბირთვი აქვს – ეს არის დასკვნა, რომელიც მეცნიერებს დაეხმარებათ იმის დადგენაში, არის თუ არა პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები.

კვლევა სახელწოდებით – „TRAPPIST-1e-ს დიდი რკინის ბირთვი აქვს“, გაბრიელ ენგლემენ-სუისამ და დევიდ კიპინგმა ჩაატარეს. მათ კვლევისთვის მანამდე ჩატარებული კვლევების მონაცემები გამოიყენეს. TRAPPIST-1-ის მასისა და რადიუსის პარამეტრების საშუალებით, თითოეული პლანეტის მაქსიმალური და მინიმალური ბირთვის რადიუსის ფრაქცია (CRF) განსაზღვრეს.

CRF-ის განსაზღვრის მეთოდს კიპინგი შემდეგნაირად აღწერს: ,,თუ თქვენ იცით მასა და რადიუსი ძალიან ზუსტად, ისევე როგორც TRAPPIST-1-ის სისტემის შემთხვევაში, შეგიძლიათ ის თეორიულად განსაზღვრულ ინტერიერის სტრუქტურის მოდელებს შეადაროთ.

პრობლემა ისაა, რომ ეს მოდელები, ზოგადად, მოიცავს ოთხ ფენას – რკინის ბირთვს, სილიკატურ მანტიას, წყლის ფენასა და მსუბუქ არამდგრად გარსს (დედამიწას აქვს მხოლოდ ორი მათგანი აქვს, მისი ატმოსფერო მასა და რადიუსზე უმნიშვნელოა).

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ TRAPPIST-1e-ის შემთხვევაში, მისი ბირთვი პლანეტის რადიუსის, სულ მცირე, 50 პროცენტი და მაქსიმუმ 78 პროცენტი უნდა ყოფილიყო. 

ეს მონაცემები რომ დედამიწისას შევადაროთ, სადაც შიდამყარი ბირთვი რკინისა და ნიკელისაა და გარეთხევადი კი – დამდნარი რკინა-ნიკელის, ის პლანეტის რადიუსის 55 პროცენტს შეადგენს.

TRAPPIST-1e-ის CRF-ის ზედა და ქვედა ზღვარის დადგენით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას მასიური ბირთვი უნდა ჰქონდეს, რომელიც დედამიწის მსგავსია.

ეს დასკვნა იმაზე მეტყველებს, რომ TRAPPIST-1-ის ერთ-ერთი პლანეტა – e – დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს და, სავარაუდოდ, მას დამცავი  მაგნიტოსფერო აქვს.

კიპინგის განმარტებით, ამ დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლად ხელსაყრელი ეგზოპლანეტების აღმოჩენის თვალსაზრისით და, ამ მხრივ, TRAPPIST-1e-ი სიის თავში უნდა მოვაქციოთ.

,,პლანეტა დედამიწაზე უფრო პატარაა. ის მდებარეობს საცხოვრებლად ხელსაყრელ ზონაში და ახლა ვიცით, რომ დედამიწის მსგავსად დიდი რკინის ბირთვი აქვს. ისევე, როგორც დედამიწას, პლანეტას არ აქვს არამდგრადი გარსი. უფრო მეტიც, TRAPPIST-1 Proxima-ზე უფრო მშვიდი ვარსკვლავი ჩანს და, ჩემი აზრით, სიცოცხლის არსებობის შანსი TRAPPIST-1e -ზე უფრო მეტადაა, ვიდრე Proxima b -ზე,” – განაცხადა კიპინგმა.

აღსანიშნავია, რომ კიპინგი და მისი გუნდი აპირებენ ჩაატარონ კვლევები Proxima b-ის შესახებ, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო და რა რა შეიძლება იყოს მისი CRF-ი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალი კვლევების საშუალებით, რომლებსაც მომავალი თაობის ტელესკოპით ჩაატარებენ, კიდევ უფრო მეტს აღმოაჩენემ ამ სისტემის შესახებ და გაარკვევენ, არსებობს თუ არა ამ სისტემაში პოტენციურად დასახლებადი პლანეტა.

წყარო: http://sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

თაგვი, რომელსაც ულტრაიისფერი ხედვა განუვითარეს

2012 წელს დოქტორმა მიგელ ნიკოლელისმა ჩაქუჩი დაარტყა შუშის ყუთს, რომელშიც იყო მოთავსებული ყველაფერი, რაც მსოფლიოზე ვიცოდით. მან შექმნა თაგვი სუპერმგრძნობიარე ორგანოთი და შესაძლებლობით – დაინახვოს ყველაფერი ულტრაიისფერ სპექტრში.
ნეიროპროტეზი, რომელიც შექმნა მეცნიერების ჯგუფმა, შედგებოდა 2 ნაწილისგან:
I – ეს არის ულტრაიისფერი სენსორი, რომელიც მაგრდებოდა თაგვის თავზე, როგორც ქუდი.
II – ეს არის კაბელი, რომელიც პირდაპირ უერთდებოდა თაგვის ტვინს. ანუ ტვინის იმ ნაწილს რომელიც მოქმედებს სხეულის შეგრძნებებზე.
როცა ეს ორი ნაწილი ჩართულია, თაგვს ეძლევა საშუალება, აღიქვას ულტრაიისფერი სხივები. მკვლევარებს დასჭირდათ დაახლოებით ერთი თვე, რომ თაგვი მიმხვდარიყო, თუ რას შეიგრძნობდა, საბოლოოდ, 30 დღის შემდეგ, მან შეძლო გაერკვია თუ საიდან მოდიოდა ეს შეგრძნება.სხვათა შორის, მან ახალ შეგრძნებასთან შეგუება დაიწყო.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩაანაცვლებს თუ არა პლასტმასის ბოთლს ინოვაციური ბოთლი, რომელიც სამ კვირაში იშლება

ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი გამოიგონა, რომელიც სამ კვირაში იშლება.
ჯეიმს ლონგკროფტი ამ გამოგონების საშუალებით პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებასა და მათი ნარჩენებისგან მსოფლიო ოკეანეების დაცვას ისახავს მიზნად.
ბოთლის – CH2OOSE-ის გარეშრე რეციკლირებული ქაღალდისგან მზადდება, ხოლო წყალგამძლე შიდაფენა შედგება კომპოზიტური მასალისგან, რომელიც მეცნიერმა თავად შექმნა.
ლონგკროფტი აცხადებს, რომ ბოთლის ფოლადის თავსახურიც დაახლოებით ნახევარ წელიწადში სრულად იშლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ლონგკროფტის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
მეცნიერი, რომელიც ჯერჯერობით თავისი გამოგონების დაპატენტებას ელოდება, იმედოვნებს, რომ მისი ბოთლი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ფასი დაახლოებით 1,2 აშშ დოლარი იქნება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ოკეანეებში 55 ტონა პლასტმასია. ივლისში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. ჟურნალ ,,Science Advances-ის” სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მხოლოდ 2015 წლისთვის, კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება. დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება.

წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველოსოციოლოგია

2018 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2340 ხანძარი იყო. პირველი სამი თვის განმავლობაში ხანძრის შედეგად დაიღუპა 25 და დაშავდა 67 ადამიანი.

საქსტატის მონაცემებით, ხანძრის შედეგად განადგურდა 121 შენობა. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, ერთ წლის განმვალობაში საქართველოში 15 222 შემთხვევა მოხდა. დაღუპულია 79 და დაშავებულია 244 ადამიანი. განადგურებულია 543 შენობა-ნაგებობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთ დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

,,ნასა” მარსის ბიძგების შესასწავლად ახალ მისიას იწყებს

,,ნასამ” ახალი კოსმოსური მისია – InSight-ი დაიწყო, რომლის მიზანი მარსის ინტერიერის გამოკვლევაა.

ლენდერი წითელი პლანეტის ზედაპირზე სეისმომეტრებს განათავსებს, რათა მარსზე არსებული ბიძგები გამოავლინოს და ამ გზით მისი გეოლოგია და შიდაწყობა გამოიკვლიოს.

InSight-ით კოსმოსში რაკეტა ,,ატლას 5″-ით გადაიტანეს, რომელიც კალიფორნიის ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან შაბათს გაუშვეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  InSight-ი წელიწადში 3 მაგნიტუდზე ნაკლები სიმძლავრის ათეულობით ბიძგს გამოავლენს. სეისმომეტრები ფრანგმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს.

,,დედამიწაზე მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული.  არ ვფიქრობთ, რომ ტექტონიკური პროცესები მარსზე აქტიურია, თუმცა ზუსტად არ ვიცით, ასე რომ, სეისმური ნიმუშის მოპოვება საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება,”- აცხადებენ პროექტში ჩართული მეცნიერები.

მკვლევარებმა მიიჩნევენ, რომ მარსს ოდესღაც ჰქონდა თხევადი ბირთვი ჰქონდა, რასაც იქ წარმოქმნილი მაგნეტიზმი ამტკიცებს. InSight-ის რადიოაღჭურვილობის საშუალებით, მეცნიერებს სურთ დაადგინონ, არსებობს თუ არა ამ უძველესი სითხის კვალი წითელ პლანეტაზე.

,,თუ მოუხარშავ და მოხარშულ კვერცხს აიღებთ და გაარყევთ, ისინი სხვადასხვაგვარად იმოძრავებენ შიგნით სითხის სხვადასხვაგვარი გადანაწილების გამო. თუკი კოსმოსური ხომალდით სრულყოფილ გამოკვლევას ჩავატარებთ, დავადგენთ, როგორ ირხევა წითელი პლანეტა, რაც მარსის ბირთვის შესახებ ბევრ ინფორმაციას მოგვაწვდის,” – აცხადებენ მეცნიერები. 

მანამდე კი,  ,,InSight-ს“ წინ 6 თვის გზა აქვს 26 ნოემბრამდე, ანუ სანამ ,,ნასას” მარს ლენდერი წითელ პლანეტამდე მიაღწევს.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 86 87 88 89 90 110
Page 88 of 110